ბედი
ბედი, ბედისწერა, რელიგიურ-ფილოსოფიური იდეალისტური წარმოდგენა, რომელსაც საფუძვლად უდევს რწმენა ადამიანზე ბრმა ძალების ბატონობისა. ამ შეხედულებით ადამიანთა ბედი წინასწარ არის გაჩინებული განგების მიერ. ქართველთა რელიგიური წარმოდგენით ადამიანის დაბადებისთანავე ცაზე ჩნდებოდა მისი ბედის ვარსკვლავი; ახალშობილს „ბედისმწერლის“ ხელით შუბლზე ეწერებოდა მომავალი ცხოვრება, ცხოვრების ყველა მომენტი, რომელთა შეცვლა მოკვდავს არ შეეძლო. იმავე შეხედულებით ამქვეყნიურ საქმეებს ხშირად „სულეთის“ ღმერთიც განაგებდა. ქართველ მთიელებში გავრცელებული რწმენა-წარმოდგენებით „სამზეოში“ ისეთი არაფერი ხდებოდა, წინასწარ "სულეთში" რომ არ ყოფილიყო გადაწყვეტილი. სულეთის ღმერთს ემსახურებოდნენ „მწერელნი“, „ბედის მწერლები“ ან „წერა-მწერალნი“, რომლებიც ბედის წიგნის მონაცემების მიხედვით "იბარებენ სულეთში" ადამიანებს. ანალოგიური წარმოდგენები გავრცელებული იყო აღმოსავლეთისა და ევროპის ხალხებში. ქართული წარმოდგენები ბედზე განსაკუთრებით ახლოს დგას შუამდინარეთსა და ანტიკურ სამყაროში გავრცელებულ რწმენებთან.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 265.