განჯაჩაი (აზერ. Gəncəçay) — მდინარე აზერბაიჯანში, დაშქესანისა და გოქჩაის რაიონებში. სათავე აქვს მუროვდაღის ქედის ჩრდილო კალთაზე, ზღვის დონიდან 2814 მ სიმაღლეზე.[1] სიგრძე 99 კმ, აუზის ფართობი 752 კმ². აუზის საშუალო სიგანეა 7,6 კმ, საშუალო სიმაღლე 1119 მ. მდინარის სრული ვარდნა უდრის 2744 მ-ს.[2] საზრდოობს თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს მდინარე მტკვრის ზემოთ, ზღვის დონიდან 82 მ სიმაღლეზე. განჯაჩაის ერთვის 9 მდინარე, მათ შორის 5 მარჯვნიდან, ხოლო 4 მარცხნიდან.[3] მდინარის ნაპირზეა ქალაქები განჯა და გოიგოლი.

განჯაჩაი
აზერ. Gəncəçay
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ტერიტორიული ერთეულები დაშქესანის რაიონი
გოქჩაის რაიონი
ქალაქები განჯა, გოიგოლი
სათავე მუროვდაღის ქედი
40°19′02″ ჩ. გ. 46°05′19″ ა. გ. / 40.31722° ჩ. გ. 46.08861° ა. გ. / 40.31722; 46.08861
შესართავი მინგეჩაურის წყალსაცავი
40°54′22″ ჩ. გ. 46°27′18″ ა. გ. / 40.90611° ჩ. გ. 46.45500° ა. გ. / 40.90611; 46.45500
სიგრძე 99 კმ
აუზის ფართობი 752 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 4 მ³/წმ
განჯაჩაი — აზერბაიჯანი
განჯაჩაი
განჯაჩაი
— სათავე, — შესართავი
განჯაჩაი ვიკისაწყობში
  1. mərkəzi kür pilot hövzə rayonu üzrə çay hövzəsinin idarə ədilməsi planı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-10. ციტირების თარიღი: 2020-12-17.
  2. бассейн Центральной Куры. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-15. ციტირების თარიღი: 2020-12-17.
  3. Məmmədov, Maqbet (202). Azərbaycan Hidroqrafiyası. Bakı: Təhsil. səh. 49-50