ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გუსანები (სომხ. գուսան) — მომღერლები, ინსტრუმენტალისტები, მოცეკვავეები, მთხრობელები და პროფესიონალი ხალხური მსახიობები პართიასა და ძველი და შუა საუკუნეების სომხეთის სახალხო თეატრებში.[1]

გუსანები
]
ქვეყანა სომხეთი, პართია
წარმოდგენა მომღერლები, ინსტრუმენტალისტები, მთხრობელები, მოცეკვავეები
პირველად ნახსენებია V საუკუნე
სომხურად գուսան

სომხეთში ტერმინი გუსანი ხშირად გამოიყენება მომღერალ-პოეტის სინონიმად.[2][3]

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სიტყვა გუსანი პირველად ნახსენებია V საუკუნის სომხურ ტექსტებში, მაგ. ბიზანტიის ფაუსტი, მოსე ხორენელი და სხვა. პარსიულ ენაში სიტყვა გუსანი ნახსენებია ფახრუდდინ ასად გურგანის Vis o Rāmin-ში (მეთერთმეტე საუკუნე). თავდაპირველად ითვლებოდა, რომ გუსანი იყო პირადი სახელი. თუმცა მე-19 საუკუნეში ქეროვბ პატკანიანმა წარმოადგინა თეორია რომ გუსანი შესაძლოა ნიშნავდეს ,,მუსიკოსს" და ივარაუდა, რომ ეს იყო მოძველებული სპარსული ტერმინი. 1934 წელს ჰაროლდ უოლტერ ბეილიმ სიტყვის წარმოშობა დაუკავშირა პართიურ ენას. ჰრაჩია აჩარიანის აზრით, სიტყვა პართიულ ენაში იქნა ნასესხები სომხური სიტყვისგან ,,მადიდებელი".[4]

სომხეთში

რედაქტირება
 
ორი გუსანის ქანდაკება გიუმრში, სომხეთი

სომხური რელიგიური და საერო სიმღერების წარმოშობა უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. სიმღერები იქმნებოდა სომხური ხალხური ხელოვნების სხვადასხვა დარგისა თუ გამოხატვის საშუალებებისგან, როგორიცაა რიტუალები, რელიგიური პრაქტიკა და მითოლოგიური წარმოდგენები მუსიკის, პოეზიის, ცეკვისა და თეატრის სახით. ამ დარგების წარმომადგენლებმა თანდათანობით გაზარდეს თავიანთი უნარები და განავითარეს თეორიული ასპექტები, შექმნეს ტრადიცია. ძველ სომხეთში მუსიკოსები, რომლებიც მოიხსენიებოდნენ როგორც ,,ვიპასანები" (ისტორიკოსები) გამოჩნდნენ ისტორიულ წყაროებში ჯერ კიდევ ძვ. წ. I ათასწლეულში. ვიპასანებმა საერო სიმღერისა და მუსიკის ხელოვნება ახალ დონეზე აიყვანეს. დროთა განმავლობაში ვიპასანები შეიცვალა ,,გოვასანებით", რომლებიც მოგვიანებით ცნობილი გახდნენ როგორც ,,გუსანები". ამ უკანასკნელის ხელოვნება შუა საუკუნეების სომხური კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოვლინებაა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ადამიანების ცნობიერებასა და სულიერ ცხოვრებაში. გუსანებმა, გაამდიდრეს ხელოვნების ეს ფორმა, შექმნეს მონუმენტური ნაწარმოებები როგორც ლირიკულ, ისე ეპიკურ ჟანრში, რითაც გაამდიდრეს როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო კულტურული მემკვიდრეობა (ასეთი მაგალითებია გმირული ეპოსი ,,დავით სასუნელი" და ლირიკული ლექსების სერია - ჰირენსი).[5]

გუსანებს ჰქონდათ გრძელი თმა, თავში შეკრული კონუსში, რომ ვარცხნილობა წააგავდა კომეტის ,,კუდს". გუსანებს თმებში ჰქონდათ ,,გისაკალი", რომელიც იყო ,,ონკოს" პროტოტიპი - პარიკის ქვეშ მოთავსებული სამკუთხედი.[6]

გუსანებს ხან აკრიტიკებდნენ და ხან აქებდნენ, განსაკუთრებით შუა საუკუნეების სომხეთში. ქრისტიანობის მიღებამ თავისი გავლენა მოახდინა სომხებზე, თანდათანობით შეცვალა მათი ეთიკური და იდეოლოგიური ორიენტაცია. ამან საბოლოოდ შეცვალა გუსანები აშუღებით.

გუსანების სამშობლო იყო გოღტნ გავარი - რეგიონი დიდი სომხეთის ვასპურაკანის პროვინციაში და ესაზღვრებოდა სიუნიქის პროვინციას.

პართიასა და სასანიანთა ირანში

რედაქტირება

მუსიკა და პოეზია შეადგენდა პართიული კულტურის არსებით ნაწილს და ძველი პართიის საერო საზოგადოების კუთვნილების მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენდა. უძველესი წყაროებიდან არ არის ცნობილი, თუ როგორ სწავლობდნენ გუსანები დაკვრას, მაგრამ პროფესიების მემკვიდრეობითი გადაცემის ტრადიცია ძველ ირანში გვაფიქრებინებს იმაზე, რომ ცოდნა გადადიოდა მამიდან შვილზე. ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ თითოეულ ფეოდალურ გვარს ჰყავდა თავისი გუსანი, რომლებმაც იცოდნენ გვარის ისტორია და ტრადიციები და ადიდებდნენ მათ თავიანთ ნაწარმოებებში.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Gōsān by Mary Boyce. Encyclopædia Iranica
  2. Yang, Xi (5 February 2019) „History and Organization of the Anatolian Ašuł/Âşık/Aşıq Bardic Traditions“, Diversity and Contact Among Singer-Poet Traditions in Eastern Anatolia. Ergon Verlag, გვ. 20. ISBN 978-3956504815. 
  3. (2013) The Concise Garland Encyclopedia of World Music, Volume 2. Routledge, გვ. 851-852. ISBN 978-1136095948. 
  4. "գուսան (in Armeniaca appendix)" in Hrachia Acharian (1926-35), Hayerēn Armatakan Baṙaran (Yerevan: Yerevan State University), 2nd ed., 1971-79
  5. Nigoghos G. Tahmizyan (2000). „Gusan Art in Historic Armenia“. Journal of the Society for Armenian Studies (JSAS). California State University: 101–106.
  6. Georg Goyan (1952). „Results and Conclusions“, 2000 YEARS OF ARMENIAN THEATER. Moscow: State Publishing Art, გვ. 392. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გუსანები“-დან