გადაბეის რაიონი
გადაბეის რაიონი (აზერ. Gədəbəy rayonu) — ადმინისტრაციული ერთეული აზერბაიჯანის დასავლეთში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გადაბეი.
გადაბეის რაიონი აზერ. Gədəbəy rayonu | ||
ქვეყანა | აზერბაიჯანი | |
---|---|---|
ადმ. ცენტრი | გადაბეი | |
კოორდინატები | 40°33′56″ ჩ. გ. 45°48′58″ ა. გ. / 40.565611° ჩ. გ. 45.816111° ა. გ. | |
მმართველი | Orkhan Mursalov | |
დაარსდა | 8 აგვისტო, 1930 | |
ფართობი | 1229 კმ² | |
მოსახლეობა | 93 719[1] კაცი (2013) | |
ეროვნული შემადგენლობა | აზერბაიჯანელები | |
სასაათო სარტყელი | UTC+4 | |
სატელეფონო კოდი | +994 232 | |
საფოსტო ინდექსი | 2100 | |
საავტომობილო კოდი | 21 | |
ოფიციალური საიტი | gedabey.az | |
| ||
გეოგრაფია
რედაქტირებადასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან 123 კმ სიგრძეზე გადის აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი სომხეთთან, ჩრდილოეთიდან — თოუზის რაიონი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთიდან — შამქორის რაიონი და დაშქესანის რაიონი.
გადაბეის რაიონი მდებარეობს მცირე კავკასიონის საშუალო და დიდი მაღლობის ზონაში. მისი ტერიტორია მოიცავს შაჰდაგის ქედის ჩრდილოეთ ნაწილს, ბაშკენდ-დასტაფურის ამოზნექილ ნაწილს და შამქორის მთის მასივს.
ყველაზე უფრო მაღალი მთის მაღლობებია: გოშაბულაგი (3549 მეტრი), გოჯადაგი (2217 მეტრი), გარაარჰაჯი (3549 მეტრი).
რაიონის მდინარეთა ქსელი შედარებით ღარიბია. ყველაზე უფრო დიდი მდინარეებია ახინჯა, ზეიამი და შამქორი. აქ გავრცელებულია მთა-ტყიანი, მთა-მინდვრიანი და სხვა სახის ნიადაგი. საშუალო სიმაღლის მთებში რაიონის დიდი ფართობი უკავია მთის ბუჩქნარ და იშვიათი ტყის მინდვრებს, ხოლო მაღალ მთებში ფართეფოთლოვან ტყეებს, სუბალპიურ და ალპურ მინდვრებს.
რაიონის ტერიტორიის ზედაპირი წარმოქმნილია იურული, პალეოგენური, მეოთხეული და სხვა პერიოდების დანალექებისგან.
გადაბეის რაიონი მდიდარია თავისი მიწისქვეშა რესურსებით, როგორებიცაა ოქრო, ურანი, სპილენძი და ბევრი სხვა სასარგებლო წიაღისეული. ოქროს საბადო სოფელ სოიუტლიში 1858 წელს აღმოაჩინეს ძმებმა სიმენსებმა. დღეისათვის გახსნილია ოქროს გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც მუშაობს დაახლოებით 2000 ადამიანი.
გადაბეის რაიონი ასევე ცნობილია თავისი მინერალური წყლებით, როგორებიცაა «ნარზანი», «მორ-მორი», «ჩალდაში», «ტურშსუ», «სოიუტლი ნარზანი» (სოფელი სოიუტლი).
ისტორია
რედაქტირებაგადაბეის რაიონი, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, შეიქმნა 1930 წლის 8 აგვისტოს სახელწოდებით რუსტამ-ალიევსკი. 1938 წელს მას დაერქვა გადაბეის რაიონი.
გალერეა
რედაქტირება-
ხედი მთისკენ სოფელ ბოიუკ კარამურადიდან
-
ხედი სოფელ ბოიუკ კარამურადიდან
-
ხედი სოფელ ბოიუკ კარამურადიდან
-
ხედი სოფელ ბოიუკ კარამურადიდან
-
ხედი სოფელ ბოიუკ კარამურადიდან
-
ზოდანის მთა