ისტორიის ფილოსოფია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ისტორიის ფილოსოფია — ფილოსოფიის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც ისტორიის საზრისს და ისტორიული პროცესის კანონზომიერებას სწავლობს.

ტერმინი „ისტორიის ფილოსოფია“ ეკუთვნის ფრანგ ფილოსოფოს ვოლტერს, თუმცა ისტორიის ფილოსოფიის, როგორც ფილოსოფიური დისციპლინის, ფუძემდებლად მიიჩნევა გერმანელი ფილოსოფოსი იოჰან ჰერდერი.

თანამედროვე ფილოსოფიაში ერთმანეთისგან განარჩევენ კრიტიკულ და სპეკულაციურ ისტორიის ფილოსოფიას. ისტორიის კრიტიკული ფილოსოფიის შესწავლის საგანია ისტორიული ფაქტის ბუნება და ხასიათი, მისი საფუძვლები და შედეგები, ისტორიის ობიექტურად შესწავლის საშუალება, ე. წ. ისტორიული მეთოდი.[1][2] რაც შეეხება ისტორიის სპეკულაციურ ფილოსოფიას, იგი ისტორიას განიხილავს, როგორც ერთ მთლიან პროცესს და შეისწავლის მის საბოლოო არსსა და მიზანს. მისი საგანია ისტორიული პროცესის გონიერება და კანონზომიერება, რაშიც იგი მეტაფიზიკასთან და თეოლოგიასთან იკვეთება.

თეორიები

რედაქტირება
 
გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, აბსოლუტური იდეალისტი ფილოსოფოსი, რომელმაც ისტორიის დიალექტიკური კონცეფცია განავითარა

გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი

რედაქტირება

ჰეგელმა მის 1807 წლის ნაშრომში „გონის ფენომენოლოგია“ ისტორიის დიალექტიკური კონცეფცია განავითარა. მან დიალექტიკური წინააღმდეგობა განსაზღვრა, როგორც ისტორიის მამოძრავებელი ძალა, ხოლო ისტორია, როგორც დიალექტიკური დაპირისპირებების მუდმივი პროცესი.

ჰეგელის დიალექტიკა სამ საფეხურს მოიცავს: თეზისი, ანტითეზისი და სინთეზი. თეზისი და ანტითეზისი ერთმანეთს ეწინააღმდეგემა, თუმცა კი არ გამორიცხავს ერთმანეთს, არამედ წინააღმდეგობის შედეგად ორივე იხსნება და შედეგად, მათგან ინახება რაღაც დადებითი, რომელიც ქმნის სინთეზს. ეს უკანასკნელი წარმოადგენს არა თეზისისა და ანტითეზისის ჯამს, არამედ მათი წინააღმდეგობის შედეგად წარმომდგარ სრულიად ახალ იდეას. როგორც მოგვიანებით მარქსმა განმარტა, საფრანგეთში ლუი XIV-ის მონარქიული მმართველობა შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც თეზისი, საფრანგეთის რევოლუცია, როგორც ანტითეზისი, ხოლო ნაპოლეონის მმართველობა, როგორც მათი სინთეზი. ჰეგელისთვის ისტორია ერთი მთლიანი პროცესია, რომელიც პროგრესულად ვითარდება წინააღმდეგობათა სისტემური წარმოშობისა და გადალახვის გზით, ე. წ. დიალექტიკური სქემით.

ჰეგელისთვის ისტორია, როგორც აბსულუტური გონის თვითშეცნობისა და თვითგანვითარების პროცესი, მიზანმიმართულია. იგი წერს, რომ ისტორიული პროცესის საშუალებით სამყაროს აბსოლუტური გონი სრულყოფასა და თვითრეალიზაციის უმაღლეს ფორმას აღწევს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The Continuing Relevance of Speculative Philosophy of History, Journal of the Philosophy of History
  2. Philosophy of History, Stanford Encyclopedia of Philosophy