თენგიზ (თემურ) ხუბულური (დ. 24 აპრილი, 1955, გორი) — ქართველი ძიუდოისტი, მწვრთნელი, პოლიტიკოსი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1978). საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1979).[2]

თენგიზ (თემურ) ხუბულური

მოსკოვის ოლიმპიური თამაშების პრიზიორთა დაჯილდოების ცერემონია ძიუდოს 95 კგ. წონით კატეგორიაში: მარჯვნივ დგას თემურ ხუბულური
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 24 აპრილი, 1955 (1955-04-24) (69 წლის)
დაბ. ადგილი გორი, საქართველოს სსრ, სსრკ
სიმაღლე 185
წონა 95
სპორტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ჭიდაობა
სახეობა ძიუდო
მწვრთნელი გურამ პაპიტაშვილი[1]
ჯილდოები სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
მედლები
ძიუდო
ოლიმპიური თამაშები
ვერცხლი მოსკოვი 1980 -95 კგ.
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო პარიზი 1979 -95 კგ.
ოქრო მაასტრიხტი 1981 -95 კგ.
ევროპის ჩემპიონატი
ოქრო კიევი 1976 -93 კგ.
ოქრო ბრიუსელი 1979 -95 კგ.
ვერცხლი დებრეცენი 1981 -95 კგ.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე აიღო ვერცხლის მედალი 95 კგ. წონით კატეგორიაში. მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი (1979, 1981), ევროპის 2-გზის ჩემპიონი (1976, 1979) და ვერცხლის პრიზიორი (1981). ასევე ევროპის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1977). ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მე-3 პრიზიორი (1974) და ევროპის ჩემპიონი (1975). საბჭოთა კავშირის ხალხთა VI სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი (1979), საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1979, 1982), საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1976).

თემურ ხუბულურის შედეგები 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზე

რედაქტირება
  • 1/16-ფინალი: დარიუშ ნოვაკოვსკი (პოლონეთი) — მოგება
  • 1/8-ფინალი: დანიელ რადუ (რუმინეთი) — მოგება
  • 1/4-ფინალი: დიტმარ ლორენცი (გდრ) — მოგება
  • 1/2-ფინალი: როლანდო ხოსე ტორნესი (კუბა) — მოგება
  • ფინალი: რობინ ვან დერ ვალე (ბელგია) — წაგება

პოლიტიკური საქმიანობა

რედაქტირება

2012–2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

2016–2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[3]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • დიმოვი, იან, საქართველოს ფალავნები, თბ.: საბჭ. საქართველო, 1987. — გვ. 221–229. 268 გვ.

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება