გევორქ ახვერდიანი
გევორქ ახვერდიანი (სომხ. Գևորգ Ախվերդյան, დ. 17 ივნისი [ძვ. სტ. 5 ივნისი], 1818, თბილისი, — გ. 29 ნოემბერი [ძვ. სტ. 17 ნოემბერი], 1861, იქვე) — სომეხი ლიტერატურათმცოდნე, საზოგადოებრივი მოღვაწე. აგროვებდა აშუღური პოეზიის ნიმუშებს. საიათნოვას სომხურ ლექსებს დაუთმო გამოკვლევა, კომენტარები და გამოსცა მოსკოვში (1852). ნაშრომი „თბილისის ამქრები“ ავტორის სიკვდილის შემდეგ ნაწილ-ნაწილად გამოიცა თბილისში (1882–1883). 1903 წელს გამოვიდა მის მიერ შედგენილი კრებული XVIII საუკუნისა და XIX საუკუნის I ნახევრის გუსანთა სიმღერებისა.
ლიტერატურა
რედაქტირება- მედულაშვილი ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 104.