მუროვდაღის ქედი
მუროვდაღის ქედი (აზერ. Murovdağ) — ქედი ამიერკავკასიაში, აზერბაიჯანში, ყველაზე მაღალია მცირე კავკასიონის სისტემაში. სიგრძე დაახლოებით 70 კმ, სიგანე 10 კმ. სიმაღლე 3724 მ-მდე (მწვერვალი გამიში). მუროვდაღის ქედი უმთავრესად აგებულია დანალექ-ვულკანოგენური წყებებით. თხემი კლდოვანია, კალთები — ძლიერ დანაწევრებული, მთა-ტყის ლანდშაფტი, თხემურ ნაწილში — მთა-მდელოსა და მდელოსტეპისა.
მუროვდაღის ქედი | |
---|---|
მუროვდაღის ქედი | |
კოორდინატები: 40°16′00″ ჩ. გ. 46°19′00″ ა. გ. / 40.26667° ჩ. გ. 46.31667° ა. გ. | |
ქვეყანა | დე-იურე: აზერბაიჯანი დე-ფაქტო: მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა |
უმაღლესი წერტილი | გამიში |
სიმაღლე | 3724 მ |
სიგრძე | 70 კმ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 201.