ტოგო გუდავა
ტოგო ევსტათეს ძე გუდავა (დ. 23 სექტემბერი, 1922, ქ. სენაკი — გ. 23 ნოემბერი, 1976) — ქართველი ენათმეცნიერი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1966).
ტოგო გუდავა | |
---|---|
დაბ. თარიღი | 23 სექტემბერი, 1922 |
დაბ. ადგილი | სენაკი |
გარდ. თარიღი | 23 ნოემბერი, 1976 (54 წლის) |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | მეცნიერი |
მუშაობის ადგილი | ენათმეცნიერების ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
მეუღლე | ზაგიდატ მაგომედბეკოვა |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1945 წელს. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; წლების მანძილზე თანმშრომლობდა ქართული ენციკლოპედიის რედაქციაში; მისი გამოკვლევათა უმრავლესობა ეძღვნება დაღესტნის ენათა როგორც აღწერით, ისე შედარებით-ისტორიულ შესწავლას; მასვე ეკუთვნის დაღესტნის რიგი უმწერლობო ენის პირველი მეცნიერული აღწერა(ბაგვალური, ბოთლიხური, ღოდობერიული, ტინდიური); მისი ინტერესების სფეროში შემოდიოდა, აგრეთვე, ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ურთიერთობის საკითხები; უკანასკნელ წლებში იგი ნაყოფიერად მუშაობდა ქართველური ენების ისტორიული ფონეტიკისა და მორფოლოგიის პრობლემებზე, რასაც მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნაშრომი მიუძღვნა; ავტორია 60-მდე ნაბეჭდი სამეცნიერო შრომისა, მათ შორის ოთხი მონოგრაფიისა – „ხუნძურ და ანდიურ ენათა ზმნური ფუძეების შედარებითი ანალიზი“ (1959), „ბოთლხური ენა“ (1963), „ანდიურ ენათა კონსონანტიზმი“ (1964), „ბაგვალური ენა“ (1971).
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირებამიღებული აქვს დაღესტნის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი, დაღესტან-საქართველოს სამეცნიერო და კულტურული კონტაქტების განმტკიცების საქმისათვის.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- თანხმოვანთკომპლექსები მეგრულში (თანაავტორი). - თბილისი, 1981. - 243გვ.
- აორისტის დაბოლოების ზოგიერთი საკითხი მეგრულში. - ენამეცნ. ინს-ტის XXIV სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1968, გვ. 10-11.
- ატრიბუტულ სახელთა ისტორიისათვის ხუნძურში. - იკე, 1979, ტ. 21, გვ. 189-193. - რეზ. რუს. ენაზე.
- ბაგისმიერი თანხმოვნები ჩქამიერთა წინ მეგრულში. - "საენათმეცნირო კრებული", თბ., 1979, გვ. 81-88. - რეზ. რუს. ენაზე.
- ბრუნების ორი ტიპის ისტორიული ურთიერთმიმართებისათვის ხუნძურ-ანდიურ ენებში. - იკე, XIII, თბ., 1962, გვ. 267-274. - რეზ. რუს. ენაზე.
- ერთი აფხაზური თანდებული ზანურში. - სმამ, ტ. 8, N_ 3, 1947, გვ. 187-189.
- ვ*უ ბგერათშეფარდებისათვის ქართულსა და მეგრულში. - ენამეცნ. ინს-ტის XIV სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1957, გვ. 10.
- ზანური (მეგრულ-ჭანური) სრულხმოვანების ახსნის ცდა. - სმამ, ტ. XI, N_ 7, 1950, გვ. 463-467.
- გამყრელიძე თ. თანხმოვანთკომპლექსების აგებულებისათვის მეგრულში. - ენამეცნ. ინს-ტის XXVI სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1970, გვ. 21-22.
- კავკასიის ენობრივ რუკასთან. - ჟურნ. "ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში", 1976, N_ 4, გვ. 74-77.
- კნინობითის სუფიქსები მეგრული გვარის სახელებში. - ენამეცნ. ინს-ტის XXVIII სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1972, გვ. 11-12.
- მახვილის ადგილისათვის მეგრულში. - თსუ კრებ., გიორგი ახვლედიანი, 1967, გვ. 106-111.
- მახვილის როლისათვის ქართული ლექსის სტრუქტურაში. - კრებ. "აღმოსავლური ფილოლოგია", IV, 1976, გვ. 103-110.
- მერცხალი. - იკე, XIV, 1964, გვ. 143-145. - რეზ. რუს. ენაზე. სიტყვა "მერცხლის" ეტიმოლოგია.
- ნამყო დროის -უნა დაბოლოების შესახებ ხუნძურ ზმნაში. - თსუ შრ., B-3, 1972, გვ. 43-45. - რეზ. რუს. ენაზე.
- ო-ს უ-ში გადასვლის ზოგიერთი შემთხვევა ზანურ (მეგრულ-ჭანურ) ენაში. - სმამ, XXV, N_ 1, 1960, გვ. 119-122.
- რეგრესული დეზაფრიკატიზაციის ერთი შემთხვევა ზანურში (მეგრულ-ჭანურში). - სმამ, ტ. 33, N_ 2, 1964, გვ. 497-503. - რეზ. რუს. ენაზე.
- -უან დაბოლოების შესახებ ზანური ენის კაუზატივებში. - ენათმეცნ. ინს-ტის XXV სამეცნ. სესია, 1969, 17-18-19 ივნისი, გვ. 12.
- -უან დაბოლოების შესახებ მეგრულ კაუზატივებში. - კრებ. "საენათმეცნირო კრებული", თბ., 1984, N_ 1, გვ. 72-77.
- ფუძედრეკადი ზმნები მეგრულში. - მაცნე, 1974, N_ 4, გვ. 132-138.
- ქართულ-ზანური ლექსიკური ურთიერთობიდან. - ენათმეცნ. ინს-ტის XXX სამეცნ. სესია, თეზისები, 1974, 12-14 ივნისი, გვ. 15.
- ქართულ-ხუნძური ლექსიკური შეხვედრების შესახებ. - სმამ, ტ. 15, N_ 10, 1954, გვ. 701-708.
- ხმაბაძვის ერთი სახეობა მეგრულში. - ენათმეცნ. ინს-ტის XIV სამეცნ. სესია, თეზისები, 1958, 10-11 ნოემბერი, გვ. 15-16.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 176.
- ენათმეცნიერი, 1922-1976. ნეკროლოგი / გაზ. "კომუნისტი", 1976, 28 ნოემბერი, გვ. 3.
- ენათმეცნიერი, 1922-1976. ნეკროლოგი / მაცნე, 1977, N_ 1, გვ. 195-196.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტოგო გუდავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ტოგო გუდავა (1922-1976) დაარქივებული 2022-03-05 საიტზე Wayback Machine.