გაიანე (ბალეტი)
გაიანე — არამ ხაჩატურიანის ბალეტი ოთხ ტაქტში. ლიბრეტო კონსტანტინე დერჟავინის.
ბალეტის საბოლოო მოქმედებისთვის დაწერილია ამჟამად ფართოდ პოპულარული ცეკვა ხმლებით.
შემქნის ისტორია
რედაქტირებაარამ ხაჩატურიანის პირველი ბალეტის „ბედნიერებას“ წარმატების შემდეგ სომხური ხელოვნების ათწლეულზე 1939 წელს მოსკოვში, ლენინგრადის კიროვის სახელობის ოპერის თეატრისა და ბალეტის დირექციამ კომპოზიტორს ახალი ბალეტი შეუკვეთა. 1940 წელს კონსტანტინე დერჟავინის ლიბრეტო დაფუძნებული იყო ბალეტი „ბედნიერებას“ ზოგიერთ სიუჟეტურ სვლებზე, რამაც საშუალება მისცა ხაჩატურიანს ის რაც ჰქონდა თავის პირველ ბალეტში საუკეთესო შეენახა ახალ ნაშრომში, პარტიტურის მნიშვნელოვნად შევსებით და მისი სომფონიური განვითარებით.
1943 წელს ამ ბალეტისთვის კომპოზიტორმა სტალინის I ხარისხის პრემია მიიღო, რომელიც სსრკ-ს შეიარაღებული ძალების ფონდში შეიტანა. მოგვიანებით, ბალეტის მუსიკაზე დაფუძნებით, კომპოზიტორმა შექმნა სამი საორკესტრო სუიტა. 1950-იანების შუა წლებში ბალეტ „გაიანეს“ დაუკავშირდა დიდი თეატრი. ბორის პლეტნიოვის ლიბრეტოზე დაფუძნებით, არამ ხაჩატურიანმა წინა სიმღერის ნახევარზე მეტის გადაწერით მნიშვნელოვნად შეცვალა ბალეტის მარტიტურა.
მოქმედი პირები
რედაქტირება- ოვანეს, მეურნეობის წარმომადგენელი
- გაიანე, მისი შვილის
- არმენი, მწყემსი
- ნუნე, ქალი ვაჭარი
- კარენი, ფერმერი
- კაზაკოვი, გეოლოგიური ექსპედიციის უფროსი
- უცნობი
- გიკო, ფერმერი
- აიშა, ქალი ვაჭარი
- იზმაილი
- აგრონომი
- საზაზღვრო დაცვის უფროსი
სასცენო მოღვაწეობა
რედაქტირებალენინგრადის კიროვის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრი
რედაქტირება9 დეკემბერი 1942 წელი — ევაკუირებული პრემიერა პერმის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე
დამდგმელი-ბალეტმაისტერი ნინა ანისიმოვა, დამდგმელი-მხატვარი ნატან ალტმანი, კოსტიუმების მხატვარი ტატიანა ბრუნი, დამდგმელი-დირიჟორი პაველ ფელდტი
- მოქმედი პირები
- გაიანე — ნატალია დუდინსკაია (შემდგომ ალა შელესტი)
- არმენი — კონსტანტინე სერგეევი (შემდგომ სემიონ კაპლანი)
- ნუნე — ტატიანა ვეჩესლოვა (შემდგომ ფეა ბალაბინა)
- კარენი — ნიკოლაი ზუბკოვსკი (შემდგომ ვლადიმერ ფიდლერი)
- გიკო — ბორის შავროვი
- აიშა — ნინა ანისიმოვა
1945 წელი — განახლება
დამდგმელი-ბალეტმეისტერი ნინა ანისიმოვა, დამდგმელი-მხატვარი ვადიმ რინდინი, დამდგმელი-დირიჟორი პალევ ფელდტი
- მოქმედი პირები
- გაიანე — ნატალია დუდინსკაია (შემდგომ ალა შელესტი, ნონა ასტრებოვა)
- არმენი — კონსტანტინე სერგეევი (შემდგომ სემიონ კაპლანი)
- ნუნე— ტატიანა ვეჩესლოვა (შემდგომ ფეა ბალაბინა, ოლგა ბერგი)
- კარენი — ნიკოლაი ზუბგოვსკი (შემდგომ ვლადიმერ ფიდლერი)
- გიკო — ბორის შავროვი
- აიშა — ნინა ანისიმოვა
13 ივნისი 1952 წელი — ახალი დადგმა
დამდგმელი-ბალეტმაისტერი ნინა ანისიმოვა, დამდგმელი-მხატვარი ვალერიი დორერი, დამდგმელი-დირიჟორი პაველ დელდტი
- მოქმედი პირები
- გაიანე — ნატალია დუდინსკაია
- არმენი — კონსტანტინე სერგეევი
- ნუნე — ფეა ბალაბინა (შემდგომ ტატიანა ლეგატი)
- კარენი — ნიკოლაი ზუბკოვსკი
- გიკო — ბორის შავროვი (შემდგომ იგორ ბლესკი)
22 მაისი 1957 წელი — პრემიერა ბალეტი სამ აქტში, 7 სურათში პროლოგით. ლიბრეტო ბორის პლეტნიოვის, დამდგმელი-ბალეტმაისტერი ვასილი ვაინონენი, რეჟისორი კაპლანი, დამდგმელი-მხატვარი ვადიმ რინდინი, დამდგმელი-დირიჟორი იური ფაიერი.
- მოქმედი პირები
- გაიანე — რაისა სტრუჩკოვა (შემდგომ ნინა ფიოდოროვა, მარინა კონდრატიევა)
- არმენი — იური კონდრატოვი (შემდეგ იური გოფმანი)
- მარიამ — ნინა ჩკალოვა (შემდგომ ნინა ტიმოფეევა, ნინა ჩისტოვა)
- გიორგი — იაროსლავ სეხი
- ნუნე — ლიუდმილა ბოგომოლოვა
- კარენი — ესფანდიარ კაშანი (შემდგომ გიორგი სოლოვიოვი)
სპექტაკლი ჩატარდა 11 ჯერ, ბოლო გამოსვლა 1958 წლის 24 იანვარს იყო.
19 ნოემბერი 1961 წელი — მე-4 აქტი, როგორც დამოუკიდებელი სპექტაკლი. დამდგმელი-ბალეტმეისტერი ნინა ანისიმოვა, დამდგმელი-მხატვარი ვადიმ რინდინი, დამდგმელი-დირიჟორი იური ფაიერი.
- მოქმედი პირები
- გაიანე — ნინა ტიმოფეევა
- არმენი — იური ჟდანოვი (შემდგომ მარის ლიეპა, ნიკოლაი ფადეჩეევი)
- ნუნე — ნატალია ფილიპოვა
- კარენი — ესფანდიარ კაშანი
- ლეზგინკა — ნინა სიმონოვა და მანსურ კამალენტიდოვ (შემდგომ ნატალია კასატკინა, ალა ბოგუსლავსკაია, ელენა ხოლინა და ვლადიმერ კუდრაშიოვი)
- ცეკვა ხმლებით — იუმალეი სკოტი და შამილ იაგუდინი
სპექტაკლი 15-ჯერ ჩატარდა, ბოლოს გამოსვლა 1964 წლის 12 თებერვალს იყო.
13 მარტი 1984 წელი — ახალი დადგმა კრემლის ყრილობათა დარბაზის სცენაზე.
ლიბრეტოს ავტორი და დამდგმელი-ბალეტმაისტერი მაქსიმ მარტიროსიანი, დამდგმელი-მხატვარი ნიკოლაი ზოლოტაროვი, დამდგმელი-დირიჟორი ალექსანდრე კოპილოვი.
- მოქმედი პირები
- გაიანე — მარინა ლეონოვა (შემდგომ ირინა პრკოფიევა)
- არმენი —ალექსეი ლაზარევი (შემდგომ ვალერი ანისიმოვი)
- ნერსო — ბორის აკიმოვი (შემდგომ ალექსანდრე ვეტროვი)
- ნუნე — ნატალია არხიპოვა (შემდგომ მარინა ნუდგა)
- კარენი — ლეონიდ ნიკონოვი
- ლეზგინკა — ელენა ახულკოვა და ალექსანდრე ვეტროვი
სპექტაკლი 3-ჯერ ჩატარდა, ბოლო გამოსვლა 1984 წლის 12 აპრილს.
კონსტანტინ სტანისლავსკისა და ვლადიმერ ნემირობიჩ-დანჩეკოს სახელობის მოსკოვის აკადემიური მისუკალური თეატრი
რედაქტირებაპრემიერა 1972 წლის 9 დეკემბერს ჩატარდა
ბალეტი სამ აქტში. ლიბრეტო, ქორეოგრაფია და კომპოზიცია — ბორის ეიფმან, დამდგმელი-მხატვარი არშაკუნი, მუსიკალური ხელმძღვანელი და დამდგმელი-დირიჟორი დმიტრიევი.
- მოქმედი სახეები
- გაიანე — ტატიანა ფესენკო (შემდგომ თამარა სტატკუნი)
- გიკო — ვასილი ასტროვსკი (შემგომ კონსტანტინე ნავოსიოლოვი, ვლადიმერ აჯამოვი)
- არმენი — ანატოლი სიდოროვი (შემდგომ სოკოლოვი)
- მაცაკი — ჰერმან ზამუელი (შემდგომ ევგენი მასიშოვი)
დადგმები სხვა სცენებზე
რედაქტირება1943 — სვერდლოვსკის ბალეტისა და ოპერის თეატრი, დამდგმელი-ბალეტ მაისტერი ნინა ანისიმოვა
1947 — ერევნის ბალეტისა და ოპერის თეატრი, დამდგმელი-ბალეტმაისტერი ნინა ანისიმოვა
1947 — კიევის ბალეტისა და ოპერის თეატრი, დამდგმელი-ბალეტმაისტერი სერგეევი
1961 — სოფიის ხალხური ოპერა, დამდგმელი-ბალეტმაისტერი ნინა ანისიმოვა
1970 — ოპერისა და ბალეტის თეატრი „ესტონეთი“, დამდგმელი-ბალეტმაისტერი ენ სუვე
1971 — ვორონეჟის ოპერისა და ბალეტის თეატრი, დამდგმელი-ბალეტმაისტერი მაქსიმ მარტეროსიანი
1971 — ერევნის ოპერისა და ბალეტის თეატრი, დამდგმელი-ბალეტმეისტერი მაქსიმ მარტეროსიანი
1971 — პერმის ოპერისა და ბალეტის თეატრი, დამდგმელი-ბალეტმესიტერი ბოროდულინი
1972 — სარატოვის ოპერისა და ბალეტის თეატრი, დამდგმელი-ბალეტმეისტერი ასატურიანი
1973 — ბურატიის ოპერისა და ბალეტის თეატრი, დამდგმელი-ბალეტმეისტერი მაქსიმ მარტიროსიანი
1974 — ერევნის ოპერისა და ბალეტის თეატრი, დამდგმელი-ბალეტმაისტერი ვილენ გალსტიანი; გაიანე — ნადეჯდა დავტიან, არმენი — ვილენ გალსტიანი
1976 — რიგის ოპერისა და ბალეტის თეატრი, დამდგმელი-ბელტმაისტერი ბორის ეიფმანი
1977 — მოსკვოვის კლასიკური ბალეტი, დამდგმელი-ბალეტმაისტერი ნატალია კასატკინა და ვლადიმერ ვასილიოვი, დამდგმელი-მხატვარი ვილიამ კლემენტიევი, დამდგმელი-დირიჟორი ვლადიმერ ედელმან; გაიანე — ნატალია დანილოვა, აიშა — ანა სერდიუკ, არმენი — სტანისლავ ისაევი, ქურთი — სერგეი სტანოვი
1981 — ნოვასებირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი, დამდგმელი-ბალეტმეისტერი ვილენ გალსტიანი
1982 — სვერდლოვსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი, დამდგმელი-ბალეტმეისტერი ასატურიანი
24 თებერვალი 1984 — ჩელიაბინსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი, დამდგმელი-ბალეტმეისტერი ასატურიანი, დამდგმელი-მხატვარი ერნს ჰეიდებრეხტ, დამდგმელი-დირიჟორი მიუნსტერი
25 თებერვალი 2011 — ოპერის თეატრი უსტი-ნად-ლაბემი (ჩეხეთი), ლიბრეტო და ქორეოგრაფია ვლადიმერ ნეჩასა, დამდგმელი-მხატვარი სტანისლავ მიულერი, დამდგმელი-დირიჟორი მილან კანაკი; გაიანე — მარგარიტა პლეშკოვა, მულა — ვლადიმერ გონჩაროვი[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- «Гаянэ» на сайте Виртуального музея Арама Хачатуряна