განხილვა:ბოლცანოს პროვინცია

უკაცრავად,სათაური როგორ შევცვალო? სამხრეთ ტიროლი უნდა ეწეროს... --Georgier 16:08, 31 იანვარი 2009 (UTC)

და პარლამენტის ცხრილი დამიპატარავეთ,გთხოვთ. --Georgier 09:34, 1 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

იტალიის დროშა

რედაქტირება

გამარჯობა,იქნებ იტალიის დროშა და ტექსტი ეს დაუსრულებელი სტატიაა იტალიის და იტალიელების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. მოაშოროთ ისტორიიდან და სტატიის სულ ბოლოში გადაიტანოთ. წინასწარ გმადლობთ! --Georgier 08:52, 2 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

  გაკეთდა ცოტა არაენციკლოპედიური სტატიაა. ტიროლი ავსტიის მხარეა, ხოლო სამხრეთი ტიროლი ავსტრიის ისეთივე ისტორიული რეგიონია (მიუხედავად იმისა, რომ იტალიის შემადგენლობაშია), როგორც ჩვენთვის საინგილო. ტიროლის გერანულენოვანი მოსახლეობა რომ ავსტრიელები არიან ამას მგონი არ სჭირდება ტელევიზიით მტკიცება. (პ. ს. ტიროლელების სალაპარაკო ენა კი ითვლება გერმანულად, მაგრამ რეალურად აბსოლუტურად განსხვავდება ჰოხდოიჩისგან) –—დათო 11:26, 2 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი


გმადლობ. სადმე მეწერა რომ ტიროლი არ არის ავსტრიის მხარე? კაცო,ტელევიზიით მტკიცება მე არ დამიწყია,რომ სამხრეთ ტიროლის გერმანულენოვანი მოსახლეობა ავსტრიელები არიან. :P ასე,ავსტრიულიც განსხვავდება ჰოხდოიჩისაგან და შვეიცარიული გერმანულიც :) --Georgier 14:38, 2 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

ჰოო, რა ვიცი... ჩემი აზრით ცოტა ზედმეტია OVP-ს სატელევიზიო გამოთქმები... რა თქმა უნდა ზოგადად ავსტრიული კილოც განსხვავდება ჰოხდოიჩისგან, მაგრამ ვენურ ან ლინცურ გერმანულს კიდევ გაიგებს ჰანოვერელი, მაგრამ ინსბრუკში თარჯიმანი დასჭირდება :)) ერთი კითხვა მაქვს. ტიროლიდან რატომაა გაკეთებული გადამისამართება? ეს იგივეა, რომ სამხრეთი კორეიდან ჩრდილოეთ კორეაზე გავაკეთოთ გადამისამართება. —დათო 16:11, 2 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

ჰმ,რა ვიცი,არა მგონია,დიდი განსხვავება იყოს ინსბრუკულ გერმანულსა და ლინცურს შორის და ჩემი აზრით,გერმანელს არანაირი თარჯიმანი არ დასჭირდება ავსტრიის რომელიმე მხარეში,ან გერმანულენოვან შვეიცარიაში.. მე გადამისამართებების გაკეთება საერთოდ არ ვიცი,ეტყობა მოდერატორმა(...) გააკეთა :) --Georgier 16:20, 2 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

დამერწმუნე, ინსბრუკელმა ჰოხდოიჩი თუ არ იცის, ლინცელი ვერ გაუგებს :) ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი ეგ ამბავი. ვიცი, რომ შენ არ გაგიკეთებია ეს გადამისამართება, უბრალოდ გასაუქმებელია, ტყუილადაა გაკეთებული, არასწორად. —დათო 19:10, 2 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

კარგი,მე არ გამომიცდია საკუთარ თავზე... --Georgier 09:23, 3 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

გერმ. სტატიის სათაურია. ქართულში იტალიურია დამკვიდრებული ბოლცანო. ქსე, ტ. 2, გვ. 461, თბ., 1977 შესაცვლელია. --ცანგალა () 23:38, 10 მარტი 2009 (UTC)პასუხი


გერმანული სტატიის სათაური არ არის.თემა ეხება სამხრეთ ტიროლს.მის მოსახლეობას,მის ისტორიას,მის პოლიტიკას,რასაც ბოლცანოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ისტორია–აქ რა უნდა დავწერო? ბოლცანო საერთოდ არ არსებობდა,ეს ტერმინი ხმარებაშიც არ იყო.

შუა საუკუნეებში სამხრეთ ტიროლი გერმანული ერის საღვთო რომის იმპერიის ნაწილი იყო. 1363 წლიდან იგი ჰაბსბურგების დინასტიის მართველობაში მოექცა. 1810 წელს სამხრეთ ტიროლი და რეგიონი ტრენტინო გადავიდა იტალიის სამეფოს ხელში. 3 წლის შემდეგ,1813 წელს ავსტრიამ უკან დაიბრუნა ტიროლი. 1919 წელს,1–ელი მსოფლიო ომის შემდეგ ტიროლი იტალიის მიერ იქნა ანექსირებული. 1922 წლიდან გერმანულენოვანი მოსახლეობის მიმართ ტიროლში რეპრესიები დაიწყო,1943 წელს კი ტიროლის მოსახლეობის 25%-მა საკუთარი სახლები დატოვა და თავი ავსტრიას შეაფარა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამხრეთ ტიროლს ავტონომიის სტატუსი მიენიჭა. იტალიის მთავრობამ სამხრეთ ტიროლში იტალიელი მოსახლეობის ჩასახლება დაიწყო,რის შემდეგაც მათმა რიცხვა თითქმის 1/3-ს მიაღწია.


ან პოლიტიკა–

მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული სამხრეთ ტიროლის ყველაზე ძლიერი პარტია სამხრეთ ტიროლის სახალხო პარტიაა,რომელიც გერმანულენოვან და ლადინურენოვან მოსახლეობას წარმოადგენს.1945 წლიდან SVP(Südtiroler Volkspartei) უმრავლესობითაა პარლამენტში.ასევე გერმანულენოვანი პარტიებია:სამხრეთ ტიროლის კავშირი,სამხრეთ ტიროლელების თავისუფლება,დამოუკიდებლები. იტალიურენოვან პარტიებს შორის ყველაზე ძლიერი Popolo della Libertà. მწვანეები სამივე ენოვან მოსახლეობას წარმოადგენენ.


იდენტურობა-სამხრეთ ტიროლელები

სამხრეთ ტიროლის ისტორიული,კულტურული და ენობრივი კავშირი მჭიდროა ავსტრიასთან.გერმანულენოვანი მოსახლეობა თავს ავსტრიელად აიგივებს.სამხრეთ ტიროლის პარლამენტის თავმჯდომარის,ლუის დურნვალდერის მტკიცებით,სამხრეთ ტიროლელები ავსტრიულ ნაციას ეკუთვნიან.მან ეს განცხადება ერთ-ერთ ტელევიზიის,ORF-ს ეთერში გააკეთა.მისთვის სამხრეთ ტიროლელები არიან ეთნიკურად ავსტრიელი უმცირესობა,რომლებიც იტალიაში ცხოვრობენ.იგივე აზრზეა ÖVP-ს პოლიტიკოსი ანდრეას კოლი. სამხრეთ ტიროლის ყველაზე ძლიერი პარტიის(SVP) მთავარი დევიზია **გერმანულენოვან მოსახლეობას აქვს პრეტენზია ეკუთვნოდეს სულიერად და კულტურულად ავსტრიას **. 2008 წლის საარჩევნო პროგრამაში SVP-მ იტალია უცხოეროვან სახელმწიფოდ მონათლა. ზეპ ქუსტაჩერის/ევროპარლამენტარი მწვანეებიდან/ თქმით, სამხრეთ ტიროლელები ავსტრიელები არიან.

–––––––––––––––––––––––––––––––––––

და შენ მთხოვ ეხლა ამ ნაწერებში სამხრეთი ტიროლი ბოლცანოთი უნდა ჩავანაცვლო? ტერმინით,რომელსაც არაფერი არ აქვს საერთო თემის შინაარსთან?


აუფ,იქნებ პასუხის ღირსი მაინც გამხადო,როცა ერთპიროვნულად ამისამართებ თემებს აქეთ–იქით. ჰეჰე,ბოლცანოც რუსულიდანაა გადმოღებული და აქ ქართული ენის სალიტერატურო ნორმების დარღვევაში მადანაშაულებენ. --Georgier 15:19, 25 მარტი 2009 (UTC)პასუხი


ტექსტი სტატიიდან: სამხრეთ ტიროლი, ოფიციალურად: ბოცენის ავტონომიური პროვინცია (Autonome Provinz Bozen; იტალ.: Provincia Autonoma di Bolzano) - ბოლცანო ქართულად. რუსული კი არა არამედ იტალიური. --ცანგალა () 17:06, 25 მარტი 2009 (UTC)პასუხი
აუცილებელი არაა სამხრეთ ტიროლი ყველგან ბოლცანოთი შეიცვალოს. უბრალოდ ისტორიის სექციაში აღინიშნება, რომ ამ რეგიონს ძველად, როდესაც გერმანიისა და ავსტრიის კუთვნილი მიწა იყო, სამხრეთი ტიროლი ეწოდებოდა. ყველაფერს ნუ გავართულებთ :) —დათო 17:31, 25 მარტი 2009 (UTC)პასუხი
მე არ ვართულებ საქმეს, ვიკიპედიაში შევთახმდით იმაზე, რომ დავიცავთ ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს საბჭოთა დროინდელია, უფრო ადრინდელი ან უფრო გვიანდელი - ამას მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც ქართულში ბოლცანო არის და არა ბოცენი (როგორც ეს სტატიაში წერია) - უნდა დაიწეროს ბოლცანო. როდესაც ბოლცანოს პროვინციაა და არა სამხრეთ ტიროლი უნდა დაიწეროს ბოლცანოს პროვინცია. ვიკიპედია (ეს ვიკიპედიის წესებშია ჩადებული) არ არის ნორმების შეცვლის ადგილი. ეს ჩემი პრინციპი არ არის - ეს ვიკიპედიის წესია. als:Südtirol bar:Sidtiroul br:Südtirol bg:Болцано (провинция) ca:Tirol del Sud cs:Autonomní provincie Bolzano de:Südtirol en:South Tyrol es:Provincia autónoma de Bolzano eo:Sudtirolo eu:Bolzanoko probintzia fr:Province autonome de Bolzano ko:볼차노 현 it:Provincia autonoma di Bolzano la:Tirolis Meridionalis nl:Bozen-Zuid-Tirol ja:ボルツァーノ自治県 no:Syd-Tirol nn:Provinsen Bolzano oc:Província del Sud-Tiròl pms:Provincia ëd Bolsan pl:Prowincja Bolzano pt:Tirol Meridional ro:Provincia Bolzano ru:Больцано (провинция) sk:Horná Adiža sl:Južna Tirolska fi:Etelä-Tiroli sv:Bolzano (provins) uk:Больцано (провінція) vec:Alto Àdexe zh:波爾扎諾自治省 ყველა ქვეყანა იცავს თავისი სალიტერატურო ენის ნორმებს. ცანგალა () 17:50, 25 მარტი 2009 (UTC)პასუხი
არა, მე შალვას წინა წერილზე ვთქვი. ძალიან გაართულა საქმე... ამ პროვინციას თუ ბოლცანო ჰქვია ქართული ნორმებით, სტატიის მთავარი სათაურიც ასე უნდა იყოს. იმ შემთხვევაში სადაც საუბარია ამ პროვინციაზე, როგორც ავსტრიის (ისტორიულ) ოლქზე, სტატიის ტექსტში დავტოვოთ სამხრეთი ტიროლი. ეს ალბათ უფრო ისტორიის განყოფილებაში მოხდება. აქვე რა თქმა უნდა აღინიშნება, რომ ამ რეგიონის ძველი დასახელებაა ესა და ეს. —დათო 19:44, 25 მარტი 2009 (UTC)პასუხი


აქ ქართულ სალიტერატურო ნორმაზე არ კეთდება აქცენტი.იმაზეა საუბარი,რომ საბჭოთა კავშირის ენციკლოპედიაში ეგრე წერია,შეიძლება მანდ თბილისზე ტიფლისი,ან საქართველოზე გრუზია ეწეროს. საქართველოში სამხრეთი ტიროლი უფრო დამკვიდრებულია,ვიდრე ბოლცანო.ეს უკანასკნელი პირველად გავიგე. --Georgier 11:01, 26 მარტი 2009 (UTC)პასუხი

ქართულში სხვა რაღაცებიცაა დამკვიდრებული (ღაზას სექტორი, კიოლნი)... მაგრამ ისინი არაა სალიტერატურო სიტყვები. ქართულ ვიკიპედიაში ერთი დაუწერელი კანონი გვაქვს: როდესაც სტატიას ორი განსხვავებული სათაური აქვს და ორივე შეიძლება მართალი იყოს, უპირატესობას ქსე-ს მიერ არჩეულ სათაურს ვანიჭებთ, რადგან ქსე არის ჯერ-ჯერობით უკანასკნელი ნაშრომი, რომელიც ქართული ენის ნორმებს ადგენს. —დათო 11:11, 26 მარტი 2009 (UTC)პასუხი
ახალი წყარო თუ გაქვს (ვგულისხმობ ქართულს და არა გერმანულს) ყველაფრის შეცვლა ხდება (მაგ. კატეგორიის განხილვა:ენათა ოჯახები). იტალიაში, რომ ცხოვრობდე ალბათ ბოლცანოს პირველად არ გაიგებდი. ცანგალა () 11:27, 26 მარტი 2009 (UTC)პასუხი


ჩემთვის თემის სათაური ბოლცანო/სამხრეთი ტიროლი მისაღები იქნებოდა,მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს საბჭოთა ენის ენციკლოპედია სხვა ნორმებს გვიდგენს --Georgier 14:38, 26 მარტი 2009 (UTC)პასუხი


ჰო,რაც შეეხება ჩემს ცხოვრებას იტალიაში–ალბათ,თურქეთში რომ ვცხოვრობდე,ტაო–კლარჯეთის არსებობას საერთოდ ვერ გავიგებდი... --Georgier 14:39, 26 მარტი 2009 (UTC)პასუხი

ცდები, tr:Tao-Klarceti  --ცანგალა () 14:46, 26 მარტი 2009 (UTC)პასუხი


ჰო,როგორც ჩანს იტალიელები არაფრით ჩამორჩებიან თურქებს მიტაცებული ტერიტორიებისათვის სახელების გადარქმევაში --Georgier 14:50, 26 მარტი 2009 (UTC)პასუხი

ეგ უკვე ჩვენი საქმე არაა. გადაარქვეს და ქართულადაც შეეცვალა როგორც ჩანს სახელი ;) —დათო 14:53, 26 მარტი 2009 (UTC)პასუხი


ჰო,მაგრამ იმას,რაც ამ თემაში მოკლედ წერია(ისტორია,მოსახლეობა...),არაფერი აქვს საერთოდ ბოლცანოსთან. რა დაშავდება რომ თემის სატაური ბოლცანო,სამხრეთი ტიროლი იყოს? დაირღვევა საქართველოს საბჭოთა ენციკლოპედიის მიერ დადგენილი ქართული სალიტერატურო ენის ნორმები? --Georgier 14:58, 26 მარტი 2009 (UTC)პასუხი

სხვა ნორმები გაქვს? დიდი სიამოვნებით ვნახავ. --გიორგი  , 14:59, 26 მარტი 2009 (UTC)პასუხი

ყველა ეს ტერმინი–დალმატია,სილეზია,პრუსია,პომერნია და ა.შ. არის რუსული ვარიანტი და არა–ქართული.ამიტომ ვერ ვხვდები,რატომ ხდება ყურადღების გამახვილება ქართული სალიტერატურო ენის ნორმებზე,როცა ქართული ამ ტერიტორიების დასახელებებში არაფერია.უბრალოდ,გადმოკოპირებულია რუსულიდან... --Georgier 15:07, 26 მარტი 2009 (UTC)პასუხი

ტექსტი გადმოვიტანე გიორგი განხილვის გვერდიდან

რედაქტირება

სამხრეთი ტიროლი

რედაქტირება

ამაში ქართულ მხარეს სამხრეთ ტიროლი დაეხმარება

"sf";s:6:"browse";s:5:"query";N;}&from=66381 საქართველოში არსებული კონფლიქტის ზონების იტალიის სამხრეთ ტიროლის მაგალითით

სამხრეთ ტიროლი იტალიაში

სამხრეთ ტიროლს ჰქვია სამხრეთ ტიროლი

სამხრეთ ტიროლი

სამხრეთ ტიროლი

შალვა, ერთი რამ მაინტერესებს. აქ ზემოთ ჩამოთვლი წყაროებიდან გერმანიაში რომელს ჩათვლიან გერმანული სალიტერატურო ენის ნორმად? პრესაში გამოქვეყნებულ სტატიებს, პრეზიდენტის სიტყვას, თუ დასახელებებს (სიმართლე გითხა აქ მითითებულ დადგენილებებში ვერ მივაგენი). იქნებ დამეხმარო და გვერდი მიუთითო. მადლობა.--ცანგალა () 20:01, 26 მარტი 2009 (UTC)პასუხი


საქართველოს პრეზიდენტის,პარლამენტის ვებ–გვერდებზე,ასევე 24 საათისა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდებზე იხმარება ტერმინი სამხრეთი ტიროლი. არ ვიცი,რატომ უნდა დავეყრდნო ქართულ საბჭოურ ენციკლოპედიას? --Georgier 17:32, 26 მარტი 2009 (UTC)პასუხი

ადმინისტრატორი ხარ,ხო? იქნებ შეცვალო ბოლცანო სამხრეთი ტიროლით.გმადლობ --Georgier 19:17, 26 მარტი 2009 (UTC)პასუხი

შალვა, ერთი რამ მაინტერესებს. აქ ზემოთ ჩამოთვლი წყაროებიდან გერმანიაში რომელს ჩათვლიან გერმანული სალიტერატურო ენის ნორმად? პრესაში გამოქვეყნებულ სტატიებს, პრეზიდენტის სიტყვას, თუ დასახელებებს (სიმართლე გითხა აქ მითითებულ დადგენილებებში ვერ მივაგენი). იქნებ დამეხმარო და გვერდი მიუთითო. მადლობა.--ცანგალა () 20:01, 26 მარტი 2009 (UTC)პასუხი

ისევ მივალთ საბჭოთა ენციკლოპედიამდე და მის მიერ დადგენილ ქართულ სალიტერატურო ენის ნორმებთან. სამხრეთი ტიროლი არის სწორი ფორმა,ტერმინი ბოლცანო არის იტალიური ფაშიზმის გადმონაშთი,იხილე http://ka.wikipedia.org/wiki/ბოლცანო_(პროვინცია). შენ ცდილობ ამ ფაშიზმის კომუნისტური საბჭოური ენციკლოპედიით გამართლებას.საქართველოს პრეზიდენტი,საქართველოს პარლამენტი,საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა,24 საათი,კვირი პალიტრა–ყველა იყენებს იმ ფორმას,რომელიც მართებულია და არა მუსოლინის მიერ მოგონილ ბოლცანოს. --Georgier 20:08, 26 მარტი 2009 (UTC)პასუხი

შალვა - პირველ რიგში საინტერესოა შენი გაცნობა. მეორე შენი პასუხით ისე გავიგე, რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილს გერმანიაში ამას ნორმებად არ ჩათვლიან. გერმანიის პრეზიდენტმა თავის სიტყვაშო ბოცენოს მაგივრად ბოლცანო რომ ახსენოს მეორე დღეს შენიშვნას მიიღებს და პრესაში დაიწერება, რომ ნორმა არ იცოდა. და არა პირიქით - მისი ნათქვამი ნორმად მიიღონ (ალბათ ამაში მაინც დამეთანხმები). ალბათ იმაშიდაც დამეთახმები გერმანიაში 1933-1944 წლებში მიღებული ბევრი ნორმა ამჟამადაც არის გამოყენებაში და არავინ იხსენიებს იმ დროს, როგორც ამჟამად შენ მოიხსენიე. უკვე გვიან არის და ვეცდები ხვალ დავრეკო თბილისში და ვიკითხო. ადრეც გითხარი და აქაც ვიმეორებ სავალალოა ის რომ ამ საკითხებზე ნაკლებად აქვთ მუშაობის პირობები ჩვენს მეცნიერებს. და კიდევ ისიც საკითხავია რომელ ფორმას მიიღებდნენ ძველს დატოვებდნენ თუ ახლით შეცვლიდნენ. -ცანგალა () 20:39, 26 მარტი 2009 (UTC)პასუხი


ცანგალა,კიდევ ერთხელ– შენ ცდილობ იტალიური ფაშიზმის კომუნისტური, საბჭოური ენციკლოპედიით გამართლებას,რაც დაუშვებელია.

ეხლა,რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის,საქართველოს პარლამენტის,საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკის ვებ–გვერდებზე ნახმარ ტერმინს სამხრეთი ტიროლი. ეს მიუნიშნებს იმაზე,რომ საქართველოში არის დამკვიდრებული სწორი ფორმა სამხრეთი ტიროლი და არა–ფაშისტების მიერ გამოგონილი ბოლცანო,რომელსაც შენ ქართული სალიტერატურო ენის ნორმებად ნათლავ,რადგანაც ეს საბჭოთა ენციკლოპედიაშია დაწერილი. ისე,რატომ არ ვიყენებთ ლენინგორს? ლენინგორი კომუნისტების შეთხზულია,ხოლო ბოლცანო–ფაშისტების.შენ თუ გსურს აღიარე ფაშისტების მიერ შეთითხნული ფრაზა და ა ის ქართულ სალიტერატურო ენის ნორმად ჩათვალე,ამაში ვერავინ შეგეწინააღმდეგება,მაგრამ არ არის აუცილებელი იტალიელი ფაშისტების ნამოქმედარი ქართულ ვიკიპედიაზე წავახალისოთ რამით --Georgier 20:50, 26 მარტი 2009 (UTC)პასუხი

შალვა, მე არაფერს არ ვნათლავ - ის უკვე მონათლულია. ჩემს კითხვებზე პასუხს მაინც არ ვღებულობ, თუ გერმანიაში როგორ იქნებოდა. მაგრამ არაუშავს. ახლა რაც შეეხება ლენინგორს. რატომ არ არის ქსე-ეს ნორმა ვიკიპედიაში. სწორედ გავიგე შენი შეკითხვა? ამჟამად ვეძებდი კანონს და ვერ მივაგენი. არსებობს კანონი, რომლის თანახმად ლენინგორს დაუბრუნდა თავისი ძველი სახელი ახალგორი. ე. ი. ახალგაროს რაიონი. და შემდეგ გამოვიდა კანონი, სადაც რაიონები მუნიციპალიტეტებად შეიცვალა. ე. ი. ლენინგორს დაუბრუნდა თავისი ძველი სახელი. ე. ი. არსებობს დოკუმენტი, საბუთი და ნორმა. ქსე-ში ტ. 6, გვ. 170, 1983 ვკითხულობთ ლენინგორი (1934 წლამდე ახალგორი). ინფორმაციისთვის, სახელს ჯერ ნორმა ღებულობს ყოველთვის. სერბია, რომ სერბეთად გადაკეთდა (რაც შენ შეასწორე). სამწუხაროდ საქართველოში ბევრმა არ იცის ნორმების არსებობის შესახებ. დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში - ამას გადახედე (შეიძლება საინტერესო იყოს შენთვის). ერთს დავამატებ იმას არ აქვს მნიშვნელობა როდის არის ნორმად მიღებული. მთავარი ის არის ამჟამად რა ნორმა არის. ის საბჭოთა დროინდელი, ის გამსახურდიას პერიოდშია მიღებული, ის შევარდნაძის დროინდელი, ის ვარდების რევოლუციის შემდეგ არის მიღებული. ყოველი რევოლუციების შემდეგ ალბათ ახალ-ახალ ნორმებს ვერც მიიღებ. უბრალოდ ყოველი რევოლუციის შემდეგ ისეთი მცირე დროა, რომ ნორმების მიღებასაც ვერც მოასწრებ. ერთ-ერთი 70 წლიანი საბჭოთა პერიოდი რჩება   ხვალ კი გიორგის რამდენი ტექსტის კითხვა მოუწევს.ცანგალა () 21:43, 26 მარტი 2009 (UTC)პასუხი


ის მონათლულია შენი და კიდევ იმ ხალხის მიერ,რომლებიც საბჭოურ ენციკლოპედიას ეყრდნობიან.საბედნიეროდ უმცირესობას შეადგენს ხალხის ის კატეგორია,ვინც ფაშისტურ სახელებით იხსენიებს სამხრეთ ტიროლს.საქართველოშიც ვერ დაიმკვიდრებს ბოლცანო თავის ადგილს,რატომ? ისტორია,აწყმო და მომავალი,ამათ საერთო არაფერი აქვთ მუსოლინის ბოლცანოსთან.

დიახ,სამაჩაბლოს ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა,ზუსტად ოკუპანტებმა შეუცვალეს ახალგორს სახელი და ლენინგორი უწოდეს მას.

დიახ,იტალიამ დაიპყრო სამხრეთი ტიროლი.იტალიელმა ოკუპანტებმა შეთითხნეს ბოლცანოც.


დრო გავა,მე არ მინდა ხალხმა ლენინგორი უწოდოს ქართულ ქალაქს. სამხრეთ ტიროლელებს არ სურთ,ფაშისტური იტალიის მიერ შერქმეული სახელები დაუძახონ მათ ქალაქებს.და შენ ამ უკანასკნელს აკეთებ და ამას საბჭოური ენციკლოპედიით ამართლებ. სამწუხაროა.

შენ არ იცავს ქართულ სალიტერატურო ენის ნორმებს.ქართული ენა არ მიიღებს ბოლცანოს,შენ ამართლებს ოკუპაციას,ანექსიას,ფაშიზმის შედეგებს --Georgier 23:27, 26 მარტი 2009 (UTC)პასუხი

შალვა, მგონი სხვა თემაზე გადადიხარ და უკვე პირად შეურაცხყოფაზე. ცილისწამებაზე გერმანიაში როგორც იცი (და ეს შენ კარგად იცი) პასუხს აგებენ. -ცანგალა () 23:50, 26 მარტი 2009 (UTC)პასუხი

პირადი შეურაცხყოფის მოყენება არც მიფიქრია. უბრალოდ,ფაქტები დავუკავშირე ერთმანეთს --Georgier 23:55, 26 მარტი 2009 (UTC)პასუხი

სპეციალისტების თვალსაზრისი (თხოვნით მივმართე და პასუხი ელ. ფოსტით მაქვს მიღებული)

რედაქტირება

გეოგრაფიული სახელების მართლწერის საკითხის გადაწყვეტისას ჩვეულებრივ, მხედველობაში მიიღება რამდენიმე ასპექტი:

  • ამა თუ იმ უცხოური გეოგრაფიული სახელის ქართულში შემოტანის ისტორიული ტრადიცია (თუკი ამგვარი ტრადიცია არსებობს) (მაგ., ქალაქი ახალი ორლეანი, ქართულში ოდესღაც ითარგმნა (ნიუ–ორლეანიდან) და ასეც დარჩა, ხოლო ნიუ–იორკი არ ითარგმნა, და ისიც უცვლელია. მოსკოვი ქართულმა ამგვარად ჩაწერა, თუმცა რუსისთვის ის ჟღერს, როგორც "მასკვა", ან ლონდონი "ლანდნ"–ად არ იკითხება და ა.შ.
  • ავადსახსენებელ საბჭოთა პერიოდში გამოსული ლექსიკონების შედგენაზე მუშაობდნენ სრულიად არასაბჭოური არნოლდ ჩიქობავა, აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი, კარპეზ დონდუა, კონა გიგინეიშვილი, კომუნისტებისაგან მუდმივად დევნილი ბ. ფოჩხუა და სხვ. ისინი გეოგრაფიული სახელების ქართული ვარიანტის შერჩევისას ხელმძღვანელობდნენ ქართული ენის ბუნებით (მისი ფონეტიკური, მორფოლოგიური, ზოგჯერ სინტაქსური მიდრეკილებებით და არა იმით როგორ წარმოთქვამენ ამა თუ იმ სიტყვას უცხოელები თავის ენაზე, არამედ იმით, როგორ აჯობებდა ქართველისთვის ამ სიტყვის მიღება (მაგალითისათვის: ინგლისელი ჯეორჯიანს, გვეძახის, ფრანგი ჟორჟიანს, რუსი გრუზინს და თურქი გურჯს, და არც ერთი არ ღელავს იმაზე, ჩვენ რას ვეძახით საკუთარ თავს);
  • უცხოური სახელების (მათ შორის გეოგრაფიულისაც) ქართულად გადმოტანა აუცილებლად რომელიმე წესს უნდა დაექვემდებაროს და ეს წესი ურყევად გატარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დაგვიგროვდება უამრავი დუბლეტური სახელწოდება (მაგ., ჰიუგო ფრანგულად იკითხება "უგო", შექსპირი "შაქსპია"თუ რაღაც ამგვარი, დოსტოევსკი რუსულად დასტაევსკია... რა ვქნათ ახლა, ყველა უკვე გამოცემული წიგნი გადავაკეთოთ და ეს სახელები ახალ პერსონაჟებად შემოვიყვანოთ ქართულ სინამდვილეში? ამით უფრო შევუყვარდებით ინგლისელებს და რუსებს, თუ უფრო დაგვიჯერებენ, რომ ნიჭიერები ვართ და მათი ენის საწარმოთქმო თავისებურებებს ვერთგულობთ?

ბოლცანოც ამ რიგისაა, მას პოლიტიკური ამინდის ცვლის შესაბამისად , ხან იტალიურად კითხულობდნენ, ხან გერმანულად. ვფიქრობ, ქართულად ის ფორმა უნდა დარჩეს, რომელიც ლექსიკონებმა უკვე დააფიქსირეს. თუ საერთაშორისო დოკუმენტების საფუძველზე მოგვივა თხოვნა, რომ ამიერიდან სხვა სახელი ჰქვია ამ ქალაქს და გთხოვთ თქვენც გადაარქვათო, მაშინ სხვა საქმეა, თხოვნას უნდა დავემორჩილოთ (თავის დროზე, ასე შეიცვალა სახელი მოლდავეთმა, მოლდოვა დაირქვა, ალმა– ატამ ალმატი დაირქვა, ხოლო ჩეჩნეთმა რესპუბლიკა "იჩქერია"). მადლობა ცანგალა () 11:08, 9 აპრილი 2009 (UTC)პასუხი


ოოოოჰ ცანგალა,იყოს ისე,როგორც ეს საბჭოთა ენციკლოპედიებში დაფიქსირდა,არ მივაქციოთ ყურადღებას იმას,რომ ბოლცანომ ადგილი ვერ დაიმკვიდრა ქართულ სალიტერატურო ენაში,რადგან ეს ტერმინი არავისთვისაა ცნობილი,სამხრეთი ტიროლი კი ხშირად გვხვდება,საქ.პრეზიდენტის,საქ.პარლამენტის ბიბლიოთეკისა და სხვადასხვა გაზეთების ვებ–გვერდებზე.

მაინც აზრი არ აქვს კამათს,ეს არაფერს მოიტანს,რადგან შენ ხელმძღვანელობ საბჭოთა ენციკლოპედიით,მე კიდევ მომყავს მაგალითები,სადაც სამხრეთი ტიროლი ფიგურირებს და არა–ბოლცანო.

მოლდოვამ,ალმა–ატამ და ა.შ. თვითონ დაირქვეს სახელები,ხოლო სამხრეთი ტიროლის ყველა დასახელების იტალიური სახელი ნათარგმნი იქნა იტალიელი ფაშისტების მიერ,შემდეგ მოხდა ამ მიწის ოკუპაცია და ოკუპანტებმა(რუსებიც ოკუპანტები არიან...) დააკანონეს ისინი.


დარწმუნებული ვარ მომავალში შეიცვლება ეს სიტუაცია და ქართული ენაც უკუაგდებს,უფრო სწორად,საერთოდ არ მიიღებს ბოლცანოს. --Georgier 15:38, 9 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

გვერდ „ბოლცანოს პროვინცია“-ზე დაბრუნება.