გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 69
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 69 მიიღეს 1949 წლის 4 მარტს. გაეროში გაწევრიანების შესახებ ისრაელის განცხადების განხილვის შემდეგ უშიშროების საბჭომ დაადგინა, რომ ისრაელი არის მშვიდობიანი სახელმწიფო და დადებითი რეკომენდაცია მისცა გენერალურ ასამბლეას ისრაელის გაწევრიანების შესახებ.
გაეროს უს რეზოლუცია 69 | |
---|---|
ისრაელის მდებარეობა | |
თარიღი | 4 მარტი 1949 |
სხდომა № | 414 |
კოდი | S/RES/69 (დოკუმენტი) |
თემა | ისრაელის მიღება გაეროში |
კენჭისყრა |
მომხრე: 9 წინააღმდეგი: 1 თავი შეიკავა: 1 |
შედეგი | მიღებული |
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
რეზოლუცია მიიღეს 9 ხმით. ეგვიპტე იყო წინააღმდეგი, ხოლო გაერთიანებულმა სამეფომ თავი შეიკავა.