განხილვა:საქართველოს ტერიტორიული მოწყობა

ბოლო კომენტარი: 9 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა M. თემაში რეფორმა

გთხოვთ განმარტოთ როდიდან არის მუნიციპალიტეტი?Zangala 22:09, 25 დეკემბერი 2006 (UTC)პასუხი


პასუხი: 2005 წლის 15 დეკემბერს მიღებული "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, რომელიც ამოქმედდა 2006 წლის ოქტომბერში, საქართველოში რაიონული დაყოფა აღარ არსებობს. ნაცვლად ამისა, შემოღებულია მუნიციპალიტეტები. ასევე გაუქმებულია სოფლის საკრებულოს და გამგებლის ინსტიტუტი და სხვა ბევრი ცვლილებებია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობაში. შესაბამისად, მოძველებულია და ძირფესვიანად შესაცვლელია ვიკიპედიის შესაბამისი განყოფილება, მაგრამ თუ არ გსურთ შეცვლა, თქვენი ნებაა...

დიდი მადლობა. ოქტომბრის თვეს ველოდები, რადგან ვიცოდი, რომ საკრებულოები უქმდებოდა (ზაფხულის ინფორმაციით).Zangala 10:27, 26 დეკემბერი 2006 (UTC)პასუხი

ვიჩქარე უკან დაბრუნება - რაიონები კი არ გაუქმდა არამედ საკრებულოები. Zangala 10:45, 26 დეკემბერი 2006 (UTC)პასუხი

რა თქმა უნდა აწი კამათს აღარ ვაპირებ. ნახეთ ახალი კანონი, იქ ყველაფერი გარკვევით წერია. ამ ახალი კანონის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი სწორედ ის არის, რომ კომუნისტური რაიონული დაყოფის ნაცვლად შეიქმნა ახალი მუნიციპალური და თვითმმართველი ქალაქების სისტემა. იურისტი ვინმე იქნება თქვენს ადმინისტრაციაში და კითხეთ თუ არ გჯერათ. ასევე ნახეთ პრეზიდენტის ახალი განკარგულებები - სად ნიშნავს რწმუნებულებს - რაიონებში თუ მუნიციპალიტეტებში. მაგალითად, 26 ნოემბერს პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილი რწმუნებულად დანიშნა ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში და არა რაიონებში.

და საერთოდ ეს ტერიტორიული დაყოფა რომელი ნორმატიული აქტით არის განსაზღვრული? ანუ ეს ჩამონათვალი სად არს

  • ალბათ ”საქართველოს ტერიტორიული მოწყობის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონი --Misho 08:23, 28 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი
  • საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიულ მოწყობას არეგულირებს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი. აღნიშნული კონსტიტუციური ნორმის თანახმად - ”საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა განისაზღვრება კონსტიტუციური კანონით უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ”. მოცემული ჩანაწერით, კონსტიტუციურმა კანონმდებელმა ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა დროებით ტაბუდადებულ თემად გამოაცხადა. ამგვარად, სწორედ საქ. კონსტ. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი გვევლინება იმ გარემოების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად, რომ საქართველოს დღეისათვის მკაცრად ჩამოყალიბებული ტერიტორიული მოწყობა არ გააჩნია.

ანუ რაც ზევით ვთქვი, სისულელეა (ჯერ-ჯერობით) --მიშა () 12:42, 4 აპრილი 2009 (UTC)პასუხი


ვიცით, რომ რაიონი მუნიციპალიტეტით შეიცვალა. აქედან გამომდინარე ნელ-ნელა შეიცვლება ვიკიპედიაშიც. სამწუხაროდ 2006 წელს პარლამენტში მომუშავეებმა ამაზე პასუხი ვერ გამცეს. ასეთებიც ხდება. ვიღიმიცანგალა () 12:46, 28 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი


--Misho -ს ესე ზოგადად კი იტყვი რო არსბობს და წესიტ უნდა არსებობდეს მარა სადაა რამე ლინკი მაინც ხო არ იცი ამ კანონი!!! მე კოველშემთხვევისთვის ვერ ვნახე ამ დასახელებით და თუ იცი გამარკვიე პლს!!

ერთი რამ მაინტერესებს თუ მუნიციპალიტეტია რატომ არის ხმარებაში საინფორმაციო გადაცემებში გალის რაიონი ან ახალგორის რაიონი და არა გალის მუნიციპალიტეტი ან ახალგორის მუნიციპალიტეტი? ეტყობა ყველამ არ იცის კანონი?--ცანგალა () 12:12, 1 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

სანამ მასიურად გადატანას დაიწყებდით როგორ დაადასტურეთ ეს ფაქტები? მუნიციპალიტეტი ზოგადად ქალაქს მოიცავს და არა რაიონს. - ალ-ო     @ 14:16, 1 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

თარგი:საქართველოს წარწერებიანი რუკა

რედაქტირება

ეს რო გადმოვთარგმნო, არ წავა ამ სტატიისთვის? --ბრუტ () 12:51, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ეს რუკა არ ასახავს საქართველოს ტერიტორიულ მოწყობას ზუსტად. ორი ავტონომია და მუნიციპალიტეტები უნდა იყოს გამოსახული --გრიგოლ 13:07, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
okey --ბრუტ () 13:14, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

მე შემიძლია ტერიტორიული მოწყობის რუკის დადება და დავდო???Kotola001 (განხილვა) 17:54, 10 მარტი 2010 (UTC)პასუხი

სათაური

რედაქტირება

რომელია მართებული: საქართველოს ტერიტორიული მოწყობა თუ საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფა? იხილეთ კატეგორია:ადმინისტრაციული დაყოფა ქვეყნების მიხედვით. – BruTe () 06:27, 1 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

ჩემი აზრით ორივე სახმარია ცალ-ცალკეც და ერთად, ვინაიდან ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობაა მუნიციპალიტეტები, ხოლო მხარეები - მხოლოდ ტერიტორიული. ჩვენთან ისეთებიც არსებობს მხოლოდ ადმინისტრაციული რომ არის დე ფაქტო (მაგ.: აარ, ან სო). იდეალურ მდგომარეობაში ორივე ერთადაა სახმარი - ადმინისტრაციული-ტერიტორიული (ასეა საქართველოს კანონმდელობაში მიღებული). --Rastrelli F 06:36, 3 ივლისი 2010 (UTC)პასუხი
მგონი უნდა გადავიტანოთ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობაზე, რადგან მხოლოდ ტერიტორიული მოწყობა ცალკე, მმართველობის გარეშე, მგონი ბუნებაშიც არ არსებობს. ამას გარდა, ცალკე აღებული ტერიტორიული მოწყობა ვერც საქართველოს პოლიტიკური მოწყობის სერიაში ჯდება. — Rastrelli F 10:14, 19 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

რეფორმა

რედაქტირება

გამარჯობა. როგორც ვიცით, 2006-დან 2014 წლამდე საქართველოს თვითმმართველი ტერიტორიული ერთეულების რეფორმა განხორციელდა. შეიქმნა ახალი მუნიციპალიტეტები. 2014 წელს მოხდა ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გაყოფა და ახალი თვითმმართველი ქალაქების წარმოქმნა. მაგალითად, ახალციხის მუნიციპალიტეტის გაყოფის შედეგად შეიქმნა თვითმმართველი ქალაქი ახალციხე, ხოლო დარჩენილ ტერიტორიაზე თვითმმართველი თემი- ახალციხის მუნიციპალიტეტი.

ჩვენი ვიკიპედია ჩამორჩა ამ ცვლილებებს. და მგონი საჭირო გახდა სტატიების გადარქმევაც. ამჟამად მოქმედი კანონის მიხედვით, მუნიციპალიტეტი არის ორი სახის: თვითმმართველი ქალაქი და თვითმმართველი თემი. აქ არის მუნიციპალიტეტების სრული სია. ამავე კანონის მიხედვით, "თვითმმართველი თემის სრული სახელწოდება შედგება თვითმმართველი თემის სახელწოდებისა და თვითმმართველი ერთეულის ზოგადი დასახელებისგან − „მუნიციპალიტეტი“. თვითმმართველი ქალაქის სრული სახელწოდება შედგება დასახლების კატეგორიის დასახელებისგან − „ქალაქი“, ქალაქის სახელწოდებისა და თვითმმართველი ერთეულის ზოგადი დასახელებისგან − „მუნიციპალიტეტი“."

თუ სწორად მესმის ეს კანონი, ვიკიპედიის წინაშე დგება რამდენიმე საკითხი:

  1. სტატიის სახელწოდება, მაგ., ახალციხის მუნიციპალიტეტი, ხდება გაუგებარი, ვინაიდან მუნიციპალიტეტია თვითმმართველი ქალაქი ახალციხე და ასევე ცალკე მუნიციპალიტეტია თვითმმართველი თემი ახალციხეც. აქედან გამომდინარე ხომ არ დგება საკითხი, რომ, მაგ., ახალციხის მუნიციპალიტეტი გადავიტანოთ თემზე?
  2. შეიცვალა თემის დეფინიცია. ადრე (და ვიკიშიც) თუ თემი აღნიშნავდა რაიონის/მუნიციპალიტეტის ქვეერთეულს (დასახლებების ერთობას), ახლა ის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ტიპია, ხოლო მის ქვეერთეულს ეწოდება "ადმინისტრაციული ერთეული". მაგ., ამბროლაურის თვითმმართველი თემის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულია ლიხეთი, რომელშიც შედის სოფლები: აბარი, ლიხეთი და ურევი.
  3. ჯერ კიდევ 2006 წელს შეიქმნა ახალი მუნიციპალიტეტები ყოფ. გორის რაიონის ტერიტორიაზე. გორის მუნიციპალიტეტს ცალკე მუნიციპალიტეტებად (ამჟამად თვითმმართველი თემი) გამოეყო ერედვი, ქურთა და თიღვა.
  4. ვიკიპედიაში აფხაზეთის რაიონები და ყოფ. სამხრეთ ოსეთის ზოგიერთი რაიონი მოხსენიებულია მუნიციპალიტეტებად, რაც შეცდომაა. მუნიციპალიტეტები 2006 წელს შეიქმნა მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, რომელსაც საქართველო აკონტროლებდა. ესენია: აჟარის (ზემო აფხაზეთის), ერედვის, ქურთის და თიღვის. არასდროს არსებობდა სოხუმის, გულრიფშის ან ჯავის მუნიციპალიტეტები.

თქვენი აზრები? --Kober განხილვაწვლილი 13:59, 9 ივლისი 2015 (UTC)პასუხი

თვითმმართველი ტერიტორიული ერთეულების შესახებ სტატიები განახლებას რომ საჭიროებს ფაქტია. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებსა და თემებს, მე მგონი აქ მშვენივრადაა განსაზღვრული ერთეულების სახელები და ჩვენც ამის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ; მაგალითად, ვიკიპედიაში არსებობს სტატია თელავის მუნიციპალიტეტი, რომელიც აქამდე ქალაქსაც მოიცავდა, თუმცა რეფორმის შემდეგ ამ ერთეულს გამოეყო საკუთრივ ქალაქი თელავი, როგორც თვითმმართველი ქალაქი, შესაბამისად, სტატია თელავის მუნიციპალიტეტი უნდა იყოს თვითმმართველი თემის შესახებ, ხოლო ქალაქზე უნდა დაიწეროს სტატია ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი, როგორც ეს ზემოთნახსენებ რესურსშია მოცემული. რომ განვაზოგადო, სტატიებში მუნიციპალიტეტების შესახებ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის თვითმმართველი თემი, ხოლო გამოყოფილი ქალაქების შესახებ უნდა დაიწეროს ახალი სტატიები ზოგადი სახელით ქალაქ სახელი-ის მუნიციპალიტეტი, ან თავად ქალაქების სტატიებში უნდა ჩავამატოთ ინფორმაცია მისი, როგორც ქალაქ-მუნიციპალიტეტის შესახებ. ამდენად, სტატიებისათვის სახელის შეცვლის საჭიროებას ვერ ვხედავ.--ILIA განხილვა 14:26, 9 ივლისი 2015 (UTC)პასუხი
ჩემი თხოვნა იქნება ნუ ვიჩქარებთ. 2006-ში კანონით სხვანაირად ერქვა, 2014-ში სხვანაირად დაარქვეს. კიდე ორ-სამ წელიწადში კიდევ შეიძლება შეცივალოს. აუცილებელი საკანონმდებლო ბაზად ვაქციოთ ვიკიპედია. გამიჯვნა ძალიან მარტივია ახალციხე ეხება ქალაქს, ახალციხის მუნიციპალიტეტი თემს რო ეძახის კანონი იმას. თიღვა, ქურთა ერედვი ახალი არ არის, 2006-დან არსებობს, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ მხოლოდ ქაღალდზე არსებობს ეს მუნიციპალიტეტები. ამათზე სტატიები შესაქმნელია. რაც შეეხება ქალაქებს, არანაირი აუცილებლობა არ არის თელავი შევცვალოთ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტით. თელავი, ამბროლაური, ახალციხე, თელავი, გორი, ოზურგეთი ამ სტატიებს თუ დაკვირვებით წაიკითხავთ, როგორც ქალაქებს, ასევე მუნიციპალიტეტებს, ნახავთ, რომ ტექსტებში, ინფოდაფებში, ყველგან განახლებული ინფორმაციაა. --M. განხილვაწვლილი 18:06, 9 ივლისი 2015 (UTC)პასუხი
გვერდ „საქართველოს ტერიტორიული მოწყობა“-ზე დაბრუნება.