გალაქტიკური რესპუბლიკა (ვარსკვლავური ომები)
გალაქტიკური რესპუბლიკა (ხშირად მოიხსენიებენ უბრალოდ როგორც რესპუბლიკას) — ვარსკვლავთშორისო სახელმწიფო ვარსკვლავური ომების ფრენჩეზში, სადაც იგი არსებობდა გალაქტიკურ იმპერიად რეფორმირებამდე. რესპუბლიკა ყველაზე თვალსაჩინოა ასახული ვარსკვლავური ომების ფრენჩაიზის ფილმების პრიქველების ტრილოგიაში და ორიგინალ ტრილოგიაში, სადაც იგი მოიხსენიება როგორც ძველი რესპუბლიკა.
პირველი გალაქტიკური რესპუბლიკა | |
---|---|
ვარსკვლავური ომები | |
გალაქტიკური რესპუბლიკის გერბი და დროშა | |
ტიპი | ფედერაციული საპარლამენტო რესპუბლიკა |
დაარსდა |
იავინის ბრძოლამდე 1032 წელს (მოქმედი კონსტიტუაცია) იავინის ბრძოლამდე 25 000 წელს (ძველი რესპუბლიკა) |
ბედი |
რეორგანიზდა პირველ გალაქტიკურ იმპერიად, იავინის ბრძოლამდე 19 წელს აღდგა როგორც ახალი რესპუბლიკა იავინის ბრძოლის შემდეგ 5 წელს |
ადგილმდებარეობა | გალაქტიკა |
ლიდერი |
გალაქტიკური სენატი (საკანონმდებლო)
უზენაესი კანცლერი (აღმასრულებელი)
|
წამყვანი პიროვნებები | |
თანამშრომელი |
ჯედაების ორდენი კლონების არმია |
მტერი | დამოუკიდებელი სისტემების კავრშირი (სეპარატისტები) |
დედაქალაქი | კორუსანტი |
ვალუტა | რესპუბლიკის დატარი (გალაქტიკური კრედიტი) |
ოფიციალური ენა | ძირითადი |
რესპუბლიკა ასახულია, როგორც დემოკრატიული კონსტიტუციური რესპუბლიკა, რომელმაც თავი მშვიდობიანად შეინარჩუნა ოცდახუთი ათასი წლის განმავლობაში, მაგრამ იგი გაბმული იყო ღრმა ბიუროკრატიის ფენებში იყო. ამას ძირითადად ხელმძღვანელობდა სენატი, რესპუბლიკის მთავრობის საკანონმდებლო ორგანო. რესპუბლიკას იცავდნენ ჯედაების ორდენი, მშვიდობისა და სამართლიანობის მცველებს ვარსკვლავური ომების გალაქტიკაში. გალაქტიკური იმპერიის დაცემის შემდეგ იგი აღდგა ახალი რესპუბლიკის სახელით. იგი აღადგინა თავდაპირველმა აჯანყებამ, რომელსაც საბოლოოდ ახალი რესპუბლიკის არმიად ჩამოყალიბდნენ. ახალი რესპუბლიკის კონსოლიდაცია ასახულია მანდალორელში, როდესაც ის ცდილობდა იმპერიის ძალების ნაშთების განადგურებას სცდილობენ, რესპუბლიკას საბოლოოდ ანადგურებს პირველი ორდენი, უზენაესი მეთაური სნოუკის ხელმძღვანელობით, ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძებაში.
გამოგონილი ისტორია (კანონი)
რედაქტირებაგამოგონილი ქრონოლოგია (კანონი)
რედაქტირებავარსკვლავური ომების ქრონოლოგია იღებს პირველი სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებას იავინის ბრძოლის დროს, რომელიც ასახულია პირველ ფილმში ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი IV - ახალი იმედი (1977), როგორც წელთაღრიცხვის საწყისს. კალენდარული ეპოქის ჩვეულებრივი აღნიშვნაა "BBY" („იავინის ბრძოლამდე“) და "ABY" („იავინის ბრძოლის შემდეგ“).[1] გარდა ამისა, ახალ ლიტერატურაში შეიძლება გამოყენებულ იქნას ნოტაცია "BSW4" („ვარსკვლავური ომების მეოთხე ეპიზოდამდე“) და "ASW4" („ვარსკვლავური ომების მეოთხე ეპიზოდის შემდეგ“).[2]
ფონი
რედაქტირებანაკლებად ცნობილია ვარსკვლავური ომების გალაქტიკის ადრეული ისტორიის შესახებ რესპუბლიკამდე, მაგრამ მოგვიანებით გალაქტიკაში გაბატონდა რამდენიმე სახეობა, რომლებიც განვითარდნენ ქალაქტიკის ბირთვის პლანეტებზე. ითვლება, რომ ადამიანების სამშობლოკორუსანტია და ისინი მოგვიანებით დასახლდნენ სხვა ბირთვის სამყაროებზე, როგორიცაა ალდერანი და აქდან განაგრძეს სხვა პლანეტების კოლონიზაცია.[3] სმიტი (1996) აცხადებს, რომ „უცნობია ჰაიპერდრაივი გამოიგონეს ადამიანებმა თუ მათ ეს ტექნოლოგია გამოუკვლეველი რეგიონებიდან მოსულმა ვაჭრებმა გააცნეს“, მაგრამ ვცით ჰიპერსივრცული გადაადგილება რესპუბლიკაზე ძველია, და სწორედ ამ ტექონოლოგიამ ჩაუყარა საფუძველი „გალაქტიკური ცივილიზაციის ჩამოყალიბებას“, სხვადასხვა პლანეტების სისტემების ცენტრალური მთავრობების შექმნას, რამაც პირდაპირ გამოიწვია რესპუბლიკის აღზევებ.[4][5]
ძველი რესპუბლიკა
რედაქტირებაფილმების დიდი ნაწილისა და სხვა მხატვრული ლიტერატურის მიხედვით, რომლებიც ვარსკვლავური ომების ფრენჩეზს, ძველი რესპუბიკა ჩამოყალიბდა დაახლოებით იავინის ბრძოლამდე 25 000 წელს[6][7] როდესაც პირველ „გალაქტიკური კონსტიტუცია“ ხელი მოეწერა კორუსანტზე, მას შემდეგ, რაც ჰაიპერდრაივმა მრავალი სამყარო დააკავშირა გალაქტიკის ბირთვში და საშუალება მისცა დამყარებულიყო ვარსკვლავთშორისი ცენტრალური მთავრობა.[5] კორუსანტი გახდა ძველი რესპუბლიკის, გალაქტიკური იმპერიისა და ახალი რესპუბლიკის დედაქალაქის პლანეტა და მთლიანი ზედაპირი გადაიქცა ერთ დიდ ქალაქად, აქ აშენდა 5000 სართულიანი ცათამბრჯენები.[8] რესპუბლიკა შედგებოდა რამდენიმე ასეული ათასობით სამყაროსაგან, რომელთაგანაც თითოეულ პლანეტას ან სისტემას ჰქონდა წარმომადგენლობა რესპუბლიკის სენატში, რომელიც თავად შეადგენდა რესპუბლიკის საკანონმდებლო შტოს დიდ ნაწილს და თვით მთავრობას. თავდაპირველად რესპუბლიკა იყო მხოლოდ როგორც ეკონომიკური და თავდაცვითი ალიანსი, ძირითადად ბირთვულ სამყაროებს შორის. საბოლოოდ იგი გაფართოვდა კოლონიებზე და სხვა მეზობელ სამყაროებსა თუ რეგიონებში, რესპუბლიკა გადაიქცა სუპერსახელმწიფოდ და ჩამოყალიბდა არა როგორც ალიანსი, არამედ იგიგალაქტიკის ცენტრალურ მთავრობად იქცა. ბირთვის პლანეტები, როგორიცაა კორუსანტი და <i>ალდერანი</i>, გამორჩეული იყო მათი განვითრეაბის დონითა და ცხოვრების მაღალი ხარისხით, რასაც მოგვიანებით კოლონიებმაც მიაღწიეს, შიდა რკალის და გაფართოების რეგიონის პლანეტები ოდნავ ნაკლებად უსაფრთხო და მდიდარები იყვნენ; შუა რკალი იყო საფრთხის შემცველი რაგიონი, სადაც მიმდინარეობდა გალაქტიკის სამოქალაქო ომების დიდი ნაწილი, რესპუბლიკის ცენტრის სიშორისგან გამოწვეული არასტაბილური მდგომარეობის დამსახურებით. აქ გვხდება პლანეტები როგორებიცაა ნაბუ და კაშიკი.[9] გარე რკალი იყო ყველაზე სახიფათო ადგილი გალაქტიკაში, სადაც დე-ფაქტო კონტროლი არც რესპუბლიკას და არც იმპერიას არ მიუღიათ, რამაც გამოიწვია უკანონობა, ფართო ძალადობა და დანაშაულის სინდიკატები; აქ მოხდა კლონური ომების მრავალი მნიშვნელოვანი ბრძოლა. გარე კრალის დიდ ნაწილს, მათ შორის ტატუინსაც მართავდნენ ჰატები და ამიტომ ამ რეგიონს ჰატების სივრცე ეწოდა.[10]
რესპუბლიკის გაფართოებისთანავე იგი დაუკავშირდა ზიგერიას მონურ იმპერიას. იმის გამო რომ რესპუბლიკაში მონობა აკრძალული იყო, ის კონფლიქტში ზიგერიას იმპერიასთან, რადგან მონობა იმპერიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაში მნიშვნელოვანი იყო, იმპერიამ უარი თქვა რესპუბლიკის შემადგენლობაში შესვლაზე. რესპუბლიკამ და ჯედაების ორდენმა ომი გამოუცხადეს იმპერიას და გაიმარჯვეს. იმპერია დაიშალა ზიგერიაზე გადაიქცა მცირე უვნებელ ალიანსად.
სითების იმპერია და რეფორმები
რედაქტირებასითები (რომელიც ჩამოყალიბდა რესპუბლიკის ადრეულ წლებში) დაუბრუნდნენ თავდაპირველ ძალას და შეიჭრნენ მალეკორში. დაიწყო სითების პირველი ომი, რამაც გამოიწვია პირველი რესპუბლიკის დამარცხება. ახალი სითების იმპერიის ძალაუფლება მოიპოვა იქ, სადაც რესპუბლიკამ დაკარგა. რესპუბლიკისა და ჯედაების ერდენმა ვერ შეძლეს იმპერიის ძალების მოშორება რესპუბლიკური სივრციდან. მალე, სითების იმპერია მეორესახელმწიფო გახდა. დაახლოებით ამ დროს პრე ვიზლას წინაპრმა მოიპარა დარქსეიბერი კორუსანტის ჯედაების ტაძრიდან. იავინის ბრძოლამდე დაახლოებით 1000 წლით ადრე დაიწყო ბნელი ხანა და ძველი რესპუბლიკა დაშლის პირას მივიდა, მაგრამ კორუსანტის განთავისუფლებასთან ერთად, პირველ რიგში, სითების იმპერია დაინგრა. მას შემდეგ, რაც სითების იმპერია დამარცხდა დაახლოებით იავინის ბრძოლამდე 1032 წელს, რესპუბლიკა (ამჟამად ცნობილია როგორც გალაქტიკური რესპუბლიკა) შეიცვალა და დემოკრატია გახდა.[11] იგი დემილიტარიზდა რუუსანის რეფორმაციაში, რუუსანის მეშვიდე ბრძოლის შემდეგ.
მაღალი რესპუბლიკა
რედაქტირებამულტიმედიური პროექტი „ვარსკვლავური ომები: მაღალი რესპუბლიკა“ ასახავს მოვლენებს ვარსკვლავური ომების პირველი ეპიზოდის მოვლენებამდე, 200 წლით ადრე. [12] რესპუბლიკამ დიპლომატიურად დაიწყო გავლენა მეზობელ სამყაროებზე, მათი ძალით დაპყრობის ნაცვლად. ეს ნიშნავდა, რომ რესპუბლიკა ნელა გაფართოვდა. საბოლოოდ რესპუბლიკამ მიიღო კონტროლი შუა რკალზე. რესპუბლიკაში შეიქმნა ძალის ბლოკები, თუმცა წესრიგს ჯედაები იცავდნენ. რესპუბლიკა მშვიდობიანი, მაგრამ კორუმპირებული გახდა, ჩამოყალიბდა ბირთვის უნდობლობა. უზენაესი კანცლერის ფინის ვალორუმის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სავაჭრო ფედერაციასა და რესპუბლიკას შორის დაპირისპირებამ გამოიწვია ნაბუს ბლოკადა და შეჭრა (იავინის ბროლამდე 32 წელს), რომელიც ასახულია ვარსკვლავური ომები: I ეპიზოდი - ფარულ საფრთხეში.
სეპარატისტული კრიზისი
რედაქტირებაგრაფი დუკუ: „როგორც მოგახსენეთ, მე დარწმონებული ვარ რომ კიდევ 10 000 სისტემა შემოუერთდება ჩვენს მოძრაობას თქვენი მხარდაჭერით, გენტლმენებო (...) უატ ტამბორი: „ტექნო კავშირის არმია თქვენს განკარგულებაშია, გრაფო.“ სან ჰილი: „საბამკო კლანი ხელს მოაწერს თქვენს ხელშეკრულებას.“ დუკუ: „კარგია, ძალიან კარგია. ჩვენმა მეგობრებმა სავაჭრო ფედერაციიდან მხარდაჭერა შემოგვგიცეს, და როცა მათი საბრძოლო დროიდები თქვენსას შეუერთდება, ჩვენ გალაქტიკაში უძლიერესი არმია გვეყოლება, ჯედაების ორდენი დამარცხდება. რესპუბლიკა ყველა ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს.“ — ფრაგმენტი სეპარატისტების საბჭოს შეხვედრიდან ჯიენოსისზე, ასახულია ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევაში
|
სენატში წარმოდგენილი რამდენიმე სავაჭრო ორგანიზაცია, როგორებიცაა სავაჭრო ფედერაცია და კომერციული გილდია, ინახავდნენ დროიდებს, მათი მოდების და საკუთრების დასაცავათ. ზოგჯერ ეს ორგანიზაციაები სარგებლობდნენ ამ უპირატესობით ჩადენილი არალეგალური საქმიანობით, მაგალითად, როდესაც სავაჭრო ფედერაციამ მოახდინა ნაბუს ბლოკადა და ოკუპაცია. კერძო სექტორებს ასევე ჰყავდათ საკუთარი უსაფრთხოების ძალები, როგორებიცაა ნაბუს უსაფრთხოების ძალები და CorSec-ი კორელიიდან. ამასთან, არ არსებობდა რესპუბლიკის ცენტრალიზებული და ოფიციალური არმია. სავაჭრო ფედერაციასა და რესპუბლიკაში არსებულ სხვა კარტელებს სურდათ, რომ რესპუბლიკის მთავრობას არ ჰქონოდა მნიშვნელოვანი ცენტრალური სამხედრო ძალა, რათა მათ არ შესძლებოდათ რაიმე სამართლებრივი რეგულაციების განხორციელებათ მათი საქმიანობების მიმართ.[13]
რესპუბლიკაში არსებული პრობლემებით უკმაყოფილო გარე რკლის პლანეტებმა ჩამოაყალიბეს დამოუკიდებელი სისტემების კავშირი (CIS), იავინის ბრძოლამდე 24 წელს: რამდენიმე სისტემა გამოეყო რესპუბლიკას და ჩამოაყალიბეს თავიანთი ახალი სახელმწიფო, რამაც წამოიწყო სეპარატისტული კრიზისი.[14] როგორც ჩანს, CIS-ის სათავეში იყო ყოფილი ჯედი ოსტატი გრაფი დუკუ (თუმცა რეალურად ორივე მახრეს პალპატინი მეთაურობდა), რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა რესპუბლიკის კრიტიკოსებში მას შემდეგ, რაც მან გააჟღერა რაქსუსის მიმართვა, რომელშიც აღწერილი იყო რესპუბლიკის პრობლემები, ამან გამოიწვია ის რომ გრაფს კიდევ უფრო მეტი სისტემა შეუართდა კავშირის ჩამოსაყალიბებლად.[15] სეპარატისტებმა დიდი საფრთხე შეუქმნეს რესპუბლიკას მას შემდეგ, რაც გალაქტიკის ზოგიერთი მეგაკორპორაცია შეუერთდა CIS-ს, რადგან მათ გააჩნდათ დიდი რესურსები და კერძო არმიები.[13] რესპუბლიკის სენატში შემოთავაზებული იქნა სამხედრო შექმნის აქტი, რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა რესპუბლიკის მრავალი პაციფისტი ლიდერი, მაგალითად პადმე ამიდალა, ნაბუს დედოფალი, რომელიც შიშობდა რომ ეს ომს გამოიწვევდა.[13] მაგრამ სენატის უმეტესობა მხარს უჭერდა მუდმივი, ოფიციალური და ცენტრალური არმიის შექმნას, სეპარატისტული საფრთხის წინააღმდეგ.[13] აქტის მომხრეები არიან ორნ ფრი ტაა რაილოთიდან და ასკ ასკი მალასტარედან .
ამასთან, ათი წლით ადრე კლონების არმია უკვე შეიქმნა საიდუმლოდ პლანეტა კამინოზე, გალაქტიკის პირას, რომელიც უნებართვოდ შეუკვეთა სიფო-დიასიმა, ყოფილმა ჯედაი ოსტატმა, რომელიც გალაქტიკაში ქაოსს აღიქვამდა და, ხილვაში იხილა ახალი ომი და ჯედაების ორდენის განადგურება. როდესაც ცხადი გახდა რომ კონფედერაციას არ სურდა მოლაპარაკება, რესპუბლიკამ სწრაფად მიიღო მათთვის შექმნილი ახალი არმია და მას რესპუბლიკის დიდი არმია დაარქვა.
კლონური ომები
რედაქტირებაკლონების ომები | ||||
---|---|---|---|---|
თარიღი | იავინის ბრძოლამდე 22–19 წლები | |||
მდებარეობა | ვარსკვლავური ომების გალაქტიკა | |||
მიზეზი | პალპატინი (დართ სიდიუსი), სითი, აკონტროლებდა ომში მონაწილე სამივე მხარეს. მან ომი რესპუბლიკასა და სეპარატისტებს შორის დაიწყო, რითა მიეღო უზენაესი ძალები, რესპუბლიკა გადაექცია იმპერიად და გაენადგურებინა ჯედაები | |||
მხარეები | ||||
| ||||
მეთაურები | ||||
| ||||
გალაქტიკური რესპუბლიკა ვიკისაწყობში |
მიუხედავად შეიარაღებისა და კლონირებული ჯარის მაღალი ხარისხისა, რესპუბლიკის საომარი მოქმედებები თავიდან შეფერხდა, რადგან გალაქტიკის მსხვილი სამრეწველო კომპანიების უმეტესობა, ტექნო კავშირის ეკუთვნოდა, რომელიც სეპარატისტების მხარეს აღმოჩნდა. საბოლოოდ, რესპუბლიკა გახდა სუპერ ძალა არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც. კლონების ომების დროს რესპუბლიკის სწრაფმა მილიტარიზაციამ, რომელსაც უზენაესი კანცლერი პალპატინი ხელმძღვანელობდა, შორსმიმავალი შედეგები მოჰყვა. კავშირმა ყველაზე მეტი ბრძოლა მოიგო კლონების ომების პირველ წელს. კლონების ომების მეორე წლის განმავლობაში, რესპუბლიკამ თავი დაიცვა კონფედერაციული თავდასხმებისგან და საპასუხო თავდასხმები განახორციელა, რომელთაგან ბევრი წარმატებული აღმოჩნდა. კლონების ომების მესამე და ბოლო წლის განმავლობაში, რესპუბლიკამ მოიგო მრავალი შეტევითი ბრძოლა შუა რიტკალში და სეპარატისტულ ძალებს მხოლოდ გარე რკლის პლანეტები დარჩათ, ამ დროს დაიწყო „გარე რკლის ალყების“ ოპერაცია.
რესპუბლიკის დაცემა
რედაქტირებაკლონების ომების დროს, სენატი სულ უფრო მეტ ძალას ანიჭებს პალპატინს, რომელიც რესპუბლიკის დიდი არმიის მთავარსარდალი იყო. ამგვარი ქმედებები გამართლებულია უსაფრთხოების სახელით და ითვლება საომარი მოქმედებების ეფექტურობის უზრუნველყოფის გონივრულ საშუალებად. საბოლოოდ, პალპატინი მოიპოვებს იმდენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რომ ის და მისი თანამდებობა უტოლდებიან სენატს.
ომის განვითარებასთან ერთად პალპატინსა და ჯედაიებს შორის დაძაბულობა იზრდება. ჯედაების საბჭოს მრავალი წევრი სკეპტიკურად უყურებს პალპატინის მზარდ ძალას. დროთა განმავლობაში, ჯედაებს სჯერათ, რომ პალპატინი არ დააბრუნებს თავის საგანგებო უფლებამოსილებებს და პოსტზე ზედმეტად დიდი ხნით დარჩებოდა, ომის დასრულების შემდეგ. ამ ეჭვს ასევე იზიარებენ ზოგიერთი სენატორი, მათ შორის პადმე ამიდალა ნაბუდან, ბეილ ორგანა ალდერანიდან და მონ მოთმა ჩანდრილადან .
სეპარატისტების ლიდერების, გრაფი დუკუს (სეპარატისტების მთავრობის მეთაური) და გენერალი გრივუსის (სეპარატისტეტის არმიის მეთაური) გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ჯედაებმა გაარკვიეს პალპატინი რეალურად სითების ლორდი დართ სიდიუსია, პალპატინმა გააქტიურა საგანგებო გეგმა: ბრძანება 66.
ბრძანება 66
რედაქტირებასითები ჯედაების უძველესი მტერები არიან და ითვლებოდა, რომ ისინი 1000 წლის წინ განადგურდნენ. გამოცდილი ჯედების მცირე ჯგუფმა მეის უინდუს მეთაურობით ვერ დააპატიმრა პალპატინი ღალატისთვის, როდესაც ანაკინ სკაიუოკერმა ერთგულება ბნელ მხარეს შეჰფიცა. ამის შემდეგ მალევე, პალპატინი ფარულად უბრძანებს კლონებს ჯედაების ორდენის მოსპობას. კლონების თავში ჩასმული საკონტროლო ჩიპების გამო, კლონები იძულებულნი არიან მოკლან მათი ჯედაი ლიდერები და თანამებრძოლები, ეს მოვლენა მოგვიანებით ჯედაების წმენდის სახელით გახდება ცნობილი. კორუსანტზე დარჩენილ ჯედაებს ხოცავებ ანაკინ სწაივოლკერი, რომელიც ამ დროს უკვე დარტ ვეიდერად არის ნაკურთხი, მისი პირადი 501-ე ლეგიონი.
გალაქტიკური იმპერია აჯანყებულთა ალიანსის წინააღმდეგ
რედაქტირებაკლონური ომების დასრულებამდე პალპატინმა სენატს მიმართა. მან ჯედიების მიერ მის სიცოცხლეზე წარუმატებელი „მკვლელობის მცდელობის“ ამბავი მოაწყო. იგი აცხადებდა, რომ ეს იყო „აჯანყება“ და რომ მათი შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა ყველა სენატორის მოკვლა, მან გამოაცხადა ჯედაებისს ორდენი რესპუბლიკის მტრებად. პალპატინმა განაცხადა, რომ გალაქტიკური რესპუბლიკა უნდა რეორგანიზდეს გალაქტიკურ იმპერიად და ის იქნებოდა იმპერატორი სიკვდილამდე. მოტყუებულებმა პალპატინის ქარიზმით და გამოსვლის სიოსტატით (და, შესაძლოა, ასევე მისი განსაკუთრებული ძალებით), სენატის უმრავლესობამ მას მხარი დაუჭირა ხმამაღალი ოვაციებითა და ტაშით. გალაქტიკური რესპუბლიკის ოფიციალური გაგრძელება იყო გალაქტიკური იმპერია, რომელსაც აძლიერებდა სისასტიკე და შიში.
კლონების ომების ბოლო წელს პალპატინის ერთხანს თითქმის ერთსულოვანმა მხარდაჭერამ დასუსტება დაიწყო. როგორც ეს წარმოჩენილია ვარსკვლავური ომების მესამე ეპიზოდის ნოველიზაცაიში და თავად ფილმიდან წაიშლილ სცენებში, კლონის ომების დასრულებამდე დაიწყო სენატორთა ბლოკის შექმნა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ პალპატინის ავტორიტარულ მმართველობას და ეწინააღმდეგებოდნენ მის ჯედაებთან და სხვა ოპონენტებთან დამოკიდებულებას. ამ ბლოკს, გავლენიანი პოლიტიკოსები ხელმძღვანელობდნენ, როგორიცაა ბეილ ორგანა, მონ მოთმა და მოგვიანებით ბეილის ნაშვილები ქალიშვილი პრინცესა ლეია ორგანა, ეს ბლოკი საბოლოოდ გაიქცა აჯანყებულთა ალიანსად.
ახალი რესპუბლიკა
რედაქტირებაახალი რესპუბლიკა იყო გალაქტიკური რესპუბლიკის აღდგენა მას შემდეგ, რაც პალპატინის გალაქტიკური იმპერია გაანადგურა პალპატინის სიკვდილისა და მეორე სიკვდილის ვარსკვლავის განადგურების შემდეგ ენდორის ბრძოლაში, იავინის ბრძოლიდან 4 წლის შემდეგ. ეს ახალი რესპუბლიკა პირველად ეკრანზე ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძებაში გამოჩნდა 2015 წელს, სადაც ის გამოსახულია როგორც გალაქტიკის მმართველი მთავრობა და პირველი ორდენის მოწინააღმდეგე, სამხედრო ძალა, რომელიც ცდილობდა გალაქტიკური იმპერიის აღდგენას.[16][17] ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნებაში ამსახველი მოვლენებიდან 30 წლის შემდეგ, ახალი რესპუბლიკა ფაქტობრივად დაინგრა, როდესაც Starkiller-ის ბაზამ გაანადგურა ჰოსნიან პრაიმი (ახალი რესპუბლიკის დედაქალაქი), ახალი რესპუბლიკის ფლოტი და სენატი მისი სუპერლაზერით.[18]
- ლეგენდები
ახალი რესპუბლიკის დებიუტი შედგა 1991 წელს, ვარსკვლავური ომების ლეგენდების რომანში, იმპერიის მემკვიდრე, რომანის ავტორი ტიმოთი ზანი.
ინსტიტუტები
რედაქტირებასენატი, კანცლერი და ჯედაების ორდენი
რედაქტირებარესპუბლიკა შეიქმნა, როგორც ურთიერთდამცავი და ეკონომიკური ალიანსი ბირთვში არსებულ რიგ პლანეტებს შორის. თითოეული წევრი სამყარო ან სისტემა ირჩევს სენატორს, რომელიც წარმოადგენს მათ გალაქტიკურ სენატში, მთავრობის საკანონმდებლო შტოს მთავარ ორგანოში. სენატორები თავიანთი სამყაროს ან სისტემების ელჩები არიან. წევრი ქვეყნები და სისტემები ინარჩუნებენ თავიანთ მთავრობებსა და საზოგადოებებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება არცერთ ცენტრალურ და მთავარ რესპუბლიკურ კანონს. პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით არსებობს სხვადასხვა ადგილობრივი მთავრობების მრავალფეროვნება: მონარქიებიდან დაწყებული რესპუბლიკებით.
როდესაც რესპუბლიკის ძალა და გავლენა ფართოვდება, გალაქტიკის მრავალი ახალი რეგიონი შედის რესპუბლიკაში. ბირთვი და კოლონიები არიან გალაქტიკური რესპუბლიკის საფუძველი. რუუსის რეფორმაციის დროს ვარსკვლავური ომების დაწყებამდე 1000 წლით ადრე ხდება სენატორთა წარმომადგენლობის რეორგანიზაცია. ამ ახალი ტერიტორიების ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციაა რეგიონების 50-მდე დასახლებული სამყაროს სექტორებად დაყოფა. თითოეული სექტორი წარმოდგენილია სენატორის დელეგაციით. როდესაც სექტორების რაოდენობა ძალიან გაიზრდება, სექტორები რეორგანიზდება დაახლოებით ათას რეგიონში, რომელთაგან თითოეული წარმოდგენილია ერთი დელეგაციით სენატში.
სენატი წარმოადგენს საკანონმდებლო შტოს ერთპალატიან მთავარ ორგანოს, მაგრამ აქვს უზარმაზარი ძალა მთელ გალაქტიკურ რესპუბლიკაზე. რესპუბლიკის დედაქალაქი, რომელიც შეიცავს ყველაზე მეტ პოლიტიკურ ძალასა და სიმდიდრეს, არის კორუსანტი .
სენატის შენობის შიგნით არის ტერიტორია, სადაც სენატი მსჯელობს, აძლევს ხმას და აკეთებს ან იღებს კანონპროექტებს. იგი შეიცავს 1024 მოლივლივე პლატფორმას, რომელთაგან თითოეულზე დგებიან სენატორი და მისი თანაშემწეები. სენატის თითოეული პლატფორმა წარმოადგენს გალაქტიკის "სექტორს". რამდენიმე პლატფორმა წარმოადგენს ინდივიდუალური მნიშვნელობის სამყაროს, ან განსაკუთრებული თხოვნის მგონე სამაყაროს. ზოგი წარმოადგენს სპეციალურ ინტერესთა ჯგუფებს, როგორიცაა სავაჭრო ფედერაცია და სხვა კომპანიები, კორპორაციები და ინდუსტრიები. თითოეულ სენატორულ დელეგაციას აქვს ერთი ხმა.
სენატის წევრები თავიანთი რიგებიდან ირჩევენ უმაღლეს კანცლერს, რომელიც მსახურობს როგორც სენატის თავმჯდომარე და რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერი. კანცლერს ეხმარება ვიცე-კანცლერი, რომელიც სავარაუდოდ აირჩევა ისევე, როგორც კანცლერი; პრიქველების სამივე ფილმში ვხვდებით მხოლოდ 1 ვიცე-კანცლერს, რომელმაც სამივე ფილმის განმავლობაში, ორი უზენაესი კანცლერის ლიდერობის ქვეშ მსახურობდა. სენატი იცავს ფსევდო-საპარლამენტო წესებს. უმაღლესი კანცლერი ფინის ვალორუმი გადააყენეს უზენაესი კანცლერის პოსტიდან უნდობლობის გამოცხადების შედეგად, რომელიც ნაბუს დედოფალმა და სენატორმა პადმე ამიდალამ შემოიღო.
სენატორები იღებენ ერთ ხმას ყველა საკითხში. კანცლერს ირჩევენ სენატიდან განსაზღვრული ვადით. სენატი აძლევს კანცლერს საგანგებო უფლებამოსილებას კრიზისის დროს და საჭიროების შემთხვევაში ათავისუფლებს მას თანამდებობიდან. ასამბლეა, თავის მხრივ, იყოფა ცალკეულ კომიტეტებად, თითოეული სპეციალიზებულია მთავრობის ადმინისტრაციის სპეციფიკურ დარგებში და რომლებსაც ევალებოდათ კანონმდებლობის შექმნა, რომელსაც განიხილავს სრული კრება. სენატს აქვს სასამართლო ხელისუფლების გარკვეული ფორმაც, თუმცა რესპუბლიკას გააჩნია ცალკე სასამართლო შტო, რომელშიც მთავარი ორგანო იყო უზენაესი სასამართლო.
სენატის ძირითადი ფუნქციებია წევრთა შორის დავების შუამავლობა, საერთო თავდაცვის უზრუნველყოფა, ისეთი კანონების შექმნა, რაც რესპუბლიკის უმეტეს ნაწილს სარგებელს მოუტანს და სისტემათაშორისი ვაჭრობა არეგულირებს. ჯედაების ორდენი, მიუხედავად იმისა ოფიციალურად არ არის რესპუბლიკის ნაწილი, განიხილება ზოგადი რესპუბლიკის დამცველებად. რესპუბლიკა ხშირად უბრძანებს ჯედაებს კონკრეტულ ადგილებში გამგზავრებას, სადაც დახმარებაა საჭირო. ამ გზით ისინი საბოლოოდ არიან რესპუბლიკის არაოფიციალური პოლიცია. ჯედაები შესაძლოა სენატის წევრებიც გახდნენ.
რესპუბლიკის აშკარად ორგანიზებული სტრუქტურის მიუხედავად, რესპუბლიკის დაღმავალი წლები კორუფციის და დიდი სოციალური უსამართლობის ხანაა. სენატი იყოფა, ერთ ამხრეს არიან ისინი ვისაც ნამდვილად სურს დაიცვას რესპუბლიკის ღირებულებები და იდეალები და, მეორე მხარეს ისინი ვისაც სურს საკუთარი მიზნების მიღწევა. მთელი რიგი სუსტი და არაეფექტური კანცლერების შემდეგ წარმოიშვა კრიზისი, რომელიც მოიცავს სავაჭრო ფედერაციის მიერ ნაბუში შემოჭრას, სენატის მიერ მიღებული ტარიფის გამო.
მას შემდეგ, რაც ნაბუს სენატორი პალპატინი კანცლერი ხდება, ის ზრდის თანამდებობის უფლებამოსილებას. უმაღლესი კანცლერის აპარატს ენიჭება სენატთან თანაბარი უფლებამოსილება. გალაქტიკური სენატი ასევე ნაკლებად იკრიბება, რადგან კანცლერს უფრო საგანგებო უფლებამოსილებას აძლევენ კრიზისის პერიოდში.
საბოლოოდ, მრავალი გარე პლანეტა და კომპანია ტოვებს რესპუბლიკას კორუფციის სიმრავლისა და გარე რკალის სამყაროების მიმართ უსამართლო მოპყრობის გამო. ისინი ერთად ქმნიან ამბოხს, რომელსაც დამოუკიდებელი სისტემების კავშირს უწოდებენ, მათ რესპუბლიკაში სეპარატისტებს უწოდებენ. ზოგიერთი მსხვილი სამრეწველო კომპანია, სავაჭრო ფედერაციის ჩათვლით, სეპარატისტების მხარესაა და მათ სამხედროებითა და რესურსებით უზრუნველყოფენ.
გალაქტიკური პოლიტიკოსები
რედაქტირებაპოლიტიკოსებში შედიან სენატორები, უზენაესი კანცლერი, სენატის ვიცე-თავმჯდომარე, ადმინისტრაციული თანაშემწე, სისტემების სხვადასხვა წარმომადგენლები და ,არაოფიციალურად, ჯედაების საბჭოს წევრები. ჯედიის საბჭოს წევრებს აქვთ სპეციალური სტატუსი, რადგან მათ აქვთ შესაძლებლობა დაესწრნონ სენატის შეხვედრებს და გასცენ რჩევები სხვადასხვა საკითხებზე. ჯედაების ორდენი იცავს გალაქკური რესპუბლიის მოსახლეობას.
არმია
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკას არმია და ფლოტი ჰყავდა ათასობით წლის განმავლობაში, რუსული რეფორმების შემდეგ რესპუბლიკა არ ინარჩუნებს სამხედრო ძალებს, გარდა მცირე ძალებისა, რომლებიც ცნობილია როგორც სასამართლო ძალები.
პალპატინი და ჯედაები
რედაქტირებაჯედაები ყველაზე მეტი უფლებამოსილებით მსახურობდნენ ჯედაების უმაღლეს საბჭოში, რომელთა შორის იოდა და მეის უინდუ ასრულებენ დე-ფაქტო ლიდერების მოვალებას, რესპუბლიკის სიმაღლეზე. მიუხედავად იმისა, რომ სენატი გარკვეულ პოლიტიკურ უფლებამოსილებას ფლობს ჯედაებთან დაკავშირებით, პალპატინის თანამდებობაზე მოსვლისთანავე მან საბჭოზე ძალიან მცირე ზეწოლა განახორციელა და მოითხოვა, რომ ანაკინ სკაიუოკერი საბჭოს წევრი გახდეს ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი III - სითების შურისძიებაში, მიუხედავად ჯედაის შეცდომებისა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭომ ანაკინს მისცა საბჭოზე ჯდომის ოფლება, მას არ მიენიჭა ოსტატის წოდება.
გამოჩენა
რედაქტირება- ვარსკვლავური ომები (1977) (მხოლოდ ნახსენები)
- ვარსკვლავური ომები: ფარული საფრთხე (1999)
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა (2002)
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შრურისძიება (2005)
- ვარსკვლავური ომები: კლონების ომები (2008 წლის ანიმაციური ფილმი)
- ვარსკვლავური ომები: კლონების ომები (2008−2020)
- ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები (2014-2018) (სიმბოლო და მხოლოდ ნახსენები)
- მანდალორი (2019 წლიდან დღემდე) (მხოლოდ ნახსენები)
- ვარსკვლავური ომები: ცუდი პარტია (2021)
ახალი რესპუბლიკის გამოჩენა
რედაქტირება- ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება (2015)
- მანდალორი (2019 – დღემდე)
- Star Wars: Battlefront II (2017)
- Star Wars: Squadrons (2020)
ლიტერატურა
რედაქტირება- Horton, Cole; Hidalgo, Pablo; Zehr, Dan (2020) The Star Wars Book: Expand your knowledge of a galaxy far, far away. London: Dorling Kindersley, გვ. 321. ISBN 9780241502211.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Galactic Republic in the StarWars.com Databank
- Galactic Republic ვუკიპედიაში, „ვარსკვლავური ომების“ ვიკიში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Richter, Lena (2020). The Transmedia Franchise of Star Wars TV. Cham: Springer Nature, გვ. 155, 191. ISBN 9783030529581.
- ↑ Horton 2020, p. 14, 179, 312.
- ↑ Brake, Mark; Chase, Jon (2016) The Science of Star Wars: The Scientific Facts Behind the Force, Space Travel, and More!. Simon and Schuster, გვ. 90–91, 122. ISBN 9781944686291.
- ↑ Smith, Bill (1996). Star Wars: The Roleplaying Game. West End Games, გვ. 192. ISBN 9780874314359.
- ↑ 5.0 5.1 Horton 2020, p. 27.
- ↑ Daniel Wallace (2005). Star Wars: The New Essential Chronology. LucasBooks.
- ↑ (2014) „Jedi Timeline“, Star Wars Jedi Battles (en). Dorling Kindersley Limited, გვ. 4–5. ISBN 9781409357629. „yavin ABY.“
- ↑ Horton 2020, p. 17–18.
- ↑ Horton 2020, p. 18–19.
- ↑ Horton 2020, p. 19–20.
- ↑ Horton 2020, p. 72–73, 145, 150–151.
- ↑ Newby, Richard. (February 25, 2020) How High Republic Will Build a New Era of Star Wars. ციტირების თარიღი: February 25, 2020
- ↑ 13.0 13.1 13.2 13.3 Horton 2020, p. 170.
- ↑ Horton 2020, p. 151, 169–170.
- ↑ Horton 2020, p. 169–170.
- ↑ McDonagh, Tim (2016). Star Wars: Galactic Maps. Disney–Lucasfilm Press, გვ. 13, 44. ISBN 978-1368003063.
- ↑ There’s a New Republic in Star Wars: The Force Awakens, According to Battlefront. Overmental (19 April 2015). ციტირების თარიღი: 5 December 2015
- ↑ Horton 2020, p. 55.
- ↑ Fields of Influence: Conjunctions of Artists and Scientists 1815-1860, James Hamilton, p. 14-15