ბულბული
(გადამისამართდა გვერდიდან ბულბული (ფრინველი))
ბულბული, იადონი (ლათ. Luscinia) — ფრინველების გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. საქართველოშო გვხვდება 2 სახეობა; ჩვეულებრივი ბულბულის სხეული 160-190 მმ სიგრძისაა, იწონის 25 გრამამდე. გავრცელებულია აღმოსავლეთ ევროპაში და დასავლეთ ციმბირში. საქართველოში მხოლოდ მიმოფრენისას (აპრილ-მაისსა და აგვისტოში) გვხვდება. სამხრეთული ბულბული მობუდარი გადამფრენი ფრინველია. გავრცელებულია დასავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში და წინა და შუა აზიაში. საქართველოშია აპრილიდან სექტემბრამდე. ბინადრობს ბუჩქნარში, წყაროების, მდინარეების ნაპირებზე, ტყისპირებში, მთის ფერდობებზე და ბაღებში; უყვარს წყლის სიახლოვე. მაისის ბოლოს დებს 4-5 კვერცხს, კრუხობა 2 კვირამდე გრძელდება. იკვებება მწერებით, იშვიათად კენკრით. ბულბული საუკეთესო მგალობელი ფრინველია.
ბულბული | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჩვეულებრივი ბულბული (Luscinia luscinia) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Luscinia (T. Forster, 1817) | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 559.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: ბულბული