ბულანჩოსწვერი
ბულანჩოსწვერი — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, აბანოს უღელტეხილთან, მდინარეების თუშეთის ალაზნისა და სტორის შენაკადთა სათავეებში. სიმაღლე 3256 მ. აგებულია ქვედაიურული კვარციანი ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით: აქვს კლდოვანი რელიეფი, განიცდის ინტენსიურ დენუდაციას. კალთები შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით.
ბულანჩოსწვერი | |
---|---|
![]() ბულანჩოსწვერის (ცენტრში) ხედი დასავლეთიდან | |
კოორდინატები: 42°16′09″ ჩ. გ. 45°31′49″ ა. გ. / 42.26917° ჩ. გ. 45.53028° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | თელავის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3256 მ |
ქედი | კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი |
![]() |
ლიტერატურარედაქტირება
- დევდარიანი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 491.