გეორგენბურგის ციხესიმაგრე
გეორგენბურგის ციხესიმაგრე (რუს. Замок Георгенбург, გერმ. Schloss Georgenburg) — ტევტონთა ორდენის უძველესი პრუსიული ციხესიმაგრე, მდებარეობს სოფელ ჩერნიახოვსკში კალინინგრადის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.
გეორგენბურგის ციხესიმაგრე Замок Георгенбург | |
---|---|
კოორდინატები | 54°39′39″N 21°48′27″E / 54.660965° ჩ. გ. 21.80756° ა. გ. |
მდებარეობა | ჩერნიახოვსკი, კალინინგრადის ოლქი, რუსეთი |
დაწყების თარიღი | 1264 |
დასრულების თარიღი | 1351 |
თარიღდება | 1264 |
მდგომარეობა | შემონახულია |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
2007 წლის 23 მარტს ციხესიმაგრემ მიიღო რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[1].
გეირგენბურგის ციხესიმაგრე შედის კალინინგრადის ოლქის იმ სამ ციხესიმაგრეს შორის რომელიც მეტნაკლებად უკეთაა შემონახული. ესენია: ტაპიაუს ციხესიმაგრე გვარდეიესკში და ვალდაუს ციხესიმაგრე ნიზოვეში.
ისტორია
რედაქტირებაპირველი გამაგრებული შენობა ააშენეს 1264 წელს ძველ პრუსიულ ქალაქ კაპზოვინში. მისი ინიციატორი იყო გერმანული ორდენის რაინდი ჰარტმან ფონ გრუმბახი და სახელი უწოდეს წმინდა გიორგის პატივისცემის ნიშნად. ციხესიმაგრე პირველად მოიხსენიება 1354 წელს[2], მაგრამ თავად ციხესიმაგრე ააგეს 1337 წელს თავდაპირველად იგი იყო ხისგან და მიწისგან აგებული, 1351 წელს კი ააშენეს ქვისგან. 1352 წლიდან, მას შემდეგ რაც მიწები გაიყო ორდენსა და ეპისკოპოსებს შორის, 1525 წლამდე ციხესიმაგრე ეკუთვნოდა ტევტონთა ორდენის ზამლანდის ეპისკოპოსს.
ციხესიმაგრე ლიტველებმა ორჯერ დაანგრიეს, 1364 და 1376 წლებში. 1385-1390 წლებში მიმდინარეობდა ტაძრის რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც დასავლეთის მხრიდან მიაშენეს ფორბურგი. 1403 წელს გეორგენბურგის ციხესიმაგრე აიღეს ლიტვის დიდი თავადის ვიტოვტის ძალებმა, 1657 წელს ძლიერ დააზარალა თათართა შემოსევებმა, 1679 წლიდან კი შვედებმა დაიკავეს.
1709 წელს ციხესიმაგრე გაყიდეს. უკანასკნელი მფლობელი იყო დოქტორი მარტინ გელინგი.
1994-1995 წლებში იჯარით აიღო რუსეთის სადაზღვევო ბანკმა 9 წლით, რათ შეექმნა კულტურულ-გასართობი ცენტრი. მის ტერიტორიებზე მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები 1997 წლის კრიზისამდე, როდესაც ბანკმა უარი თქვა აღნიშნულ პროექტზე. ამჟამად ციხესიმაგრე დანგრევის პირას დგას.
2010 წლის გადაწყვეტილებით საოლქო დუმამ ციხესიმაგრე გადასცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. ამჟამად მიმდინარეობს ტაძრის გაწმენდის სამუშაოები და იმართება ტურისტული ექსკურსიები.
2017 წლის 6 მაისს ციხესიმაგრესთან ჩერნიახოვსკის ეპარქიამ გამართა კალინინგრადის სიმფონიური მუსიკის კონცერტი არკადი ფელდმანის ხელმძღვანელობით[3][4][5].
ლიტერატურა
რედაქტირება- Бахтин, А. П. Ситуация с памятниками культурного наследия в Калининградской области // Слово.ру: Балтийский акцент. — 2014. — № 1.
- Сапунов, А. Путешествуем сами: Прибалтика. — М., 2013. — ISBN 5904138075.
- Мамадазизов, Ф. Ш. Событийный туризм и его роль в использовании историко-культурного наследия Калининградской области // Проблемы, опыт и перспективы развития туризма, сервиса и социокультурной деятельности в России и за рубежом. Сборник материалов II Международной научно-практической интернет конференции под ред. О. А. Лях. — 2015. — С. 64—68.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Постановление Правительства Калининградской области от 23 марта 2007 года № 132 «Об объектах культурного наследия регионального и местного значения».
- ↑ Мамадазизов, Ф. Ш. Событийный туризм и его роль в использовании историко-культурного наследия Калининградской области // Проблемы, опыт и перспективы развития туризма, сервиса и социокультурной деятельности в России и за рубежом. Сборник материалов II Международной научно-практической интернет конференции под ред. О. А. Лях. — 2015. — С. 64—68.
- ↑ https://news.rambler.ru/kinomusic/36797916-na-ruinah-zamka-georgenburg-sygral-simfonicheskiy-orkestr/
- ↑ http://vesti-kaliningrad.ru/koncert-na-ruinax-zamka-georgenburg-pryamo-sejchas/
- ↑ http://vesti-kaliningrad.ru/v-starinnom-zamke-georgenburg-sygraet-simfonicheskij-orkestr/