განხილვა:ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Lika2672 თემაში დაზუსტებები

Untitled

რედაქტირება

თემის საკრებულოს და სოფლის საკრებულო ჩამონათვალში მგონი შეცდომებია..1) წერია ჯიხაკარი და უნდა ჯიხაკარი 2. ჩხორიის წითელი ბმული გადადის სტატიაზე სახელად ჩხორი.არადა ამ სოფელ ჩხორია ჰქვია.. --ლიკა 17:32, 3 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

როგორც ამიხსნეს სოფლის საკრებულოები აღარ არსებობს. ამიტომ სტატიიდან საერთოდ ამოსაღებია.--ცანგალა () 17:43, 3 ივნისი 2009 (UTC)პასუხი
ჯიხასკარი - ქსე, ტ. 11, გვ. 569, თბ., 1987 სოფ. ჩხორია - და არა ჩხორი - ქსე, ტ. 11, გვ. 178, თბ., 1987 როდის შეიცვალა სოფლების დასახელება?--ცანგალა () 17:49, 3 ივნისი 2009 (UTC)პასუხი
მმართველობა უნდა დარცეს, საუბარია მხოლოდ საკრებულოებზე. დაველოდოთ სხვების აზრსაც.--ცანგალა () 17:51, 3 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ჯიხაშკარი და ჯიხაშკარი (ისტორია)--ლიკა 18:00, 3 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ქსე არის სპეციალისტების მიერ შექმნილი. აი რას ვკითხულობთ შენს მიერ მითითებულ ერთ-ერთ ვებ-გვერდზე: ...ერთ-ერთს უკითხავს მეგრულად _ "სო რე ჯიხაშ კარ", "სად არის ჯიხას კარიო?". აქედან გამომდინარე მეგრულად არის ჯიხაკარი და ქართული სალიტერატურო ენის მიხედვით ჯიხაკარი. ეს კი არის ქართული ვიკიპედია და არა მეგრული . --ცანგალა () 18:28, 3 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ხოო, მაგრამ ასე რატომ არ არის სოფელ ყულიშკარის შემთვევაში, ანუ რატომ არის ყულიშკარი და არა ყულისკარი? ესეც ხომ ანალოგიური შემთხვევაა? ან კიდევ რატომ არ არის გრიგოლისი და არის გრიგოლიში, არის ჭკადუაში და არა ჭკადუასი?ესენი თითქმის ერთი და იგივე საკითხია --ლიკა 13:51, 4 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ჩემის მოკრძალებულის აზრით, ჯიხაშკარი საკუთარი სახელია და უნდა დარჩეს ამგვარადვე. რაც შეეხება მართლწერას, აქ ერთმანეთს ეცილება გრამატიკა და ტრადიცია, და ზოგან რა იმარჯვებს და ზოგან რა. ამიტომაა, ერთ წესს ყველაფერი არ ემორჩილება.– Rastrelli F 14:19, 4 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

მომხმარებელ რასტრელს ამ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები. ჩემი აზრით ვიკიპედიაში ისევე როგორც ყველა ენციკლოპედია უნდა შეიქმნას ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით. და გადამისამართებით მომხმარებლებმა მისი სწორი სახელი უნდა ისწავლონ. მაშინ რატომ გაქვს პარიზი და არა პარი?
სამწუხაროდ ყულიშკარი ინფორმაცია ვერ მოვიპოვე. სოფელი დიდი ხანია არსებობს? გრიგოლიი - ქსე, ტ. 3, გვ. 268, თბ., 1978, ჭკადუაი - ქსე, ტ. 11, გვ. 403, თბ., 1987. თუ რატომ არის ასე ამა თუ იმ სახელებში ეს უკვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა კომისიამ გადაწყვიტა აკაკი შანიძის თავმჯდომარეობით. ცანგალა () 17:23, 4 ივნისი 2009 (UTC)პასუხი
პირიქით ცანგალა, მე გეთანხმები, რომ უნდა გაკეთდეს არსებული ნორმებით. თუ რატომაა ერთი ისე, მეორე კი ასე (ლიკას შეკითხვა), ამას უკვე გავეცი პასუხი. :). R. 17:38, 4 ივნისი 2009 (UTC)

რა საოცრებებს წერთ ადამიანებო?! რაის სალიტერატურო ნორმები, გრამატიკა–მართლწერა გინდათ ტოპონიმებთან მიმართებაში?! რას ქვია 'ჯიხაშკარი' მეგრულია და ქართულად 'ჯიხასკარი' უნდა დაიწეროს, ან 'პარი' რატომ არ გვაქვს? ........ ვავა! მაშინ მთელი დასავლეთ საქართველოს მეგრულ(ლაზურ)–სვანური (აფსუურზე რომ არაფერი ვთქვათ) ტოპონიმიკა, ჰიდრონიმიკა უნდა ვთარგმნოოთ ქართულად? მაშინ 'ჯიხაშკარი' 'ციხისკარი'–დ ვთარგმნოთ, 'ზუგდიდი' – ბორცვდიდი, 'ოჩამჩირე' – ვრცელსაყანეთი, 'წყალტუბო' – წყალთბილა, 'ლანჩხუთი' – საძროხე, 'ჭუბურხინჯი' – წაბლახიდა, 'ხუმუშქური' – ხმელვაშლა – მოგწონთ? :)) მაგარია!!! ან რუსულ/ინგლისურ/ფრანგულ/ზანზიბარულ/... ვიკიპედიებში რაღა ვქნათ? – კაშტანნი მოსტ? კრეპოსტნი დვერ(ან უკიდურეს შემთხვევაში 'ჯიხოვიი კარ')? ტიოპლიე ვოდი? greathill/grandcolline(ნუ, ზუგდიდი–ს პონტში)........ ? ამაზე ერთი ანეკდოტი გამახსენდა: ჭუბურხინჯი სოფელია გალის რაიონში და მანდაური დევნილი მოსკოვში მოხვდება. მილიცია დააკავებს. ეკითხებიან: 'ოტ კუდა ტი?' ჭუბურხინჯელი პასუხობს: 'გალьსკი რაიონ, სელьო კაშტანი მოსტ!' – აი ეგ კაცი იცავდა 'რუსულ სალიტერატურო ნორმებს', ჩვენც მასე ვქნათ?--Otsoa 20:18, 20 სექტემბერი 2009 (UTC)--Otsoa 20:28, 20 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

თქვენ არასწორად გაიგეთ დისკუსია. ჩვენ არ ვთარგმნით. ამ სტატიას სათაური აქვს „ჯიხასკარი“ უბრალოდ იმიტომ, რომ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია სოფელს ამ სახელით მოიხსენიებს. სახელის შეცვლისთვის ჯერ მოიყვანეთ სხვა ახალი სოლიდური წყარო. - Island 07:11, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ვშიშობ, ძალიან კარგადაც გავიგე! ქსე–ში საქართველოც 'საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა'–დ არის მოხსენიებული; ლენინი – კაციობრიობის მამად; ჩეხეთი – ჩეხიად, სერბეთი – სერბიად, სლოვაკეთი – სლოვაკიად და ბევრი ეგეთი მოძველებული და ბრიყვული(ნუ, იმ დროისთვის აუცილებელი) ცნობები! თუ თქვენ აქ ვიკიპედიას ნაცვლად ქსე–ს ელ.ვერსიას ქმნით, კი ბატონო! 1000...%–იანი ხართ და მე მისამართი შემშლია! სოლიდური წყაროო, რომ ახსენებთ, მიპასუხეთ, თქვენ, მაგალითისთვის სიტყვა ღორი–ს რატომ გამოთქვამთ ასე და არა ვთქვათ ღვერი? იმიტომ, რომ ამ ცხოველს ასე ქვია, და ეს მოკვდავთაგან არავის დაუდგენია, არც ერთ კომისიას, და რედკოლეგიას. უბრალოდ ესეა! თქვენ (და ვინმეს) თუ ამ სოფლის სახელი არ მოგწონთ, ეგ სხვა საკითხია! მას 'ჯიხაშკარი' ქვია და თუ სადმე 'ჯიხასკარი' წერია, შეცდომაა და შეცდომის კოპირება მეორე შეცდომაა, მით უმეტეს, თუ ამის შესახებ ცნობილია – ძალიან დიდი შეცდომა! (უფალო შემინდე!) და ქსე 'ათი მცნება' არაა, მოსეს დაეწერა უშეცდომოდ! გეტყობათ, ძალიან ბევრს შრომობთ ამ ვიკიპედიის სრულყოფისთვის! მიხარია და მინდა ქართული საუკეთესო იყოს სხვა ვიკებს შორის! --Otsoa 11:14, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი


მართლა საოცრებები წერია აქ :). მეგრული ტოპონიმიკა ქართული ენის სალიტერატურო ნორმებით გადათარგმნილი -- მარაზმია. ვიღაცას უცდია სამეგრელოში ადგილობრივი სახელების გაქართულება. ჯიხაშკარი მე სულ ამ სახელით მახსოვს. ამ შემოდგომით გზად რომ მოვხვდები ფირნიშას სურათს გადავუღებ :). საინტერესოა "ტყვარჩელი" როგორ აქვთ გაქართულებული? - ალ-ო      @ 11:23, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ჩხოროწყუ=ცხრაწყარო.  -- იორგი(საუბარი) 11:38, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

სანამ რამე სტატიას შევუცვლით სახელს - შეთანხმებულები ვართ ჩაიწეროს სტატიის განხილვის გვერდზე წყაროს მითითება - ეს ერთი. მეორე ქსე რედკოლეგიას ძალიან ბევრი მუშაობა აქვს ჩატარებული და ასე ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის. თანამედროვე უკეთესი წყარო მოიტანეთ. მაგ. კატეგორიის განხილვა:ენათა ოჯახები ახალი ნორმების წარმოდგენის შემდეგ შეიცვალა. აქ სასაცილოს ვერაფერს ვხედავ. აგრეთვე ჯიხასკარი წერია რუკაზე „ზუგდიდის რაიონი“ - ქსე, ტ. 4, გვ.541, თბ., 1979. მე პირადად აკაკი შანიძის ღვაწლს ძალიან ვაფასებ, რომელსაც დიდი დამსახურება აქვს ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენაში. მომხმარებელი:Otsoa-მა ჯერ წყაროები მოიტანოს და შემდეგ გადაამისამართოს. ამაზე ვიკიპედიაში შეთანხმებულები ვართ. რაც შეეხება ტყვარჩელს და ჩხოროწყუს - ქსე-ეს მიხედვით ტყვარჩელია (ქსე, ტ. 10, გვ. 86თბ. 1986) და ჩხოროწყუ (ქსე, ტ. 11, გვ. 178, თბ., 1987). რუსებმა ტყვარჩელს სახელი შეუცვალეს ru:Ткуарчал (город). ყველა ნორმალურ სახელმწიფოში არსებობს სალიტერატურო ენის ნორმები. ამიტომ ჩვენც ასევე მოვიქცეთ. პატივი ვცეთ ნორმებს, კანონებს, წესებს და ა. შ. თუ რამე შესაცვლელია - ენათმეცნიერები ჩვენზე უკეთ მიხედავენ მას. რადგან ამჟამად სხვა წყარო არ გვაქვს, ხოლო ქსე-ში რუკაც და ტექსტში წერია ჯიხასკარი სტატიას ვაბრუნებ უკან - დაველოდოთ ახალ წყაროს.
პ.ს. ჩეხეთი, სერბეთი, სლოვაკეთი - ეს ცენტრალურად შეიცვალა მათი ნორმები და ამიტომ შეიცვალა.
 
„...ეგეთი მოძველებული და ბრიყვული(ნუ, იმ დროისთვის აუცილებელი) ცნობები! ... “

- ამჟამად როგორ იქმნება ცნობები. უკეთესად? ერთი რომელიმე ცნობის შესახებ მითხარით. ცანგალა () 13:04, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ქსე–ს რედკოლეგიის და შანიძის საწინააღმდეგო არაფერი ამქვს. ან როგორ შეიძლება მქონდეს? უბრალოდ, ვამბობ, შეცდომაა მეთქი! ძველიც, თანამედროვეც და მარადიული (სანამ გაქაჩავს!) წყაროც თავად სოფლის მოსახლეობაა, რომელიც ამ დასახლებას 'ჯიხაშკარი'–თ იხსენებს დაარსებიდანვე. მეორე: – სო რე ჯიხაშ კარი? თქმულებაა და არა რეალობა. მასე 'ყულიშაკარი' და ათასი სხვა კარი–ც სო რე ყულიშ/... კარი? ყოფილა. მეგრულად 'კარი'–ს ასევე სამლოცველო ადგილის, სამლოცველოს სამყოფლის დატვირთვა ჰქონდა. სწორედ ამას აღნიშნავს ის 'მანცხვარი კარი', 'ყულიშ კარი', 'ალერტ კარი', 'ჩიჟაშ კარი', 'წკელ კარი', ...–ში და არა რამე შესასვლელი კარი–ს. ქსე–ც ვიკიპედიის კონსტიტუციად გაგიხდიათ! შანიძე და კომპანიაც ჩვეულებრივი მოკვდავები იყვნენ. შეცდომებისგან და ამ შეცდომების ბეჭდვისგან არავინაა დაზღვეული. თუმცა, მგონია, სადაც შესაძლებელია, იქ შეცდომა უნდა გამოსწორდეს, ვისი დაშვებულიც და მით უმეტეს – დამტკიცებულიც არ უნდა იყოს! თან, რახან ქსე–ში ეგრე წერია, ყველაფერზე კვერი კი არ უნდა დავუკრათ! სიტყვასიტყვით არ ღირს მანდედან გადმოწერა და როგორც ვთქვი, აქ მისი ელ.ვერსიის შექმნა. წყაროს ისეთ რამეზე მთხოვთ, რაც ბუნებაში (გარდა ზემოთქმულისა) არ არსებობს! მე მეგრელი ვარ, არავისგან, არასდროს არ გამიგია 'ჯიხასკარი'. პირიქით, როცა ეგეთებს (+ჭითაწყარი –ჭითაწყალი/ჭითაწყარო ...) ტელევიზიით აცხადებენ, ადგილობრივები კაი ხოშიანად ბჟირდებიან! (ამ წუთას გამოაცხადა ერთ-ერთმა კურიერელმა 'ზარაგოზა'–ო! ეს 'ს' მაინც არ გვქონდეს!). ის მაინც ქენით, სტატიისას გვერდით მიუწეროთ ჯიხაშკარი ფრჩხილებში ან გაბოლდებული. ცნობების სიზუსტეს და ბრიყვულობას რაც შეეხება: – ბრიყვს (და შეცდომას) დრო და ხანი ვერ შეაჩერებს. უბრალოდ, ის იქნება დასანანი, სიბრიყვის (და შეცდომის) გამოსწორება თუ არ მოხდა და ისევ სიბრიყვეს (და შეცდომას) მივყევით! შანიძეზე (და საერთოდ კონკრეტულ პიროვნებაზე) უფრო დიდია (ნებისმიერი) ენა (მისი ნორმებითურთ) და პირველ რიგში სწორედ მას უნდა ეცეს პატივი! ჩეხეთი, სერბეთი და სლოვაკეთი: – ცენტრალურად რას ნიშნავს? ვინ გადაწყვიტა, სერბიის ნაცვლად სერბეთი ეხმარა? ან კიდევ დონეცკის 'შახტიორი'–ს ნაცვლად 'შახტარი'? რომელი 'ცენტრი' მუშაობს ამაზე? თუ მართლა ვინმე და რამე ეგეთი არსებობს, ალბათ ხმაც მიგიწვდებათ და მიმართეთ აქ განსახილველი შეცდომის შესახებ. აქვე მეორე – მონათესავე თემას მინდა შევეხო: მაგალითისთვის – სამეგრელოს ბევრი სოფლის სახელი იწერება მეგრულს ბოლოში ქართული სუფიქსის (თუ რაცაა) დართვით: 'ნაგვაზუ' – 'ნაგვაზავო', 'ლეხაინდრე' – 'ლეხაინდრავო' და მსგავსი, რაც ორივე – ქართული და მეგრული(–!) სალიტერატურო ენობრივი ნორმების უხეში დარღვევაა; თან აღსანიშნავია, რომ ეს ყველა ტოპონიმთან მიმართებაში არ ხდება. საინტერესოა, რა კრიტერიუმებით ირჩევენ 'გადასაქართულებელ' მეგრულ სახელებს? და კომისია, თუ ცენრტი, რომელიც ამას ამტკიცებს, ...მაგაზე მოგახსნებდით სწორედ, სიბრიყვეზე საუბრისას. ენის ყალბი(არასწორი, მცდარი,...) ნორმების დადგენა და აღიარება მისი პატივისცემა კი არა, შეურაცხყოფაზე მეტია! ნება (რატომღაც!) თქვენია. გნებავთ, ჯიხასკარი წერეთ და გნებავთ, ჯიხაჭკარი. უბრალოდ, სადაც და ვის მიერადაც არ უნდა დაიწეროს, – შეცდომა იქნება!--Otsoa 19:00, 21 სექტემბერი 2009 (UTC)--Otsoa 19:09, 21 სექტემბერი 2009 (UTC) 'რუსებმა ტყვარჩელს სახელი შეუცვალეს'–ო: – ვავა, ჩქიმი ცოდა!!! :( და მაგ 'ტკუარჩალ'–ს წერთ რუსულ შესაბამისობებში?! –მეორე 'ვავა!'; ეგ სახელი აფსუებმა შეცვალეს! ..და მათ საერთოდ საქართველო შეცვალეს! რა ვჰსქმნათ ახლა?! მივდგეთ და ჩვენც უაფხაზეთო–უსამაჩაბლოო საქართველოზე ვწეროთ და რუკაც ეგეთი დავდოთ?! –მილიარდობით 'ვავა!'..................................--Otsoa 19:17, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

სახლში მაქვს საქართველოს ზოგადგეოგრაფიული რუკა გამოცემული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ 2005 წელს და წერია ჯიხაკარი და არა ჯიხაკარი--დათო_დათო   19:20, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ჰო და მაგას ვ–ღ–ა–ღ–ა–დ–ე–ბ, რომ შეცდომაა მეთქი! ნუ გადამრიეთ ადამიანებო! რა მნიშვნელბა აქვს შეცდომას ვინ დაუშვებს?! რაღაცის შეცდომილობა–შეუცდომლობა მისი ავტორის ვინაობით ისაზღვრება?!--Otsoa 19:34, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

აქვე მინდა დავწერო ყულიკარის შესახებ. ქსე-ში რასაკვირველია წერია საქართველოს სსრ პერიოდის სახელი ორჯონიკიძე (ყოფ. ყულისკარი) და არა ყულიკარი. - ქსე, ტ. 7, გვ.590, თბ., 1984. ტელევიზიის საშუალებით სტამბლსაც ვკითხულობთ, მაგრამ სტამბლია ქართული სალიტერატურო ენის მიხედვით. ავტორს დიდი მნიშვნელობა აქვს ეს შანიძეა თუ ცანგალა მგონი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს შეცვლა კი - ეს კიდევ სულ სხვა თემაა.ცანგალა () 19:48, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

მოგეწონებათ, რუსმა ჯიხაშკარი 'დჟიხოვი კარ' ან 'დჟიხინა კარ'–ად, ლაითური 'ლაიტოვიი'–დ, დედოფლისწყარო – 'დედოfლოვი/დედოფლინა ცკარო'–დ დაამახინჯოს? მერედა კიდევ, თუ ტელევიზიის სტამბული–ა შესასწორებელი, სხვა შეცდომა გავატაროთ? შანიძის და ცანგალას შეცდომა ერთნაირად ვერ შეფასდება ...ალბათ! შანიძეს მეტი მოეთხოვებ/ოდ/ა. ისეთი აზრით ვიყავი, რომ ამ ელექტრონული ენციკლოპედიის მიზანი მკითხველისთვის მართებული ინფორმაციის მიწოდება იქნებოდა და არა მე ასე მინდა და შეცდომების ასეთივე სახით მიწოდება! ცუდია ძალიან! შეცდომა კიდევ ოქროს ასოებითაც რომ დაწერო, შეცდომა იქნება! რაზე მეკამათებით, ვერ გავიგე.... გეუბნებით, შეცდომაა მეთქი და თქვენ მიმტკიცებთ: – ეგ შეცდომა სწორია–ო! .....--Otsoa 20:07, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ოტსოა, მოიყვანე წყარო, რომ ჯიხასკარი უფრო სწორია, ვიდრე ჯიხაშკარი და მორჩება კამათი. სოფლის მოსახლეობა როგორ იხსენიებს სოფელს ეს წყარო არაა. ჯერ-ჯერობით ორი წყარო იყო დასახელებული, ქსე და გარემოს დაცვის სამინისტროს რუკა. რა თქმა უნდა, ქსე-ს უნდა მიენიჭოს უპირატესობა ასეთ დროს. გარდა ამისა, იხილეთ ეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სამხარეო ადმინისტრაციის ოფიციალური ვებ-გვერდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განყოფილებაში ჩამოთვლილია სოფლები, მათ შორის "ყულიშკარი" და "ჯიხაშკარი". --გრიგოლ 20:24, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
სამეგრელო - ქართულად (ე. ი. ქართული სალიტერატურო ენის მიხედვით), სამარგალო - მეგრულად (მეგრული ენა, დიალექტით - ასე იმიტომ დავწერე, რომ კამათი მიმდინარეობს მეცნიერებს შორის). მე იმას კი არ გეუბნებით, რომ შეცდომაა, არამედ ქართული სალიტერატურო ენის მიხედვით ჯიხაკარია, ხოლო მეგრულად ჯიხაკარია. ხოლო ენციკლოპედია ივსება ქართული სალიტერატურო ენის ნორმებით და არა დიალექტებით. ცანგალა () 20:26, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

გრიგოლის მიერ მოყვანილი ვებ-გვერდზე მეგრულად წერია და არა ქართული სალიტერატურო ენის მიხედვით. ვებ-გვერდს საქართველოს გერბიც კი ძველი აქვს.--ცანგალა () 20:29, 21 სექტემბერი 2009 (UTC) ოჩოა – ასე იკითხება. :)) 'ჯიკაკარი'–ს მართებულობას ვიღაცის (თუნდაც ლინგვისტის) სურვილის გარდა, არაფერი და ვერაფერი ამტკიცებს! სოფლის მოსახლეობა კია არა, მთელი სამეგრელო ასე იცნობს მაგ სოფელს. ჯიხაკარი ამ სახელის არც თარგმანია და არც ქართული სალიტერატურო ნორმების დარაჯი. მეათეჯერ ვიმეორებ – უბრალოდ შეცდომაა! და რაღა მნიშვნელობა აქვს, ეს შეცდომა საიდან იქნება გადმოწერილიიიიიიიიიიი.....! ცანგალა, მეგრულად წერია–ო რომ ამბობ, და ქართულად ჯიხასკარის რომ წერ, ცრუთარგმანი გამოგდის და არა რაიმე ენობრივი ნორმის დაცვა! თქვენ როგორც მოგესურვებათ, ისე წერეთ. უბრალოდ, სამწუხაროა, სხვაგან არსებულ შეცდომას ხალხი აქაც ისევე რომ წაიკითხავს!--Otsoa 20:44, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ცანგალა, იმ საიტთან დაკავშირებით მართალი ხარ. [1] ეს კიდევ სხვა ვიპოვე. აქ წერია "ჯიხასკარი" და "ყულიშკარი". ეს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური დოკუმენტია. საერთოდ, ყველა სოფელი და დასახლება ოფიციალურად უნდა ჰქონდეს იუსტიციის სამინისტროს აღრიცხული, რაც ინტერნეტში ვერ ვიპოვე. მე ვფიქრობ, რომ სოფლები უნდა ეწეროს ისე, როგორც ეს ოფიციალურ დოკუმენტებშია: იქნება ეს სამინისტროების თუ მუნიციპალური ორგანოების დოკუმენტები. ეს, სავარაუდოდ, დაემთხვევა ქსე-ს დასახელებებს, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა შეცვლილი იყოს (თუნდაც სალიტერატურიო ენების დარღვევით). --გრიგოლ 20:57, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

შეცდომასა და ნორმას შორის განსხვავებაა. ამიტომ რაც შეცდომად მიგაჩნია ის ქართული სალიტერატურო ენის ნორმაა, ხოლო მეგრულ ენაზე (დიალექტზე) ესეც შეცდომა არ არის. ენციკლოპედია კი ივსება ქართული სალიტერატურო ენის ნორმებით და არა დიალექტებით (საქართველოში კი უამრავი დიალექტი არსებობს). ენციკლოპედიისთვის კი რასაც ლინგვისტი და ენათმეცნიერი გადაწყვიტავს ის არის დასამკვიდრებელი. ცანგალა () 21:39, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

სალიტერატურო ნორმა

რედაქტირება

ცანგალა, რადგან ამას ახსენებ, შეგიძლია მოგვწერო, კერძოდ რომელი სალიტერატურო ნორმა ცვლის შ-ს ს-დ (ანუ მიცემითი ბრუნვის ნაწილაკს ალბათ ამ შემთხვევაში) მეგრულ გეოგრაფიულ სახელებში? იქნებ იქვე განმარტებაც იყოს. შეიძლება ასე მაინც მივხვდეთ მიზეზს. ან კიდევ შეიძლება მეგრულის ერთ-ერთ დიალექტზე (უფრო გამართულზე) ეს ნაწილაკი მართლაც ს უნდა იყოს და არა შ? მადლობა. - ალ-ო      @ 21:22, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ალსანდრო, ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემ. ვეცდები გავიგო და პასუხი აქ დავდო. მე მხოლოდ ის ინფორმაცია ჩავდე რაზეც დღესდღეობით შეიძლება დაყრდნობა. ერთი კი ის არის ორივე ფორმა გვხვდება. კიდევ ერთი რამ მინდა ავღნიშნო, ქსე-ში ორჯერ წერია ს-თი ე. ი. როგორც სტატია სოფელზე და რუკაზე აღნიშვნა. ერთხელ შეცდომა შეიძლება გაიპაროს, მაგრამ ორჯერ და ისიც ერთი ტექსტში და მეორე რუკაზე? ეს ნაკლებად დასაშვებად მიმაჩნია.--ცანგალა () 21:39, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

მეგრული (–შ) ამ შემთხვევაში ნათესაობითის ნიშანია და არა მიცემითის, მარა აქ ეგ არაა მთვარი. კითხვაა საინტერესო და ალბათ პასუხს გასცემენ. აქვე ერთი რამე მინდა გამოვყო: რომ აუჩემებიათ – 'ჯიხაკარი ქართული სალიტერატურო ნორმების მიხედვით არისო, მაინტერესებს 1) ჯიხაშ' ეს სიტყვა განსახილველ ტოპონიმში ნათესაობით ბრუნვაში დგას. მეგრულში(ლაზურში) ნათესაობითს აწარმოებს –შ ნიშანი სიტყვებში, რომლებიც ხმოვანზე ბოლოვდებიან, როგორც ჩვენ შემთხვევაში ჯიხა, ხოლო –იში ერთვის თანხმოვანზე დაბოლოებულ ძირს (თუ რაცააა) – კოჩ(ი)კოჩ–იში. ამაზეც შემედავებით? 2) თუ მეგრული ჯიხაკარი–ს ქართულ სალიტერატურო ნორმებში მოქცევა გინდათ, მაშინ ის იქნება არა ჯიხაკარი, არამედ ჯიხისკარი. (შდრ.: იგივე ანტალიის სანაპირო და არა ანტალია სანაპირო) 3) ასე რომ ჯიხაკარი–თ ირღვევა როგორც ქართული, ისე კოლხური ენის მეგრული დიალექტის ნორმები! გადით ახლა და დაუნთეთ სანთელი ქსე–ს და გაბოლდებულ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს!--Otsoa 21:55, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ცანგალა, სხვანაირად ნუ გამიგებ და რომ წერ

 
„...ქსე-ში ორჯერ წერია ს-თი ე. ი. როგორც სტატია სოფელზე და რუკაზე აღნიშვნა. ერთხელ შეცდომა შეიძლება გაიპაროს, მაგრამ ორჯერ და ისიც ერთი ტექსტში და მეორე რუკაზე? ეს ნაკლებად დასაშვებად მიმაჩნია ... “

, კიდევ ერთი რამ მინდა ვღნიშნოავღნიშნო რამდენჯერ გექნება გამეორებული ცხოვრების მანძილზე?--Otsoa 22:08, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

სხვანაირად არაფერს არ ვიგებ. თუ გინდა სანთლის დასანთებადაც ერთად წავიდეთ.   მე კი არ ვღნიშნავ არამედ რუკაზეა აღნიშნული. ცანგალა () 22:20, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

      მაინც ვღნიშნავ–ს წერ?   კაი, პატონი! სალიტერატურო ენობრივ ნორმებზე და ჯიხისკარი–ზე რას გვეტყვი? --Otsoa 22:24, 21 სექტემბერი 2009 (UTC) არის ჯიხაკარი ქართული სალიტერატურო ნორმის დაცვა? (–არის ეს ბილეთი?!   )--Otsoa 22:29, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

იხილე ჩემი პასუხი ზემოთ. ცანგალა () 22:37, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

სად ზემოთ ადამიანო?! მაგიჟებ? შენ, შანიძე რომ აღდგეს და თავისივე ხელით შეასწოროს მაგ 80 000–ვე ცალ წიგნში, მაშინ იმას იტყვი, მკვდრეთით აღდგომის არ მჯერაო! ჯიხასკარი კი არა ჯჰგდფგჰადფ–ც გიწერიათ! წევეი მე! დევიძინე....--Otsoa 22:50, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ჩემი შეპირებული პასუხი

რედაქტირება
 
/ ბგერათა მონაცვლეობა საერთოქართველური მოვლენაა და ზეპირმეტყველებითი ვარიანტებისათვის განსაკუთრებითაა დამახასიათებელი. მაგ.: ქართული "ჭიშკარი" მიღებულია "ბჭის კარისაგან"; ძველ ქართულ ტექსტებში კარგად ჩანს როგორ განვითარდა "ს" –საგან "შ" ნათესაობითი ბრუნვის ნიშანში (სიტყვაში "ჭიშკარი") და როგორ მოხდა ამ ორი სიტყვის გაკომპოზიტება (შერწყმა). ამგვარი მაგალითი სხვაც ბევრია, ისევე როგორც ბავშვის ენაში "სოსო" ხშირად "შოშო"–დ წარმოითქმის. გავიხსენოთ დ. კლდიაშვილის მოთხრობაში სახელი "შაშა" (საშადან) პერსონაჟის მეტყველებაში და სხვ.

სამეგრელოშიც სხვადასხვა სოფლის მეტყეველებაში სხვადასხვა ვარიანტს ვხვდებით, დიალექტოლოგების მიერ სხვადასხვა დროს ჩაწერილ ტექსტებშიც დასტურდება ს/შ პარალელური ვარიანტები.

"ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის" გამოცემისას ქართველოლოგიური ლინგვისტური საკითხების რედაქციას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ბაზაზე ახორციელებდნენ; ამ საკითხებზე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსთან თანამშრომლობდნენ არნ.ჩიქობავა, გიორგი როგავა, ბ.ფოჩხუა, ტოგო გუდავა, ა. კიზირია და სხვ. უნდა ვიფიქროთ, რომ ამ სპეციალისტებს არ დაავიწყდებოდათ ს/შ ფონემათა მონაცვლეობის სპეციფიკა (ცხადია, ვერც იმას ვიფიქრებთ, რომ კომუნისტურ იდეოლოგიას მაინცა და მაინც ამ საკითხში ჩარევა აინტერესებდა); ენციკლოპედიის ამოცანა (სხვა მრავალ ამოცანასთან ერთად) სალიტერატურო ნორმების შემუშავებაც იყო, ალბათ, უნიფიცირების სურვილით, სხვადასხვა კუთხის ტოპონიმების ფონეტიკური ვარიანტებიდან ისინი შეარჩიეს, რომელთაც საერთო პრინციპი გააერთიანებდა, მაგალითად , საერთოქართველური ბრუნვის ნიშნის დაბოლოება _ –ის,–ს.“

პ. ს. გიორგი როგავა დაბადებულია სოფელ ყულისკარში. ქსე-ეს მიხედვით ყულისკარი და არა ყულიშკარი. აწი თქვენ გადაწყვიტეთ ქართული სალიტერატურო ენის ნორმა. ცანგალა () 10:41, 24 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

შეჯამების მცდელობა

რედაქტირება
იმედია ეხლა, როდესაც დისკუსია ცოტა მოწყნარდა, შეიძლება მცირე წმენდა მოვაწყო:).

დავიწყოთ თავიდან - იქიდან გამომდინარე, რომ ქართულენოვანი ვიკიპედია ქართულ ენაზე იწერება, ჩვენ სწორედ ამ ენის სალიტერატურო ნორმებს მივსდევთ. ამ ნორმათა უმრავლესობა სახულია ქსეში, თუმცა მისი ასაკიდან გამომდინარე იგი ზოგ საკითხში მოძველდა. ეხლა კი თემასთან საქართველოს რაიონებისა და ქალაქების ნოტარიუსთა სამუშაო უბნების სის მიხედვით, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზეა სწორედ შ არის გამოყენებული. ეხლა კი წყაროები შევაჯამოთ. ერთის მხრივ ქსე, ხოლო მეორეს მხრივ იუსტიციის სამინისტროს, ზუგდიდის მუნიცპალიტეტისა და ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური პოზიცია. გარდა ამისა,

 
„სტატიისთვის სახელის დარქმევისას, როგორც წესი, სახელი უნდა იყოს ყველაზე ცნობილი მკითხველისთვის[2]

.

-- იორგი(საუბარი) 04:12, 22 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვანია. სტატიის სათაური დაიწერება ისე, როგორც ეს მოხსენებულია სამხარეო ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე (ანუ ჯიხაშკარი). თუ ვინმე ამაში შეცდომას ხედავს, დაუკავშირდეს სამხარეო ადმინისტრაციას და მოითხოვოს განმარტება მათგან. სანამ ახალი მტკიცება არ გამოჩნდება ეს განხილვა ამით დაიხურა. - ალ-ო      @ 06:44, 22 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

სამხარეო ადმინისტრაცია ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს არ ადგენს. სამხარეო ადმინისტრაციამ, რომელმაც საქართველოს ახალი გერბიც კი არ იცის. მის გვერდზე საქართველოს გერბი ძველია. --ცანგალა () 18:06, 22 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
სამწუხაროდ შენ ვერ მოიყვანე კონკრეტული ნორმა, რომელიც ამას დაამტკიცებდა. სამხარეო ადმინისტრაციამ რა არ იცის ჩვენი გასარჩევი არ არის. ქსე-ს ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა, უფრო ახალი, ოფიციალური წყარო არ არსებობს. ამ შემთხვევაში ეს ასე არ არის და ეს კამათი სხვა დონეზე უნდა გადავიდეს. თუ დაუმტკიცებთ მათ, რომ ცდებიან და ისინი გაასწორებენ, ჩვენც შევცვლით. - ალ-ო      @ 18:30, 22 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
ერთი რამ ვერ გავიგე. როდესაც ქსე შეიქმნა და ქართულ სალიტერატურო ენის ნორმებზე მუშაობდნენ მეგრულად მაშინაც ჯიხაშკარი ერქვა - ამაზე არ ვდავობ. ქართული სალიტერატურო ენის ნორმებით შ გადავიდა ს-ში. ქსე-ში როგორ რუკაზე ასევე ტექსტში ს- არის გამოყენებული. ახალი ნორმა რისი მიხედვით დადგინდა? სამხარეო გვერდით? სამხარეო გვერდზე ჩანაწერი - ეს სალიტერატურო ენის ნორმის შეცვლას არ ნიშნავს, არამედ როგორც მხარეში ოდითგანვე უწოდებენ ის არის ჩაწერილი (ვგულისხმობ ვებ-გვერდს), ხოლო ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით ჯიხასკარია დღესაც. (ლოდინის დროზეც ხომ ვართ შეთანხმებულები - ამიტომ დამაცადეთ - ხომ გთხოვეთ?).

აი რას შეუძლია ერთი თანხმოვნის შეცვლას. გიორგის მიერ შემოტანილი ვებ-გვერდები:

საქართველოს რაიონებისა და ქალაქების ნოტარიუსთა სამუშაო უბნების სის მიხედვით და იუსტიციის სამინისტრო ერთი გვერდია და აი მისი ჩანაწერიც:

  • ბაღდათის რაიონი ნოტარიუსი - ამირან ლომიძე სანოტარო ბიუროს მისამართი: ბაღდადი, ვაჟა-ფშაველას ქ. №5 ტელ: 2-32-96 (ალბათ იტყვით მექანიკური შეცდომააო). ვენდოთ ამ გვერდს - ეს იუსტიციის სამინისტროა?--ცანგალა () 21:20, 22 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ცანგალა, მეგობარო,

 
/ ბგერათა მონაცვლეობა საერთოქართველური მოვლენაა და ზეპირმეტყველებითი ვარიანტებისათვის განსაკუთრებითაა დამახასიათებელი. მაგ.: ქართული "ჭიშკარი" მიღებულია "ბჭის კარისაგან"; ძველ ქართულ ტექსტებში კარგად ჩანს როგორ განვითარდა "ს" –საგან "შ" ნათესაობითი ბრუნვის ნიშანში (სიტყვაში "ჭიშკარი") და როგორ მოხდა ამ ორი სიტყვის გაკომპოზიტება (შერწყმა). ამგვარი მაგალითი სხვაც ბევრია, ისევე როგორც ბავშვის ენაში "სოსო" ხშირად "შოშო"–დ წარმოითქმის. გავიხსენოთ დ. კლდიაშვილის მოთხრობაში სახელი "შაშა" (საშადან) პერსონაჟის მეტყველებაში და სხვ. სამეგრელოშიც სხვადასხვა სოფლის მეტყეველებაში სხვადასხვა ვარიანტს ვხვდებით, დიალექტოლოგების მიერ სხვადასხვა დროს ჩაწერილ ტექსტებშიც დასტურდება ს/შ პარალელური ვარიანტები.“

- კი ბატონო! (აქ რა შუაშია? მარა) ამაში რა თქმა უნდა, ეთანხმები. თუმცა: 1)

 
„ზეპირმეტყველებითი ვარიანტებისათვის“

– სწორედ ზეპირმეტყველებით მაგალითებშია დაცული ამ სოფლის სახელი ჯიხაკარი–დ. ვერსად სამეგრელოში ჯიხაკარი–ს ვერ მოისმენ! გარდა კურიერ–ქრონიკისა და ქსე–სი. ასე რომ, აქ ზეპირმეტყველება –ს საწინააღმდეგოდაა.

2)

 
„ძველ ქართულ ტექსტებში კარგად ჩანს როგორ განვითარდა "ს" –საგან "შ" ნათესაობითი ბრუნვის ნიშანში“

– ა)შენ თუ მიჩვენებ ძველქართულ ტექსტებში ჯიხაშკარიდან ჯიხასკარი–ზე გადასვლას. ორივე ზედა კიდური ამიწევია... – ეგეც –ს საწინააღმდეგო. ბ)ვერ მიჩვენებ თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქართული ჯიხას არა ნათესაობით, არამედ მიცემით ბრუნვაში დგას (ხომ არ ვაბრუნო?)! სწორედ რომ ენობრივი ნორმების ზედმიწევნით ზუსტი გათვალისწინებით. – ეგ ხომ საერთოდ!

ზემოთ, მგონი ავხსენი შეძლებისდაგვარად და იმედია, იმის წყაროსაც არ მთხოვთ, თუ რატომაა ქართულში ხმოვანზე დაბოლოებულ სიტყვებში მიცემითის ნიშანი –ს და რატომ ნათესაობითის –ის.

 
„ენციკლოპედიის ამოცანა (სხვა მრავალ ამოცანასთან ერთად) სალიტერატურო ნორმების შემუშავებაც იყო, ალბათ, უნიფიცირების სურვილით, სხვადასხვა კუთხის ტოპონიმების ფონეტიკური ვარიანტებიდან ისინი შეარჩიეს, რომელთაც საერთო პრინციპი გააერთიანებდა, მაგალითად , საერთოქართველური ბრუნვის ნიშნის დაბოლოება _ –ის,–ს.“

– თუ ქართული ენის უნიფიკაციაზე სუბრობ, ის კარგა ხანია, ეგეთია, ხოლო თუ ტოპონიმების უნიფიკაციაზე საუბრობ, ეგეთი რამ ბუნებაში უბრალოდ არ არსებობს და მცდარ და თითქოს დამაბნეველ ინტერპრეტირებას ახდენ. მაშინ მთელი საქართველსო ტერიტორიაზე არსებული ტოპო და სხვა ნიმები ერთიანად დასაქვემდებარებელია უნიფიცირებულ ქართულს, რადგან დიდი უმრავლესობის საფუძველი ქართული ენის ადგილობრივი დიალექტებია და არა უნიფიცირებული სალიტერატურო ენა.

 
„ქსე-ეს მიხედვით ყულისკარი და არა ყულიშკარი.“

– ქსე–ს გმირულ–ტავგანწირული დაცვისთვის ორდენი შენ!  

 
„აწი თქვენ გადაწყვიტეთ ქართული სალიტერატურო ენის ნორმა.“

– დავიჯერო, ამას ჩვენ გვანდობ?   --Otsoa 12:22, 24 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

დაზუსტებები

რედაქტირება

1) მონაცემები მუნიციპალიტეტის ეკონომიკაზე როდინდელია და საიდანაა აღებული, ხომ ვერ მეტყვით? 2) კულტურაში საუბარია სკოლებზე და პროფსასწავლებლებზე. რამდენად შეესაბამება ეს კულტურას? მონაცემები განათლებას ხომ არ ეხება? 3) ინფოდაფაში მოსახლეობის რაოდენობა ნაჩვენები იყო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩათვლით, რაც შეცდომაა – არსებული კანონმდებლობით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ორი სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულია. — Abkhazian1 განხილვაწვლილი 00:49, 1 ნოემბერი 2015 (UTC)პასუხი

გამარჯობა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი გასულ წელს შეცვლილა და იქნებ ახლით ჩაანაცვლოთ? --   15:51, 2 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

გვერდ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტი“-ზე დაბრუნება.