გიზო გაბესკირია

(გადამისამართდა გვერდიდან გაბესკირია, გიზო)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურამ გაბესკირია (მრავალმნიშვნელოვანი).

გურამ (გიზო) გაბესკირია (დ. 12 აპრილი, 1936, თბილისი) — ქართველი რეჟისორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980).

1965 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი, 1971 წელს საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

1971 წელს კონოსტუდია „მოსფილმში“ თავისივე სცენარით გადაიღო სამნაწილიანი სადიპლომო მხატვრული ფილმი „პირველი გზა“. 1972 წლიდან მუშაობს კონცერნ „ქართულ ფილმში“. არის შემდეგი ფილმების დამდგმელი რეჟისორი: „დათა თუთაშხია“ (1977 წელი, გიგა ლორთქიფანიძესთან ერთად), „ვასილ კიკვიძე“ (1980 წელი გ. კალატოზიშვილთან ერთად), „ზღვის მაშვრალნი“ (1986 წელი, „ქართული ფილმისა“ და საფრანგეთის „პატესინემას“ ერთობლივი ნამუშევარი ე. საშენთან ერთად). 1987 წელს სახელმწიფო კინოკომიტეტის სატარიფიკაციო საბჭომ მიანიჭა მხატვრული ფილმების რეჟისორის უმაღლესი კატეგორიის კვალიფიკაცია; 1991 წელს დაინიშნა „ქართული ფილმის“ მე-2 შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელად; 1992 წელს აირჩიეს კინოკორპორაცია „ქართული ფილმის“ კინოსტუდია „ფრესკას“ სამხატვრო ხელმძღვანელად; 1997 წლიდან მუშაობს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიურ უნივერსიტეტში; 2001–2004 წლებში საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე; 2006 წლიდან არის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის საპატიო პროფესორი.

1979 წლიდან იყო საკავშირო კინემატოგრაფისტთა კავშირის, ხოლო 1991 წლიდან არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.

ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)