განხილვა:თემურ ხუბულური

ბოლო კომენტარი: 4 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Melberg

რატომაა ინგლისურ და რუსულ ვიკიპედიებში თენგიზის სახელით? მოდი დავუწეროთ განხილვაზე. --მიხეილ მიწერა 10:41, 22 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

აქაც რომ არის ვიკრიჭები ვიკრიჭები ვიკრიჭები --H.McC. (მომწერეთ) 10:49, 22 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

ჰო, და ალბათ მაგის თანახმად წერია ინგლისურშიც და რუსულშიც, არადა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გვერდზე და „რადიო თავისუფლების“ სტატიაშიც თემური წერია (არც აქ იძებნება რამე). — BruTe () 11:22, 22 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი
ქსე-ს ტ. 11. გვ. 512. თემურ "ყარამანოვიჩ" ხუბულური. რუსები როგორც იტყვიან ხოლმე :)--ოთოჯი / მომწერე 11:27, 22 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი
ჩავამატე პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდები, სადაც თენგიზი წერია.--ცანგალა 10:00, 19 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
უფრო ცნობილი რომელი სახელითაა? გიო ოქრო 10:14, 19 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდები მეორე სახელს არ უთითებენ.--ცანგალა 11:05, 19 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
ენათშორისო ბმულებს პოლონურის გარდა ყველას თენგიზი უწერია. გასასწორებელია ქართულ ვიკიპედიაშიც.--ცანგალა 11:41, 19 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
ეგ გვერდები, სავარაუდოდ, ოფიციალურს უთითებენ. გიო ოქრო 11:47, 19 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
ყველაზე ახალი მაინც საქართველოს პარლამენტის გვერდია.--ცანგალა 13:05, 19 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
თემურით უფრო ცნობილია მგონი. გიო ოქრო 19:34, 6 მაისი 2020 (UTC)პასუხი
რას ნიშნავს მგონი? იხ. დაჩი ბერაია და ნახავ პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდები მეორე სახელს როგორ უთითებენ.--ცანგალა 19:48, 6 მაისი 2020 (UTC)პასუხი
პირადად თემური გამიგია უფრო, ეს ვიგულისხმე. ინტერნეტშიც თემურზე უფრო მეტი შედეგი ამოდის, ვიდრე თენგიზზე. აგრეთვე იხ. თემურ ხუბულური, ესეც ბიოგრ. ლექსიკონია. მაგალითად, როდესაც ლიზა ჩერქეზიშვილის სტატიას ვეძებდი და ვერ ვნახე, გამიკვირდა რატომ არ გვაქვს-მეთქი და თურმე ელისაბედით გვიწერია, რომლითაც ძალიან ბევრი არ იცნობს :) გიო ოქრო 20:27, 6 მაისი 2020 (UTC)პასუხი
პირადად? საზოგადოება როგორ იცნობს. სპორტული გვერდი თემურით არის, ხოლო პოლიტიკა, რომელიც უფრო ახალია თენგიზით. ამ დროს ყველა უცხოენოვანიც თენგიზით წერს (პოლონეთის გარდა). ჩემი აზრით თემური უნდა გადამისამართდეს თენგიზზე. დაველოდოთ სხვებსაც. ისე თუ მიაქციე ყურადღება ბიოგრაფიულ ცნობებში (სპორტული და ჩვეულებრივი) დაბ. თარიღებიც სხვადასხვაა. იმედია გაასწორებენ.--ცანგალა 07:30, 7 მაისი 2020 (UTC)პასუხი
საზოგადოებაში როგორ უფრო ცნობილია? სპორტსმენი თუ პოლიტიკოსი? მგონი პირველი. პიროვნება შეჯიბრებებზე ოფიციალური სახელით გადის, ამიტომ სორტულ ანგარიშებში (უცხოურში) ხვდება ამავე სახელით. თუმცა, ქართულ ლიტერატურაში (მ. შ. სპორტულში) გვხვდება თემური, ამიტომ საფიქრებელია, რომ ამ სახელითაა ცნობილი. გიო ოქრო 08:15, 7 მაისი 2020 (UTC)პასუხი
და დაბადების თარიღებზე რას იტყვი? საზოგადოებაში რომელია ცნობილი პოლიტიკური თუ სპორტული? და კიდევ უცხოურს კი არ უნდა დავეყრდნოთ (ვგულისხმობ სპორტულ ანგარიშებში (უცხოურში) ), არამედ ქართულს. ქართული კი როგორც ვართ შეთანხმებულები უკანასკნელს ვეყრდნობით (ამჟამად კი პოლიტიკურია). -ცანგალა 08:42, 7 მაისი 2020 (UTC)პასუხი
უკანასკნელ ქართულ ლიტერატურაში თემური წერია. გიო ოქრო 08:48, 7 მაისი 2020 (UTC)პასუხი
რომელს გულისხმობ? მე პოლიტიკას ვგულისხმობ, სადაც 2016 წლიდან არის .--ცანგალა 08:53, 7 მაისი 2020 (UTC)პასუხი
ქართული სპორტის ოქროს წიგნი (2013). დოდო აბაშიძეც რომ გამხდარიყო პარლამენტარი, მასაც დავითად დაწერდნენ :) გიო ოქრო 09:13, 7 მაისი 2020 (UTC)პასუხი
გეთანხმები, დოდო აბაშიძესაც დავითად დაწერდნენ, მაგრამ იხ. [1], სადაც წერია ოფიციალური სახელი:დავით აბაშიძე. ან იხ. [2] დაჩი ბერაია. ხუბულურის დაბადების თარიღებზე რას იტყვი? როდის აღნიშნავს როგორც თემური თუ როგორც თენგიზი?--ცანგალა 09:43, 7 მაისი 2020 (UTC)პასუხი
ოფიციალურად დაბადებულია 28 მაისს. ჩვენ ორივე უნდა დავწეროთ. დაბადების ადგილად დეკლარაციაში გორი უწერია (ე. ი. ესეც ორივე უნდა დაიწეროს). თვითონ როდის აღნიშნავს, არ ვიცი. გიო ოქრო 10:27, 7 მაისი 2020 (UTC)პასუხი
ეს პიროვნება ცოცხალია და შეგვიძლია შევეკითხოთ. შენსას ვერ გაიგებ სახელი ერთი ვებგვერდიდან, ხოლო დაბ. მეორე ვებგვერდიდან.--ცანგალა 11:44, 7 მაისი 2020 (UTC)პასუხი
დეკლარაციაში თენგიზი უწერია.--ცანგალა 12:08, 7 მაისი 2020 (UTC)პასუხი
დეკლარაცია ოფიციალური დოკუმენტია და ოფიციალური სახელი წერია. „სახელი ერთი ვებგვერდიდან, ხოლო დაბ. მეორე ვებგვერდიდან“ — დაბადების ორი სხვადასხვა თარიღია და ამიტომ სწორად მიმაჩნია ორივეს დაწერა. ესაა და ეს. გიო ოქრო 18:16, 7 მაისი 2020 (UTC)პასუხი
მემგონი ეს ის შემთხვევაა, როდესაც ორივე სახელისა და ორივე დაბადების თარიღის ჩაწერა შეიძლება.--Melberg მიწერა 18:22, 7 მაისი 2020 (UTC)პასუხი
@Melberg: კიდევ კარგი დროზე ჩაერიე. ისე ეს პიროვნება ცოცხალია და შეგვიძლია პირადად შევეკითხოთ. --ცანგალა 18:26, 7 მაისი 2020 (UTC)პასუხი
ისეთი სიმეტრია დამყარდა ამ განხილვაში, რომ ჩარევაც დამენანა) ვეცდები გავარკვიო. --Melberg მიწერა 18:28, 7 მაისი 2020 (UTC)პასუხი
კი, ორივე უნდა. თენგიზ (თემურ) ხუბულური (როგორც ვაკეთებთ სხვა სტატიებში) და ორივე თარიღი. გიო ოქრო 18:32, 7 მაისი 2020 (UTC)პასუხი
და ძირითადი სათაური რომელი იქნება? შვილსაც თემური ჰქვია. მე მეგონა მაგაზე გვქონდა კამათი. 😊--ცანგალა 19:14, 7 მაისი 2020 (UTC)პასუხი
თემური, ჩემი აზრით. გიო ოქრო 19:30, 7 მაისი 2020 (UTC)პასუხი
ოღონდ ის ბაბილონის უკუღმა გოდოლი ხელახლა არ ააგოთ და შეთანხმდით რამეზე 😂 — Mikheil მიწერა 19:37, 7 მაისი 2020 (UTC)პასუხი
შეთანხმდით არა — შევთახმდეთ. Melberg-მა ვეცდები გავარკვიო. ასე რომ დაველოდოთ.--ცანგალა 20:10, 7 მაისი 2020 (UTC)პასუხი

@Melberg:— რამე გაარკვიე?--ცანგალა 12:38, 13 მაისი 2020 (UTC)პასუხი

კი - ორივე სახელია სწორი. ერთი ოფიციალურია, მეორე - უფრო ხშირად გამოყენებული. ამიტომაც ჩავამატე სტატიაში მეორე სახელი.--Melberg მიწერა 13:03, 13 მაისი 2020 (UTC)პასუხი
გვერდ „თემურ ხუბულური“-ზე დაბრუნება.