განხილვა:საქართველოს პრემიერ-მინისტრი
https://commons.wikimedia.org/wiki/File:Bpg_head_of_government.jpg ბ. გუგუშვილი მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. 1991 წლის 21 აგვისტო.
https://commons.wikimedia.org/wiki/File:Bpg_prime_minister.jpg ბ. გუგუშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა. 1991 წლის 27 აგვისტო.
https://commons.wikimedia.org/wiki/File:Bpg_prime_minister_appointment.jpg ბ. გუგუშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის დამტკიცება უზენაესი საბჭოს მიერ. 1991 წლის 27 აგვისტო.
Bpg-ს კომენტარები
რედაქტირებათანამდებობა შემოღებულ იქნა 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებისთანავე (იყო კია პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მაშინ?). გაუქმდა სსრ კავშირის შემადგენლობაში საქართველოს შესვლის გამო. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა აღდგენილ იქნა 1990 წელს ტყუილია!. 1995-2004 წლებში შემოღებულ იყო სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომლის ფუნქციები ძალიან შეზღუდული იყო (თუ ასეა და არ შეესაბამება პრემიერ-მინისტრის პოსტს - რატომ მოიხსენიებთ?).
- ყველა გადმოცემული ცნობა უნდა იყოს სარწმუნო და კონკრეტული (თითქოს წესი ესაა...)
- სტატიაში უნდა მითითებები თანამედროვე ავტორიტეტულ ლიტერატურულ წყაროებზე (თითქოს წესი ესაა...)
მაშინ...
თითქოს ყველაზე მარტივია სიტყვა-სიტყვით მიჰყვეთ სტატიის სათაურის ტერმინს/ცნებას და მისცეთ სია „პრემიერ-მინისტრების“ -- არც მეტი და არც ნაკლები. რა მოსაზრებებით ირთულებთ საქმეს?
ზოგადად ეს სტატია მთლიანად უზუსტო განსაზღვრითაა და ამდენად უხეშ პოლიტიკურ შევდომას შეიცავს: საერთოდ გადასამოწმებელია როდის იქნა დაწესებული პრემიერ მინისტრის პოსტი გნებავთ პირველი რესპუბლიკის დროს და გნებავთ მეორეს დროს (მეხსიერებით: საქართველოს ისტორიაში პირველად პრემიერ-მინისტრის თანამდებობა საქართველოს უზენაესმა საბჭომ შემოიღო 1991 წლის ივლისის ბოლოს თუ აგვისტოს დასაწყისში {გადასამოწმებელია უზენაესი საბჭოს იმდროინდელ დადგენილებებში} -- ამდენად სიგუა ვერ იქნებიდა პრემიერ-მინისტრი 1990 წელს, ის იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და პრეზიდენტის პოსტის შემოღებამდე და პრეზიდენტად ზვიად გამსახურდიას არჩევამდე მთავრობის მეთაური! (ანუ მთელი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური). პრეზიდენტის არჩევის შემდეგ გაუქმდა მინისტრთა საბჭო, პრეზიდენტი გახდა მთავრობის მეთაური და შეიქმნა მინისტრთა კაბინეტი რომლის პრემიერ მინისტრი აღარ იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური-- ეს იყო ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი და ქართული პოლიტოლოგიის მიერ ჯერ კიდევ საჭირო ზომით გაუცნობიერებელი მიზეზი სიგუას გაპუტჩისტებისა!) -- აუცილებლად უნდა დაზუსტდეს! დოკუმენტურად გადასამოწმებელია ისიც -- იყო თუ არა საერთოდ ომანიძე პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი {გადასამოწმებელია უზენაესი საბჭოსა და პრეზიდენტის იმდროინდელ დოკუმენტებში}.
დასავლური წყაროები, რომლითაც იხელმძღვანელეთ ამ სტატიის შექმნისას პოლიტიკური მედროვეობისა და პოლიტიკური მანიპულაციების წნეხის ქვეშაა...
თუ არალეგიტიმური ხელისუფლების ე.წ. „პრემიერ-მინისტრები“ და „სახელმწიფო მინისტრები გყავთ სიაში“ -- რა დააშავეს საბჭოეთის დროინდელმა „მინისტრთა საბჭოების თაბმჯდომარეებმა“?
ზოგადად, „მთავრობის თავმჯდომარე (მეთაური)“ და „პრემიერ-მინისტრი“ განსხვავებული თანამდებობებია, განსხვავებული ფუნქციებითა და პოლიტიკური როლებით. ან რამდენიმე ცხრილი გააკეთოთ სხვადასხვა სტატიებში - მაგ. პრემიერ-მინისტრები, მთავრობის თავმჯდომარეები, სახელმწიფო მინისტრები; აგრეთვე: სამხედრო საბჭოს მეთაურები, სახელმწიფო საბჭოს მეთაურები, დიქტატორები...
ისიც გაუგებარია -- რა მოსაზრებებიდან გამომდინარეა შეტანილი ამ სიაში სახელმწიფო მინისტრები ან კიდევ შევარდნაძე (მაამებლური და გამყალბებლური ფაქტორის გარდა -- იმ დროს, როდესაც პრემიერის თანამდებობა შევარდნაძის რეჟიმმა „მავნე სტრუქტურად“ გამოაცხადა).
უნდა ზუსტად და დოკუმენტირებულიად მიჰყვეთ ამ პოსტის კონსტიტუციური ნორმებით შექმნა/გაუქმებებსა და პოსტებზე დანიშვნებს/გადადგომებს/გადაყენებებს -- თანაც ლეგიტიმურობის ფაქტორის გათვალისწინებით...
სამარცხვინოა ასეთი შეცდომები - როდესაც დოკუმენტური ბაზა არსებობს და მისაწვდომია - ძველი ეგვიპტის 5 ათასი წლის წინანდელ ისტორიას ხომ არ შეეხება ეს მასალა? საერთოდ დოკუმენტურად გადაამოწმეთ ამ თანამდებობის დაარსება/შექმნისა და მოსპობა/გაუქმების ქრონოლოგია!
ასეთი გაყალბებები არსებითი ნაწილია საქართველოში ლეგიტიმურობის ქრონიკული დარღვევებისა და მისი რეციდივებისა, რომლებიც დღემდე გრძელდება - რამდენადაც პუტჩი უკვე აღიარებულია როგორც „შინაგან და გარეგანი ანტიეროვნული ძალების მოწყობილი“. ამ თვალსაზრისით -- 1992–1993 წლებში სიგუას ჩაწერა (როდესაც ლეგიტიმური პრეზიდენტი, პრემიერი და კანონიერი ხელისუფლება საქართველოში იყვნენ -- ზუგდიდში) გაუგებარია... სხვა რომ არაფერი იყოს... ყველაზე უარესი ინტერპრეტაციითაც კი 1992-1993 წელს საქართველოში ორხელისუფლიანობა იყო და ზოგიერთი პროპუტჩისტის განსაზღვრებით „სამოქალაქო ომიც“ კი და თუ ორხელისუფლიანობა იყო -- ესეც უნდა იქნას გათვალისწინებული.
07.09.2008
რედაქტირებასირცხვილია ასეთი უზუსტობები ქართულ ვიკიპედიაში...
1991-1995 წლებისათვის -- თარიღები და ტიტულები გთხოვთ მოაწესრიგოთ კანონის შესაბამისად -- როგორც აქაა
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ
საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.
2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი
თბილისი,2005 წლის 11 მარტი. N 1104 - Iს
შემშლია ადგილი :( -- მოკლედ ამ დადგენილების შესაბამისად -- საქართველოს ლეგიტიმური ანუ კანონიერი პრემიერ-მინისტრი 1991-1995 წლებში იყო ბესარიონ გუგუშვილი...
სხვათა შორის -- საქართველოს პარლამენტის ამ დადგენილების შესაბამისად -- შევარდნაძის ფაქტობრივი ხელისუფლების მიერ ყველა ხელმოწერილი დოკუმენტი 1995 წლის ჩათვლით -- არალეგიტიმურია, უკანონოა...
--ბპგ 11:23, 7 სექტემბერი 2008 (UTC)
1990 წლიდან 2004 წლამდე ვინც კი წერია, ყველა ამოსაღებია სიიდან. შემდეგი მიზეზის გამო: პრემიერ-მინისტრს და სახელმწიფო მინისტრს არაფერი საერტო არ აქვთ. მთავარი განსხვავება არის ის, რომ პრემიერ მინისტრი არის მთავრობის ხელმძღვანელი და ამ დროს მთავრობა არის კოლეგიური ორგანო. სახელმწიფო მინისტრები არ იყვნენ მთავრობის ხელმძღვანელები, იმიტომ რომ არც არსებობდა მთავრობა, როგორც კოლეგიური ორგანო. ნოე ჟორდანია უნდა დარჩეს სწორედ იმიტომ, რომ იყო მთავრობის, როგორც კოლეგიური ორგანოს თავმჯდომარე. --გრიგოლ 05:39, 23 ივნისი 2009 (UTC)
სახელმწიფო მინისტრები და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეები
რედაქტირებავფიქრობ, რომ ვინაიდან არ არსებობს ალტერნატიული სტატია (ვფიქრობ, რომ არც არის საჭიროება რომ არსებობდეს) სახელმწიფო მინისტრებზე და საქართველოს სსრ მთავრობის მეთაურებზე, მათი სია აუცილებლად უნდა ჩაემატოს, რადგან მიიღოს ინფორმაცია მომხმარებელმა, თუ ვინ ხელმძღვანელობდა საქართველოს კანცელარიას იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც პრემიერ მინისტრი არ არსებობდა, ისევე როგორც ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ვიკიპედიებშია. — წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Gaga.vaa (განხილვა • წვლილი) 17:51, 7 ივლისი 2012 (UTC).
- ცუდი არ არის სანამ რამეს შევცვლით კოლეგიალობა გამოვიჩინოთ და სხვების აზრსაც დაველოდოთ. ინგლ. ნოე რამიშვილიდან იწყება იწყება.--ცანგალა (გ) 17:51, 7 ივლისი 2012 (UTC)
სტატიიდან ამოვიღე პერიოდი 1995 წლიდან 2004 წლამდე, როცა ქვეყანაში მოქმედება საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა არანაირად არ იყო მსგავსის კი პრემიერ-მინისტრის თანამდებობისა. გარდა ამისა, ასევე მიმაჩნია რომ ამოსაღებია 1921-1991 წლების პერიოდი. შესაძლოა ამ პერიოდზე გაკეთდეს ცალკე სტატია. აქ ძალიან ხელოვნურადაა გაერთიანებული. იხილეთ ასევე ჩემი განხილვის გვერდი. --M. განხილვაწვლილი 15:53, 30 ნოემბერი 2013 (UTC)
- დავამატებ რომ, როცა ვამბობთ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა არაფრით იყო გამორჩეული სხვა მინისტრებისგან, არ უნდა აგვერიოს (1995-2003) თანამდებობა 2003 წლის მერე შექმნილ იმავე სახელწოდების თანამდებობაში. ეგრეთ წოდებულ უპორტფელო მინისტრში. რაც ფრანგული სახელმწიფო მინისტრის ანალოგი იყო და თუ არ ვცდები შეიქმნა 3 სხვადასხვა საკითხში. ერთერთი იყო ეკონომიკის საკითხებში და ბენდუქიძეს ეკავა კარგა ხნის განმავლობაში, კიდე ევროინტეგრაციის საკითხებში იყო და ა. შ. ესენი იყვნენ ჩვეულებრივი მინისტრების ტოლფასი, ოღონდ სამინისტროები არ ებარათ. აი ძველი სახელმწიფო მინისტრი (2003 წლამდე) კი აშკარად სხვა თანამდებობა იყო და სამართალმემკვიდრეობაც იქიდან გამომდინარე ჩანს მარტივად, რომ თანამდებობის შექმნის და გაუქმების თარიღები ზუსტად ემთხვევა წინა თანამდებობების (პრემიერის?) გაუქმებას და 2004 წელს პრემიერის შექმნას. სხვა, რომ არაფერი ვარდების რევოლუციის შემდეგ სააკაშვილმა, ბურჯანაძემ და ჟვანიამ შესაბამისი თანმიმდევრობით გადაინაწილეს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და სახელმწიფო მინისტრის თანამდებობები, უკვე 2004 წელს კი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა მოდერნიზდა და ეწოდა პრემიერ-მინისტრი. არანაირად არ განიხილებოდა, რომ შინაგან საქმეთა ან სოფლის მეურნეობის მინისტრი გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი, არამედ სრულიად კონკრეტულად სახელმწიფო მინისტრი.--GagaVaa განხილვაწვლილი 17:25, 30 ნოემბერი 2013 (UTC)
- რაც შეეხება სხვა თანამდებობების ამოღებას ჩემი აზრით, თუ ამოვიღებთ, არა მხოლოდ კომუნისტების, არამედ მენშევიკების მთავრობისაც ამოსაღებია, რადგან 1991 წელს შექმნილი რესპუბლიკა არ არის აღიარებული 1918-1921 წლების რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ. ასევე საკამათოა 1991-1995 წლების თანამდებობებიც, საქართველოს პრემიერის ოფიციალურ გვერდზეც, ყოფილ პრემიერებში მოხსენიებული არიან მხოლოდ ისინი ვისაც 2004 წლის შემდეგ ეკავათ ეს თანამდებობა. ხოლო თუ დავტოვებთ (და უნდა დავტოვოთ ჩემი აზრით, სხვადასხვა მიზეზების გამო და ძირითადად იმიტომ, რომ ადვილად აღსაქმელი იყოს და ინფორმაცია ზედმეტად გაფანტული არ იყოს) მაშინ უნდა დარჩეს სახელმწიფო მინისტრების ჩათვლით. სხვა, რომ არაფერი სახელმწიფო მინისტრის აპარატი და კაბინეტიც კი არ შეცვლილა მას შემდეგ რაც მას პრემიერი ეწოდა. ჩემი აზრით სტატიაში საკმაოდ გასაგებათაა ახსნილი რომ ის პიროვნებები ვინც 2004 წლამდე არიან ჩამონათვალში არანაირად არ არიან პრემიერები და ნუმერაციაც სხვაგვარი აქვთ, უბრალოდ ინფორმაციისთვის მოცემულია ამ თანამდებობის ამოქმედებამდე ვინ იკავებდა მეტნაკლებად მსგავს თანამდებობებს, რომელიც შეიცვალა შემდეგში პრემიერით, თან უფრო თვალსაჩინოდ ჩანდა, რომ 1995 წელს სიტყვაზე გაუქმდა პრემიერის თანამდებობა მაგრამ სრული წყვეტა კი არ იყო, არამედ ის შეიცვალა სახელმწიფო მინისტრით (თუნდაც განსხვავებული ან ძალიან განსხვავებული უფლებამოსილებით), ხოლო 2004 წელს სახელმწიფო მინისტრი ისევ გარდაიქმნა პრემიერად, აი სწორედ ეს პროცესი მინდა, რომ თვალსაჩინოდ ჩანდეს და ასეთი სახით მგონია უფრო იბნევა მომხმარებელი.--GagaVaa განხილვაწვლილი 17:43, 30 ნოემბერი 2013 (UTC)
- წყაროს პოვნა ცოტა გამიჭირდა მაგრამ აღმოვაჩინე, რომ worldstatesmen.com-ს ჩემი მსგავსი შეხედულება აქვს ამ საკითხზე.--GagaVaa განხილვაწვლილი 19:44, 30 ნოემბერი 2013 (UTC)
- rulers.org--GagaVaa განხილვაწვლილი 19:55, 30 ნოემბერი 2013 (UTC)
- რაც შეეხება სხვა თანამდებობების ამოღებას ჩემი აზრით, თუ ამოვიღებთ, არა მხოლოდ კომუნისტების, არამედ მენშევიკების მთავრობისაც ამოსაღებია, რადგან 1991 წელს შექმნილი რესპუბლიკა არ არის აღიარებული 1918-1921 წლების რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ. ასევე საკამათოა 1991-1995 წლების თანამდებობებიც, საქართველოს პრემიერის ოფიციალურ გვერდზეც, ყოფილ პრემიერებში მოხსენიებული არიან მხოლოდ ისინი ვისაც 2004 წლის შემდეგ ეკავათ ეს თანამდებობა. ხოლო თუ დავტოვებთ (და უნდა დავტოვოთ ჩემი აზრით, სხვადასხვა მიზეზების გამო და ძირითადად იმიტომ, რომ ადვილად აღსაქმელი იყოს და ინფორმაცია ზედმეტად გაფანტული არ იყოს) მაშინ უნდა დარჩეს სახელმწიფო მინისტრების ჩათვლით. სხვა, რომ არაფერი სახელმწიფო მინისტრის აპარატი და კაბინეტიც კი არ შეცვლილა მას შემდეგ რაც მას პრემიერი ეწოდა. ჩემი აზრით სტატიაში საკმაოდ გასაგებათაა ახსნილი რომ ის პიროვნებები ვინც 2004 წლამდე არიან ჩამონათვალში არანაირად არ არიან პრემიერები და ნუმერაციაც სხვაგვარი აქვთ, უბრალოდ ინფორმაციისთვის მოცემულია ამ თანამდებობის ამოქმედებამდე ვინ იკავებდა მეტნაკლებად მსგავს თანამდებობებს, რომელიც შეიცვალა შემდეგში პრემიერით, თან უფრო თვალსაჩინოდ ჩანდა, რომ 1995 წელს სიტყვაზე გაუქმდა პრემიერის თანამდებობა მაგრამ სრული წყვეტა კი არ იყო, არამედ ის შეიცვალა სახელმწიფო მინისტრით (თუნდაც განსხვავებული ან ძალიან განსხვავებული უფლებამოსილებით), ხოლო 2004 წელს სახელმწიფო მინისტრი ისევ გარდაიქმნა პრემიერად, აი სწორედ ეს პროცესი მინდა, რომ თვალსაჩინოდ ჩანდეს და ასეთი სახით მგონია უფრო იბნევა მომხმარებელი.--GagaVaa განხილვაწვლილი 17:43, 30 ნოემბერი 2013 (UTC)