კოლხური დაფნა, კეთილშობილი დაფნა[1] (Laurus nobilis) — დაფნის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც კოლხეთის დაბლობის მკვიდრია. ამჟამად მას აწარმოებენ სამეგრელოში, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტში; იმერეთში — ქუთაისში, სამტრედიის, ვანისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში; გურიაშიოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.

რეგიონისთვის დამახასიათებელ ზომიერ, ნოტიო კლიმატის პირობებში დაფნის ხეები უძველესი დროიდან ბუნებრივ ტყებშიც იზრდება და კულტურული ფორმით აშენებდნენ. დაფნის ფოთოლს ორ წელიწადში ერთხელ კრეფენ. საბჭოთა პერიოდში მრავლად იყო დაფნის ბაღები; დაფნის მშრალი ფოთოლი ექსპორტზე გაქონდათ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყნებში, უმეტესად რუსეთში.

მცენარე მეტად ფასეულია, რადგან მისი მდიდარი არომატების ნაზავი განსაკუთრებულ გემოს და სურნელს ანიჭებს არაერთ ტრადიციულ კერძს. სპეციფიკური არომატისა და სურნელის გამო დაფნის ნედლი და გამხმარი ფოთოლი გამოიყენება კულინარიაში. მას იყენებენ წვნიანი კერძების, სტეიკისა და მწვანილების შესაკაზმად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გაყიდვები შემცირდა და დაფნის ფოთლის წარმოება მრავალმა ფერმერმა შეწყვიტა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დაფნის ფოთლის მზარდი საექსპორტო ნოტენციალის გამო, მისი წარმოება კვლავ იზრდება. ექსპორტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, დაფნის ფოთოლის გარდა, დაფნის ზეთის წარმოებაც დაიწყეს..

ლიტერატურა

რედაქტირება