გენადი იანაევი
გენადი იანაევი (რუს. Генна́дий Ива́нович Яна́ев; დ. 26 აგვისტო, 1937 — გ. 24 სექტემბერი, 2010[7]) — საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, სსრკ-ს ვიცე-პრეზიდენტი (1990 წლის 27 დეკემბერი — 1991 წლის 4 სექტემბერი), პოლიტბიუროს წევრი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი (1990-1991). 1991 წლის 19-21 აგვისტოს მოვლენების დროს იყო სსრკ-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომიტეტის დე-ფაქტო ლიდერი. ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი[8] და გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი.
გენადი იანაევი | |
---|---|
რუს. Геннадий Иванович Янаев | |
დაბადების თარიღი | 26 აგვისტო, 1937[1] [2] |
დაბადების ადგილი | Perevoz[3] [4] |
გარდაცვალების თარიღი | 24 სექტემბერი, 2010[5] [1] [2] (73 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი[6] |
მოქალაქეობა |
სსრკ რუსეთი |
განათლება | Moscow State Law University და Nizhny Novgorod State Agricultural Academy |
სამეცნიერო ხარისხი | ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი |
ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი და საპატიო ნიშნის ორდენი |
პოლიტიკური მოღვაწოება
რედაქტირება1968 წლიდან 1980 წლამდე იყო სსრკ-ს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა კომიტეტის თავმჯდომარე.[9]
1980 წლიდან 1986 წლამდე იყო უცხოურ ქვეყნებთან მეგობრობის და კულტურულის კავშირის საბჭოთა საზოგადოების კავშირის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე.[9] იყო ჟურნალ „Вокруг света“-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი.
იყო პროფკავშირთა სრულიად საბჭოთა კავშირის ცენტრალური საბჭოს მდივანი 1986-1989 წლებში, 1989 წლის სექტემბრიდან თავმჯდომარის მოადგილე, 1990 წლის აპრილ-ივლისში თავმჯდომარე. 1989-1990 წლებში იანაევი იყო სსრკ-ს სახალხო დეპუტატი,[9] ხოლო 1971-1980 წლებში რსფსრ-ს უზენაესი საბჭოს დეპუტატი.[9]
კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო განყოფილების კონსულტატის, ე. ბაჟანოვის მტკიცებით, იანაევის თანამშრომლები ერთმანეთს აძლევდნენ რჩევას, „გენასთან“ ყველა საქმე დილით მოეგვარებინათ; სადილის შემდეგ მასთან შესვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან ის უკვე „მზად იყო“.[10][11]
1990 წლის ივლისში აირჩიეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად.[9] 1990 წლის ივლისიდან 1991 წლის იანვრამდე იყო პოლიტბიუროსა და ცენტრალური კომიტეტის მდივანი. 1990 წლის დეკემბრიდან 1991 წლის სექტემბრამდე იყო სსრკ-ს ვიცე-პრეზიდენტი (თუმცა, თავდაპირველად, გორბაჩოვი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ედუარდ შევარდნაძეს განიხილავდა).[12] 1991 წლის მარტიდან სსრკ-ს დაშლამდე იყო სსრკ-ს უსაფრთხოების საბჭოს წევრი.[13]
1991 წლის აგვისტოს პუტჩის დროს, გორბაჩოვის ავადმყოფობის მიზეზით, ასრულებდა სსრკ-ს პრეზიდენტის მოვალეობას[14] და იყო საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომიტეტის ერთ-ერთი ძირითადი წევრი. მიხეილ ლეონტევის ინფორმაციით, იანაევმა კრიუჩკოვს მოვლენებს დროს უთხრა: „გაიგე ჩემი ხასიათი, ერთი კაცი მაინც თუ დაიღუპა — ცხოვრებას ვერ შევძლებ“.
21 აგვისტოს სსრკ-ს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა, საკავშირო პარლამენტის ლიდერთა თავმჯდომარეობით, მიიღო დადგენილება, რომელშიც უკანონოდ აცხადებდა სსრკ-ს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებიდან ჩამოშორებას და მისი უფლებამოსილებების ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტისთვის გადაცემას[15] და ამის გამო, მოითხოვა ვიცე-პრეზიდენტ იანაევისგან, გაუექმებინა საგანგებო მდგომარეობის საფუძვლით მიღებული ბრძანებები და დადგენილებები. იმავე დღეს იანაევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც „ГКЧП“ დაშლილად გამოცხადდა, ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები — ბათილად.[16][17]
„ГКЧП“-ს მოღვაწოებაში მონაწილეობის გამო, მიეცა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობს ქვეშ. 1991 წლის 22 აგვისტოს დააპატიმრეს და გადაიყვანეს იზოლატორ კაშინაში (კალინინის ოლქი). 26 აგვისტოს გადაიყვანეს „მატროსულ სიჩუმეში“, სადაც მან თითქმის წელიწადნახევარი გაატარა. სსრკ-ს სახალხო დეპუტატმა, რიგგარეშე 5 ყრილობის გადაწყვეტილებით, 1991 წელს გათავისუფლდა სსრკ-ს ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობებისგან,[18][19] მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ს კონსტიტუციაში არ იყო დარეგულირებული ვიცე-პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა. ედავებოდნენ რსფსრ სისხლის სამართლის 64-ე მუხლის „а“ თავის დარღვევას („სამშობლოს ღალატი“, „შეთქმულება ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით“ და 175-ე მუხლის დარღვევას.[20] 1993 წლის 26 იანვარს გაათავისუფლეს პატიმრობიდან „ГКЧП“-ს სხვა წევრებთან (პავლოვი, კრიუჩკოვი, ტიზიაკოვი, ბალკანოვი, იაზოვი) ერთად.[21] 1994 წლის თებერვალში სისხლის სამართლის საქმე შეწყდა დუმას მიერ გამოცხადებული ამნისტიის შედეგად (დუმას ამნისტიაში აგრეთვე მოხდნენ რუსლან ხასბულატოვი, ალექსანდრე რუცკოი და სხვ.).[22]
1993 წლის 1 მაისს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, კოლეგა კრიუჩკოვთან ერთად მონაწილეობას იღებდა დემონსტრაციაში, რომელიც, საბოლოო ჯამში, პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.[23][24]
1996 წელს, იანაევის მაშინდელმა ცოლმა, ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მეუღლე პარტიული ჩინოვნიკის თანამდებობას ბოროტად არასოდეს არ იყენებდა:
„გორბაჩოვმა გენასთან დაკავშირებით არასწორი გათვლა გააკეთა... გენა სხვანაირია, იგი პირად კეთილდღეობაზე არ ზრუნავს; განსხვავებით ჩვენი მეზობლისგან, შევარდნაძისგან, რომელმაც თბილისში გაფრენამდე მოსკოვის ბინის პრივატიზაცია მოასწრო.[25]“
|
2001 წელს იანაევმა განმარტა, თუ რატომ დაეთანხმა ამნისტიას:
გარდაიცვალა 2010 წლის 24 სექტემბერს. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა რუსეთის ფედერაციის კომუნისტურმა პარტიამ. დაასაფლავეს ტროეკურსკის სასაფლაოზე, მოსკოვში. დაკრძალვას ესწრებოდნენ მოსკოვის ვიცე-მერი ლიუდმილა შევცოვა და რუსეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ივანე მელნიკოვი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Геннадий Иванович Янаев: Биографическая справка. РИА Новости (2010-09-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-24. ციტირების თარიღი: 2013-08-19.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 Munzinger Personen
- ↑ The Independent — Britain: 1986. — 176681 ეგზ. — ISSN 1741-9743
- ↑ http://www.archontology.org/nations/ussr/ussr_state/yanayev.php
- ↑ http://echo.msk.ru/news/712951-echo.html
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #126688370 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Умер Геннадий Янаев. Лента.Ру (2010-09-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-24. ციტირების თარიღი: 2013-08-19.
- ↑ Янаев, Геннадий Иванович. Проблемы развития прогрессивных тенденций в молодёжном движении стран развитого капитализма (конец 60-х — первая половина 70-х годов) : Автореф. дис. на соиск. учён. степ. канд. ист. наук : (07.00.04). — Москва, 1979. — 19 с.
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 Янаев Геннадий Иванович. Биография.ру. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-24. ციტირების თარიღი: 2013-08-19.
- ↑ Калиф Янаев
- ↑ Бажанов Е. П. Вознесённые на Олимп // Знамя. 2007. № 4.
- ↑ Постановление Съезда народных депутатов СССР от 27 декабря 1990 г. N 1877-I «О Вице-президенте СССР»
- ↑ Указ Президента СССР от 13 марта 1991 г. № УП-1615, согласие на назначение дано постановлением Верховного Совета СССР от 7 марта 1991 г. № 2010-I
- ↑ Указ вице-президента СССР от 18 августа 1991 года
- ↑ Заседание Президиума Верховного Совета СССР // ТАСС, 21 августа 1991 года
- ↑ Коробов П. Геннадий Янаев: Горбачёва никто не арестовывал Газета "Коммерсантъ" № 148 от 18.08.2001. С. 6
- ↑ 10-я годовщина событий августа 1991 года
- ↑ Постановление Съезда народных депутатов СССР от 4 сентября 1991 г. N 2390-I "Об освобождении Г. И. Янаева от обязанностей Вице-президента СССР
- ↑ Янаев Геннадий Иванович. Правители России и Советского Союза. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-24. ციტირების თარიღი: 2013-08-19.
- ↑ Ъ-Газета — Следствие/приговоры
- ↑ Ъ-Газета — Пресс-конференция по делу ГКЧП
- ↑ Постановление Государственной Думы Федерального Собрания Российской Федерации от 23 февраля 1994 г. № 65-1 ГД «Об объявлении политической и экономической амнистии»
- ↑ 1 МАЯ 1993 ч.1 Янаев на 2:35
- ↑ 1 МАЯ 1993 ч.7
- ↑ Интервью Розы Янаевой в «Новом Взгляде» (1996)