ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გოქჩაის რაიონი (აზერ. Göyçay) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში.[1] რაიონი განთქმულია ბროწეულის მზარდი ინდუსტრიით. მანძილი გოქჩაის რეგიონსა და დედაქალაქ ბაქოს შორის 226 კილომეტრია. რეგიონში შედის ერთი ქალაქი და 55 სოფელი.[2][3]

ადმინისტრაციული ერთეული
გოქჩაის რაიონი
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ადმ. ცენტრი გოქჩაი
კოორდინატები 40°39′11″ ჩ. გ. 47°44′26″ ა. გ. / 40.653111° ჩ. გ. 47.740611° ა. გ. / 40.653111; 47.740611
დაარსდა 1930
ფართობი 736 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 119 400 (1 იანვარი, 2018)
საფოსტო ინდექსი 2300
ოფიციალური საიტი http://www.goychay-ih.gov.az
გოქჩაის რაიონი — აზერბაიჯანი
გოქჩაის რაიონი

რაიონის სახელი აიღეს მდინარე გოქჩაიდან, რომელიც აზერბაიჯანულ ენაზე ნიშნავს „ცისფერ მდინარეს“ (აზერ. Göy çay) ეს სახელი ეწოდა მდინარეს მისი სისუფთავის, გამჭვირვალეობისა და წყლის ღია ფერის გამო. 1859 წელს შამახში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, მისი მრავალი მკვიდრი დასავლეთში სოფელ გოქჩაიში გადავიდა საცხოვრებლად. 1867 წლის დეკემბერში მისი ადმინისტრაციული რეფორმების დროს. რაიონი დაარსდა, როგორც აზერბაიჯანის სსრ ადმინისტრაციული ერთეული 1930 წლის 8 აგვისტოს.

ეკონომიკა

რედაქტირება

ეკონომიკა გოქჩაის რაიონში ემყარება სოფლის მეურნეობას, სამომხმარებლო ბაზარს, ტრანსპორტირებასა და კომუნიკაციას. რეგიონში მოქმედი სხვადასხვა საწარმოების, ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოებული საქონლის საერთო ღირებულება 2016 წლის სტატისტიკის თანახმად, დაახლოებით 248 331 ათასი მანათი იყო.

ინდუსტრია

რედაქტირება

რაიონის ინდუსტრის ძირითადი წარმოდგენილია საკვები, არამეტალური მინერალური პროდუქტები და ელექტროენერგია. რეგიონს აქვს დიდი პოტენციალი ვაზის და კონიაკის წარმოებისთვის, რადგან აქ განვითარებულია მევენახეობა. 2016 წელს, რაიონის სამრეწველო საწარმოების, ისევე როგორც ადგილობრივი კერძო ფირმების მთლიანი პროდუქციის წარმოება ღირდა დაახლოებით 32 077,6 ათასი მანათი. მთლიანი სამრეწველო პროდუქციის წილიდან შესაბამისად 17% იყო სახელმწიფო სექტორის, ხოლო 83% არასახელმწიფო სექტორის.[4][5][6][7]

გეოგრაფია

რედაქტირება

რეგიონის გეოგრაფიულმა ადგილმა გავლენა მოახდინა გოქჩაის რაიონის კლიმატზე, მისი ტერიტორია მდებარეობს ნახევრად უდაბნოში და ასევე მთიან ადგილებშიც. ზემოთ ჩამოთვლილი გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე, რეგიონის კლიმატი თავისებურია. რაიონის ტერიტორიაზე დომინანტური კლიმატებია: ზომიერი ცხელი ნახევრად მშრალი და მშრალი სუბტროპიკული კლიმატები. კლიმატის ეს ტიპები ხასიათდება ზომიერი და ტენიანი ზამთრით და მშრალი და თბილი ზაფხულით. რაიონში კლიმატის კლასიფიკაცია ორ კატეგორიად შეიძლება: პირველი მოიცავს გოქჩაის სამხრეთ ნაწილში მდებარე ტერიტორიებს, ხოლო მეორე კავკასიონის ძირში მდებარე სოფლების კლიმატს. ჰაერის ზომიერ და ტენიან პირობებში, როგორც ჩრდილოეთ მთისწინეთში (მთიან ნაწილში), ასევე აღმოსავლეთ თბილ ნაწილშია, რეგიონს სოფლის მეურნეობაში დიდ პოტენციალს აძლევს. დანარჩენი რეგიონები ზამთარში ცივია და ზაფხულში ცხელი, რაც საჭიროებს ტერიტორიების მორწყვას.[8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. GeoNames. Göyçay Rayonu. GeoNames. ციტირების თარიღი: 27 May 2011.
  2. Goychay Library System. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 27 May 2011.
  3. Regionların inkişafı və Dövlət Proqramları Şöbəsi: Göyçay rayonu. Regional Development and State Programmes Department. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 27 May 2011.
  4. İqtisadiyyat. 2016-cı ildə Göyçay rayonunun iqtisadi və sosial inkişafının makroiqtisadi göstəriciləri.
  5. Göyçay rayonu. Sənaye..
  6. INTERNATIONAL GEOGRAPHER. Kur-Araz natural-economic zones. Aran (Kur-Araz) economic region.
  7. Wine making in Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-06. ციტირების თარიღი: 2019-10-13.
  8. Coğrafi mövqeyi. İqlimi.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გოქჩაის_რაიონი“-დან