ვალდაუს ციხესიმაგრე

ვალდაუს ციხესიმაგრე (რუს. Замок Вальдау, გერმ. Waldau) — ტევტონთა ორდენის უძველესი პრუსიული ციხესიმაგრე, მდებარეობს სოფელ ნიზოვეში კალინინგრადის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. 2007 წლის 23 მარტს ციხესიმაგრემ მიიღო რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2][3].

ვალდაუს ციხესიმაგრე
Замок Вальдау
კოორდინატები 54°42′07″N 20°44′35″E / 54.701944° ჩ. გ. 20.743056° ა. გ. / 54.701944; 20.743056
მდებარეობა ნიზოვე, კალინინგრადის ოლქი, რუსეთი
დაწყების თარიღი 1264
დასრულების თარიღი 1870
თარიღდება 1264
მდგომარეობა შემონახულია
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 3900664000

ვალდაუს ციხესიმაგრე შედის კალინინგრადის ოლქის იმ სამ ციხესიმაგრეს შორის რომელიც მეტნაკლებად უკეთაა შემონახული. ესენია: ტაპიაუს ციხესიმაგრე გვარდეიესკში და გეორგენბურგის ციხესიმაგრე ჩერნიახოვსკში.

ოფიციალური ცნობა ციხესიმაგრე „ვალდოვის“ მშენებლობის შესახებ მოიპოვება 1258 წლიდან. ციხესიმაგრის აღნიშნული სახელწოდება მომდინარეობს ბალტო-სლავური სიტყვიდან „валдати“, რაც ნიშნავს „ფლობას“, აქედან გამომდინარე ვალდაუ შეიძლება ითარგმნოს როგორც „სამფლობელო[4]“.

1264 წელს ტევტონთა ორდენის ხელისუფლების თხოვნით თავადებმა გზის ახლოს პირველი შუალედური ციხესიმაგრე ააგეს. აღნიშნულ ციხესიმაგრეში ჩერდებოდნენ ორდენის მომსახურე ხალხი, მღვდლები და სამხედროები[4].

1457 წელს ძველი შენობა გადააკეთეს ციხესიმაგრედ. იგი გამოიყენებოდა, როგორც ტევტონთა ორდენის დიდი მაგისტრის საზაფხულო რეზიდენცია.

1697 წლის მაისის ბოლოს ციხესიმაგრეში შეჩერდა დიდი რუსული ელჩობა პეტრე I დიდის მეთაურობით[4].

1720 წელს აღმოსავლეთ პრუსიის მთავრობამ ციხესიმაგრე ვალდაუ გასცა იჯარით, რის შემდეგაც დაიწყო შიდა სივრცის გადაკეთება.

1858 წელს ციხესიმაგრეში განათავსეს სასოფლო სამეურნეო აკადემია, რომელიც 1870 წელს გადაკეთდა მასწავლებლის სემინარიად[4][5].

1945 წლიდან დღემდე, ციხესიმაგრე ვალდაუში სასოფლო-სამეურნეო სკოლაა განთავსებული. შენობის მარცხენა ფლიგელი გამოიყენება სასწავლებლის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლად[1][6].

კალინინგრადის ოლქის მთავრობის 2007 წლის 23 მარტის № 132 დადგენილების შესაბამისად ვალდაუს ციხესიმაგრემ მიიღო რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[1][2][3]. ამავე წელს რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურმა შენობა ავარიულად ცნო (არსებობდა სახურავის ჩამოშლის საფრთხე) და დახურა.

2010 წელს შენობა გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, მაგრამ 2012 წლისათვის კუთვნილების საკითხი ჯერ კიდევ არ იყო დარეგულირებული. იგეგმება, რომ მფლობელის გარკვევისა და სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ციხესიმაგრის მარცხენა ფლიგელში გაიხსნას ციხესიმაგრე ვალდაუს ისტორიის მუზეუმი, რომელიც ამჟამად ადგილობრივ საშუალო სკოლაშია განთავსებული.

2014 წლის 14 ივნისს ვალდაუს ციხესიმაგრეს შეუსრულდა 750 წელი. იუბილესთან დაკავშირებით სოფელში არსებული მუზეუმის თანამშრომლებმა ნაგვისაგან გაათავისუფლეს ციხესიმაგრის სარდაფი და გამართეს შუა საუკუნეების ჭა, რომელიც ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის პერიოდშიც კი ამარაგებდა ციხესიმაგრეს წყლით. ციხესიმაგრეში იმართება ვაჭრობა. ვაჭრობის განსაკუთრებული სიამაყეა - სააფთიაქო საქმიანობა. ადრეულ წლებში ციხესიმაგრე ვალდაუს აფთიაქი მთელ პრუსიას ამარაგებდა ბალახეული წამლებით[7][8].

  1. 1.0 1.1 1.2 Посёлок Низовье Калининградской области. Достопримечательности. Замок «Вальдау». // prussia39.ru
  2. 2.0 2.1 Постановление Правительства Калининградской области от 23 марта 2007 года № 132 «Об объектах культурного наследия регионального и местного значения».
  3. 3.0 3.1 Музей "Замок «Вальдау»". История. Постановление Правительства Калининградской области. დაარქივებული 2014-07-17 საიტზე Wayback Machine. // waldauschloss.ru
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Музей "Замок «Вальдау»". История замка «Вальдау».[მკვდარი ბმული] // waldauschloss.ru
  5. Низовский сельский округ.[მკვდარი ბმული] // guryevsk.baltnet.ru
  6. Замки Калининградской области России. Посёлок Низовье (Вальдау). Замок «Вальдау». Макет замка и фото из экспозиции Музея «Вальдау» (работа Баринова А. И.) // offtop.ru
  7. Замку «Вальдау» 750 лет — 14 июня 2014 года. დაარქივებული 2014-07-17 საიტზე Wayback Machine. // waldauschloss.ru
  8. К юбилею замка «Вальдау» в порядок привели средневековый колодец. დაარქივებული 2014-07-18 საიტზე Wayback Machine. // waldauschloss.ru