გაზი I გირეი
გაზი I გირეი (ყირიმ. I Gazi Geray, غازى كراى ١; დ. ბახჩისარაი, ყირიმის სახანო, 1504 — გ. 1524, ფეოდოსია, ყირიმის სახანო) — ყირიმის ხანი 1523–1524 წლებში, მეჰმედ I გირეის ვაჟი, სულეიმან I-ის ბიძაშვილი დედის მხრიდან.
გაზი I გირეი | |
---|---|
Gazi Giray | |
ყირიმის მე-6 ხანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1523 |
მმართ. დასასრული: | 1524 |
წინამორბედი: | მეჰმედ I გირეი |
მემკვიდრე: | საადეთ I გირეი |
სულთანი: | სულეიმან I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1504 |
გარდ. თარიღი: | 1524 |
გარდ. ადგილი: | ფეოდოსია, ყირიმის სახანო |
დინასტია: | გირეის დინასტია |
მამა: | მეჰმედ I გირეი |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგაზი 1523 წელს თან ახლდა მამამისს, მეჰმედ I გირეის ასტრახანის ლაშქრობაში, რომლის დროსაც ყირიმელებმა დაიპყრეს ასტრახანი, მაგრამ მალევე ნოღაის ურდოს მეომრებმა მეჰმედ გირეი და მისი ვაჟი, ბაჰადირ გირეი ვერაგულად მოკლეს. გაზი გირეიმ თავს გაქცევით უშველა და იმავე წლის ოქტომბერში ყირიმში დაბრუნდა.
ყირიმელმა თათრებმა სწორედ გაზი აირჩიეს ხანად. მან კალგად დანიშნა მისი უმცროსი ძმა, ბაბა გირეი. გაზის ჰყავდა ტახტისათვის მოცილე ბიძა, საადეთ გირეი, რომელიც ყირიმელების დიდი ნაწილისა და ოსმალთა სულთნის, სულეიმან I-ის მხარდაჭერით სარგებლობდა. 6 თვიანი მმართველობის შემდეგ გაზი გირეი ბიძამისისის მომხრეებმა ტახტიდან ჩამოაგდეს და ფეოდოსიის ციხეში გამოკეტეს. მალევე ის ბიძამისმა გამოიყვანა ციხიდან და კალგად დანიშნა, მაგრამ რამდენიმე თვეში სიკვდილით დასაჯა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Гайворонский Алексей. Созвездие Гераев. — Симферополь, 2003 г.
- Олекса Гайворонский «Повелители двух материков», том 1, Киев-Бахчисарай, 2007 г. ISBN 978-966-96917-1-2