ჯონას ფერდინანდ გაბრიელ ლიპმანი[17] (დ. 16 აგვისტო, 1845, ბონევოიე, ლუქსემბურგი — გ. 13 ივნისი, 1921, ატლანტის ოკეანე) — ფრანგი-ლუქსემბურგელი ფიზიკოსი, გამომგონებელი და ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში „ფერთა ფოტოგრაფიული რეპროდუქციისთვის, რომელიც ინტერფერენციის ფენომენზეა დაფუძნებული“ (1908).[18]

გაბრიელ ლიპმანი
ფრანგ. Gabriel Lippmann
დაბ. თარიღი 16 აგვისტო, 1845(1845-08-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი ბონევოიე[7]
გარდ. თარიღი 13 ივლისი, 1921(1921-07-13)[1] [3] [4] [6] [7] [8] (75 წლის)
გარდ. ადგილი ატლანტის ოკეანე[7]
დასაფლავებულია Cimetière Notre-Dame[9]
მოქალაქეობა საფრანგეთი[10]
საქმიანობა ფიზიკოსი, გამომგონებელი, ფოტოგრაფი[11] და პროფესორი
მუშაობის ადგილი Laboratoire de recherches physiques de la faculté des sciences de Paris და პარიზის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა, ანრი IV-ის ლიცეუმი და პარიზის უნივერსიტეტი[12]
მეუღლე Laurence Lippmann[13]
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიკაში[14] [15] , საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი, Progress Medal და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[16]

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება

ჯონას ფერდინანდ გაბრიელ ლიპმანი დაიბადა 1845 წლის 16 აგვისტოს ბონევოიეში (დღევანდელ ლუქსემბურგში). ამ პერიოდში ბონევოიე იყო ჰოლერიჩის ნაწილი და ხშირად სწორედ ამ ადგილს მოიხსენიებენ მის დაბადების ადგილას. მისი მამა ისაი ფრანგი ებრაელი რომელიც დაიბადა ენერიში, ქალაქ მეცის მახლობლად. 1848 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა პარიზში. იგი იყო საკმაოდ საზრიანი და მგრძნობიარე მოსწავლე, ასევე აღსანიშნავია მისი მათემატიკისადმი სიყვარული. 1868 წელს იგი სასწავლებლად შევიდა ეკოლო ნორმალის სასწავლებელში, სადაც მან აგრეჟეს გამოცდა ვერ ჩააბარა. 1872 წელს საფრანგეთის მთავრობამ ლიპმანი ჰეიდელბერგის უნივერსიტეტში გაგზავნა სასწავლებლად. მოგვიანებით ლიპმანი დაბრუნდა პარიზში (1875) და კვლავ განაგრძო სწავლა 1878 წლამდე, ხოლო ამ წელს იგი გახდა სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი ფიზიკაში.[19][20][21]

ბერლინში ყოფნის პერიოდში ლიპმანი შეხვდა ფიზიოლოგ და ფიზიკოს ჰერმან ფონ ჰელმჰოლცის. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში ლიპმანი მუშაობდა ფსიქოლოგ ვილჰელმ კუჰენთან და ფიზიკოს გუსტავ კირხჰოფთან ერთად.

უპირველეს ყოვლისა ლიპმანი მოიხსენიება, როგორც ფერთა ფოტოგრაფიული რეპროდუქციის (რომელიც ინტერფერენციის ფენომენზეა დაფუძნებული) გამომგონებელი, რომლისტვისაც მას 1908 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკის დარგში.[20]

კოელოსტატი

რედაქტირება

ლიპმანმა გამოიგონა კოელოსტატი, ასტრონომიული იარაღი რომელიც ახდენდა დედამიწის რადიაციის კომპენსირებას.[22]

აკადემიური მიღწევები

რედაქტირება

გაბრიელ ლიპმანი 1886 წლის 8 თებერვლიდან სიკვდილამდე იყო საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (ამ აკადემიის პრეზიდენტი — 1912 წელს).[23] გარდა ამისა იგი იყო ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი, „Bureau des Longitudes“ წევრი[22] და გრანდ დუკალის ინსტიტუტის (ლუქსემბურგი) წევრი. იგი 1892 წელს გახდა „ფრენჩაიზის ფოტორგრაფიის საზოგადოების“ წევრი, ხოლო მისი პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა 1896-1899 წლებში.[24] ლიპმანი იყო საფრანგეთში თეორიული და გამოყენებითი ოპტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. იგი აგრეთვე 1903-1904 წლებში იყო საფრანგეთის ასტრონომიული საზოგადოების პრეზიდენტი.[25]

ლიპმანის სიკვდილის შემდგომ ლუქსემბურგში მდებარე ფუნდაენტურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტს მის პატივსაცემად ეწოდა მისი სახელი (გაბრიელ ლიპმანის საზოგადოებრივი კვლევითი ცენტრი).

1879 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ლიპმანის სახელი უწოდა მთვარეზე ერთ-ერთ კრატერს.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ლიპმანი 1888 წელს დაქორწინდა ნოველისტ ვიქტორ ჩერბულიეზის ქალიშვილზე.[22] გაბრიელ ლიპმანი გარდაიცვალა 1921 წლის 13 ივლისს, გემზე, რომელიც მიემართებოდა კანადისაკენ.[26]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Léonore databaseministère de la Culture.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 Luminous-Lint — 2005.
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 www.accademiadellescienze.it
  8. 8.0 8.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  9. Find a Grave — 1996.
  10. RKDartists
  11. fotoCH
  12. Mathematics Genealogy Project — 1997.
  13. https://archive.org/stream/in.ernet.dli.2015.147948/2015.147948.Nobel-Lectures-Physics-1901-1921_djvu.txt
  14. The Nobel Prize in Physics 1908Nobel Foundation.
  15. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  16. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 219.
  17. Birth certificate, cf. R. Grégorius (1984): Gabriel Lippmann. Notice biographique. In: Inauguration d'une plaque à la mémoire de Gabriel Lippmann par le Centre culturel et d'éducation populaire de Bonnevoie et la Section des sciences de l'Institut grand-ducal. Bonnevoie, le 13 avril 1984: 8-20.
  18. https://www.britannica.com/biography/Gabriel-Lippmann#ref78915
  19. Josef Maria Eder, History of Photography, 4th ed. (New York: Dover, 1978; ISBN 0-486-23586-6), p. 668. (This Dover edition reproduces the Columbia University Press edition of 1945; the book was originally published in 1932 as Geschichte der Photographie.)
  20. 20.0 20.1 From Nobel Lectures, Physics 1901-1921, Elsevier Publishing Company, Amsterdam, 1967
  21. See also the extensive biography on The Nobel Prize in Physics 1908 page.
  22. 22.0 22.1 22.2 Gabriel Lippmann. Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 2010-12-04.
  23. Les Membres de l'Académie des sciences depuis sa création (en 1666) French. Académie des sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 March 2008. ციტირების თარიღი: 2008-03-01.
  24. Daniel Girardin, "La photographie interférentielle de Lippmann, méthode parfaite et oubliée de reproduction des couleurs" დაარქივებული 2012-07-29 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links, published in DU, die Zeitschrift der Kultur, no 708 : Fotografie, der lange Weg zur Farbe, Juillet-août 2000. Musée de l'Élysée. (ფრანგული) Retrieved 6 December 2010.
  25. Bulletin de la Société astronomique de France, 1911, vol. 25, pp. 581-586
  26. "Gabriel Lippmann, Scientist, Dies at Sea", The New York Times, 14 July 1921.