კატეგორიის განხილვა:ენათა ოჯახები
მცდარი ფორმებია აფრაზიული, ფინო–უგორული, ესკიმო–ალეტეური არც ნიგერ–კონგოს ენების სისწორეში ვარ დარწმუნებულიც. --pirtskhalava 06:08, 21 თებერვალი 2008 (UTC)
- არა აფრაზიული, არამედ აფროაზიული,
- არა ფინო–უგორული, არამედ ფინურ–უნგრული ენები,
შეიძლება ვთქვათ, ან დავწეროთ ფინურ–მაგიარულიც.
სიტყვა 'მაგიარი' ნიშნავს 'უნგრულს'. ასო–ბგერა გს სიტყვაში "ფინურ–მაგიარული" უნგრელები დიაკრიტიკულად აფორმებენ და წარმოთქვამენ როგორც რაღაც საშუალოს გსა და დს შორის, თანაც ძალიან რბილად. ამიტომ ამ ენებს ზოგი ფინურ–მადიარულსაც უწოდებს.
- არა ესკიმო–ალეტეური, არამედ ესკიმოსურ–ალეტეურია სწორი ფორმა.
არა ვარ დარწმუნებული ასევე ფორმის ნიგერ–კონგოს ენების მართებულობაში. ამის გადამოწმების ერთადერთი სარწმუნო წყარო ჩვენი ძველი, კარგი და ერთადერთი ქსე (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია) იქნებოდა, რომელზეც სამწუხაროდ მე არ მიმიწვდება ხელი.
საუკეთესო სურვილებით
--pirtskhalava 14:32, 21 თებერვალი 2008 (UTC)
*აფროაზიული თუ აფრიკულ-აზიური ენები? თუ ოფოციალურად სემიტურ-ქამიტური ენები?
*ფინურ-უნგრული - უნგრულ-ფინური (ორივე ფორმა)
*ესკიმოსურ-ალეური ენათა ჯგუფი
*'ნიგერ–კონგოს ენები - ქსე-მ გვიღალატა, მაგრამ ძიება გრძელდება.ცანგალა (გ) 16:30, 21 თებერვალი 2008 (UTC)
ახალი ინფორმაცია
რედაქტირებაგამოსულია წიგნი „თეორიული ენათმეცნიერების კურსი“, ავტ. თამაზ გამყრელიძე, ზაზა კიკნაძე, ინგა შადური, ნანა შენგელაია, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 2003
გვ. 616
- ფინურ-უგრული ენები
გვ. 628-629:
- აფრაზიული ენები
- ნიგერ-კონგო ენები
გვ. 631
- ესკიმოსურ-ალეუტური ენებიცანგალა (გ) 18:38, 21 თებერვალი 2008 (UTC)
ფინურ–უნგრული ენები
კარგი ბატონო ასე იყოს, მაგრამ... მაშინ რატომ გიწერიათ შემდეგი? ბალტოსალვური ან ინდოირანული, მაშინ ბალტურ– და ინდურ– დავწეროთ :):):):) გარდა ამისა, არ მიმაჩნია ლამაზ ფორმად აფრაზიულ, ჯერ ერთი მე აფროაზიულად მაქვს ნასწავლი და მერე მეორეც ... აფრაზიული ვითომ ევრაზიულის პონტში უწარმოებიათ. ამ დროს აფრო სულაც არ არის უცხო ქართულისთვის (მაგ.; სერბოხორვატული არ შეიძლებაო უწინ რომ მწერდით, გინდა თუ არა სერბულხორვატულიო). მაშინ რატომ ვამბობთ ინდოევროპულ ან ინდოგერმანულ ენებს, ინდურ(ბლაბლა) ვთქვათ. ესკიმოსურ–ალეუტურს რაც შეეხება, ალეუტური მართლა არ მახსოვს ზოგადი ენათმეცნიერების კურსიდან, (ეს ისედაც ძაან ეგზოტიკური ენები არის) ესკიმოსურზე კი მე მგონი სულ ესკიმოსური ეწერა ენათმეცნიერების ქართულ წიგნებში, ანუ მე მგონია, დამკვიდრებული იყო ესკიმოსურ(ბლაბლა). :) Ciao --pirtskhalava 03:41, 25 თებერვალი 2008 (UTC)
ესკიმოსურ-ალეუტური ენები შესწორებულია. დანარჩენი კიდევ გასარკვევია. კარგი იქნება თუ სხვა წყარო მოიძებნება. - Island 04:48, 25 თებერვალი 2008 (UTC)
ინგლისური | რუსული | ქსე | „თეორეული ...“ (2003) |
---|---|---|---|
Afro-Asiatic languages | Афразийские языки | აფრიკულ-აზიური ენები | აფრაზიული ენები |
Finno-Ugric languages | Финно-угорские языки | ფინურ-უნგრული ენები | ფინურ-უგრული ენები |
Niger-Congo languages | Нигеро-конголезские языки | — | ნიგერ-კონგო ენები |
და კიდევ ერთი; თუ აკვიატება არ არის, რატომ ვამბობთ ავსტროაზიულს და არა ავსტრაზიულს. --pirtskhalava 01:02, 26 თებერვალი 2008 (UTC)