განხილვა:ცხინვალის რეგიონი

ბოლო კომენტარი: 7 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა David1010 თემაში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა

Untitled რედაქტირება

ალბათ ჯობია სამხრეთ ოსეთი სტატია ცალკე შეიქმნას და არ მოხდეს გადამისამართება სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქზე. როგორც საქართველო და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.Zangala 22:50, 19 დეკემბერი 2006 (UTC)პასუხი

რას დავწერთ სამხრეთ ოსეთში ისეთს რასაც აქ ვერ დავწერთ? სამხრეთ ოსეთი ტერმინი ცალკე როგორც ასეთი არ არსებობს, გამოგონილია და მხოლოდ ავტონომიურ ოლქს უკავშირდება. ერთი ქვეთავი დაეთმობა ამ სტატიაში ეტიმოლოგიას და მორჩა, ან გადამისამართება იმ ქვეთავზე გაუკეთდება, ჩემი აზრით. - ალ-ო () 03:26, 20 დეკემბერი 2006 (UTC)პასუხი
ტერმინი სამხრეთ ოსეთი არსებობს. მაგალითად, სამხრეთ ოსეთი არის თვითგამოცხადებული და არაღიარებული რესპუბლიკა. მე მგონი სტატიას იმსახურებს. ტამოკ
ჰოდა დაწერე და შევხედავთ რამდენს ჩაწერ რასაც ავტ. ოლქის სტატიაში ვერ ჩაწერდი. - ალ-ო () 05:09, 20 დეკემბერი 2006 (UTC)პასუხი


განხილვა:სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი - იურიდიულად სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი არ არსებობს.Zangala 11:57, 20 დეკემბერი 2006 (UTC)პასუხი

მოკლედ. მე მგონი. უნდა იყოს ორი სტატია ერთი სამხრეთ ოსეთის შესახებ, რომელიც არის თვითგამოცხადებული რესპუპლიკა. და მეორე საბჭოთა კავშირში არსებულ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ. არსებულ სტატიებში მოცემული ინფორმაცია უნდა გადანაწლდეს ამ ორ სტატიაში. დღეს სამხრეთ ოსეთჲს ავტონომიური ოლქი არ არსებობს. ტამოკ

გეთანხმები.Zangala 12:16, 20 დეკემბერი 2006 (UTC)პასუხი
არც ერთი სტატია არ უქმდება. Zangala 14:24, 20 დეკემბერი 2006 (UTC)პასუხი



დღევანდელი სახით სტატია აქცენტირებას აკეთებს ყოფილი აო-ზე და კონფლიქტზე, მაშინ როცა სამხრეთი ოსეთი არის გაცილებით ადრე შექმნილი ტერმინი და სტატია იყო ამ ტოპონიმზე, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ეთნიკურ/პოლიტიკურ ტერიტორიულ ერთეულს აღნიშნავდა, ხოლო ეს ერთეულები განხილული იყო ქვევით. მე წინააღმდეგი ვარ სტატიის ამ სახით (კონფლიქტზე აქცენტირებული) არსებობისა, რადგან არსებობს სტატია კონფლიქტზე ცალკე და ეს უნდა იყოს ტოპონიმზე! [1]Rastrelli F 12:20, 19 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

კარგად წაიკითხეთ ჩემი ბოლო კომენტარი ქვემოთ (კვლავ სტატიის სახელის შესახებ) და დარწმუნდებით, რომ აქცენტის გაკეთებას "ყოფილი აო-ზე და კონფლიქტზე" არ ვაპირებ. ჩემი ბოლო დამატებებიც ამაზე მეტყველებს. გარდა ამისა, გადახედეთ სხვაენოვან (თუნდაც ინგლისურ და რუსულ) სტატიებს და ნახავთ, რომ ჩემ მიერ შემოთავაზებული სტრუქტურა დიდად არ განსხვავდება მათი სტრუქტურისაგან. ვერ იტყვით, რომ ეს სტატიები ვიკიპედიის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ.--Zolokin განხილვაწვლილი 12:40, 19 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

გვერდის გადატანა რედაქტირება

სათაური "სამხრეთი ოსეთი" უნდა იყოს. - Island 13:42, 20 დეკემბერი 2006 (UTC)პასუხი

გადატანილია. "სამხრეთ ოსეთი" > "სამხრეთი ოსეთი". - Island 09:47, 11 თებერვალი 2007 (UTC)პასუხი

სამხრეთ ოსეთია თუ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა? ა.

თუ ცხინვალის რეგიონი?--ცანგალა () 07:29, 10 აპრილი 2008 (UTC)პასუხი

დე ფაქტო მდგომარეობა ვიგულისხმე. ა.

უკაცრავად, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. --ცანგალა () 07:55, 11 აპრილი 2008 (UTC)პასუხი

უპრიანი ხომ არ იქნებოდა სტატიის სათაურიც შესაბამისი ყოფილიყო? სამხრეთ ოსეთი როგორც რეგიონი არ არსებობს, მაგრამ როგორც პოლიტიკური ერთეული - არსებობს რესპუბლიკა (დე ფაქტო). ა.

თუ ვიხელმძღვანელებთ ქსე–თი, ორივე ერთეული: სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და სამხრეთი ოსეთი – ერთადაა ნახმარი, ანუ: სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, სამხრეთი ოსეთი. ვფიქრობ ყველაფერს შესაბამისი სახელი დავარქვათ. როგორც ალსანდრომ აღნიშნა , ამ სტატიას ჯობია ერქვას –სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომელზეც ბმული გაკეთდება ამ სტატიაში ისტორიის ქვეთავიდან – მთ. სტატაი ესა და ეს.

თუმცა აქ ერთი პრობლემა წარმოიქმნა: თუ ერთი დე-ფაქტო რესპუბლიკის შესახებ ვაკეთებთ სტატიას, რა დააშავა სხვამ (გთხოვთ ცუდად არ გამიგოთ, ვგულისხმობ აფხაზეთის დე–ფაქტო რესპუბლიკას)?!

ჩემი აზრი ამგვარია: არსებობის უფლება აქვს ყველა ამ სახის პოლიტიკურ ერთეულს, რადგან არსებობენ (დე–ფაქტო, თუ დე–იურე არ აქვს მნიშვნელობა)! პატივისცემით --Rastrelli F 13:38, 14 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

დაგვიანებული რეაქცია რედაქტირება

ჩემი აზრი ამგვარია: არსებობის უფლება აქვს ყველა ამ სახის პოლიტიკურ ერთეულს, რადგან არსებობენ (დე–ფაქტო, თუ დე–იურე არ აქვს მნიშვნელობა)! – რას ნიშნავს ეს? თან როდის არის გაკეთებული კომენტარი: 2008 წლის 14 აგვისტოს!

ქართული ვიკიპედია უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს კანონმდებლობას. სამხრეთ ოსეთი არის ოკუპირებული ტერიტორია და არა პოლიტიკური ერთეული, იგივე ითქმის აფხაზეთზე. ისაუბრეთ და წერეთ იმ ტერმინებით, რასაც ქართული კანონმდებლობა ადგენს. სამაგალითოდ ნახეთ რუსულ ვიკიპედიაში განხილვა "Сухум". დიდი დავის შემდეგ სწორედ იმის საფუძველზე გადაწყდა სტატიას დარქმეოდა "Сухум" და არა "Сухуми", რომ ამას ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა. ჩვენ რა უბედურება გვჭირს? 14 აგვისტოს კაცი ამნაირ კომენტარს რომ გააკეთებს, უარესის ღირსები ვართ.--Zolokin განხილვაწვლილი 18:41, 18 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

აშკარაა, რომ ობიექტურობასთან პრობლემები გაქვთ! აი, ამას ნიშნავს ზემო კომენტარი, ხოლო დანარჩენზე ვალდებული არ ვარ განმარტება გავაკეთო. კეთილი სურვილებით. — Rastrelli F 18:45, 18 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

ობიექტურობასთან პრობლემის ქონა არის ის რომ საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინება არ გსურთ. თუ ობიექტურობაზე დებთ თავს, რატომ არ განავრცეთ სტატია და არ შეიტანეთ 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული როგორ განვითარდა მოვლენები? თუ რა სტატუსი აქვს ამჟამად ამ ტერიტორიულ (და არა პოლიტიკურ) ერთეულს საქართველოს კანონმდებლობით? თუ თქვენ იმან დაგაკმაყოფილათ რაც მოხდა და, როგორც თქვენ წერთ "არსებობის უფლება" მოიპოვეს ამ მარიონეტებმა? მე მათიც გამკვირვებია, ვინც ნახა ეს განხილვა და თქვენ ბოლო კომენტარს საკადრისი პასუხი არ გასცა. ნახეთ სხვა ენოვანი ვიკიპედიები (რა ენებზედაც მე ასე თუ ისე ხელი მიმიწვდება): ბელორუსული, ბულგარული, ჩეხური, გერმანული, ინგლისური, ფრანგული და სხვ. თვით რუსულშიც კი უფრო მეტი წერია ოფიციალური თბილისის პოზიციაზე, ვიდრე ქართულში, უფრო სწორად კი ქართულში ამაზე საერთოდ არაფერი წერია. და თქვენ ამას ეძახით ობიექტურობას? სხვა რა განმარტება უნდა გააკეთოთ? ომი ჯერ არ იყო დამთავრებული და თქვენ წერთ, რომ არსებობის უფლება აქვთო. ბარაქალა ასეთ ობიექტურობას. არც ვიცი მეტი რა უნდა გითხრათ.--Zolokin განხილვაწვლილი 19:09, 18 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი


--Zolokin განხილვაწვლილი 19:09, 18 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

  1. ან დემაგოგი ხართ, ან კიდევ სწორად ვერ გაიგეთ ჩემი კომენტარი - არსებობის უფლება აქვს სტატიებს-მეთქი!   გავრცობას რაც შეეხება, აგერ ბურთი და მოედანი. ის სტატია საიდან შევქმენი და რამდენი დავწერე, იმას არ უნდა მწერდეთ: რატომ დაკმაყოფილდითო!
  2. თქვენ ობიექტურობას რაც შეეხება გეტყვით, რომ ყველაფერი აქ ჩანს: [2], როცა „დამოუკიდებლობის გამოცხადება საქართველოსგან“ ამოიღეთ (აო-მ გამოაცხადა დამოუკიდებლობა საქართველოსგან და ვისი აგენტურით, რა მნიშვნელობა აქვს თვად ფაქტთან?!), ნაცვლად ორივე დატოვებისა.
R. 12
50, 19 აგვისტო 2010 (UTC)
  1. გირჩევთ თავი შეიკავოთ ამგვარი გამონათქვამებისგან, თქვენთვისვეა ცუდი. თქვენ წერთ: "არსებობის უფლება აქვს ყველა ამ სახის პოლიტიკურ ერთეულს". სად არის აქ ის აზრი, რომ სტატიაზე ლაპარაკობთ? კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ მთლიანად თქვენი კომენტარი, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯა არ დამნაბრალოთ და მერე მიპასუხეთ და მომიტანეთ ნათელი ციტატა იმის დასადასტურებლად, რომ სტატიის არსებობაზე ლაპარაკობთ. ჩემ აზრს ისიც ადასტურებს, რომ თქვენ შესავალში ჩაამატეთ "17 წელი" დე–ფაქტო მართავენო, რაც ირიბად კვერს უკრავს თქვენს დამოკიდებულებას. საკმარისი არ იყო გეთქვათ როდის დაიწყო კონფლიქტი? წელს როდის იყო ითვლიდნენ?
  2. ობიექტურობასთან დაკავშირებით, მითითებულ ბმულზე ვერაფერი ვნახე. თვითაღიარებული რესპუბლიკა რომ წერია ეს არ ნიშნავს, რომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა? მე უფრო დავაკონკრეტე არსებული ვითარება და თუ თქვენ თვლით, რომ "დამოუკიდებლობის აღიარება" დასაბრუნებელია, კი ბატონო დააბრუნეთ.--Zolokin განხილვაწვლილი 13:07, 19 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

თავი როგორი კომენტარისგან შევიკავო - ფაქტის კონსტანტირებისგან? ეგება და მართლაც დემაგოგი ხართ?!   მით უფრო, როცა კონტექსტი ამოიკითხეთ (არა და, სწორად რომ ამოგლეჯილად მოიყვანეთ ჩემი კომენტარი) და მაინც აგრძელებთ თქვენსას (ცილისწამებაში გადადიხართ). ჯერ დავწერე: „თუ ერთი დე-ფაქტო რესპუბლიკის შესახებ ვაკეთებთ სტატიას, რა დააშავა სხვამ (გთხოვთ ცუდად არ გამიგოთ, ვგულისხმობ აფხაზეთის დე–ფაქტო რესპუბლიკას)?!“ და იქვე: „არსებობის უფლება აქვს ყველა ამ სახის პოლიტიკურ ერთეულს, რადგან არსებობენ (დე–ფაქტო, თუ დე–იურე არ აქვს მნიშვნელობა)!“, მაშასადამე სტატიებს პოლიტიკურ ერთეულებზე - აი ეს არის კონტექსტით გაგებული.
პ. ს. თან ტექსტშიც ვითხოვე: ცუდად არ გამიგოთ-მეთქი.   R. 13:17, 19 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

  • იარლიყების მიკერებას შეეშვით და საქმეზე ვისაუბროთ. თქვენი სიტყვებია: "ამ სტატიას ჯობია ერქვას –სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა". აბა გადახედეთ ენათშორის ბმულებში, მხოლოდ რუსულში ქვია "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა", ყარაჩაი–ბალყარულში და ყუმიხურში. ყველა დანარჩენ არის "სამხრეთ ოსეთი". გასაგებია, რომ ზოგი ყურადღებას ამახვილებს რეგიონზე ზოგადად, ზოგიც – არაღიარებულ რესპუბლიკასა და კონფლიქტზე. მაგრამ დასათაურებიდან კარგად ჩანს ტენდენცია. რუსეთი და მისი ორი მიმდევარი წერენ ასე, რადგან ისინი აღიარებენ რესპუბლიკას, სტატიის სათაურები ამ ენებზე ასახავენ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობას და ემსახურებიან ამ ტერმინოლოგიის ფართოდ დამკვიდრებას. სხვები არ აღიარებენ, ამიტომაც სათაურში უბრალოდ დაწერეს "სამხრეთ ოსეთი" (როგორც ეს ზოგადად არის საერთაშორისო დოკუმენტებში). ახლა შეკითხვა რატომ გადაწყვიტეთ 2008 წლის 14 აგვისტოს, რომ "ამ სტატიას ჯობია ერქვას –სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა"? (პ. ს. საქართველოს კანონმდებლობით არის "ცხინვალის რეგიონი" და სტატიასაც, ჩემი აზრით ასე უდა ერქვას. იხ. ქვემოთ). თქვენვე, 2010 წლის 7 აპრილს, ჩაამატეთ სტატიაში ეს ფრაზა: "... რომელიც 17 წელია დე ფაქტო აკონტროლებს რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილს ...". შეგახსენებთ, ეს ის პერიოდია, როდესაც ცხინვალის რეგიონში იძაბება ვითარება: 1. 2 აპრილი თბილისი ცხინვალის რეგიონში ვერტოდრომების აშენების რუსულ გეგმებს გმობს ; 2. 6 აპრილი – მედვედევმა სეპარატისტებთან სასაზღვრო სფეროში რატიფიცირებულ შეთანხმებებს მოაწერა ხელი. განა ეს ყველაფერი ერთ კონტექსტში არ ჯდება? + ამას თქვენი კომენტარი 2010 წლის 14 აგვისტოს. ოჰ, ეს ფსევდო–ტოლერანტობა!
  • დემაგოგიასთან საქმე სწორედ თქვენ შემთხვევაში გვაქვს. მე ვწერ: "გირჩევთ თავი შეიკავოთ ამგვარი გამონათქვამებისგან". თქვენ კი თქვენებურად ცვლით აზრს: "თავი როგორი კომენტარისგან შევიკავო - ფაქტის კონსტანტირებისგან?". მე კომენტარისგან თავის შეკავება არ მირჩევია, მე გირჩიეთ უხეში გამონათქვამებისგან თავის შეკავება. ეს სხვადასხვა რამაა.

--Zolokin განხილვაწვლილი 13:59, 19 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

უკაცრავად, რომ თქვენ დიალოგში გეჭრებით. გაითვალისწინეთ ის, რომ 2008 წლის 14 აგვისტოს Rastrelli-მ კომენტარი დატოვა მაშინდელ სტატიაზე. იმ დროს ეს გვერდი ასე გამოიყურებოდა [3]. მაშინ ამ გვერდზე იწერებოდა კერძოდ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაზე და არა ზოგადად ამ რეგიონზე (როგორც დღევანდელ გვერდზე ვკითხულობთ). მე მგონია, გასაგებია მისი შენიშვნის მიზეზი. - Island (გ) 15:04, 19 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

გმადლობ ისლანდ რომ ჩაერთეთ, მაგრამ მცირე, მაგრამ არცთუ უმნიშვნელო შენიშვნა: იმ დროს, 2008 წლის 14 აგვისტოს, როდესაც Rastrelli-მ კომენტარი დატოვა, მგონი სტატია სულ სხვანაირად გამოიყურებოდა – იხ. აქ.. ასე მიჩვენებს სტატიის ისტორია. --Zolokin განხილვაწვლილი 15:57, 19 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

უკაცრავად, შეიძლება რაღაც მეშლება, გადავამოწმებ.

დიახ, ბოდიში, მართალი ბრძანდებით, თქვენი ბმული სწორია, ჩემი შედომაა. მაგრამ საქმე ისაა, რომ მაგ პერიოდისთვისაც სტატიას რუსულად ერქვა Республика Южная Осетия, ხოლო ინგლისურად და 99% სხვა ენებზე – South Ossetia, შესაბამისად. ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს? სწორება რუსეთზე? თან გახურებული ომის დროს? ეს ვერ ამიხსნია.--Zolokin განხილვაწვლილი 16:09, 19 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

Island, იქნებ ამ განხილვის ბოლო გვერდზე სექციასთან (კვლავ სტატიის სახელის შესახებ) დაკავშირებითაც გამოთქვათ თქვენი აზრი.--Zolokin განხილვაწვლილი 16:15, 19 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

უხეში გამონათქვამია ფაქტის კონსტანტირება?! ეს იგივეა, რომ შენიშვნა მომცეთ, მაშინ როცა ვანდალს ვეუბნები თქვენი საქციელი განიხილება ვანდალიზმად-თქო, მით უფრო მე გამოვიყენე თქვენთან მიმართებაში „ან-ან“! პ. ს. თქვენი „დაგვიანებული რეაქცია“ სრულიად ზედმეტია, რადგან თითიდანაა გამოწოვილი და დესტრუქციულია! ამან გამოიწვია, ეს „აურზაური არაფრის გამო“. - R. 18:57, 19 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი


პატივცემულო Rastrelli,

  • ვანდალი და ვანდალიზმი ეს არის "terminus technicus", რომელიც გამოიყენება ყველა ვიკიპედიაში გარკცვეული ქმედების შესაფასებლად, რომელიც ეწინააღმდეგება ვიკიპდიის კონკრეტულ წესებს. თქვენ რომ ვინმეს ვიკიპედიის გარეთ უთხრათ, რომ ის ვანდალია, ბუნებრივია ის ადამიანი ამას სხვანაირად გაიგებს და სხვანაირი რეაქციაც ექნება თქვენ გამონათქვამზე. დემაგოგია არ არის "terminus technicus", ასეთ ტერმინს ვერ შეხვდებით ვიკიპედიის ლექსიკონში, შესაბამისად, თქვენ მას იყენებთ ჩვეულებრივი, საყოფაცხოვრებო მნიშვნელობით. ამიტომ, სწორედ თქვენი ბოლო კომენტარი (" ... მით უფრო მე გამოვიყენე თქვენთან მიმართებაში „ან-ან“") შეიძლება შეფასდეს ამ საყოფაცხოვრებო ტერმინით. ყოველგვარი ფაქტის კონსტატირება შეიძლება მოხდეს ეთიკის ფარგლებში, ყოველგვარი უხეში და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გარეშე. ამიტომ, კიდევ ვიმეორებ: თქვენ თუ არ მეთანხმებით, შეგიძლიათ დაასაბუთოთ თქვენი აზრი, შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოუყენებლად, რისთვისაც ლოგიკის ელემენტარული ცოდნა საკმარისია. თქვენ არ ჩანხართ ის პიროვნება, რომელსაც ლოგიკა არ უჭრის და სწორედ ეს მქონდა მხედველობაში, როცა გითხარით, რომ ამგვარი გამონათქვამი თქვენთვისვეა ცუდი.
  • რაც შეეხება საკითხის არსობრივ მხარეს, რომელიც თქვენ ერთ მოკლე პ.ს.–ში ჩაატიეთ, სრულიად არ მგონია, რომ ჩემი დაგვიანებული რეაქცია "სრულიად ზედმეტი" და "თითიდან გამოწოვილი" იყოს. რომ არ ყოფილიყო ერთი შემთხვევა, რომელიც მე შემემთხვა რუსულ ვიკიპედიაში, შესაძლოა ამ თემაზე ყურადღება არც გამემახვილებინა. რამდენიმე დღის წინ იქ მე სტატიის სათაური "სუხუმ" ჩავასწორე, როგორც "სოხუმი". ამას მოჰყვა ადმინისტრატორის ბობოქარი რეაქცია, დააბრუნა ძველ ვერსიაზე და თან დამემუქრა, რომ ყველა ჩემ იმდღევანდელ შესწორებებს გააუქმებდა. აღმოჩნდა, რომ ამ საკითხზე დისკუსია დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა განხილვის გვერდზე და საბოლოოდ, დაიხურა "სუხუმ"–ის სასარგებლოდ – в соответствии с официальной позицией Правительства РФ и Роскартографии (ეს არგუმენტების "ბრძოლა" მიმდინარეობდა 2008 წლის 24 თებერვლიდან 2009 წლის 15 აგვისტომდე, ანუ წელიწადნახევარი). რა თქმა უნდა, სტატიაში ისიცაა ნათქვამი, რომ ქართულად მას "სუხუმი" ეწოდება, ანუ მეორე მხარის პოზიციაც გათვალისწინებულია, მაგრამ სტატიას დაერქვა სათაურად "სუხუმ" და ასე ჩასწორდა ყველგან, მთელ რუსულ ვიკიპედიაში. ხედავთ? – გადამწყვეტი აღმოჩნდა რუსეთის სახელმწიფო პოზიცია და როსკარტოგრაფიის გადაწყვეტილება. ამ დროს ჩვენ ვქმნით და ვიცავთ არსებობას სტატიისა, რომელსაც ქვია "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა", რომელსაც არ ცნობს საქართველოს კანონმდებლობა და თან თქვენ ამას აკეთებთ გაგანია ომის დროს. სწორედ ეს არის მიუღებელი. ქართული ვიკიპედია კი არის თავისუფალი ენციკლოპედია, მაგრამ უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს კანონმდებლობას (ისევე, როგორც ქართული ენის დადგენილ ნორმებს) და არ უნდა აუწყოს ფეხი რუსულ კანონმდებლობას. რუსული კანონმდებლობით არსებობს ასეთი რესპუბლიკა, ამიტომ რუსულ ვიკიპედიაში არის სათაური "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა", დანარჩენი მსოფლიო არ იზიარებს რუსულ პოზიციას, ამიტომ ამ სტატიას ყველა ენაზე ჰქვია "სამხრეთ ოსეთი". ქართულ ვიკიპედიაში კი უნდა ერქვას ქართული კანონმდებლობის შესაბამისად: ან 1. ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები); ან 2. ცხინვალის რეგიონი (სამხრეთ ოსეთი); ან 3. ცხინვალის რეგიონი. საქართველოს კონსტიტუციაში ნახსენებია "ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი" ოფიციალურ დოკუმენტებში კი (მათ შორის ბოლოდროინდელ კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ) "ცხინვალის რეგიონი" და ფრჩხილებშია მიწერილი – "ყოფილი ..." და ა. შ.
  • პატივცემულო Rastrelli, თქვენ თუ ამ ჩემ პოზიციას დესტრუქციულს, თითიდან გამოწოვილს და ზედმეტს უწოდებთ, მაშინ მითხარით რა არის კონსტრუქციული, რეალური საქმის და საჭიროებით გამოწვეული პოზიცია – ბოტების ცვლა და თარგების ჭრა, რომელიც ქართული ვიკიპედიაში ეროვნული სპორტის სახეობად იქცა? ბოტიც საჭიროა და სპორტიც, მაგრამ ვიკიპედიის მთავარი იდეა სულ სხვაა, მე ასე მესმის ეს. ახლა თქვენ განსაჯეთ!

--Zolokin განხილვაწვლილი 20:35, 19 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

თუ მეთანხმებით, რომ კონტექსტი არასწორად გაიგეთ, ე. ი. ჩემი კომენტარიდან მეორე შემთხვევაა („ან კიდევ სწორად ვერ გაიგეთ ჩემი კომენტარი“), ხოლო თუ არ მეთანხმებით და მაინც წერთ იმდენს რამდენსაც წერთ „დაგვიანებულ რეაქციაზე“, და ეს მას მერე რაც განმარტება საბოლოოდ მაინც გავაკეთე თუ რა იგულისხმებოდა „დაგვიანებული რეაქციის“ საგანში (ჩემს კომენტარში), მაშინ დემაგოგი ხართ და ამას გარჩევა არ ჭირდება. თუ პრეტენზიები გაქვთ მიმართეთ ზემდგომ ინსტანციებს. სხვათაშორის, ბევრი მომხმარებელი მიმართვა „თქვენი საქციელი განიხილება ვანდალიზმად“ შეურაცხყოფად აღიქვამს, მათ შორის უმეტესი სამართლიანად მიჩნეული ვანდალად. R. 08:16, 20 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი
მე მგონი ზემოთ ცოტა გადავაჭარბე თქვენს შეფასებაში. თქვენ ნაწერში უკვე ლოგიკაც აღარ ჩანს. გეკითხებით ძალიან გარკვევით: ქართულ ვიკიპედიაში ამ სტატიას სახელად უნდა ერქვას "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა" (როგორც ეს რუსულშია) თუ "სამხრეთ ოსეთი" (კიდევ უკეთესი – ცხონვალის რეგიონი), როგორც ეს ყველა დანარჩენ სხვაენოვან ვიკიპედიებშია? თქვენ 2008 წლის 14 აგვისტოს (!!!) მხურვალედ დაუჭირეთ მხარი "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა"–ს ვარიანტს ამ სიტყვებით {{ციტატა:ჩემი აზრი ამგვარია: არსებობის უფლება აქვს ყველა ამ სახის პოლიტიკურ ერთეულს, რადგან არსებობენ (დე–ფაქტო, თუ დე–იურე არ აქვს მნიშვნელობა)! პატივისცემით --Rastrelli F 13:38, 14 აგვისტო 2008 (UTC)}}. რა არის აქ გაუგერბარი? თქვენ მხარი დაუჭირეთ რუსულ ვარიანტს – ფაქტი ჯიუტია. და კიდევ თქვენ ამბობთ, რომ "ვიკიპედია არის ნეიტრალური", თუ ნეიტრალური ხართ, რაღა მაინცადამაინც რუსულ ვარიანტს დაუჭირეთ მხარი? მთელი მსოფლიოს ვიკიპედია გეუბნებათ – "სამხრეთ ოსეთი"! მხოლოდ რუსული ვიკიპედია გეუბნებათ, არა – "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა" და თქვენ, ნებით თუ უნებლიეთ (მინდა მჯეროდეს, რომ უნებლიეთ), გაგანია ომში მხარს უჭერთ რუსულ ვარიანტს. ამას ეძახით თქვენ ნეიტრალურობას? ბარაქალა! და კიდევ, რაც უფრო გაცხარდებით მით უფრო მეტ შეცდომას დაუშვებთ, რაც უფრო მეტ იარლიყს მომაკერებთ, მით უფრო მეტ ზიანს მიაყენებთ საკუთარ თავს. გამოტყდით, რომ შეცდით, ან აღიარეთ, რომ ახლაც ისე ფიქრობთ, როგორც 2008 წლის 14 აგვისტოს და ყველაფერი ნათელი გახდება.--Zolokin განხილვაწვლილი 10:51, 20 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი
დიდი პატივისცემით. გთხოვთ, განხილვის გვერდებს ნუ აქცევთ პირადი ურთიერთობების განსახილველად, ამისთვის არსებობს მომხმარებლის პირადი განხილვის გვერდი. გთხოვთ არ მიიღოთ საწყენად, დიდი პატივსცემით   - GIO---->>13 განხილვაწვლილი 08:22, 20 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

კვლავ სტატიის სახელის შესახებ რედაქტირება

საქართველოს კანონმდებლობით ამ ტერიტორიას ჰქვია: ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები). ჩემი აზრით, ქართულმა ვიკიპედიამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით. სათაური უნდა იყოს ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები), ან თუ სათაურის სიგრძე ქმნის უხერხულობას – ცხინვალის რეგიონი (სამხრეთ ოსეთი), ან კიდევ, უბრალოდ – ცხინვალის რეგიონი. სხვა ყველა სახელწოდება გადამისამართდება ამაზე. დანარჩენი მოკლედ უნდა განიმარტოს სტატიის შესავალში და ფართოდ განივრცოს შესაბამის სექციებში, რომელიც, პირობითად, ასე შეიძლება დაიყოს:

  1. პრეისტორია
  2. ანტიკური ხანა და შუა საუკუნეები
  3. რუსეთის იმპერიის პერიოდი
  4. საქართველოს რესპუბლიკის (1918–1921) პერიოდი
  5. საბჭოთა პერიოდი
  6. ქართულ–ოსური კონფლიქტი (1989 წლიდან)
  7. რუსულ–ქართული ომი (2008)
  8. დღევანდელი პოლიტიკური სტატუსი
  9. ინფორმაცია "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შესახებ"

გთხოვთ, გამოთქვათ თქვენი აზრი.--Zolokin განხილვაწვლილი 20:04, 18 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი


კიდევ 2–3 დღე მოვიცდი და თუ საწინააღმდეგო არგუმეტები არ გექნათ გადავიტან "ცხინვალის რეგიონი"–ზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.--Zolokin განხილვაწვლილი 21:00, 19 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

ვერ გავიგე რა შუაშია საქართველოს კანონმდებლობა ვიკიპედისათან, და არაობიექტურობას მე მსაყვედურობდით?! ვიკიპედია არის ნეიტრალური და არა საქართველოს ან კიდევ სხვათა კანონმდებლბოაზე აწყობილი პროექტი! შეწყვიტეთ ეს დესტრუქციული განხილვები. პ. ს. ცხინვალის რეგიონზე რა პრეისტორიები და ანტიკური ისტორიები უნდა დაწეროთ, არ არის ეს ეხლა თითიდან გამოწოვილი?! პრეისტორია დაწერეთ შიდა ქართლის ან კიდევ უკეთესი ქართლის სტატიაში. R. 08:07, 20 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

  • ეს "ისტორიები" დაწერილია, შეგიძლიათ ჩაიხედოთ ლიტერატურასა და წყაროებში. მე არ ვიგონებ ამას. მომაქვს ავტორიტეტული წყაროდან. ასე, რომ დესტრუქცია თქვენგან მოდის. სად რა დაიწეროს ამას მე გადავწყვეტ და თუ რაიმე არ იქნა სწორად თქვენ ჩაასწორეთ, შევთანხმდით?
  • ქართული ვიკიპედიის მომხმარებელთა მოქმედება საავტორო უფლებებთან დაკავშირებით უნდა ექვემდებარებოდეს შემდეგს: ... იმ სახელმწიფოს კანონებს, რომელთანაც ქართული ვიკიპედია არის დაკავშირებული (ქართული ვიკიპედიის შემთხვევაში - საქართველოს კანონმდებლობა) – როგორ ფიქრობთ, ეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებზე არ ვრცელდება? სტატიის დასათაურებისას თუ მისი შინაარსის წერისას გათვალისწინებულ უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობა და იქვე მოტანილი იქნას განსხვავებული პოზიციებიც, თუკი ასეთი არსებობს. აი ეს იქნება ნეიტრალურობა და არა ის, თქვენ რომ იძახით, ერთგან – 17 წელია აკონტროლებენ და მეორეგან – არსებობის უფლება აქვსო. ნეიტრალურობა დაცული უნდა იყოს, მაგრამ ამოსავალი უნდა იყოს სქართველოს კანონმდებლობა. რამით ხომ უნდა დაიწყო სტატია და რატომ უნდა დაიწყოს ქართულ ვიკიპედიაში სტატია რუსული (ან სხვა რომელიმე) კანონმდებლობით ან რუსული (ან სხვა რომელიმე) პოზიციის ასახვით? --Zolokin განხილვაწვლილი 11:16, 20 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი
მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ საკმაოდ მყარი არგუმენტი მოიყვანა ბატონმა Zolokin-მა, სტატიის სახელთან დაკავშირებით. მე წინააღმდეგი არ ვარ, რომ ერქვას ცხინვალის რეგიონი.   დაველოდოთ სხვის აზრსაც. - GIO---->>13 განხილვაწვლილი 08:15, 20 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი
პ.ს. სამხრეთ ოსეთი მას ოფიციალურად არ ქვია, ასე ეძახიან უბრალოდ, თორი ისე ჩვეულებრივ საქართველოს ერთ-ერთი რეგიონია. ასე, რომ მგონი მართებულია ცხინვალის რეგიონი.   საინტერესოა სხვების აზრიც. - GIO---->>13 განხილვაწვლილი 08:17, 20 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

ვიზიარებ Zolokin-ისა და Giorgi13-ის პოზიციებს. ვთვლი, რომ საქართველოს კანონმდებლობის ინტერესები უნდა დაცული იყოს.--გიორგი განხილვაწვლილი 11:29, 20 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

სტატიის გადატანას როცა გვთავაზობთ, ყოველთვის მიუთითეთ წყარო (ამ შემთხვევაში, კონკრეტულად რა კანონებია.) პრეისტორიის შესახებ ინფორმაცია ამ სტატიაში მეც ცოტა უადგილოდ მეჩვენება. როგორც Rastrel-მა აღნიშნა, უფრო შიდა ქართლის ან სხვა რომელიმე შესაბამის სტატიაში შესატანი მგონია. „ქართულმა ვიკიპედიამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით“, „საქართველოს კანონმდებლობის ინტერესები უნდა დაცული იყოს“ — ეს მიუკერძოებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება (ვიკიპედია:ნეიტრალური თვალსაზრისი). - Island (გ) 02:13, 24 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი
მგონი რამდენიმეჯერ მივუთითე კანონები. არაა პრობლემა, კიდევ ერთხელ მივუთითებ. ეს არის საქართველოს კონსტიტუცია და კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ:
  1. "საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით." – საქართველოს კონსტიტუცია, თავი პირველი, ზოგადი დებულებები, მუხლი 1
  2. "ოკუპირებული ტერიტორიები და საზღვაო ზონები. ამ კანონის მიზნებისათვის ოკუპირებული ტერიტორიები და საზღვაო ზონებია (შემდგომ – ოკუპირებული ტერიტორიები): ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიები; ბ) ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები)" – საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მუხლი 2. ოკუპირებული ტერიტორიები და საზღვაო ზონები
  • ასე რომ აღნიშნული ტერიტორიების ოფიციალური სახელებია: ცხინვალის რეგიონი და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. თქვენ ფიქრობთ, რომ სამხრეთი ოსეთი თუ ერქმევა სტატიას ეს იქნება მიუკერძოებლობა? რა უნდა ერქვას რუსულ ვიკიპედიაში სახელად სტატიას სოხუმზე – "Сухуми" თუ "Сухум"? დიდი ბჭობის შემდეგ გადაწყდა, რომ რუსკარტოგრაფიის გადაწყვეტილების შესაბამისად (სოხუმს დაარქვეს "სუხუმ" და ცხინვალს "ცხინვალ") სტატიას სოხუმზე ერქმევა "Сухум", მაგრამ იქვე ტექსტში, შესავალში ჩაწერეს: "http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D1%83%D1%85%D1%83%D0%BC Сухум (абх. Аҟəа /акуа/, с 1936 по 2008 годы — Сухуми, название часто используется и в настоящий момент)". ამით დაიცვეს ნეიტრალურობა, მაგრამ დასატაურებისას გამოიყენეს რუსკარტოგაფიის ოფიციალური დოკუმენტები. ჩვენ კი აქ უზენაესი კანონი გვაქვს და კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და რისი გვრცხვენია? ვინ შემოგვედავება რომ მიკერძოებულები ხართო? დავარქვათ "ცხინვალის რეგიონი" და ტექსტში ჩავწეროთ: ცხინვალის რეგიონიყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები, ხშირად იხმარება სახელწოდება სამხრეთ ოსეთი. არ იქნება დაცული ნეიტრალურობა? მგონი იქნება, რადგან ტესტში იქნება ასახული ეს. მითუმეტეს, რომ ტექსტშივე იქნება სექცია დე–ფაქტო ხელისუფლებაზეც და მათ პოზიციებზეც. საფრანგეთს ხომ ვუწოდებთ ოფიციალურ დოკუმენტებში საფრანგეთს და ვიკიპედიაშიც ხომ სტატიას საფრანგეთი ქვია და არა ფრანცია? ინგლისს – ინგლისი და არა –ინგლენდ და ა. შ. იმიტომ, რომ საქართველოს შესაბამისი ორგანოების (მათ შორის კარტოგრაფიის ინსტიტუტის ) მიერ ასეა დადგენილი. ამ შემთხვევაშიც ასევე უნდა მოვიქცეთ. ქართულ ვიკიპედიაში აისახება უპირველესად ქართული რეალობა და შემდეგ სხვისი თვალით დანახული რეალობა. ასე სრულიად იქნება დაცული ვიკიპედიის მიუკერძოებლობის პრინციპი. ჩვენ რომ მოვთხოვოთ ახლა რუსებს, რომ "გრუზია" არ მოგვწონს და "ჯორჯია" დაგვიძახეთო, როგორ ფიქრობთ რუსულ ვიკიპედიაში უცბად "ჯორჯიას" დაგვარქმევენ, ემანდ მიკერძოებულობა არ დაგვწამონო? რუსებმა კი არა, ლიტველებმა გვითხრეს უარი "ჯორჯიაზე" და ისევ "გრუზიას" გვეძახიან, ჩვენი კარტოგრაფები და ენის პალატა (შესაბამისი ორგანო) წინააღმდეგი არისო. ამიტომ დავწამოთ მათ მიკერძოებულობა, რუსებს უბამთ მხარს–თქო? ასე ხომ არ გამოვა? შესაბამისად ლიტვურ ვიკიპედიაში დღესაც "Gruzija" გვქვია.
  • პრეისტორიის შესახებ ინფორმაცია ამ სტატიაში მეც ცოტა უადგილოდ მეჩვენება – წაიკითხეთ თანმიმდევრობით ტექსტი? მითიტებული წყაროც ნახეთ? სწორედ რომ ადგილზეა, რადგან მანდ საუბარია პრეისტორიულ ეპოქაში კავკასიური და ქართველური ტომების განსახლებაზე აღნიშნულ პერიოდში. მეორეც, ეს არ არის რეგიონის ისტორია, კლასიკური გაგებით, ეს არის ისტორიოგრაფია – ანუ ვინ რას წერს და ამბობს ამ რეგიონის გარშემო. ქართველებს სხვა ხედვა აქვთ, ოსებს სხვა ხედვა აქვთ, რუსებიც ასეთუ ისე ხან იქით არიან, ხან აქეთ... და ეს ყველაფერია აღწერილი ჩემ მიერ შეტანილ მასალაში. სწორედ ამ ნეიტრალურობის პრინციპიდან გამომდინარე, ასახულია ამა თუ იმ საკითხზე, რომელიც ცხინვალის რეგიონს ეხება, რას ამბობენ ქართველი მეცნიერები და რას ამბობენ ოსი (და რუსი) მეცნიერები. უნდა განვასხვავოთ ისტორია და ისტორიოგრაფია.
 
„ტერმინს ისტორიოგრაფია (ბერძნ. ისტორია და ...გრაფია „აღწერა“) რამდენიმე მნიშვნელობით ხმარობენ:

1.ისტორიული მეცნიერების მთელი ისტორია, აგრეთვე გამოკვლევათა ერთობლიობა, რომელიც შეეხება განსაზღვრულ ეპოქას, თემას, ან ისტორიულ ნაშრომთა ერთობლიობა, რომელთაც აქვთ შინაგანი ერთიანობა სოციალურ-კლასობრივი ან ნაციონალური მახასიათებლების მიხედვით, მაგ. მარქსისტული ისტორიოგრაფია, ფრანგული ისტორიოგრაფია. 2.ისტორიული მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის მის ისტორიას, კერძოდ: ისტორიული ცოდნის დაგროვებას, ისტორიული მოვლენების განმარტებას, ისტორიული მეცნიერების მეთოდოლოგიური მიმართულებების ცვლას და სხვა.

3.ისტორიის, ისტორიული პროცესის აღწერა. აქედან მომდინარეობს პროფესიული ტერმინი ისტორიოგრაფი, რაც ისტორიკოსის სინონიმია.“

--Zolokin განხილვაწვლილი 03:58, 24 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

ჯორჯია რა შუაში იყო :) რუსულ ვიკიპედიაში სტატიებს რუსულენოვანი წყაროების მიხედვით ერქმევა სახელები, ლიტვურ ვიკიპედიაში ლიტვურენოვანი წყაროების მიხედვით. ასევე, ქართულ ვიკიპედიაში სტატიების სახელები ქართულენოვანი წყაროების მიხედვით უნდა იქნეს შერჩეული. მე უბრალოდ წყაროს დაკონკრეტება გთხოვეთ.
„ქართულ ვიკიპედიაში აისახება უპირველესად ქართული რეალობა და შემდეგ სხვისი თვალით დანახული რეალობა.“ — აქ „ქართული რეალობა“ რა არის, ამის გაგება მიჭირს. მაგრამ ამ „ქართულ რეალობაში“ არ უნდა იგულისხმებოდეს საქართველოს კანონმდებლობა. საქართველოს კანონმდებლობა არ უნდა იყოს ქართული ვიკიპედიის ამოსავალი პუნქტი, თუმცა იგი, რა თქმა უნდა, ინფორმაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა როგორც ქართულ ვიკიპედიაში, ისევე სხვაენოვან ვიკიპედიებში. - Island (გ) 15:32, 24 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი


  1. ჯორჯია რა შუაში იყო – ეტყობა წინაისტორია არ იცით. საქართველომ თხოვა ლიტვას (და რამდენიმე სხვა ქვეყანასაც), რომ სახელწოდება გრუზია შეეცვალათ ჯორჯიათი. ლიტველებმა კი უარი თქვეს. მიზეზი ზემოთ დავწერე.
  2. ქართულ ვიკიპედიაში სტატიების სახელები ქართულენოვანი წყაროების მიხედვით უნდა იქნეს შერჩეული – კი, ბატონო, მეც მაგას არ ვამტკიცებ ამდენი ხანია? აბა რა არის სადაო? ახლა კონკრეტული შეკითხვა. ამ სტატიის სათაურის ძირითადი და ავტორიტეტული ქართულენოვანი წყარო რომელი იქნება თქვენი აზრით? ჩემი აზრით – საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, რადგან საქმე ეხება საქართველოს ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ დაყოფას. თქვენი აზრით?
  3. აქ „ქართული რეალობა“ რა არის, ამის გაგება მიჭირს – ზემოთ იმდენი ვილაპარაკე და განვმარტე, რომ წესით არ უნდა გაგჭირვებოდათ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქართული რეალობა არის საქართველოს სახელმწიფოს ადმინისტრაციულ–ტერიტოიული და ყოფა და შესაბამისი კანონმდებლობა. თუ ოს სეპარატისთა რეალობიდან ამოხვალთ, ახალგორზე სტატიას უნდა დაარქვათ ლენინგორი და თუ ქართული რეალობიდან – ახალგორი. იმედია აღარ დამჭირდება ამის ახსნა.
  4. საქართველოს კანონმდებლობა არ უნდა იყოს ქართული ვიკიპედიის ამოსავალი პუნქტი – როცა სახელმწიფო თემატიკაზე (ტერიტორიული მოწყობა, სახ. სტრუქტურები, სახ. ფინანსები, იუსტიცია და სხვ.) წერთ სტატიას, თქვენი უპირველესი ამოსავალი პუნქტი რა იქნება? თქვენი ან ვინმეს პირადი მოსაზრება თუ საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტები, რომლითაც განისაზღვრება ამა თუ იმ პუნქტის, სტრუქტურის, ნორმის სტატუსი?
  5. და ისევ დავკონკრეტდეთ: მე ვთვლი, რომ ამ სტატიას უნდა ეწოდოს ცხინვალის რეგიონი, რადგან მისი ტერიტორიის შემადგენელი ნაწილების სტატუსი გამისაზღვრება სწორედ საქართველოს კონსტუტუციით და საქართველოს ტერიტორიულ–ადმინისტრაციული მოწყობასთან დაკავშირებულ სხვა საკანონმდებლო აქტებით, ასევე კანონით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამის შემდეგ ჩვენ ტექსტში შესავალშივე უნდა დავწეროთ, თუ როგორ მოიხსენიებენ ამ ტერიტორიას ოკუპანტები, სეპარატისტები და საერთაშორისო საზოგადოება. მე გთავაზობთ ასეთ მიდგომას და თუ თქვენგან არ მოვისმინე კონკრეტული არგუმენტები (ჩემი არგუმენტების საპირისპირო), კონკრეტული და არა ზოგადი – თავისუფალი, ნეიტრალური, მიუკერძოებელი და ა, შ. მაშინ თავს უფლებამოსილად ჩავთვლი, გადავარქვა სტატიას სათაური და დავარქვა "ცხინვალის რეგიონი".

--Zolokin განხილვაწვლილი 16:34, 24 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

ასეთ ცხად საკითხებზე თუ ასეთი კამათი გავაგრძელეთ, უარესი დაგვემართება ნახეთ – რუსების თქმით, აჩაბეთი, ქურთა და თამარაშენი, არასოდეს არსებობდა. — Zolokin განხილვაწვლილი 17:51, 24 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

 
„სამაჩაბლოში რუსული საოკუოპაციო რეჟიმი, სხვა ყველაფერთან ერთად, რეგიონში სოფლების, მდინარეებისა თუ კონკრეტული ადგილების ქართულ სახელწოდბებსაც კი ებრძვის. ცოტა ხნის წინ, ცხინვალში ჩასულმა რუსმა ისტორიკოსმა, ვინმე იგორ მოროზოვმა თქვა, რომ მას არც კი სმენია სოფლები სახელწოდებით: თამარაშენი, აჩაბეთი, ერედვი, ქურთა და სხვა... თურმე, ეს სახელწოდებები ქართველებმა “ისტორიულ ოსურ სოფლებს” ხელოვნურად დაარქვეს, რათა ოსების კვალი სამუდამოდ წაშლილიყო. “

Zolokin განხილვაწვლილი 09:46, 25 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

სახელის გადარქმევა რედაქტირება

როგორც ზემოთ მოტანილი დისკუსიიდან შეგიძლიათ შეიტყოთ, ვფიქრობ, რომ სტატიას უნდა გადაერქვას სახელი და დაერქვას "ცხონვალის რეგიონი". სამხრეთი ოსეთიდან მოხდება გადამისამართება სტატიაზე – "ცხონვალის რეგიონი". თავად დასახელება "სამხრეთი ოსეთი" აისახება ტექსტში შესავალი ნაწილის დასაწყისში, ისევე, როგორც – "ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი" ან "ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები". ზემოთ მოტანილ დისკუსიაში შეგიძლიათ ასევე ნახოთ, რომ ჩემ ამ წინადადებას მხარი დაუჭირეს Giorgi13–მა და ITshnik–მა. ჩემი არგუმენტების წინააღმდეგი იყო Rastrelli, ასევე Island–მა მოითხოვა გარკვეული დამატებითი განმარტებები, რაც მას მიეცა, მაგრამ მას შემდეგ (ისევე, როგორც Rastrelli–ს) აღარ გამოუთქვამს თავისი აზრი. გთხოვთ თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით რაიმე არგუმენტირებული პოზიცია გამოთქვათ თქვენი საწინააღმდეგო აზრი, წინააღმდეგ შემთხვევაში თავს უფლებამოსილად ჩავთვლი სტატიას სახელი გადავარქვა. პატივისცემით. --Zolokin განხილვაწვლილი 16:05, 1 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

არც 19 აგვისტოს და არც 1 სექტემბრის შემდეგ არავის გამოუთქვამს საწინააღმდეგო აზრი, იმასთან დაკავშირებით, რომ სტატიას გადაერქვას სახელი და ეწოდოს "ცხინვალის რეგიონი", როგორც ამას საქართველოს ადგილობრივი კანონმდებლობა ითვალისწინებს. კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი: გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციებში და დოკუმენტებში ეს რეგიონი იწოდება ასე: Tskhinvali Region/South Ossetia. თუ დაგაინტერესებთ, შეხვალთ გაერო–ს ვებ–გვერდზე და ძიებაში ჩაწერთ Tskhinvali Region და დარწმუნდებით. მაშ ასე, გადამაქვს ... --Zolokin განხილვაწვლილი 20:50, 13 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

მაჩვენეთ ერთი ვინ არის მომხრე იმისა, რომ მომხ. ზოლოკინმა გადაარქვა. არ გინდათ! აქ პატრიოტიზმს კი არ გამოვხატავთ, აქ ტერმინზე ვწერთ! უკან დააბრუნეთ სანამ განხილვაში ხალხმა არ მიიღო მონაწილეობა--თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 20:58, 13 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

თემურ, კარგად გადაიკითხეთ მთლიანი განხილვა.--Zolokin განხილვაწვლილი 21:02, 13 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

კი, მაგრამ სადაა მიღებული გადაწყვეტილება?--თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 21:04, 13 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

სად უნდა იქნას მიღებული? ცეკაში ხომ არა? საკითხი დავსვი ჯერ კიდევ 19 აგვისტოს იყო დისკუსია, ორმა რედაქტორმა დამიჭირა მხარი (Giorgi13–მა და ITshnik–მა), წინააღმდეგი იყო მხოლოდ Rastrelli, ასევე Island–მა მოითხოვა წყარო. მას შემდეგ, რაც ჩემ მიერ მოტანილ იქნა წყარო, მათ აღარ გამოუთქვამთ კონტრარგუმენტები და მითუმეტეს საწინააღმდეგო აზრი. მიუხედავად ამისა 1 სექტემბერს კიდევ დავსვი ეს საკითხი და ვთხოვდი ყველა დაინტერესებულ მომხმარებელს გამოეთქვა საწინააღმდეგო მოსაზრება (რა თქმა უნდა არგუმენტირებული) თუკი ასეთი არსებობდა. მას შემდეგ გავიდა კიდევ 2 კვირა და არავის გამოუთქვამს აზრი. საკმარისი დრო იყო ამისთვის თუ თქვენ გქონდათ რამე მოსაზრება.--Zolokin განხილვაწვლილი 21:11, 13 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
მე პირადად მხარს დავუჭერ გადატანის ინიციატივას (დაგვიანებით), რადგან ვფიქრობ მომხმარებელმა Zolokin-მა საკმარისი წყაროები და არგუმენტები მოიყვანა ამ ოპერაციის (გადატანა) გასამართლებლად. – BruTe () 06:46, 14 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
ჩემი აზრით, სტატიები ცხინვალის რეგიონსა და სამხრეთ ოსეთზე ცალ–ცალკე უნდა იყოს. ეს სტატია ეხება ცხინვალის რეგიონს, რომელიც თავის ისტორიაში მოიცავს თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთს. ამ თვითაღიარებულ სახელმწიფოზე ცალკე სტატია უნდა არსებობდეს. იმედია მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ :) — დათო პასუხი 06:53, 14 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
გადატანას რაც შეეხება, ჩემი აზრი იცით უკვე, ხოლო ცალცალკე სტატიების არსებობის პრინციპული წინააღმდეგი ვარ. არსებობს ერთი - ეს სტატია, რომელიც, როგორც დოიჩლანდმა აღნიშნა, თავის ისტორიაში მოიცავს თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთს. ცალკე სტატიის გაკეთება თვითაღიარებულ სახელმწიფოზე ნიშნავს მხოლოდ ერთს: რომ ჩვენც ვაღიარებთ მის დამოუკიდებლობას. მე სხვაგვარად ვერ მესმის ეს. — გიორგი განხილვაწვლილი 07:09, 14 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
არა, მაგას არ ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარებთ ამ თვითაღიარებული არაღიარებული წარმონაქმნის არსებობას (ხომ ნამდვილად არსებობს, ამას რათ უნდა კამათი). ამ ლოგიკით არცერთ არაღიარებულ სახელმწიფოზე არ უნდა დავწეროთ სტატია. — დათო პასუხი 07:13, 14 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ჩემი პოზიცია დათოსას ემთხვევა. ვიკიპედიამ უნდა ასახოს მაქსიმალურად ყველაფერი. გიორგი ვიკიპედია ვერაფერს ვერ აღიარებს და ვერც უარყოფს. — ნიკა () 07:22, 14 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

მე გიორგისიც მესმის. ძალიან ძნელია იყო ქართველი და ამ საკითხში ნეიტრალური თვალსაზრისი დაიცვა. ვიკიპედიაში კი სწორედ ნეიტრალურობაა საჭირო. ჩვენ თუ სტატიებს ვწერთ კოსოვოზე (და არა კოსოვო–ი–მეტოხია–ზე), დნესტრისპირეთიზე და ა. შ., მაშინ სამხრეთ ოსეთზეც უნდა არსებობდეს ერთი ნეიტრალური სტატია. ეს სტატია კი ცალკე დარჩება, რადგანაც აქ დაწერილი ისტორია არაა დღეს თვითაღიარებული რესპუბლიკის ისტორია. — დათო პასუხი 07:26, 14 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
კარგი, გეთანხმებით, ყველამ იცის რომ არსებობს ასეთი წარმონაქმნი. ისე, ეს უფრო ოკუპირებული ტერიტორიაა (2008 წლის აგვისტოს მოვლენებიც ადასტურებს ამას, რუსეთმა "კბილებით დაიცვა" "თავისი ტერიტორია"), რასაც საქართველოს ისტორიაც ასახავს და ეს სტატიაც. საიდან უნდა დაიწყოს მისი ისტორია? 1990-1992 წლებიდან?  შესაძლოა სეპარატისტებმა ზუსტად ასე გაიაზრონ ცალკე სტატიის არსებობა ქართულ ვიკიპედიაში (რომ ქართველებმაც კი ვაღიარეთ მათი დამოუკიდებლობა). ეს ჩემი სუბიექტური აზრია.— გიორგი განხილვაწვლილი 07:32, 14 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

მეც ვფიქრობ, რომ ცხინვალის რეგიონი და სამხრეთ ოსეთი სხვადსხვა ტერმინებია! სამრეთ ოსეთი ნახევრადცნობილი სახელმწიფოა, ცხინვალი რეგიონი კი ქართული მედიის მიერ უსაფუძვლოდ დარქმეული კონფლიქტური, ბუფერული ზონაა--თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 12:02, 14 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

მე გიორგის ვერ ვუგებ, რას ჰქვია: ჩვენც ვაღიარებთ? სამხრეთ ოსეთი არსებობს, გვინდა ეგ თუ არა (ჩემთვის სამწუხაროა) და ჩვენი ვალდებულებაა ვწეროთ ნეიტრალურად! ვიმეორებ? აქ პატრიოტიზმშჳ კი არ ვეჯიბრებით, არამედ ვქმნით სტატიებს, თუნდაც მტკივნეულ თემებზე--თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 12:05, 14 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

არაპატრიოტული აქ არაფერია :). თუკი შეიქმნება მეორე სტატია "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაზე", იქ დაიწერება ყველაფერი, რაც სიმართლეა, წყაროებით, დამიჯერეთ, ეს უფრო მეტად პატრიოტიზმი იქნება. — დათო პასუხი 12:10, 14 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
დათო ვერ დაგეთანხმები. არ ვიცი დადგება თუ არა სტატია "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" შექმნის საკითხი, მაგრამ იცოდეთ რომ ამ შემთხვევაში ჩემგან კატეგორიულ წინააღმდეგობას წააწყდებით. არც ერთ ვიკიპედიაში (რუსული არ ვიცი) არ არის სტატია "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა", ინგლისურის ჩათვლით (ისევ და ისევ ნეიტრალობის დაცვის პრინციპით). ვიყოთ ნეიტრალურები, არ ნიშნავს იმას რომ კვლავ სხვა უკიდუროსებაში გადავარდეთ და დავაკანონოთ ქართულ ვიკიპედიაში ტერმინი "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა", როცა ამას არც ერთი სხვა ვიკიპედია არ აკეთებს. – BruTe () 12:19, 14 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
ასე რაა, სანდრო  თორემ უმცირესობაში ვიყავი გიორგი განხილვაწვლილი 12:25, 14 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
სტატიას ერქმევა არა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, არამედ სამხრეთ ოსეთი. ყველა ვიკიპედიაში ასეა (de:Südossetien). ყველა ვიკიპედიაში სტატიის შინაარსი ეხება სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკას. ჩვენთან სტატია ეხება ტერიტორიას და მის ისტორიას, რომელიც არანაირად არაა დღევანდელი სეპარატისტული "რესპუბლიკის" ისტორია. რეალურად ქართულ ვიკიპედიაში არ არსებობს სტატია ამ ე. წ. "რესპუბლიკის" შესახებ, არადა ეს წარმონაქმნია თუ რაღაც არსებობს (უბრალოდ არაღიარებულია). ამის თქმა მინდა მხოლოდ. თუკი არავის მოსწონს ჩემი აზრი, დაე ჩაკვდეს ეს იდეა! :) — დათო პასუხი 12:29, 14 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
დღევანდელი ე.წ. „რესპუბლიკის“ ისტორიას რომ არ ასახავს, იმიტომაც გადაერქვა სახელი. :) გარდა ამისა, სტატია შეიცავს ინფორმაციას როგორც სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქზე, ასევე „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაზე“ და ვიკიპედიის ნეიტრალურ თვალსაზრისთან წინააღმდეგობაში არანაირად არ მოდის. თანაც, სტატია ამ რეგიონის არა ისტორიას, არამედ ისტორიოგრაფიას ასახავს, რომელთა განსაზღვრებაც მომხმარებელმა Zolokin-მა უკვე წარმოადგინა. :) – BruTe () 15:06, 14 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი


მოდით ასე ვთქვათ, ჩვენ უნდა განვასხვავოთ ორი საკითხი:
  1. პირველ რიგში გადასაწყვეტია, უნდა იყოს თუ არა ქართულ ვიკიპედიაში სტატია სახელწოდებით – "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა"?; ჩემი აზრით არ უნდა იყოს ამ სახელწოდებით სტატია. ვიკიპედიაში სამხრეთ ოსეთზე არის 92 ენაზე სტატია. აქედან სახელწოდებაში სიტყვა – "რესპუბლიკა" ფიგურირებს მხოლოდ 3–ში – ა. Къыбыла Тегей Республика (ყარაჩაი–ბალყარული); ბ. Республика Южная Осетия (რუსული); გ. Өвр Өседин Таңһч (კალმიკური). რატომ უნდა იყოს ქართულში ასეთი სახელწოდებით, აბსოლუტურად გაუგებარია. მართლა ჩვენ ხომ არ შევუწყობთ ხელს ამ სახელწოდების ("სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა") დაკანონებას, როდესაც მთელი მსოფლიო უარს ამბობს მასზე? ეს არის ნეიტრალურობა? მოკლედ გადავწყვიტოთ ასე, ჩავატაროთ გამოკითხვა, რომ ეს დისკუსია ხელახლა აღარ წამოიჭრას:

ვინ არის მომხრე, რომ ქართულ ვიკიპედიაში არსებობდეს სტატია სახელწოდებით – "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა"?

  1. ახლა მეორე საკითხი: ამ სტატიას უნდა ერქვას "სამხრეთ ოსეთი" თუ "ცხინვალის რეგიონი"? ამით დაიწყო დისკუსია 19 აგვისტოს. მას შემდეგ მოვიყვანე ავტორიტეტული წყაროებიც და ლოგიკური (იმედი მაქვს) არგუმენტებიც, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ზემოთ. არ დავიზარებ და აქ კიდევ ერთხელ შევაჯამებ მათ: საქართველოს კანონმდებლობა, – ქვეყნის კონსტიტუცია, კანონი ოკუპირებული ტერიტირების შესახებ – არ იცნობს ტერმინს – "სამხრეთ ოსეთი"; აქ იხმარება ან ცხინვალის რეგიონი, ან "ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია". გაერო–ს ოფიციალურ დოკუმენტებში იხმარება Tskhinvali Region/South Ossetia (წყარო ზემოთ მივუთითე), ანუ პირველ ადგილზე დგას "ცხინვალის რეგიონი" და შემდეგ მოჰყვება განმარტების სახით "სამხრეთ ოსეთი". ის, რომ სხვაენოვან ვიკიპედიებში ჰქვია "სამხრეთ ოსეთი" და არა – "ცხინვალის რეგიონი", ამ შემთხვევაში ეს არგუმენტი არ არის, რადგან იგი გავრცელდა რუსულის მეშვეობით (და ჩვენი დოყლაპიობით), მაგრამ იმდენს მაინც მივაღწიეთ, რომ გაერო–ს, ეუთო–ს და სხვა დოკუმენტებში იხსენიება ისე, როგორც ზემოთ დავწერე, მაგრამ ყოველდღიურ მიმოქცევაში დარჩა, სამწუხაროდ, რუსული პროპაგანდის მიერ შეგდებული სახელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყურები უნდა ჩამოვუშვათ და ამას შევეგუოთ. არც სერბების და კოსოვოს მაგალითი გამოდგება აქ, რადგან სერბულში და სერბულ–ხორვატულში გვაქვს სწორედ ის ფორმა, რომელსაც მათი კანონმდებლობა ითვალისწინებს, ანუ Косово и Метохија და Kosovo i Metohija. ასევე, რუსულში გვაქვს Косово и Метохия, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად და ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, რას უწოდებს მას საერთაშორისო კანონმდებლობა. ჩვენ შემთხვევაში კი, საქართველოს კანონმდებლობის პარალელურად, დამატებით არგუმენტად ის გვაქვს, რომ საერთაშორისო დოკუმენტებში "ცხინვალის რეგიონი" მიღებული სახელწოდებაა. თუ გნებავთ, ამ საკითხსაც ვუყაროთ კენჭი, მაგრამ "სამხრეთი ოსეთი"–ს მომხრეებს, ვთხოვ წარმოადგინონ მყარი არგუმენტები და არა ზედაპირული მოწოდებები ნეიტრალურობის შესახებ (ისე, კარგი იქნებოდა, მოწინააღმდეგე მხარე გასული ორი თვის განმავლობაში ჩართულიყო დისკუსიაში და არა ახლა).

მაშ ასე, ვინ არის მომხრე, რომ ამ სტატიას ერქვას "ცხინვალის რეგიონი" და არა – სამხრეთ ოსეთი?

  •   (მომხრე) --Zolokin განხილვაწვლილი 16:03, 14 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
  •   (მომხრე) – თქვენ ვერ გამიგეთ. მე მიმაჩნია, რომ ამ სტატიას სათაური სწორად ჰქვია ამ წუთში. ნამდვილად ცხინვალის რეგიონი უნდა ერქვას. თვითონ ამავე სტატიაში არის ქვეთავი "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა". მე მივიჩნიე, რომ ცხინვალის რეგიონი სხვაა და სამხრეთ ოსეთი სხვა (როგორც მაგალითად "აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკა" სხვაა და "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა" სხვა, ერთი სეპარატისტაბის "სახელმწიფოა", ხოლო მეორე საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკა, ქართული მთავრობით). ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მეორე სტატია, სახელწოდებით სამხრეთ ოსეთი არის საჭირო (და არა "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა", ეს არც მითქვამს.). თუმცა, თუკი არ მოგწონთ ჩემი იდეა, არც ესაა პრობლემა, რადგან ეს სტატია (ცხინვალის რეგიონი) თვითონვე მოიცავს სეპარატისტული ხელისუფლების შესახებ ინფორმაციას. — დათო პასუხი 17:16, 14 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
მაგალითისთვის მომყავს აფხაზეთის სტატიები რუსულ ვიკიპედიაში: ru:Автономная Республика Абхазия და ru:Абхазия. ეს ხომ ორი სხვადასხვა ორგანიზაციაა, შესაბამისად სტატიებიც სხვადასხვა აქვთ. ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის შემთხვევაშიც თუ ასეა, მაშინ ორი სტატიის არსებობა მიმაჩნია სწორად. იმედია ახლა გამიგებთ, რას ვგულისხმობ :) — დათო პასუხი 17:28, 14 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

კი, დათო, გაგიგეთ რას გულისხმობთ. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ Автономная Республика Абхазия მართლაც არსებობდა და მის არსებობას დღეს არ უარვყოფთ არც ჩვენ (ანუ) საქართველო და არც ის ქვეყნები, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ და მას საქართველოს შემადგენლობაში ხედავენ. ქართულშიც არის სტატია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და სტატია – აფხაზეთი და ეს ლოგიკურიცაა. ასევე ლოგიკურია, რომ ქართულში არსებობს სტატიები – სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და ცხინვალის რეგიონი. მაგრამ საუბარია იმაზე, რომ არის ცხინვალის რეგიონი მთლიანად ფარავს სამხრეთი ოსეთს, რაც დაფიქსირებულია კიდეც საერთაშორისო დოკუმენტებში – Tskhinvali Region/South Ossetia.--Zolokin განხილვაწვლილი 17:52, 14 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

გასაგებია. მაშინ, ჩათვალეთ, რომ უბრალოდ შევცდი :). მომხრე ვარ სტატიის ამჟამინდელი სათაურის. — დათო პასუხი 18:08, 14 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა რედაქტირება

ვთვლი რომ სტატია ცხინვალის რეგიონი სხვა თემაა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, ნუ ეს იდოტმაც იცის! )) ამიტომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას როგორც არის რეალურად თავისი ისტორიით და ტრუმპაცუმპით უნდა შეიქმნას ცალკე.--Surprizi განხილვაწვლილი 12:12, 9 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

კი უნდა გაიმიჯნოს და ცალკე შეიქმნას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა--დათო1010 12:17, 9 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი
გვერდ „ცხინვალის რეგიონი“-ზე დაბრუნება.