პალპატინი
შივ პალპატინი (ასევე, ცნობილი როგორც სენატორი პალპატინი, უზენაესი კანცლერი პალპატინი, კანცლერი პალპატინი, იმპერტატორი პალპატინი და დართ სიდიუსი) — გამოგონებული პერსონაჟი და მთავარი ანტაგონისტი ვარსკვლავური ომების სამყაროში, რომელსაც უმეტესწილად ანსახიერებდა იან მაკდაიარმიდი.
პალპატინი | |
---|---|
ვარსკვლავური ომები - პერსონაჟი | |
პირველი გამოჩენა | ვარსკვლავური ომები |
შემქმნელი | ჯორჯ ლუკასი |
მსახიობი | იან მაკდაიარმედი |
ინფორმაცია | |
ნამდვილი სახელი | შივ პალპატინი |
სხვა სახელები | დართ სიდიუსი |
სახეობა/რასა | ადამიანი |
სქესი | მამრობითი |
ორიგინალ ტრილოგიაში, იგი არის გალაქტიკური იმპერიის იმპერატორი, ხოლო წინარეისტორიის ტრილოგიაში კი ქარიზმატული სენატორი ნაბუდან, რომელიც ცდილობს, რომ გახდეს გალაქტიკური რესპუბლიკის უზენაესი კანცლერი. პალპატინი ამავდროულად არის უძლიერესი სითი დართ სიდიუსი, რომელიც ცდილობს ჯედაების განადგურებას. სწორედ მან გადმოიბირა ენეკინ სკაიუოკერი, მომავალში ცნობილი როგორც დართ ვეიდერი ბნელ მხარეზე. სწორედ დართ ვეიდერმა მოკლა დართ სიდიუსი, როდესაც იგი მის შვილს, ლუკ სკაიუოკერს დაესხა თავს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- იმპერატორი პალპატინი/დართ სიდიუსი StarWars.com-ის Databank-ში
- დართ სიდიუსი ვუკიპედიაში, „ვარსკვლავური ომების“ ვიკიში