ბაზისბანკიუნივერსალური ბანკი, რომელიც 1993 წლიდან ოპერირებს ქართულ საბანკო სექტორში.

ბაზისბანკი
ტიპი სააქციო საზოგადოება
დარგი საბანკო-საფინანსო
დაფუძნდა 1993
სათავო ოფისი თბილისი, საქართველო, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. 1
მმართველი

ჯან ჯუნი
(სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე)
ჭოუ ნინგი
(სამეთვალყურეო საბჭოს თანა-თავმჯდომარე)
მი წაიცი
(სამეთვალყურეო საბჭოს თანა-თავმჯდომარე)
მი მია
(სამეთვალყურეო საბჭოს წევრი) ზაზა რობაქიძე
(სამეთვალყურეო საბჭოს წევრი)

დავით ცაავა
(გენერალური დირექტორი)
სერვისები საკრედიტო ბარათები, საცალო საბანკო მომსახურება, კორპორატიული საბანკო მომსახურება,ფინანსური მომსახურება, საინვესტიციო ბანკინგი, იპოთეკური სესხები, აქტივების მართვა, დაზღვევა, ლიზინგი
საიტი www.bb.ge

2008 წელს, EBRD-ი „ბაზისბანკის“ აქციების 15%-იანი პაკეტის მფლობელი გახდა და კომპანიაში დაიწყო ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფის პროცესები. 2012 წელს, ჩინურმა კომპანია „ჰუალინგ ჯგუფმა“, ბანკის აქციების 90%-ი შეისყიდა, მოგვიანებით კი, თავისი წილი 92,30%–მდე გაზარდა.

3 მილიარდ ლარამდე აქტივებით, „ბაზისბანკი“ დღეს უმსხვილესი ქართული ბანკების სამეულშია. ამასთან, „ბაზისბანკის“ ჯგუფის ჰოლდინგი აერთიანებს სადაზღვევო და სალიზინგო კომპანიებს — ბბ დაზღვევასა და ბბ ლიზინგს. ემსახურება, როგორც საცალო მომხმარებელს, ასევე მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს.

დღეს „ბაზისბანკი“ საბანკო მომსახურებასთან ერთად, დაზღვევისა და ლიზინგის ბიზნესმიმართულებებსაც აერთიანებს.

ისტორია რედაქტირება

ბაზისბანკი დაფუძნდა 1993 წელს, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში რთული ბიზნეს გარემო იყო შექმნილი.

ბაზისბანკი იყო პირველი პარტნიორი ბანკი სპეციალური პროგრამის Georgian Financial System Framework (GFSF) ფარგლებში, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (en:EBRD) საქართველოს ფინანსური სექტორისთვის შეიმუშავა. თანამშრომლობა 2008 წლის მაისში გაფორმებული ხელშეკრულებით გაგრძელდა, რომლის მიხედვითაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (en:EBRD) ბაზისბანკის აქციონერი გახდა.[1]

2012 წელს ბაზისბანკის აქციათა 90%–იანი წილის მფლობელი ჩინეთში მოღვაწე Xinjiang Hualing Industry & Trade (Group) Co. Ltd (ჰუალინგ ჯგუფი) გახდა[2], 2014 წლის მიწურულს კი, თავისი წილი 92,78% გაზარდა. აღნიშნული გარიგება პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩინური კერძო კომპანია საქართველოში იძენს მნიშვნელოვან წილს კომერციულ ბანკში. ჰუალინგ ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილის, ჯან ჯუნის, განცხადებით, რომელიც ბაზისბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა, ჰუალინგ ჯგუფი გეგმავს ბაზისბანკის მომსახურების ქსელის გაფართოებას.

„ბაზისბანკს ექნება შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაზარდოს კლიენტების რაოდენობა. ასევე გააფართოვოს ბიზნესი ცენტრალურ ევროპასა და აზიაში.“ განაცხადა ბატონმა ჯანმა.[3]

დღეს ბაზისბანკის ჯგუფი ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია და საბანკო მომსახურებასთან ერთად, დაზღვევისა და ლიზინგის ბიზნესმიმართულებებსაც აერთიანებს.

პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები რედაქტირება

2005 წელს საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დაფინანსების მიზნით გააფორმა ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდსა (IFAD) და საერთაშორისო განვითარების ასოციაციასთან (IDA). ბაზისბანკი ჩაერთო ამ პროექტში და 2006 წელს გაფორმდა ათწლიანი ხელშეკრულება 2,5 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზის გამოყოფის თობაზე, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა.

 
ბაზისბანკის ლოგო

ბაზისბანკისა და ევრობანკის პარტნიორობა 2007 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ, რაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ბაზისბანკს გამოუყო 6 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად. 2008 წლის მაისში, პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავების სურვილის საფუძველზე, ევრობანკმა განახორციელა ინვესტიცია ბაზისბანკის აქციების 15%-იანი წილის შეძენით. ბაზისბანკის საწესდებო კაპიტალში შემოსვლის შემდეგ ბანკის კორპორაციული მმართველობის ეფექტიანობის და რისკების მართვის გასაუმჯობესებლად ევრობანკმა გრანტის სახით ნახევარი მილიონი ევრო გამოყო.

ასევე, ევრობანკმა ბაზისბანკს TFP პროგრამის ფარგლებში, ვაჭრობის განვითარების მხარდასაჭერად 2 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ლიმიტი გამოუყო.

 
ბაზისბანკის სათაო ოფისი

2009 წლის 15 დეკემბრიდან ბაზისბანკმა OPIC–სა და WBC–ისთან პარტნიორობა დაიწყო. პირველი პროექტის ფარგლებში პარტნიორმა ორგანიზაციებმა ბანკს მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად 10 წლით 5 მილიონი აშშ დოლარი გამოუყვეს. 2011 წელს გაფორმდა დამატებით ორი ხელშეკრულება. ერთი კვლავ SME დაფინანსების გასაზრდელად, რისთვისაც OPIC-მა და WBC–მა ბანკს დაუმტკიცეს ათწლიანი სესხი 3 მილიონი დოლარის ოდენობით და 2 მილიონი დოლარი სუბორდინირებული სესხის სახით.

2010 წლის 27 სექტემბერს ბაზისბანკსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის გაფორმდა ექვსწლიანი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ბანკის SME სესხების 50%–იან დაზღვევას. USAID–ის გარანტია მიზნად ისახავს SME (სოფლის მეურნეობის სექტორის ჩათვლით) სეგმენტისათვის შესაძლებლობების გაღრმავებას და დაფინანსების სტიმულირებას. პროექტის ფარგლებში გამოყოფილი საკრედიტო ხაზი შეადგენს 6 000 000 აშშ დოლარს.

2011 წელს კომერცბანკმა ბაზისბანკს სავაჭრო ოპერაციებისთვის 500 000 ევროს ოდენობით საკრედიტო ხაზი გამოუყო. აღნიშნული ხაზი ხელს შეუწყობს და მნიშვნელოვნად გაუმარტივებს საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებში ჩართულ კლიენტებს პარტნიორებთან ურთიერთობას.

2012 წელს BSTDB-სა და ბაზისბანკს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც BSTDB-მა ბაზისბანკს 4 მილიონი აშშ დოლარის განახლებადი საკრედიტო ხაზი გამოუყო ვაჭრობის დასაფინანსებლად. პროექტის მიზანია დაეხმაროს წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.

ფინანსური ინფორმაცია დინამიკა რედაქტირება

(ათასი ლარი)

წელი 2018 2019 2020 2021
შემოსავალი 115521 134055 141246 151631
IFRS მოგება 37292 37327 24221 38581
მთლიანი აქტივები 1435790 1700912 2068738 1929644
საკრედიტო პორტფელი 916451 1000430 1101318 1263319
მთლიანი ვალდებულებები 1186256 1417274 1759848 1578249
კლიენტის ანგარიშები 727421 768870 938715 880179
მთლიანი კაპიტალი 249534 283638 308890 351405
ROE 16,39% 14,05% 8,23% 11,61%
ROA 2.99% 2,41% 1.38% 2,18%

საკრედიტო რეიტინგები რედაქტირება

Fitch Ratings
Outlook Stable
Long-Term IDR B+
Short-Term IDR B

სოციალური პროექტები და ქველმოქმედება რედაქტირება

ბაზისბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტს განათლების მხარდაჭერა წარმოადგენს.2006 წელს ბაზისბანკმა დააარსა „განათლების ფონდი“, რომლის ფარგლებშიც განათლების სამინისტროსა და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, განახორციელა მრავალი სხვადასხვა სახის სოციალური პროექტი: სტუდენტური სასწავლო პროგრამების დაფინანსება, ბანკის სახელობითი სტიპენდიების გაცემა და სხვადასხვა სტუდენტური კონფერენციების დაფინანსება და ა.შ.

სქოლიო რედაქტირება

  1. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-07. ციტირების თარიღი: 2013-03-20.
  2. www.palitratv.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-03-20.
  3. THE FINANCIAL TIMES. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-24. ციტირების თარიღი: 2013-03-20.