გერი მური
გერი მური (ნამდვილი სახელი - რობერტ უილიამ გერი მური, ინგლ. Robert William Gary Moore, დ. 4 აპრილი, 1952 — გ. 6 თებერვალი, 2011[4]) — ჩრდილოეთ ირლანდიელი გიტარისტი და მომღერალი.
გერი მური | |
---|---|
გერი მური 2008 წლის კონცერტზე | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | რობერტ უილიამ გერი მური |
დაბ. თარიღი |
4 აპრილი, 1952 ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია |
დაბ. ადგილი | ბელფასტი[1] [2] |
გარდ. თარიღი |
6 თებერვალი, 2011 (58 წლის ასაკში) ესტეპონა, ესპანეთი |
გარდ. ადგილი | ესტეპონა[1] |
დასაფლავებულია | St Margaret's Church[3] |
ჟანრ(ებ)ი | ბლუზ-როკი, მძიმე როკი, მძიმე მეტალი, ბლუზი, jazz fusion |
საქმიანობა | მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, ბას-გიტარა, ვოკალი |
აქტიური | 1969–დღემდე |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
Gary Moore Signature Les Paul | |
საიტი | ოფიციალური საიტი |
გერი მური ვიკისაწყობში |
მისი კარიერა დაიწყო 1960 წელს, ჯგუფით Thin Lizzy და გაგრძელდა შემდეგ წლებში, სხვადასხვა მუსიკოსთან თანამშრომლობით. ესენი იყვნენ: ბი ბი კინგი, Colosseum II, გრეგ ლეიკი და Skid Row (ფოლკ როკ ჯგუფი).
გარდა ამისა, მურს ჰქონდა წარმატებული სოლო კარიერა. წლების განმავლობაში, იგი ჩნდებოდა მოწვეული სტუმრის სახით ჯგუფთან Traveling Wilburys. მას შესრულებული აქვს გიტარის სოლო ამ ჯგუფის კომპოზიციაში "She's My Baby", ალბომიდან Traveling Wilburys Vol. 3..
2011 წლის 6 თებერვალს გერი მური გარდაიცვალა გულის შეტევით[5]. ამ დროს იგი იმყოფებოდა დასასვენებლად ესპანეთში[6][7]
ბიოგრაფია
რედაქტირებამური იზრდებოდა აღმოსავლეთ ბელფასტში. 8 წლის ასაკში მან დაიწყო გიტარაზე დაკვრის სწავლა, ხოლო 14 წლის ასაკში - პირველ ხარისხიან გიტარაზე დაკვრა, თანაც - მარჯვენა ხელით, მიუხედავად იმისა, რომ ცაცია იყო. ისევე როგორც ბევრ სხვაზე, მურის მუსიკაზეც გავლენა იქონია ელვის პრესლიმ და The Beatles-ს. მოგვიანებით, გერიმ გაიცნო ჯგუფის John Mayall's Bluesbreakersს წევრები და ჯიმი ჰენდრიქსი, რომელთა მუსიკამ მასზე არანაკლებ დიდი გავლენა იქონია. გერი მურმა საკუთარ სტილში ბლუზ - როკის ელემენტების გამოყენებაც დაიწყო, რაც დღემდე დომინირებს მის კარიერაში.
Skid Row
რედაქტირება1969 წელს მური შეუერთდა ფოლკ როკ ჯგუფს Skid Row, ნოელ ბრაიდმანთან და ბრენდან შილსთან ერთად. ეს იყო ჯგუფი, რომელთანაც გერიმ მოიხვეჭა რეპუტაცია მუსიკალურ ინდუსტრიაში.
სოლო კარიერა
რედაქტირებამურმა 1973 წელს გამოუშვა თავისი პირველი სოლო ალბომი, Grinding Stone. 1978 წელს სოლო კარიერა გააგრძელა ფილ ლაინეტთან ერთად. ამ თანამშრომლობისას მთავარ როლს თამაშობდნენ ლაინეტის ვოკალი და მურის გიტარა. ხოლო მათი ერთობლივი სინგლი "Parisienne Walkways" მოხვდა ბრიტანული სინგლების ჩარტების მოწინავე პოზიციებზე.
1979 წელს მურმა მონაწილეობა მიიღო ჯგუფის Thin Lizzy-ის მეცხრე სტუდიური ალბომის „Black Rose“ ჩაწერაში, რომელიც გახდა როკ-ჩარტების ლიდერი.
დისკოგრაფია
რედაქტირებასტუდიური ალბომები წლების მიხედვით
რედაქტირება- Grinding Stone (1973)
- Back on the Streets (1979)
- G-Force (1980)
- Gary Moore (1982)
- Corridors of Power (1982)
- Victims of the Future (1983)
- Dirty Fingers (1984)
- Run for Cover (1985)
- Wild Frontier (1987)
- After the War (1989)
- Still Got the Blues (1990)
- After Hours (1992)
- Blues for Greeny (1995)
- Dark Days in Paradise (1997)
- A Different Beat (1999)
- Back to the Blues (2001)
- Power of the Blues (2004)
- Old New Ballads Blues (2006)
- Close As You Get (2007)
- Bad for You Baby (2008)
საკონცერტო ალბომები
რედაქტირება- Live at the Marquee (1981)
- We Want Moore! (1984)
- Rockin' Every Night - Live in Japan (1986)
- Blues Alive (1993)
- Live At Monsters Of Rock (2003)
- Live At Montreux DVD [The Definitive Montreux Collection] (2007)
ალბომთა კრებული
რედაქტირება- Ballads & Blues 1982-1994 (1994)
- Ballads & Blues 2 (1996)
- Out in the Fields: the Very Best of (1998)
- Blood of Emeralds: the Very Best of (1999)
- The Best of the Blues (2002)
- Have Some Moore – The Best of (2002)
- Parisienne Walkways: The Blues Collection (2003)
- Back on the Streets: The Rock Collection (2003)
- The Essential Gary Moore (2003)
- Blue Collection/Rock Collection (2004)
- The Platinum Collection (2006)
რჩეული სინგლები (ბრიტანული ჩარტების 40 რჩეული ჰიტი)
რედაქტირება- "Parisienne Walkways" – 1979 – # 8
- "Out in the Fields" – 1985 – # 5 α
- "Empty Rooms" – 1985 re-issue – # 23
- "Over the Hills and Far Away" – 1986 – # 20
- "Wild Frontier" – 1987 – # 35
- "Friday on My Mind" – 1987 – # 26 β
- "After the War" – 1989 – # 37
- "Still Got the Blues (For You)" – 1990 – # 31
- "Cold Day in Hell" – 1992 – # 24
- "Story of the Blues" – 1992 – # 40
- "Parisienne Walkways" – 1993, ახალი ჩანაწერი– # 32
α გერი მური და ფილ ლაინეტი β ჯგუფის The Easybeats სიმღერის ქავერ-ვერსია, 1966, # 6 ადგილი ბრიტანეთში.
Thin Lizzy
რედაქტირებაგერი მური რამდენიმე ხნის განმავლობაში უკრავდა ჯგუფში Thin Lizzy და მუშაობდა ფილ ლაინეტთან ერთად, რომელიც შემდგომში დაეხმარა მურის სოლო კარიერის განვითარებაში.
ალბომები ჯგუფში Thin Lizzy
რედაქტირება- Night Life (1974) (note that he only appears on the song "Still in Love with You")
- Remembering – Part 1 (1976) (კრებული)
- Black Rose: A Rock Legend (1979)
- The Continuing Saga of the Ageing Orphans (1979) (კრებული)
- The Adventures of Thin Lizzy (1981) (კრებული)
- Life (1983)
- Dedication: The Very Best of Thin Lizzy (1991) (კრებული)
- Thin Lizzy Greatest Hits (2004) (კრებული)
Colosseum II
რედაქტირებაColosseum II არის ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ბრიტანული პროგრესული ჯაზ-როკ ჯგუფის Colosseum ლიდერისა და დრამერის ჯონ ჰაისმენის მიერ, სადაც ასევე შედიოდნენ დონ ეირი, ჯონ მოული, და გერი მური.
ალბომები ჯგუფში Colosseum II
რედაქტირება- Strange New Flesh (1976)
- Electric Savage (1977)
- War Dance (1977)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გერი მურის ოფიციალური საიტი
- ბერძნული საიტი გერი მურის შესახებ დაარქივებული 2010-07-30 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #119065517 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ https://fr.findagrave.com/memorial/65319781/gary-moore
- ↑ R.I.P. Gary Moore (Thin Lizzy) (1952 – 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-11. ციტირების თარიღი: 2011-02-06.
- ↑ Thin Lizzy star Gary Moore died of natural causes. Retrieved 7 Feb 2011.
- ↑ „Rock guitarist Gary Moore dies“. BBC. 6 February 2011.
- ↑ Former Thin Lizzy guitarist Moore dies. IrishTimes.com (6 February 2011). ციტირების თარიღი: 6 February 2011.