განხილვა:ლუთერანობა

(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:ლუთერანიზმი)
ბოლო კომენტარი: 11 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Otogi

ლუთერანიზმი თუ ლეთერანობა?--თეიმურაზი () 20:34, 8 მაისი 2011 (UTC)პასუხი

ქსე. ტ. 6, გვ. 305 ლუთერანობა. გადავიტანოთ? --ჯაბა ლაბაძე 17:24, 16 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი
ამ კატეგორიის სხვა სტატიებიც შეამოწმოთ იქნებ... – BruTe () 18:13, 16 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

ვერ შევამოწმებ, რადგან შესაბამისი ტომები არ მაქვს სახლში. --ჯაბა ლაბაძე 18:31, 16 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

კეთილი, სხვა შეამოწმებს იმედია. :) – BruTe () 18:32, 16 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

და მაგ კატეგორიაში არსებული სტატიების შემოწმების გარეშე არ გჯერა რომ ეგ მასე წერია? --ჯაბა ლაბაძე 18:33, 16 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

იმაში არ შემიტანია ეჭვი რაც შენ დაწერე. პურიტანიზმიც, პროტესტანტიზმიც და ანგლიკანიზმიც გადასატანი იქნება სავარაუდოდ და შეამოწმეთ-თქო. – BruTe () 18:43, 16 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი
კამათი არ ღირს. ყოველთვის არსებობს გამონაკლისები; თუკი გვაქვს მაგალითად პროტესტანტიზმი ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის მიხედვით უნდა ავაგოთ ყველა მსგავსი სათაურის სტატია (ზმი-ს ვგულისხმობ). სტანდარტიზაცია თუნდაც აქ ყოველთვის ვერ იქნება დაცული. არსებითად ლუთერანიზმი და ლუთერანობა ერთიდაიგივეა. წყარო მითითებულია, შეიძლება ახალ წყაროებში ლუთერანიზმი ეწოდებოდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლუთერანობა შეცდომაა, ან პირიქით. აკადემიური წყარო (რომელიც მოცემულია აქ) ანიჭებს უპირატესობას ლუთერანობას რასაც თავისი ახსნაც ექნება. რაც შეეხება ზემოთ მოყვანილ სტატიებს, მათი სათაურები თუ გასასწორებელია გასწორდება მხოლოდ წყაროს მიხედვით. ამ სტატიის სათაურმა მსგავსი სხვა სტატიების სათაურების ბედ-იღბალი არ უნდა გადაწყვიტოს. დიდხანს, რომ არ გაგრძელდეს ეს განხილვა, გთავაზობთ, რომ წყაროს მიხედვით გადავიტანოთ; ხოლო სათაურის შეცვლა სამომავლოდ (თუკი ეს აუცილებელი იქნება, უფრო ახალი წყაროს შესაბამისად), პრობლემას არავის არ შეუქმნის. ამჟამად გთავაზობთ არსებულ წყაროზე დაყრდნობას. – ოთოჯი / მომწერე 18:18, 21 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

გასაგებია. ოთო პურიტანიზმი, პროტესტანტიზმი და ანგლიკანიზმი ქსე-ში როგორაა შეტანილი? --ჯაბა ლაბაძე 18:22, 21 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

საკამათო მართლაც არაფერია. ჩემს წერილში ის ვიგულისხმე, რომ ეს სტატიები (რომლებიც ჩამოვთვალე) ქსე-ში მოიძიეთ და, თუ გასასწორებელია, გაასწორეთ-მეთქი. – BruTe () 18:24, 21 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი
პურიტანები (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 8., გვერდი 233, წელი 1984; პროტესტანტიზმი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 8., გვერდი 210, წელი 1984;). – ოთოჯი / მომწერე 18:34, 21 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი
გვერდ „ლუთერანობა“-ზე დაბრუნება.