განხილვა:ოქროს რქა

ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა გიო ოქრო თემაში გადატანა
სტატია „ოქროს რქა“ შეიქმნა პროექტ
„100 ვიკიდღის“ ფარგლებში.

სახელი

რედაქტირება

ჰალიჩი სუფთა თურქული დასახელებაა. ისტორიულად ცნობილია, როგორც ოქროს რქა და გადასატანია. გიო ოქრო 22:24, 4 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

ქსე, ტ. 9, გვ. 547, სტ. სტამბოლი, სვტ. I, სტრ. IV (მაღლიდან) — ოქროს რქის ყურე. გიო ოქრო 09:38, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
ქსე, ტ. 5, გვ. 644, სტ. კონსტანტინოპოლი, სვტ. I, სტრ. IV (მაღლიდან) — ოქროს რქის ყურე. გიო ოქრო 09:42, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
ქსე, ტ. 2, გვ. 632, სტ. გალატა, სვტ. III, სტრ. VI (მაღლიდან) — ოქროს რქის ყურე. გიო ოქრო 10:09, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
რადგან ქსე-ში ასე წერია და ისტორიულად ასე ჰქვია ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე უნდა იყოს ახლაც. არსად არაა გადასატანი, ოფიციალურად ქალაქის ამ ნაწილს ჰალიჩი ჰქვია და ასეც არის. მით უმეტეს სტატიაშიც აღნიშნულია და გადამისამართებაც არსებობს. --Mehman 97 16:19, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
მაშინ რატომ უწერია თითქმის ყველა ენას (ქართულის და თურქულის გარდა მგონი) ოქროს რქა და არა ჰალიჩი? გიო ოქრო 16:24, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
მაგას მე რატომ მეკითხები? იმ ენების განხილვაში დაუწერე და გიპასუხებენ. ვიმეორებ, რაც ოფიციალურად აღიარებულია ის არის მითითებული სახელში. --Mehman 97 16:26, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
ოფიციაურად, მაგ., ტრაპიზონსაც ტრაბზონი ჰქვია, მაგრამ ვიყენებთ დამკვიდრებულ სახელს, ასეთი სახელი არის ოქროს რქა და არა ჰალიჩი. გიო ოქრო 16:29, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
ქსე-ში ოქროს რქა მოხსენიებულია არამარტო ისტორიულ კონტექსტში, არამედ თანამედროვე სტამბოლის სტატიაშიც. გიო ოქრო 16:30, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
ჰალიჩზე ცალკე სტატია, რომ იყოს, კიდევ დავფიქრდებოდით რომელი ჯობია იყოს სტატიის სათაური და ასე აზრი არ აქვს. რაც ოფიციალურად არის, ისიც უნდა იყოს! --Mehman 97 16:31, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
ქართულში დამკვიდრებულია ოქროს რქა. ჰალიჩი არ არის ნახსენები არსად. გიო ოქრო 16:34, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
სად არის დამკვიდრებული? ქსე-ში მიკვრით, რომ წერია მარტო ეს გავიგე. პლიუს ოქროს რქა არის ნახსენები სტატიაში ერთ-ერთ სახელწოდებად და შესაბამისი გადამისამართებაც არსებობს, ვინმემ ამ სახელწოდებით მოძებნა, რომ მოინდომოს ადვილად იპოვის. სათაური, რაც ოფიციალურად აღიარებულია, ის არის. --Mehman 97 16:37, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
ოფიციალურად მოსკვაც ჰქვია და ტრაბზონიც, მაგრამ როგორც დამკვიდრებულია ისე ვიყენებთ. მიკვრით არის თუ როგორც, ფაქტია რომ ქართულ წყაროებში ჰქვია ოქროს რქა. ჰალიჩი არ იძებნება არსად. გიო ოქრო 16:39, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
მოსკვა, რომ მოსკოვად დამკვიდრებულია ეს ფაქტია, მაგრამ ოქროს რქა არ არის დამკვიდრებული, როგორც მოსკოვი. ზემოთ დავწერე რაც საჭიროა, დაველოდოთ სხვებს. არ ვაპირებ ტყვილად განხილვის გვერდის წალეკვას, როგორც გჩვევიათ. --Mehman 97 16:43, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
ოქროს რქა არ არის დამკვიდრებული? თვითონ თუ გჯერა მაგის? ქსე-ში სამ ადგილას შემხვდა და არ არის დამკვიდრებული? ჰალიჩზე ქართულ წყაროებში (გინდა წერილობით, გინდა ონლაინ) არაფერი წერია. გიო ოქრო 16:45, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი — ოქროს რქა. გიო ოქრო 18:08, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
@Mehman97: მოიყვანე ქსე-ზე ახალი ქართული წყარო და არა თურქული. და განხილვა დასრულებული იქნება. --ცანგალა 18:10, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
ეგ შენ წარმიდგინე, სადაც გარკვევით იქნება მოყვანილი, რომ ჰალიჩი კი არა და ოქროს რქაა. ჯობია კარგად გადაიკითხო ზემოთ რაც დავწერე, სანამ აზრს მოკლებულ კომენტარებს დაწერ. --Mehman 97 19:56, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია — მგონი წყაროები გვაქვს, თანაც ქართული. გიო ოქრო 19:57, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
მერე ოქროს რქა წერია სტატიაში, თან გადამისამართებით, მაგრამ სათაური ოფიციალური უნდა იყოს. ერთი სიტყვით: ზემოთ ყველაფერი დავწერე, მეტს არ გავაგრძელებ, დაველოდოთ სხვებს. --Mehman 97 20:01, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
სტატიაში კი არ უნდა ეწეროს, სტატიის სათაური უნდა იყოს, ამას მიუთითებს ქართული წყაროები. Trabzon - ოფიციალური, ტრაპიზონი - ქართული. ესეც ერთი უბრალო მაგალითი. გიო ოქრო 20:06, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
აბა ადმინებო და ისტორიკოსებო საინტერესოა თქვენი აზრი @MIKHEIL:, @David1010:, @Otogi:, @Jaba1977: --ცანგალა 20:13, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

არ გინდა სხვა ისტორიკოსებიც რომ მონიშნო? --ჯაბა 1977 20:18, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

@Zangala: ისტორიკოსებო რატომაა მრავლობითში და ფაქტად ერთი ისტორიკოსია მონიშნული? დამაინტერესა... --Mehman 97 20:25, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
ამ შემთხვევაში მრავლის ტოლფასია  . სხვა შეგიძლია შენ მონიშნო. არავინ არ გიშლის. ცნობისთვის, ეს ქართული ვიკიპედიაა უნდა იწერებოდეს ქართული სალიტერატურო ენის ნორმბით და არა თურქული სალიტერატურო ენის ნორმებით.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Zangala (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

შენ ვინ დაგიშალა რომ მოგენიშნა? სადაც საჭიროა იქ ვნიშნავ. შერჩევითობის პრინციპით არ ვმუშაობ :) --ჯაბა 1977 20:35, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

არ იმუშაო შერჩევითობის პრინციპით და დაამკვიდრე თურქული სალიტერატურო ენის ნორმები ქართულ ვიკიპედიაში. წარმატებები. --ცანგალა 20:44, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

მე ვამკვიდრებ? სად ნახე რომ ვამკვიდრებ? ან აქ ჩვენს შორის ნორმებზეა საუბარი თუ შერჩევითობით მონიშვნაზე? სტილს არ ღალატობ: მიმოწერის მთავარ არსს სცდები. --ჯაბა 1977 20:46, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

მე გთხოვე მიგეღო მონაწილეობა და შენ კი შერჩევითობის პრინციპით არ ვმუშაობ. ამიტომ პირადი უნდა გადადო გვერდზე და ქართულ ვიკიპედიაზე ვიფიქროთ ორივემ. ერთად უნდა გადავწყვიტოთ ამ სტატიის სათაური.--ცანგალა 20:49, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

არანაირი პირად არ მამოძრავებს. ეგეც შენი სტილია: შენი დანაშაული სხვას დააბრალო. --ჯაბა 1977 20:56, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

განხილვა:არაბულ-ბიზანტიური ომები — ამ განხილვაში თუ ქსე წყაროა (როგორც ჯაბამ აღნიშნა), ე. ი. აქაც ქსე-ეს მიხედვით ოქროს რქის ყურეა და გადასატანია. არ შეიძლება ერთგან წყაროდ ჩაითვალოს, ხოლო სხვა სტატიაში არა. --ცანგალა 21:52, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
თუ ქსე-ზე უფრო ახალი ქართულენოვანი სანდო წყარო არ გვაქვს, მაშინ მთავარი სახელწოდება უნდა იყოს ის რაც იქაა მითითებული ოქროს რქის ყურე--დათო1010 08:21, 6 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

გადატანა

რედაქტირება

გადატანა მაშინ ხდება, როდესაც კონსენსუსი დგება. --Mehman 97 19:19, 28 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

და რა გვაკლია კონსესუსამდე? გიო ოქრო 19:23, 28 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
ზემოთ განხილვას კიდევ ერთხელ გაეცანი და მიხვდები. იმედია რედაქტირების ომს არ წამოიწყებ. --Mehman 97 19:25, 28 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
სამი გადატანის მომხრეა, ერთი წინააღმდეგი. სხვა რა წავიკითხო? გიო ოქრო 19:26, 28 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
კონსენსუსი --Mehman 97 19:34, 28 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
ერთადერთი მოწინააღმდეგე შენ ხარ. რას ფიქრობ ახლა? მე მომყავს 2006 წლის უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი. შენ? გიო ოქრო 19:37, 28 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
თურქეთის რესპუბლიკის მიერ დღეისთვის დადგენილი ოფიციალური სახელწოდება. --Mehman 97 19:40, 28 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
მეჰმან, მაგ მაგილითით ტრაპიზონს ტრაბზონი უნდა ერქვას და სტამბოლს ისთანბული. ეგ არგუმენტი არ არის. შენ ამ დამოკიდებულებას არ შეიცვლი, გატყობ და კონსესუსიც ვერ შედგება, ამიტომ ახლა ბიუროკრატებს მოვუწოდებ რომ გადაჭრან პრობლემა. @MIKHEIL: @David1010:გიო ოქრო 19:43, 28 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
ტრაპიზონსა და ამას შორის დიდი განსხვავებაა, ტრაპიზონს ქართული ისტორიული წყაროები გააჩნია და ამას? მარტო ქსე-ს სადღაც ფოტოს ქვეშ წარწერა. ცოტა გაცდით ამ ქსე-ს. ვეთანხმები, დაველოდოთ ბიუროკრატებს. --Mehman 97 19:47, 28 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
რად გინდა ტყუილები? ძალიან კარგად იცი, რომ სურათის ქვეშ წარწერა არ არის (3 სტატიაშია ნახსენები) და არსებობს ბმული ენციკლოპედიურ ლექსიკონში (2006 წ.). ცოტა შენ გაცდი თურქული ენის ქართულ ვიკიპედიაში დანერგვას. გიო ოქრო 19:50, 28 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
არაფერს არ ვნერგავ, ისტერია არაა საჭირო. ოდნავ ქსე-ს გაცდით და საერთაშორისო პრაქტიკას გადახედეთ. --Mehman 97 19:52, 28 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
დიახაც ნერგავ. ქართულ წყაროებს უარყობ და უცხოური მოგყავს (თანაც სახელთან დაკავშირებით). ვიცინო თუ ვიტირო აღარ ვიცი. გიო ოქრო 19:53, 28 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
გინდ იცინე გინდ იტირე, ეგ შენი საქმეა. ფაქტი კი სახეზეა. --Mehman 97 19:55, 28 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
დიახ, სახეზეა ქართული წყარო და მისი უარყოფის ფაქტი. გიო ოქრო 19:56, 28 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
ზემოთ ერთხელ უკვე დავწერე და აქაც გავიმეორებ, რომ რადგან ქართულენოვანი წყარო ამბობს, რომ სწორია ოქროს რქის ყურე, სწორედ ამ სახელზე უნდა მოხდეს სტატიის გადატანა.--დათო1010 15:49, 1 მარტი 2019 (UTC)პასუხი
ქსე (3 სხვადასხვა ტომი) გვეუბნევა, რომ არის ოქროს რქის ყურე, ხოლო უფრო ახალი წყარო - ოქროს რქა. და ხომ ახალს ვეყრდნობით? გიო ოქრო 15:54, 1 მარტი 2019 (UTC)პასუხი
თუ უახლესი ავტორიტეტულია, მაშინ მას თუ არადა უფრო ძველს--დათო1010 16:29, 1 მარტი 2019 (UTC)პასუხი
@David1010: უახლესი (2006) წყარო არის უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი. გიო ოქრო 19:57, 1 მარტი 2019 (UTC)პასუხი
ხოდა ყველაფერი რიგზეა და გადასატანია წყაროს მიხედვით--დათო1010 22:36, 1 მარტი 2019 (UTC)პასუხი
ძალიან კარგი. ახლა ბატონო @Mehman97: შედგა კონსესუსი თუ ისევ თქვენს აზრზე რჩებით? გიო ოქრო 06:43, 2 მარტი 2019 (UTC)პასუხი
მე დიდად პრობლემა არ მაქვს გადატანასთან დაკავშირებით, მთავარია კონსენსუსი იყოს (რისი მნიშვნელობა არ გაიაზრა ზოგიერთმა). დაველოდოთ მეორე ბიუროკრატის მოსაზრებას. --Mehman 97 11:52, 2 მარტი 2019 (UTC)პასუხი
მეორე ბიუროკრატი როგორც ჩანს არ აპირებს განხილვაში მონაწილეობას, რადგან აქ მონიშვნის შემდეგ რედაქტირებები განახორციელა, მაგრამ აქ არაფერი დაუწერია. მაინც დაველოდოთ ჩვეულებრივ სამი დღე. P. S. ზუსტად ასეთი კონსესუსი გადატანამდეც იყო, მაგრამ მაინც არ მოგეწონა, ცოტა გასაკვირია. გიო ოქრო 12:01, 2 მარტი 2019 (UTC)პასუხი
არ მაქვს მკაფიო პოზიცია. თუმცა, ფაქტია, რაღაც აბსურდამდე მივიდვართ ბოლო დროს. ისე, ყველაფერი რომ ვთარგმნოთ, არა? იანვრის მდინარე, ახალი იორკი, კეთილი აირები და ა. შ. :D — Mikheil მიწერა 17:22, 2 მარტი 2019 (UTC)პასუხი
მე ვიცი რაც უნდა გავაკეთოდ მიშა და საამისოდ უკვე მოფიქრებულიც მაქვს გზა, ძალიან მალე შევუდგები მაგას. რაც შეეხება ამ სტატიას, უკვე აზრი არ აქვს მგონი, რამდენიც ავუხსენე მაინც ვერგაიგეს, პრინციპში არც არის გასაკვირი :) მაშ გადავიტან. --Mehman 97 18:01, 2 მარტი 2019 (UTC)პასუხი
ძალიან კარგია, რომ ნამდვილ ქართულ სახელზე გადავიტანეთ. რიო-დე-ჟანეიროს, ნიუ-იორკს და ბუენოს-აირესს აქვს ქართული წყაროები, თუ რა ჰქვიათ მათ, ასევე ოქროს რქასაც. აბსურდული ეგ კომენტარია. გიო ოქრო 19:01, 2 მარტი 2019 (UTC)პასუხი
გვერდ „ოქროს რქა“-ზე დაბრუნება.