განხილვა:რევი (მირიან III-ის ძე)

ბოლო კომენტარი: 3 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Lasha-george თემაში ???

შენიშვნა

რედაქტირება

ვთვლი რომ სტატიას სათაური — რევ II ასასწორია, რადგანაც რევი და მისი შთამომავლობა მას მეფედ არ აღიარებდნენ, რადგანაც მირიან მეფე ცოცხალი იყო. ის იყო კახეთის ერისთავი რეზიდეციით — უჯარმა. ხოლო მირიან მეფისა და რევის გარდაცვალება თითქმის ერთ დროს მოხდა, შესაბამისად არ არსებობს მეფობის საეჭვო პერიოდი. სტატას უნდა ჰქონდეს სათაურად უბრალოდ რევი ან რევი მირიანის ძე. უბრალოდ რევი გადამისამართებას ამ გვერდზე აკეთებს.--Surprizi განხილვაწვლილი 10:37, 22 აპრილი 2015 (UTC)პასუხი

გეთანხმები. --ჯაბა 1977 13:17, 22 აპრილი 2015 (UTC)პასუხი
არსებობს უახლესი ლიტერატურა, მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი "საქართველოს მეფეები", რომლის 31-ე გვერდზე მოხსენიებულია რევ II/ლევი, რომელიც მირიან III-ის მამადაა მიჩნეული, აღნიშნულ გვერდს ლევი/რევ II უნდა ერქვას (რადგან უბის ისტორიის მე-9 გვერდზეც ასევე რევ II ჰქვია მირიანის მამას), ხოლო 33-ე გვერდზე მოხსენიებულია ასევე რევ მირიანის (უფროსი) ძე, აქ ავტორებს უწერიათ რომ იგი გამეფდა კახეთ-კუხეთშიო, მას კი რევი (მირიანის ძე) უნდა ერქვას ან უბრალოდ რევი!--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:56, 22 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი
და კიდევ გენეალოგია მირიანიდან ვახტანგამდე ამოსაღებია. აღნიშნული ნაკლულია და ხარვეზიანი. მსგავსი შინაარსის თარგი ამას წინათ წაიშალა!--გოგოლაური განხილვაწვლილი 14:59, 22 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

???

რედაქტირება

უბედურება ამ სტატიისა იცით რაში არის? სტატია დაიწერა როგორც მირიან III-ის მამაზე და გზაში უცბად მირიან III-ის ძედ იქცა. სტატია არის გაუბედურებული რასაც ქვია. --Wiki - ჯაბა 16:33, 22 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

გასაგებია თქვენი. შესაძლებელია მხოლოდ ზემოთაღნიშნული წყაროთი შევსება, როგორც ერთის (მირიან III-ის მამის ლევი/რევ II-ის), ისე მეორის და ამით პრობლემის მოგვარება. ციტატებს რაც შეეხება, მომაწოდეთ თქვენი აზრი და თუ ამოსაღებია ამოვიღოთ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 07:27, 23 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი
აქ სტატიას როგორც ვთქვი მხოლოდ რევი უნდა იყოს, მაშასადამე შემდგომში რევ II გადატანის შემდეგ წასაშლელია, შემდგომ, რევ II/ლევი მირიანის მამას ჰქვია, რომლის სტატია ხელახლა იქნება შესაქმნელი.--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:44, 28 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი
ანუ, რევ II/ლევი ზემოთ მითითებული ლიტერატურის მიხედვით იგივეა, ხოლო რევი მირიანის ძეა. ანუ რევი უნდა გახდეს მთავარი სათაური, ნაცვლად რევ II-ისა და ეს უკანასკნელი უნდა წაიშალოს, რათა შეიქმნას რევ II/ლევის ახალი სტატია.--გოგოლაური განხილვაწვლილი 15:31, 28 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

მოდით ცოტა გასაგებად დაწერეთ. ამ ადამიანს ქვია რევი და არანაირი ლევი და პრავი არ გვინდა. ისე დაწერე რა გინდა ეგ მეორე სახელი არ გამოიყენო. გამომდინარე იქიდან, რომ ვიკიპედიის ტერმინოლოგიას ვერ ფლობთ სათანადოდ ჯერ ისეც ჩახლართულად წერთ და მერე კიდევ ამ ჩახლართულობას ამ მეორე სახელებით ართულებთ. კონკრეტულად დაწერეთ რა სათაურებით უნდა იყოს სტატიები:

  1. მირიანის მამაზე
  2. მირიანის ძეზე.

მერე დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. --Wiki - ჯაბა 15:05, 29 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

  1. მირიანის მამა: რევ II, ლევ (ლევ, მეორე სახელად შესაძლებელია, როგორც ტექსტში წერია, წყარო: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი "საქართველოს მეფეები". გვ. 31. და გუბაზ და ლევან სანიკიძეების "უბის ისტორია". გვ 9.).
  2. მირიანის ძე: რევი (რევ მირიანის ძე, წყარო: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი "საქართველოს მეფეები". გვ. 32.).--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:18, 30 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი
P.S. არსებობს თრდატი (რევის ძე), სადაც რევი მირიან III-ის ძეა. აქაც ნათელი დადასტურებაა, რომ მირიანის ძე რევია.--გოგოლაური განხილვაწვლილი 15:50, 30 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

და ამდენჯერ ვიკიპედიის წესების დაცვის გარეშე გადატანილ-გადმოტანილ და სტატიებში გაბნეულ სახელებს შენ გაასწორებ? --Wiki - ჯაბა 17:19, 30 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

რევ II ზემოთ მითითებული ლიტერატურის მიხედვით მირიან III-ის მამაა, ხოლო რევი მირიანის ძეა. ანუ რევი უნდა გახდეს მთავარი სათაური, ნაცვლად რევ II-ისა და ეს უკანასკნელი (რევ II) უნდა წაიშალოს, წაშლილი რევ II-ისგან წყაროს მიხედვით რათქმაუნდა შევქმნი რევ II-ეს (მირიან III-ის მემა), ხოლო ეს სტატია დარჩება რევი, რომელსაც გავმართავ და სათაურში ასევე ზემოთ მითითებულ წყაროს დავამატებ თუ რათქმაუნდა თქვენი თანხმობის შემთხვევაში.--გოგოლაური განხილვაწვლილი 17:39, 30 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

ეგ გასაგებია. მე სხვა რამეს გეკითხები.უამრავ სტატიაშია გამოყენებული არასწორი სახელებით და გაასწორებ? --Wiki - ჯაბა 17:42, 30 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

ხოო... გასაგებია. რომ ვიცოდე თუ სად იქნება არ დამზარდებოდა. მირიან III-ის გვერდზე მაგ. მითითებული მაქვს შვილად რევი და არა რევ II.--გოგოლაური განხილვაწვლილი 17:49, 30 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

მე ცოტა სხვა მოსაზრება მაქვს:

კეთილი, მაგრამ რევი (მირიან III-ის ძე) ხომ არ აჯობებდა? როგორც მაგალითად მითრიდატე (მითრიდატე I-ის ძე), რადგან მაგალითად მირი სტეფანოზის ძე ან/და ბაგრატ თეიმურაზის ძე ასეთი სტანდარტი გვაქვს.--გოგოლაური განხილვაწვლილი 17:56, 30 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

კი ბატონო, იყოს. გადამაქვს. --Wiki - ჯაბა 18:01, 30 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

ჯაბა, ეხლა რევ II წასაშლელებში გადავიტანოთ და წყაროს მიხედვით შევქმნი მირიან მესამის მამას.--გოგოლაური განხილვაწვლილი 18:14, 30 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი
რევ II   გაკეთდა. ამ გვერდზე დისკუსია ვგონებ დასრულებულია და შესაძლებელია ეს გვერდი წაიშალოს?--გოგოლაური განხილვაწვლილი 19:30, 30 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი
ამ გვერდს შემდეგში დავხვეწავ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 19:32, 30 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი
გვერდ „რევი (მირიან III-ის ძე)“-ზე დაბრუნება.