გალაქტიკათშორისი ვარსკვლავი
გალაქტიკათშორისი ვარსკვლავი, აგრეთვე ცნობილი როგორც თაღლითი ვარსკვლავი — ვარსკვლავი, რომელიც გალაქტიკაში არ მდებარეობს. 1990-იანი წლების ბოლოს, მსგავსი ვარსკვლავები სამეცნიერო საზოგადოებაში დიდი განხილვის საგანი იყო. საერთო ჯამში მიჩნეულია, რომ ისინი გალაქტიკების შერწყმის ან იმ ბინარულ ვარსკვლავთა შედეგია, რომლებმაც შავ ხვრელთან ძალიან ახლოს ჩაიარეს.
აღმოჩენა
რედაქტირებაზოგადი რწმენა, რომ ვარსკვლავები მხოლოდ გალაქტიკებში შეიძლება არსებობდეს, 1997 წელს დაინგრა, როდესაც გალაქტიკათშორისი ვარსკვლავები აღმოაჩინეს.[1] პირველ მათგანს ქალწულის გალაქტიკათა გროვაში მიაგნეს, სადაც ამჟამად ერთი ტრილიონი მსგავსი ვარსკვლავია თავმოყრილი.[2]
გალაქტიკათშორისი ვარსკვლავების აღმოჩენა მიემართება „დაკარგული ბარიონების პრობლემისკენ“[3] — ბარიონები სუბატომურ ნაწილაკთა კლასია, სადაც ასევე შედიან პროტონები და ნეიტრონები, რომლებიც ნორმალურ გარემოებაში ატომის ბირთვს წარმოქმნიან, მაგრამ ასტროფიზიკოსები და კოსმოლოგები ეხებიან ისეთ გარემოსაც, სადაც ბაირონები ასევე შეიცავს ელექტრონებსაც. დაკარგული ბაირონის პრობლემა ბევრი თეორეტიკოსის მიერ იდენტიფიცირდება სამყაროს წარმოშობასა და ევოლუციასთან, რაც აღნიშნავს, რომ შესაძლოა იმაზე მეტი ბაირონი არსებობდეს, ვიდრე მეცნიერებს აქვთ აღმოჩენილი.[4]
წარმოქმნა
რედაქტირებაამ ვარსკვლავების წარმოშობის გზა ჯერ კიდევ საიდუმლოებითაა მოცული, თუმცა ყველაზე ბოლო თეორიის მიხედვით, ორი ან მეტი გალაქტიკის ერთმანეთთან შერწყმის დროს, შესაძლებელია ზოგიერთი ვარსკვლავი გალაქტიკათშორის ცარიელ სივრცეებში გაიტყორცნოს. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავები როგორც წესი გალაქტიკის ფარგლებში მდებარეობს, გალაქტიკების შერწყმის დროს შესაძლებელია გრავიტაციულმა ძალებმა ზოგიერთი მათგანი გარეთ გააგდოს. ასევე მიჩნეულია, რომ გალაქტიკათშორისი ვარსკვლავები ასევე შესაძლებელია მოდიოდნენ უკიდურესად პატარა გალაქტიკებიდან, რადგან ვარსკვლავისთვის ბევრად ადვილია, გაექცეს პატარა გალაქტიკის გრავიტაციულ ძალებს.[5]
სხვა თეორიის მიხედვით, ასეთი ვარსკვლავების გაგდება საკუთარი გალაქტიკებიდან შეუძლიათ სუპერმასიურ შავ ხვრელებს. ამ შემთხვევაში, გალაქტიკათშორისი ვარსკვლავი თავის დროზე ბინარული ვარსკვლავის სისტემის ნაწილი უნდა ყოფილიყო, რომლის ერთი ვარსკვლავიც გალაქტიკის ცენტრში მდებარე შავმა ხვრელმა შთანთქა მასთან ახლოს ჩავლისას, მეორე კი შორს გატყორცნა. გალაქტიკის ცენტრიდან გაგდებული ვარსკვლავი ისეთი მაღალი სიჩქარით მოძრაობს, რომ თავს აღწევს გალაქტიკის გრავიტაციულ ძალებს; ასეთ ვარსკვლავებს ჰიპერჩქარ ვარსკვლავს უწოდებენ.[6]
მასა
რედაქტირებამიუხედავას იმისა, რომ ამ ვარსკვლავების ზუსტი მასა უცნობია, ვარაუდობენ, რომ მათი მასა ქალწულის გროვის გალაქტიკების მასის 10%-ს შეადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთობლივად, მათ მეტი მასა გააჩნიათ, ვიდრე ქალწულის გროვის 2500 გალაქტიკიდან რომელიმე ცალკე აღებულს.[7]
მდებარეობა
რედაქტირებაპირველი გალაქტიკათშორისი ვარსკვლავები ქალწულის გალაქტიკათა გროვაში აღმოაჩინეს. ეს ვარსკვლავები უახლოესი გალაქტიკიდან 300 000 სინათლის წლის მოშორებით აყალიბებენ მასიურ ჯგუფს.
დაახლოებით 675 თაღლითი ვარსკვლავია აღმოჩენილი ჩვენი გალაქტიკის კიდეზე, ანდრომედას გალაქტიკასა და ირმის ნახტომს შორის.[8]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ NewsCenter - Hubble Finds Intergalactic Stars (01/14/1997) - Introduction. HubbleSite (1997-01-14). ციტირების თარიღი: 2010-12-09.
- ↑ NewsCenter - Hubble Finds Intergalactic Stars (01/14/1997) - Release Text. HubbleSite (1997-01-14). ციტირების თარიღი: 2010-12-09.
- ↑ Colossal Gas Cloud Discovered Around Milky Way. ციტირების თარიღი: 3 January 2015.
- ↑ Choi, Charles Q.. Lost in Space: Half of All Stars Drifting Free of Galaxies. Purch. ციტირების თარიღი: 3 January 2015.
- ↑ Witze, Alexandra. Half of Stars Lurk Outside Galaxies. Nature Publishing Group. ციტირების თარიღი: 3 January 2015.
- ↑ Britt, Robert Roy. Exiled stars: Milky Way Boots Members. Space.com. ციტირების თარიღი: 4 January 2015.
- ↑ Henry C. Ferguson (1998), "Detection of intergalactic red-giant-branch stars in the Virgo cluster", Nature 391: 461–463,
- ↑ Salisbury, David. Rogue Stars Ejected From the Galaxy Found in Intergalactic Space. Vanderbilt University. ციტირების თარიღი: 3 January 2015.