განხილვა:კოლხური დაფნა

ბოლო კომენტარი: 4 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა გიო ოქრო

კოლხური დაფნა თუ კეთილშობილი (ჩვეულებრივი) დაფნა (ლათ. Laurus nobilis)? --ცანგალა 11:52, 29 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

კეთილშობილი დაფნა, კეთილშობილი დაფნა, დაფნა, კეთილშობილი დაფნა. კოლხური საიდან მოვიდა ვერ ვიგებ. ისე კი, მაგ წიგნში, საიდანაც მომხმარებელი ახდენს სტატიების შემოტანას, ძალიან ბევრი ასეთი ხარვეზია და ქართულთან დაკავშირებული სახელი აქვს მინიჭებული ისეთ რაღაცეებს, რასაც ჩვეულებრივ სხვა რამეს უწოდებენ ქართულ მეცნიერებაში. სახელების მართლწერის კუთხით მაგ წიგნის სანდოობა საეჭვოა. გიო ოქრო 17:50, 29 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
@ლევან ქოქიაშვილი: თქვენი აზრი?--ცანგალა 10:24, 30 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

@@ ცანგალა სამწუხარო ვფიქრობ რომ სრულიად არ აქვს ცოდნა მომხმარებელ "ოქრო გიო" ამ საკითხებზე და აღარ ვაპირებ დისკუსიას. აგერ აქ ჩანს წიგნს რომელიც (FAO)-ს მიერ შექმნილია და დაფინანსა მსოფლიო ბანკმა, ეჭვს უშვებს რომ შეიძლება არასწორი ინფორმაცია იყოს. "გიო ოქრო" მზად ვარ ერთი წიგნი საჩუქრად გადმოგცეთ.--ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 10:31, 30 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

ჩემი აზრით მომხმარებელი:გიო ოქრო საკმარისი წყარო მიუთითა. კოლხური დაფნა — ინტერნეტ სივრცეში არ იძებნება. შეურაცხყოფას მოვერიდოთ. --ცანგალა 10:38, 30 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
მომხმარებელმა ვერ გაიგო რა არის ვიკიპედია. ეს სტატია გადასატანია. სტატიები გორულ ქლიავზე, კულხურ დაფნაზე და მარტვილის ხურმაზე ვერ დაიწერება. ესენი არც ცალკე ჯიშებია და მითუმეტეს არც სახეობები. გიო ოქრო 10:50, 30 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
წინამდებარე საინფორმციო წყაროები რასაც ვიყენებ FAO საქართველოს ადგილწარმოშობასთან დაკავშირებული სასურსათო პროდუქტების ატლასიდანა აღებული. მთავარი მიზანია საქართველოს ადგილწარმოშობის პროდუქტების ცნობადობის ამაღლება და მათი დაცვა, რომელიც კვლევებზეა დაფუძნებული და 2019 გამოცემული. პროექტს ავტორია საერთაშორისო სოფლის მეურნეობის (FAO) წარმომადგენლობა http://www.fao.org/home/en/ მიერ, ქართული მხრიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბილოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია ელკანა, საქპატენტი და მსოფლიო ბანკი იყვნენ ავტორები პროექტის. ამ დროს ერთი ახალგაზრდა "გიო ოქროს" ეჭვი შეაქვს ინფომაციაში, აქ საკითხებზე იმიტომ დავიწყე მუშაობა რომ გასტრონომიის ნაწილში სრული ქაოსია და ჩემი მცდელობა გავმართო ქართული ვიკიპედიის გასტრონომის კატეგორია. აბსოლიტურ უცოდინრობას ამჟღავნებთ და აუცილებლად ვაპირებ მიბმართო ვიკიპედია საქართველოს ბორდს ამის შესახებ.--ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 11:03, 30 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
მომხმარებელმა წარმოადგინა ავტორიტეტული, სანდო და გადამოწმებადი წყარო, შესაბამისად ვთვლი, როგორც წერია წიგნში, ესც უნდა დარჩეს. სამინისტროს და გაეროს სურსათის სააგენტოს მიერ გამოცემულ წიგნზე ნამდვილად ეჭვი არ მეპარება. თუ ცნობილი სხვა სახელწოდებები, სავსებით შესაძლებელია სტატიის ტექსტში მიეთითოს. ხელოვნურად პრობლემებს ნუ ქმნით. --Mehman 97 11:04, 30 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
მეჰმან, კარგად უნდა წაიკითხო ხოლმე რაზეა ლაპარაკი. კოლხური დაფნა სახეობაა? ესე წერია ტექსტში? არა. კოლხური დაფნა არც დაფნის ჯიშია. იგი არის კეთილშობილი დაფნის ის ხეები, რომლებიც კოლხეთში იზრდება. და ამაზე ცალკე სტატია უნდა ეწეროს? მაგ წყაროში, თუკი ვერ შენიშნე, წერია ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე და სავსებით ლოგიკურია, რომ კეთილშობილ დაფნაზე არ დაწერეს სტატია, არამდედ იმ ხეებზე (რომლებიც სახეობა კეთილშობილ დაფნას ეკუთვნის), რომლებიც აქ იზრდება და უწოდეს კოლხური დაფნა, თორემ ეს იგივე კეთილშობილი დაფნაა. ახლა მე რომ დავწერო ქვემო ჭალის ლობიო — იგივეა. ლობიო ლობიოა, ის ქვემო ჭალაში იზრდება თუ მარტვილში. არსებობს სახეობათა განსხვავება, თუმცა კოლხური დაფნა არც სახეობაა და არც ჯიში. ამიტომ, თუკი საკითხი არ გესმით, „როგორც წერია წიგნში, ესც უნდა დარჩეს“ ეს არგუმენტი არ არის. უნდა გავიგოთ ხოლმე წიგნში რა, რისთვის და რატომ წერია. გიო ოქრო 11:34, 30 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
@ლევან ქოქიაშვილი ქართულ ვიკიპედიას ბორდი არ ჰყავს ცნობისათვის. :) გიო ოქრო 11:35, 30 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

გიო ოქრო, სასაცილო მდგომარეობაში იგდებ თავს. შენ ის არ ხარ ქსე-ს აქტიური მხარდამჭერი რომაა? ქსე-ში ვერ ხედავ შეცდომებს და 2019 წელს, რომში გამოსულ წიგნში, ეჭვი შეგაქვს? გავიწყდება ვიკიპედიის უმთავრესი არსი: არსებობს სანდო წყარო? ესეიგი სტატიას არსებობის უფლება აქვს. თავი შეიკავე მომხმარებლის დისკრედიტაციისაგან. ყველა განხილვა აბსურდამდე მიგყავს, რისთვისაც უკვე შესაბამისი ზომებიც გატარდა. მე შენს ადგილზე ამას გავითვალისწინებდი. სტატიაში მოყვანილია სანდო წყარო და არსებობის უფლება აქვს. --Wiki - ჯაბა 12:39, 30 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

@Jaba1977 ეგ სანდო წყარო თუ ნანახი გაქვს? ალბათ არა. მანდ ქართულ აღწერას წინ უძღვის ინგლისური, სადაც ვკითხულობთ: Product name: Kolkhetis dapna (laurel) და Laurel trees (Laurus nobilis) are native to the Colchis. შემდეგ მოსდევს ქართული „პროდუქტის დასახელება: კოლხური დაფნა“ და „კოლხური დაფნა (Laurus nobilis) კოლხეთის“, აგრეთვე „პროდუქტის ტიპი: სანელებელი“. ანუ ამ წყაროში ლაპარაკი მცენარეზეა? არა. ლაპარაკია ამ მცენარისაგან დამზადებულ სანელებელზე. ინგლსურ ვარიანტში საერთოდ კოლხური ხსენებაში არ არის. ქართულში კი კოლხური ეწოდება სანელებელს, პროდუქტს, და არა მცენარეს. ამას ვიძახი მე აქაც და სხვა სტატიებშიც, რომ დაიწეროს ძირითადი სტატია მცენარეზე და მასში ქვეთავად დაიწეროს ამ მცენარისაგან დამზადებული სანელებლის შესახებ. ახლა ისე გამოიყვანე, შენც და ამ მომხმარებელმაც, რომ მცენარე კეთილშობილი დაფნა და ამ მცენარისგან კოლხეთში დამზადებული სანელებელი ერთი და იგივეა. სასაცილო მდგომარეობა რომელია? გიო ოქრო 13:03, 30 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
„საქართველოს ადგილწარმოშობასთან დაკავშირებული სასურსათო პროდუქტების ატლასი, რომი, 2019 გვ., 84“ — საინტერესოა ავტორები. კოლხური დაფნა — ინტერნეტ სივრცეში რატომ არ იძებნება? და კიდევ არც ერთი ენათშორისო ვიკიპედია ლათ. Laurus nobilis კოლხური დაფნას არ უწოდებს. შეცდომები ყველგან ხდება — რომშიც. იხ. ბიოლოგიური ლექსიკონი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა — ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები-ცანგალა 13:15, 30 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
საქმე ისა, რომ თვითონ მაგ წიგნშიც არ წერია, რომ კოლხური დაფნა არის მცენარე. იქ წერია, რომ არის სანელებელი. აქ კი შეცდომითაა შემოტანილი და მერე გადასწორებული. გიო ოქრო 13:19, 30 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
რომელი მეცნიერი საუბრობს იმაზე, რომ კოლხური დაფნა =კეთილშობილი დაფნა (ლათ. Laurus nobilis)? ქართული წყარო სად არის? --ცანგალა 13:43, 30 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
არსად მასე არ წერია. მცენარე კოლხური დაფნა არ არსებობს, არცერთი წყარო არ წერს მასზე. არსებობს სანელებელი. ახლა კი ისე გამოიყვანეს, ვითომ „კოლხური დაფნა =კეთილშობილი დაფნა“. და აბსურდამდე მიყვანაში მე მადანაშაულებენ :) გიო ოქრო 16:16, 30 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
@გიო ოქრო: მე არაფერში არ გადანაშაულებ. საქართველოს ადგილწარმოშობასთან დაკავშირებული სასურსათო პროდუქტების ატლასი ვკითხულობთ გვ. 85-ზე პროდუქტის დასახელება: კოლხური დაფნა. პროდუქტი და არა მცენარე. ლათ. Laurus nobilis შეცდომით არის მითითებული. --ცანგალა 17:03, 30 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
კი ბატონო, მასეა. ინგლისურ ტექსტში, რომელიც ქართულს წინ უძღვის ყველაფერი სწორად წერია. კეთილშობილი დაფნა არის მცენარე, ხოლო კოლხური დაფნა — პროდუქტი (სანელებელი). ცალკე წერა პროდუქტზე მგონი არ არის საჭირო და ერთ სტატიაში გაერთიანება ურიგო არ იქნება. გიო ოქრო 17:06, 30 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
მთავარი სტატია უნდა იყოს მცენარე.--ცანგალა 17:15, 30 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
კი, მეც ასე ვფიქრობ. გიო ოქრო 17:26, 30 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
გვერდ „კოლხური დაფნა“-ზე დაბრუნება.