განხილვა:კომორის კუნძულების კავშირი
აქაც პრობლემაა გერბთან. გთხოვთ გაასწოროთ— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Tamok (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
სათაური
რედაქტირებასტატიის სათაური შესაცვლელი ხომ არააა? --ჯაბა ლაბაძე 07:19, 13 ივნისი 2012 (UTC)
- მაშინ ამასაც უნდა შეეცვალოს. --მიხეილ მიწერა 07:29, 13 ივნისი 2012 (UTC)
- და რატომ უნდა შეეცვალოს?--დათო1010 08:07, 13 ივნისი 2012 (UTC)
ამ სტატიას ან ქვეყნის ოფიციალური სახელი კომორის კუნძულების კავშირი ან უბრალოდ კომორი უნდა ეწოდოს, ისე როგორც უმრავლეს ვიკიპედიაშია. --ჯაბა ლაბაძე 14:23, 13 ივნისი 2012 (UTC)
- კომორი არა კომორები მაშინ. ოფიციალური სახელის გამოყინების კი წინააღმდეგი ვარ რადგანაც არცერთი ქვეყანა არ გვაქვს ოფიციალური სახელით--დათო1010 15:19, 13 ივნისი 2012 (UTC)
დათო ოფიციალური სახელის საკითხში გეთანხმები, მაგრამ აი კომორები რამდენად სწორია არ ვიცი, რუსული Коморы-ში ბოლოკიდური ы მრავლობითის ნიშანი არ უნდა იყოს მე მგონი. --ჯაბა ლაბაძე 16:03, 13 ივნისი 2012 (UTC)
- კომორებს, სეიშელებს, მალდივებს და ასეთებს არც მე ვემხრობი, ისევე როგორც ამას. --მიხეილ მიწერა 16:10, 13 ივნისი 2012 (UTC)
- და რაც არის ის რომ დავტოვოთ არა? ქსე-შიც კომორის კუნძულებია--დათო1010 16:28, 13 ივნისი 2012 (UTC)
ქსენია მე მგონი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მობერდა. მაგის გამოცემის შემდეგ ქვეყანას 2001 წლიდან ახალი კონსტიტუცია აქვს, ხოლო 2002 წლიდან ეწოდება კომორის კუნძულების კავშირი (სტატიაში ასე წერია). --ჯაბა ლაბაძე 16:59, 13 ივნისი 2012 (UTC)
- მე კომორის კუნძულებს ვემხრობი. გადამისამართება გაუკეთდეს „კომორის კუნძულების კავშირიდან“. --მიხეილ მიწერა 17:09, 13 ივნისი 2012 (UTC)
- ჩემთვისაც ყველაზე უფრო მისაღები სტატიის ამჟამინდელი სახელია--დათო1010 17:21, 13 ივნისი 2012 (UTC)
მე რატომ დავსვი კითხვა მე მგონი გასაგებია. მაგრამ რატომ ემხრობით ამჟამინდელ სახელს ეს გაუგებარი რჩება. ვემხრობით და მორჩა? ესაა სულ? --ჯაბა ლაბაძე 17:35, 13 ივნისი 2012 (UTC)
- მე უკვე დავწერე და გავიმეორებ, კომორებს არ ვემხრობი (არც სხვა შემთხვევებში მრავლობითებს), ოფიციალურ სახელწოდებას კი არ ვწერთ. აი ამიტომ --მიხეილ მიწერა 17:48, 13 ივნისი 2012 (UTC)
მიშა შენ რომ მაგათ არ ემხრობი ეს იმას ნიშნავს რომ არსებული სათაური სწორია? და კიდევ ერთი, რას ემხრობით და თქვენთვის რაა მისაღები გაამყარეთ რაიმე ოფიციალური წყაროთი. ასე ზეპირად ლაპარაკი არ არგებს ქართულ ვიკიპედიას და ქართველ მომხმარებელს.--ჯაბა ლაბაძე 17:55, 13 ივნისი 2012 (UTC)
- 1. კომორი ვერ იქნება იმ უბრალო მიზეზით, რომ ეს არის კუნძულთა ჯგუფი და არა ერთი კუნძული; 2. კომორები ძალიან უაზრო კალკი ინგლისური სახელწოდებისა, ხოლო კომორის კუნძულები არის ის სახელი რომელიც ზუსტად ერგება ამ ქვეყანას. მე კომორის კუნძულების წყარო უკვე მოვიყვანე და იქნებ შენ მოიყვანო წყარო (არა სხვაენოვანი ვიკიპედია) სადაც წერია კომორი ან მსგავსი სახელი--დათო1010 18:00, 13 ივნისი 2012 (UTC)
ჯაბა ვერ მიგებ. მე ჩემს აზრს გამოვთქვამ და არაფერს არ ვამტკიცებ, მგონი მაქვს უფლება. სწორი გაგება უნდა ამას. დათოს ვეთანხმები. --მიხეილ მიწერა 18:04, 13 ივნისი 2012 (UTC)
წყაროს ეძახი ამ შემთხვევაში გადაბერებულ ქსენიას? :D ისე მალდივის რესპუბლიკა რისგან შედგება თუ იცი? ან კიდევ რომ გადააკვდით ოფიციალური სახელწოდება არ იწერებაო ეს რა არის? წყარო? აგერ ბატონო: ქვეყნის კონსტიტუცია. --ჯაბა ლაბაძე 18:04, 13 ივნისი 2012 (UTC)
დავით სხვათაშორის ეს სტატია შენი შექმნილი ყოფილაააა. :D --ჯაბა ლაბაძე 18:06, 13 ივნისი 2012 (UTC)
- კიდევ ერთი მაინტერესებს სტატია მინდა შევქმნა კომორის კუნძულებზე (არქიპელაგზე) და რა დავარქვა? --ჯაბა ლაბაძე 18:09, 13 ივნისი 2012 (UTC)
- (რედ. კონფლიქტი) რა ვიცი აქ ქსე-ზე სხვანაირად ფიქრობდი. მიკრონეზიის ოფიციალური სახელი მხოლოდ იმითაა განპირობებული, რომ არ აგვერიოს ამაში.--დათო1010 18:11, 13 ივნისი 2012 (UTC)
- სწორად მიმიხვდი დათო. მანდ რომ სხვას მიმტკიცებდით ეგ მაგიტომ დავწერე. მანდ შენც სხვაგვარად ფიქრობდი. :D:D:D:D --ჯაბა ლაბაძე 18:14, 13 ივნისი 2012 (UTC)
საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონში (1989 წ. გვ. 94) წერია: კომორის კუნძულები - კუნძულები; მოზამბიკის ყურე, ინდოეთის ოკეანე. --ჯაბა ლაბაძე 18:12, 13 ივნისი 2012 (UTC)
ხოდა ჩემო დავით რომ არ აგვერიოს ქვეყანა კუნძულებთან ამ ქვეყანასაც ოფიციალური სახელი დავუწეროთ, ხოლო კუნძულებზე სტატიას ახლავე შემოვიტან. --ჯაბა ლაბაძე 18:16, 13 ივნისი 2012 (UTC)
- ინგლისურში: en:Comoros — en:Comoros Islands,
- რუსულში: ru:Коморы — ru:Коморские острова. --ჯაბა ლაბაძე 18:19, 13 ივნისი 2012 (UTC)
ბოდიშს ვიხდი მაგრად ჭედავს ინტერნეტი და განხილვის გვერდის ისტორია ცოტა დავამახინჯე უნებლიედ. --ჯაბა ლაბაძე 18:23, 13 ივნისი 2012 (UTC)
- კარგი გადაწყვეტილებაა. იყოს კუნძულებზე მაშინ ცალკე სტატია. --მიხეილ მიწერა 19:24, 13 ივნისი 2012 (UTC)
მიშა მოდი შევთანხმდეთ რა დავარქვათ სტატიას კუნძულებზე? --ჯაბა ლაბაძე 19:30, 13 ივნისი 2012 (UTC)
- ჩემი აზრით, უბრალოდ კომორის კუნძულები და ორივე სტატიას ეს თარგი {{მრავალმნიშვნელოვნება}} ჩაუჯდეს თავში. --მიხეილ მიწერა 19:41, 13 ივნისი 2012 (UTC)
და ამ სტატიას? --ჯაბა ლაბაძე 19:44, 13 ივნისი 2012 (UTC)
- ოფიციალური სახელი. ისე კი საინტერესოა ცალკე სტატია რომაა ინგლისურში კომორის კუნძულებსა და მათზე მდებარე ქვეყანაზე, სიცილიაზე და სარდინიაზე როგორც მხოლოდ იტალიის რეგიონების შესახებაა სტატიები და არა კუნძულებზე, რამაც თავის დროზე ძალიან დამაბნია. --მიხეილ მიწერა 19:49, 13 ივნისი 2012 (UTC)
ოკ. დაველოდოთ მაინც სხვებსაც. --ჯაბა ლაბაძე 19:54, 13 ივნისი 2012 (UTC)
გადამისამართება
რედაქტირებაროდესაც ძიებაში კომორის კუნძულებს წერ, აქ გადმოყავს, რაც აშკარად არაა სწორი. ეს სტატია არის სახელმწიფო კომორის კუნძულების კავშირის შესახებ, რომელშიც არ შედის მაიოტა (საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი), თუმცა იგი ეკუთვნის კომორის კუნძულებს, როგორც ინდოეთის ოკეანეში მდებარე არქიპელაგს. იქნებ ვინმემ მოხსნას გადამისამართება (თუ სტატია დაიწერება თვითონ კომორის კუნძულებზე, ხომ საერთოდ დიდებული).--Saliner ✉ 12:01, 20 მაისი 2014 (UTC)
- გაკეთდა--GagaVaa 22:51, 17 ივლისი 2015 (UTC)