განხილვა:ფარნავაზ I

ბოლო კომენტარი: 3 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Lasha-george თემაში სხვა წოდებები

?

რედაქტირება

თქვენ წარმოიდგინეთ, სტატიის ინგლისური და ფრანგული ვერსიები გაცილებით უკეთესია, ვიდრე ქართული, როგორც სტრუქტურული, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით. წყაროებიც მოჰყავთ, ლიტერატურაც. მოკლედ პატიოსნად მუშაობენ. --Zolokin განხილვაწვლილი 14:33, 8 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

ხოდა დაამუშავე. მარტო {{წყარო}}-ს ჩასმა საქმე კი არაა--თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 14:43, 8 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

აბა ნახეთ, თქვენ შემოგევლეთ, ამ დღეებში რამდენი სტატია დავამუშავე და რამდენი ახალი დავწერე (და ყველა სათანადო წყაროთი და ლიტერატურით). ყველაფერს კაცი ვერ ასწრებს, თან თქვენი (ზოგადად და პირადად თქვენიც) შეცდომების გასწორება, თან უაზრო კამათები წყაროებთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაციები .... ამიტომ, სადაც საჭიროა ვსვამ "წყაროს", რომ მანამდე, სანამ მე სხვა რამეს ვამუშავებ, იქნებ ვინმემ თავი შეიწუხოს და გაასწოროს. მარტო ბოტები საქმე არაა. ასე, რომ მიუჯექით კომპიუტერს და ჩაასწორეთ ... ოღონდ წყაროებზე დაყრდნობით. კეთილი სურვილებით. --Zolokin განხილვაწვლილი 14:49, 8 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

წყაროებზე დაყრდნობით, ეს რომელი წყაროებს გულისხმობთ? ქართულს? მოქცევაი ქართლისაის და ვახუშტი ბატონიშვილის შრომებს?--თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 14:51, 8 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

ფარნავაზის შესახებ გვაქვს ორი ქართული წყარო: 1. მოქცევაი ქართლისაი; 2. მეფეთა ცხოვრება (ვახუშტი მეორადია და ეყრდნობა მეფეთა ცხოვრებას).

სამეცნიერო ლიტერატურა კი არის, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზეც და საკმარისი რაოდენობისაც.--Zolokin განხილვაწვლილი 14:54, 8 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

დარიუსი?

რედაქტირება

მომხმარებელი:Surprizi ფარნავაზის დედა დარიოს I-ის ქალიშვილი იყო? ამის შესახებ რომელი წყარო ამბობს? ჯაყელი 11:37, 6 აპრილი 2015 (UTC)პასუხი

იხილეთ დღემდე უცნობი წყარო (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის) ტეიმურაზ ბატონიშვილის ივერიის ისტორია. მაგი კი არა და მეფე ღადამი დედოფალი იყოვო ))--Surprizi განხილვაწვლილი 11:43, 6 აპრილი 2015 (UTC)პასუხი
მომხმარებელი:Surprizi ივერიის ისტორიის რომელ გვერდზეა ზუსტად იქნებ მითხრა? ჯაყელი 11:46, 6 აპრილი 2015 (UTC)პასუხი
მომხმარებელი:Jaqeli იხილე 111 გვერდის სქოლიო.--Surprizi განხილვაწვლილი 11:53, 6 აპრილი 2015 (UTC)პასუხი
მომხმარებელი:Surprizi დიდი მადლობა ამ მნიშვნელოვანი წყაროს მოძიებისათვის. ჯაყელი 12:01, 6 აპრილი 2015 (UTC)პასუხი
მართლაც მნიშვნელოვანი რამეა! იმდენი წვრილმანია განხილული, მაგალითად სულ თავს ვიმტვრევდი რატომ ეწერა ქართლის ცხოვრებაში მირიანამდე 28 მეფე წარმართი ყოვო. აქ კი ეს მაგრადაა გაშიფრული. მოკლედ ეგ თეიმურაზი ვიკიპედიურად აზროვნებდა. ყველაფერია რაც ჩვენ გვჭირდება მეფეთა ისტორიები რომ შევავსოთ მირიანამდეს!--Surprizi განხილვაწვლილი 12:05, 6 აპრილი 2015 (UTC)პასუხი

ისე დარიოზის სიკვდილსა (486) და ფარნავაზის დაბადებას (324) შორის 162 წელია. რაღაცაშია საქმე. შესაძლოა დარიოზმა არა ქალიშვილი არამედ შვილიშვილი მიათხოვა ფარნავაზის მამას. ან თარირებში რაღაც პრობლემაა.--Surprizi განხილვაწვლილი 12:28, 6 აპრილი 2015 (UTC)პასუხი

მომხმარებელი:Jaqeli მოკლედ წლებს რომ გადავხედე ესეთი სიტუაციაა: დარიუსი I-ის გარდა არსებობდა: დარიუსი II და დარიუსი III.

  • დარიოს I (550-486), ფარნავაზი (324-237). მეფეებს შორის სიკვდილ-სიცოცხლის პერიოდი 162 წელია. ესე იგი დარიუსი I არ გვაწყობს!
  • დარიოს II (423-404), ფარნავაზი (324-237). მეფეებს შორის სიკვდილ-სიცოცხლის პერიოდი 80 წელია. ესე იგი დარიუსი II არ გვაწყობს!
  • დარიოს III (380-330), ფარნავაზი (324-237). მეფეებს შორის სიკვდილ-სიცოცხლის პერიოდი 6 წელია. ესე იგი დარიუსი III გვაწყობს!


 

ამის გარდა სწორედ დარიოს III-ის დროს გამოჩნდა ალექსანდრე მაკედონელი და დაამარცხა ჩვენი მეფის პაპა ბრძლოლაში. ესეც დიდი მტკიცებულება იმისა რომ თეიმურაზ ბატონიშვილი მართალია, ისტორიაშიც და წლებშიც!!!--Surprizi განხილვაწვლილი 03:47, 7 აპრილი 2015 (UTC)პასუხი

მომხმარებელი:Surprizi ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრის მოძიებისათვის კიდევ ერთხელ. ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა უდავოდ. ჯაყელი 09:42, 7 აპრილი 2015 (UTC)პასუხი

ჰრომი, ჰრომთასა

რედაქტირება

მომხმარებელი:Surprizi ხომ არ იცი შემთხვევით ეს სიტყვა ზუსტად როგორ ითარგმნება ძველი ქართულიდან? ჯაყელი 10:51, 7 აპრილი 2015 (UTC)პასუხი

მგონი „რომი“, წინადადებაში გააჩნია.--Surprizi განხილვაწვლილი 11:06, 7 აპრილი 2015 (UTC)პასუხი
მომხმარებელი:Surprizi "უცალო იყვნეს ბერძენნი ბრძოლისაგან ჰრომთასა" ჯაყელი 11:12, 7 აპრილი 2015 (UTC)პასუხი
მომხმარებელი:Jaqeli არ ეცალათ ბერძნებს რომაელებთან ბრძოლის მიზეზის გამოო.--Surprizi განხილვაწვლილი 11:33, 7 აპრილი 2015 (UTC)პასუხი
რომაელებში შეიძლება იგულისხმებოდეს იტალია, რომი, ან სხვა იმპერია რომელიც იტალია/რომთან ასოცირდებოდა.--Surprizi განხილვაწვლილი 11:34, 7 აპრილი 2015 (UTC)პასუხი
დიდი მადლობა. ჯაყელი 11:41, 7 აპრილი 2015 (UTC)პასუხი


მომხმარებელი:Jaqeli სამეფო ნიშნები და ინვესტიტურა ანტიოქოს I-გან მიიღო. ეს მანამდე არსებული ტექსტის ნაწილია და გადასამოწმებელი იქნება--Surprizi განხილვაწვლილი 14:31, 7 აპრილი 2015 (UTC)პასუხი

ისე რუკის ჩასმა მმართველის თარგში რომ შეიძლებოდეს ლოგიკურიც იქნება და სასარგებლოც!--Surprizi განხილვაწვლილი 14:33, 7 აპრილი 2015 (UTC)პასუხი

წლები

რედაქტირება

მომხმარებელი:Surprizi პირველ რიგში მინდა გითხრა რომ არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებ რომ ალაგებ იბერიის მეფეთა გენეალოგიას და დიდი მადლობა ამისათვის. ინგლისურ ვიკიპედიაში ეს მშვენივრად არის უკვე დალაგებული და ქართულ ვიკიში სამწუხაროდ ვეღარ მოვიცალეთ მე ან კობერმა. მე უფრო აქტიურად ინგლისურ ვიკიში ვარ. ჩემი აზრით სჯობს რომ ჰარმონიზაცია მოვახდინოთ ინგლისური ვიკიდან ქართულში და ამ მხრივ წლებიც შესაბამისი მივუთითოთ. დაბადების წელი კირილე თუმანოვის სჯობს რომ მივუთითოთ და ეს არის 326 ძვ. წ. და გარდაცვალება კი 234 ძვ. წ. ინგლისურ ვიკისაც გადახედე ხოლმე და უფრო გაგიადვილდება დალაგება რადგან იქ უკვე ყველაფერი გარკვეულია და დალაგებულია. ჯაყელი 18:40, 11 აპრილი 2015 (UTC)პასუხი

მომხმარებელი:Jaqeli საერთოდ ერთი უცნაური ჩვევა დამჩემდა — არასოდეს არ ენდო არავის!!! ჩემთვის არა აქვს ვინ იყო და რას წერდნენ პირველი ტიტანები, ყველაფერი უნდა გადაიხედოს თავიდან, შესაბამისად გამოვალთ რომ ინგლისურიც არაა ჩემთვის დიდი ქვაკუთხედი. რაც შეეხება თუმანოვ/თუმანიშვილს, გეთანხმები რომ მისი მოსაზრებებიც აქ უნდა ჩაიწეროს. საერთოდ ვიკიში ყველაფერი უნდა ჩაიწეროს. მე დავძებნი თუმანოვის შრომებს და იმათი ჩამატებითა და მისი მსჯელობიდან გამომდინარე შემოგთავაზებთ სტატიას. საერთოდ კაია როცა წყაროები არა ბრმად არამედ ციტირების სახით კეთდება რითაც მეცნიერსა თუ მკვლევარს ეძლევა შემდგომი ანალიზისთვის უფრო მეტი მასალა.
როგორც ყოველთვის მე მართალი ვარ! თუმანოვს არ ქონდა წაკითხული თეიმურაზ ბატონიშვილის ივერიის ისტორია, სადაც თეიმურაზი ღადამზე წერს რომ ის იყო ქალი, ანუ დედოფალი, რომელიც შვილის წამოზრდამდე მეფობდა 3-4 წელი. თეიმურაზს ბევრი საინტერესო რამე უწერია. მოდი რა ვქნათ იცი? ჯერ ჩემებურად თუმანოვის გარეშე შევყრი მასალას იბერიის მეფეებზე და მერე ჩასწორებას რა უნდა? მერე თავიდან თუმანოვის კვლევა გადავატაროთ და ვნახოთ თუ რაშია აცდენები, ოკ?--Surprizi განხილვაწვლილი 06:16, 12 აპრილი 2015 (UTC)პასუხი
მომხმარებელი:Surprizi კი ბატონო. ღადამის შემთხვევაში კი ვფიქრობ რომ თეიმურაზ ბატონიშვილს ღადამი შეეშალა ღადანაში. ღადანა იყო ღადამის დედა ანუ დედოფალი და აქ მცირე შეცდომასთან გვაქვს საქმე რადგანაც ეს ორი სახელი ერთმანეთს ძალიან ჰგავს. პ.ს. აღდგომას გილოცავთ. ჯაყელი 09:12, 12 აპრილი 2015 (UTC)პასუხი
მომხმარებელი:Jaqeli ჭეშმარიტად აღსდგა!--Surprizi განხილვაწვლილი 18:25, 12 აპრილი 2015 (UTC)პასუხი

თუმანოვის ციტატა

რედაქტირება

თუმანოვის ციტატა ძალიან დიდია მგონი და სჯობს მხოლოდ ის ნაწილი დავტოვოთ სადაც ის მეფობის, დაბადების და გარდაცვალების წლებს ახსენებს თორემ მთელს ისტორიას ჰყვება ის ციტატა იმხელაა. ჯაყელი 20:00, 12 აპრილი 2015 (UTC)პასუხი

ანტონი

რედაქტირება

მომხმარებელი:Surprizi თეიმურაზ ბატონიშვილი ახსენებს თავის წყაროში ანტონ კათოლიკოსს და რომელ ანტონიზეა აქ საუბარი? ანტონ პირველზე თუ მეორეზე? ჯაყელი 21:16, 29 მაისი 2015 (UTC)პასუხი

მომხმარებელი:Jaqeli მე ვფიქრობ რომ ეგ კვლევა თავიდან დასკანალნაა წასაკითხი და იქ ექნება არაერთხელ მოხსენიებული და შეშააძლოა მასე გავაგნოთ სიმართლე. ისე მე ამ იბერიის მეფეებს ჩამოვრჩი პაწა მარა ცოტას ამოვისუნთქებ და შევუვარდები. ძაან მინდა ყველა მკვლევარის ჰოპოტეზები მოვიყვანო მაგალითად.--Surprizi განხილვაწვლილი 17:05, 30 მაისი 2015 (UTC)პასუხი

"tetri xari" aris abosluturi psevdomecniereba. farnavazi aris sparsuli saxeli da amas mtkicebac ki ar unda wyaroebi naxet.

ფარნავაზი სპარსული სახელია

რედაქტირება

ხალხნო ფარნავაზი სპარსული სახელია სირცხვილია რა ხარი რის ხარი

გიო ოქრო

რედაქტირება

რატომ შლით მოცემულ წყაროს? თუ გაქვთ მაინც წარმოდგენა სტივენ რაპის შესახებ რამე? გთხოვთ ნუ ომობთ აქ და გაეცანით წყაროს.

წყარო უნდა იყოს გადამოწმებადი. გიო ოქრო 09:26, 12 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი
ქართულ წყაროში ფარნა ნიშნავს თეთრ ხარს (ბმულიც არის), გთხოვთ მოიძიოთ იქნებ სხვა ქართულ წყაროში იყოს მითითებული ძვ. სპარულად მისი განმარტება. მითითებული ლიტერატურა (ინგლისურენოვანი) ხელთ გაქვთ? გიო ოქრო 09:37, 12 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

წყარო მოცემულია ადვილად შეგიძლიათ გადაამოწმოთ აგერ კიდევ ერთი აქაც

"whose+root+p%27ar+" წყაროს სრული ნახვა შეგიძლიათ აქ

დარჩეს ძვ. სპარსული, მაგრამ ძვ. ქართულს ნუ შლით. გიო ოქრო 10:47, 12 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი
Stephen H. Rapp, University of Michigan, 1997 - Armenia - 824 pages — სომხეთში დაბეჭდილი წიგნია. საინტერესოა ქართველი მეცნიერებები რას გვეტყვიან. დავიჯერო არც ერთი წიგნი არ არსებობს?--ცანგალა 10:52, 12 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი
მეორე ბმული არ არის სწორი მითითებული. ვერ გადავდივარ.--ცანგალა 10:53, 12 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი


სტივენ რაპი არის ცნობილი ქართველოლოგი, მკვლევარი და ისტორიკოსი რომლის წყაროც არის აბსოლუტურად ნიშანდობლივი ფარნავაზის სახელის ეტიმოლოგიის საკითხში. გაუგებარია ქართული წყარო რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს თეთრი ხარის შესახებ. ვინ არის ამ ერთ წინადადებიანი მოლექსიკონო სიტყვის ავტორი? ავტორიტეტული წყარო ეს ვერ იქნება. ცანგალა გთხოვთ ლინკი ჩააკოპირეთ სრულად და გახსნის.

თან ამ ქართულ წყაროს უწერია "(ოთხფ.) ზროხა ფერდ–თეთრი" სადაა აქ საერტოდ ნათქვამი თეთრი ხარი ან რა წყარო ეს არის?

[1] — საინტერესოა. ლინკი გაასწორეთ. დავაკოპირე, მაგრამ სხვა ინფორმაციაზე გადამიყვანა.--ცანგალა 11:51, 12 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

­ ცანგალა ეს ჩააკოპირეთ და გახსნის

www.google.com/search?tbm=bks&q="whose+root+p%27ar+"

სხვა წოდებები

რედაქტირება

რა ხდება ინფოდაფაში? რა არის ეს ეგური და სრულიად ესა და ისა? რამდენი უცხოელი დამახინჯებულად წარმოადგენს სახელწოდებას იმდენი ვიკიპედიაში უნდა შემოვიტანოთ? ეს ინფორმაცია ამოსაშლელია ინფოდაფიდან. --Wiki - ჯაბა 08:52, 27 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

ამოღებულია.--გოგოლაური განხილვაწვლილი 14:40, 27 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი
გვერდ „ფარნავაზ I“-ზე დაბრუნება.