განხილვა:ბაზისბანკი

ბოლო კომენტარი: 11 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Jaba1977

ვცადე გაწმენდა, მაგრამ სტატია მხოლოდ რეკლამაა და მეტი არაფერი. ამ სახით  წასაშლელიამიხეილ მიწერა 17:17, 20 მარტი 2013 (UTC)პასუხი

ქება-დიდების მეტი არაფერი წერია. ამიტომ  წასაშლელია--დათო1010 17:29, 20 მარტი 2013 (UTC)პასუხი
საკონტაქტო ინფორმაცია აკლია და ბეჭდულ მედიაში განთავსებული რეკლამაა. ამიტომ  წასაშლელია. რა თქმა უნდა თუ არ გაიწმინდა. თუმცა გაწმენდას წაშლა და ხელახლა დაწერა ჯობია. --გოგბერაშვილი(განხილვა) 17:35, 20 მარტი 2013 (UTC)პასუხი

ავტორს უშრომია, სქოლიოებიც აქვს, მაგრამ ძალიან ბევრი გარე ბმულია, ცალკე სტატიებზე. კიდევ ერთი მიზეზი. --H.McC. განხილვაწვლილი 09:17, 21 მარტი 2013 (UTC)პასუხი

ჩემი აზრით აქ კი არ უნდა ვწეროთ რომ წასაშლელია, უნდა მივწეროთ სტატიის ავტორს თუ რა და როგორ უნდა გააკეთოს. --ჯაბა ლაბაძე 14:34, 21 მარტი 2013 (UTC)პასუხი

თიბისი ბანკის სტატია მაგალითია. მივუთითეთ და საბოლოოდ გავასწორებინეთ ბოლომდე და მივაყვანინეთ სტანდარტამდე. --H.McC. განხილვაწვლილი 14:35, 21 მარტი 2013 (UTC)პასუხი

ძალიან კარგი. მოდით აქაც ვცადოთ და ამ კაცს უსარგებლო ბმულების მაგივრად კონკრეტული წინადადებები შევთავაზოთ. თუ არ გააკეთა წაშლა მერე გარდაუვალია. თან დიდი პლიუსი: ამით ამ კაცს მუშაობას ვასწავლით ვიკიპედიაში. --ჯაბა ლაბაძე 14:40, 21 მარტი 2013 (UTC)პასუხი
ნამდვილად, საცოდაობა იქნება ამხელა ინფორმაციის წაშლა, იქნებ გაასწოროს ავტორმა და ჩვენც დავეხმაროთ.--GagaVaa განხილვაწვლილი 15:52, 24 მარტი 2013 (UTC)პასუხი
საცოდაობა ვიკიპედიის დაბინძურებაა უპირველესად. ცოტა დრო დარჩა კიდევ გასასწორებლად. — მიხეილ მიწერა 15:56, 24 მარტი 2013 (UTC)პასუხი

დრო საიდან ავითვალეთ? ავტორს მიმართა ვინმემ? --ჯაბა ლაბაძე 16:01, 24 მარტი 2013 (UTC)პასუხი

მგონი, უკვე აღარ არის რეკლამის ტიპის წინადადებები სტატიაში და ამოსაღებია წასაშლელის თარგი--შოთა [UT] 13:20, 4 აპრილი 2013 (UTC)პასუხი
ჯაბა, მითითება მიცემულია 20 მარტს. — მიხეილ მიწერა 14:08, 4 აპრილი 2013 (UTC)პასუხი

ამოსაღებია თარგი {{წასაშლელი}}--შოთა [UT] 09:57, 11 აპრილი 2013 (UTC)პასუხი

ამოსაღები კი არის, მაგრამ ვიკიფიცირება სჭირდება. და ეს გულივერისხელა სურათები რა უბედურებაა, მარჯვნივ-მარცხნივ უნდა დაისვას. --H.McC. განხილვაწვლილი 09:59, 11 აპრილი 2013 (UTC)პასუხი

სურათებიც და ზედმეტია სექცია კორპორატიული მართვა. ამის ნახვა მკითხველს მითითებულ ოფიციალურ საიტზეც შეუძლია. — მიხეილ მიწერა 10:00, 11 აპრილი 2013 (UTC)პასუხი

მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც არ დაიზარა და წაშლას გადაარჩინა ეს გვერდი. --ჯაბა ლაბაძე 14:06, 11 აპრილი 2013 (UTC)პასუხი

გვერდ „ბაზისბანკი“-ზე დაბრუნება.