გაერთიანებული სამეფო-სომხეთის ურთიერთობები

სომხეთ-გაერთთიანებული სამეფოს ურთიერთობები — მოიცავს სომხეთისა და გაერთთიანებული სამეფოს შორის ორმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობას. გაერთიანებულმა სამეფომ სომხეთის დამოუკიდებლობა აღიარა 1991 წლის 31 დეკემბერს. ევროპაში სომხეთის პირველი საელჩო გაიხსნა ლონდონში 1992 წლის ოქტომბერში. 1995 წლიდან გაერთიანებულ სამეფოს აქვს საელჩო ერევანშიორი ქვეყანა დღემდე ინარჩუნებს თანამშრომლურ და მეგობრულ ურთიერთობებს.

სომხეთ-გაერთთიანებული სამეფო
Map indicating locations of Armenia and United Kingdom

სომხეთი

გაერთიანებული სამეფო

პირველი მსოფლიო ომი

რედაქტირება

1910 წლისთვის ბრიტანული პოლიტიკა ეწინააღმდეგებოდა რუსეთის მიერ სომხეთზე კონტროლის მოპოვებას და ცდილობდა ოსმალეთის იმპერიისკენ მიეცა მიმართულება სომხეთისათვის. [1] როდესაც მსოფლიო ომი დაიწყო, ბრიტანეთმა უარყო თურქების წინააღმდეგ საბრძოლველად სომხური ლეგიონის შექმნის იდეა. მაგრამ ნაცვლად ამისა, იგი მხარს უჭერდა სომხურ ლეგიონს საფრანგეთის სარდლობით, რომელიც იმ დროისთვის იბრძოდა კვიპროსში.[2]

როგორც კი სომეხთა ხოცვა-ჟლეტების შესახებ ახალი ამბები გამჟღავნდა, ლონდონმა დაიწყო მუშაობა იმის დასამტკიცებლად, რომ მისი იმპერიული პასუხისმგებლობები მოიცავს ადამიანის უფლებების დაცვას. თურქებმა ამ ყველაფერს უპასუხეს გაძლიერებული ანტი-ბრიტანული ნაციონალიზმით.[3][4]

სახელმწიფო ვიზიტები სომხეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის

რედაქტირება

სომხეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სხვადასხვა სახელმწიფო ვიზიტიტები შედგა, მაგაითად, როდესაც ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი დევიდ ლიდინგტონი იმყოფებოდა ერევანში. გარდა ამისა, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 2012 წლის ივლისში ეწვია გაერთიანებულ სამეფოს.

პრემიერ მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი სომხეთში იმყოფებოდა 1990 წლის ივნისში, როდესაც სომხეთი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი იყო.

დიდი ბრიტანეთის სომხური საზოგადოება

რედაქტირება

1989 წელს გამოქვეყნებული მონაცემებით, იმ დროისათვის დიდ ლონდონში დაახლოებით 10 000 სომეხი ცხოვრობდა. სავარაუდოდ, მათი უმრავლესობა პირველი თაობის ემიგრანტები იყვნენ ლიბანიდან, სირიიდან, ერაყიდან, ირანიდან და კვიპროსიდან.[5] მათში ასევე შედიან სომხები ეთიოპიიდან, ინდოეთიდან, ეგვიპტიდან, ისრაელიდან და აგრეთვე სხვა ქვეყნებიდან. ძირითადად, მიგრანტი სომხები ცხოვრობდნენ ქალაქ ლონდონში, მანჩესტერში, ლივერპულში, ბირმინგემში, ასევე ედინბურგში, ბელფასტსა და გლაზგოში.

მანჩესტერში 1835 წლიდან ცხოვრობდნენ სომეხი მოსახლეები, პირველი მაცხოვრებელი სომხები იყვნენ ვაჭრები კონსტანტინოპოლიდან და ინდოეთიდან. 1870 წელს მანჩესტერში აშენდა სომხური ეკლესია (ყოვლადწმიდა სამება), ხოლო 30 სომხური ბიზნესი კი სავარაუდოდ, ქალაქში მოქმედებდა 1862 წლისთვის.[6]

სომხების გენოციდის აღიარება

რედაქტირება

უელსის, შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მთავრობები აღიარებენ სომხურ გენოციდს, თუმცა ინგლისი არ ცნობს სომხურ გენოციდს, რადგან მიაჩნია, რომ ეს მტკიცებულებები არ არის საკმარისი, რომ განიხილოს საშინელი მოვლენები, რომელმაც თავიდანვე დააზარალა ოსმალეთის სომეხი მოსახლეობა. ბრიტანეთის მთავრობა ამბობს, რომ ეს ხოცვა-ჟლეტა საშინელი ტრაგედია იყო და გმობს ამას და აცხადებს, რომ ეს იყო იმ პერიოდის ხელისუფლების ხედვა.[7]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Douglas, Roy. "Britain and the Armenian Question, 1894–7." Historical Journal 19#1 (1976): 113-133.
  • Langer, William L. The Diplomacy of Imperialism: 1890–1902 (2nd ed. 1950), a standard diplomatic history of Europe; see pp 145-67, 202-9, 324-29
  • Salt, Jeremy. "Britain, the Armenian question and the cause of Ottoman reform: 1894–96." Middle Eastern Studies 26.3 (1990): 308-328.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Joseph Heller, "Britain and the Armenian question, 1912–1914 a study in realpolitik." Middle Eastern Studies 16.1 (1980): 3-26.
  2. Andrekos Varnava, "The Politics and Imperialism of Colonial and Foreign Volunteer Legions during the Great War: Comparing Proposals for Cypriot, Armenian, and Jewish Legions." War in History 22.3 (2015): 344-363.
  3. Michelle Tusan, "'Crimes against Humanity': Human Rights, the British Empire, and the Origins of the Response to the Armenian Genocide." American Historical Review 119.1 (2014): 47-77.
  4. Akaby Nassibian, Britain and the Armenian Question, 1915–1923 (1984)
  5. Talai, Vered Amit (1989). Armenians in London: The Management of Social Boundaries. Manchester: Manchester University Press, გვ. 1. ISBN 0-7190-2927-9. 
  6. Multi-Cultural Manchester: Armenians. Manchester City Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-07. ციტირების თარიღი: 2009-08-22.
  7. http://www.theguardian.com/world/2009/nov/03/armenia-genocide-denial-britain