უსტი-ნად-ლაბემი (ჩეხ. Ústí nad Labem) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკაში, უსტეცის მხარეში. წარმოადგენს ქვეყნის მეშვიდე ყველაზე ხალხმრავალ ქალაქს. მდებარეობს მთიან რაიონში, მდინარე ბილინისა და ელბის შეერთების ადგილას. ფუნქციონირებს საკმაოდ აქტიური სამდინარო პორტი. ასევე მნიშვნელოვანია მისი როგორც სარკინიგზო კვანძის როლი.

ქალაქი
უსტი-ნად-ლაბემი
Ústí nad Labem
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
რეგიონი (ჩეხეთი)|ჩეხეთის რეგიონები|რეგიონი უსტეცი
შიდა დაყოფა Božtěšice[1] , Brná[1] , Bukov[1] , Církvice[1] , Habrovice[1] , Hostovice[1] , Klíše[1] , Kojetice[1] , Krásné Březno[1] , Mojžíř[1] , Neštěmice[1] , Olešnice[1] , Předlice[1] , Sebuzín[1] , Ústí nad Labem-Severní terasa[1] , Skorotice[1] , Strážky[1] , Střekov[1] , Svádov[1] , Ústí nad Labem-centrum[1] , Vaňov, Ústí nad Labem[1] და Všebořice[1]
კოორდინატები 50°39′30″ ჩ. გ. 14°02′30″ ა. გ. / 50.65833° ჩ. გ. 14.04167° ა. გ. / 50.65833; 14.04167
მმართველი Petr Nedvědický
დაარსდა 1056
პირველი ხსენება 1056
ფართობი 93,95 კმ²
ცენტრის სიმაღლე 218
მოსახლეობა 95 464 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 400 01
საავტომობილო კოდი U
ოფიციალური საიტი usti-nl.cz/en/
უსტი-ნად-ლაბემი — ჩეხეთის რესპუბლიკა
უსტი-ნად-ლაბემი

ჯერ კიდევ 993 წლისთვის, უსტი-ნად-ლაბემი წყაროებში ვაჭრობის ცენტრად იხსენიება. მის დაარსებას ბოჰემიის მეფე ოტოკარ II-ს მიაწერენ XIII საუკუნის გვიან წლებში, რომლებმაც ქვეყანაში გერმანელ მოსახლეებს უხმო და მათ გერმანული საქალაქო კანონით დაცვა აღუთქვა. 1423 წელს იგი იმპერატორმა სიგიზმუნდმა მეისენის კურფიურსტ ფრიდრიხ I-ს გადასცა გირაოთი, რომელმაც იგი საქსონიის გარნიზონით დაიკავა. 1426 ქალაქს ჰუსიტებმა ალყა შემოარტყეს, რომლებმაც 1426 წლის 16 ივნისს, სისხლისმღვრელ შეტაკებაში 25 000 კაცით გერმანიის 70 000-იანი არმია დაამარცხეს. 1429 წელს დაზიანებული ქალაქი აღადგინეს. მნიშვნელოვნად დაზიანდა აგრეთვე ოცდაათწლიანი და შვიდწლიანი ომების დროს.

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 1.21 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.