ბუკელართა თემი
ბუკელარიონის თემი (ბერძ. Βουκελλάριον θέμα) — ბიზანტიის იმპერიის სამხედრო პროვინცია. თემი მდებარეობდა მცირე აზიის ჩრდილოეთ ნაწილში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. ის VIII საუკუნეში ჩამოყალიბდა და თითქმის მთელ ანტიკურ პაფლაგონიის რეგიონს მოიცავდა[1].
ისტორია
რედაქტირებათემი დაახლოებით 743-767 წლებში, ოფსიკიონის მმართველ არტაბასდოსის აჯანყების ჩახშობის შედეგად, იმპერატორ კონსტანტინე V-ის მიერ ჩამოყალიბდა. ახალი თემი, ოპტიმატონთან ერთად ჩამოაჭრეს ოფსიკიონის თემს, რომელიც იმპერატორის პირად მმართველობაში გადავიდა, იმისათვის რომ შემცირებულიყო ურჩი ფეოდალების ძალაუფლება[2][3][4]. თემის სახელი მომდინარეობს ბუკელარიის, რომაული კავალერიისაგან, რომელიც შედგებოდა გუთებისა და რომაელებისაგან. VII საუკუნეში, მათ შექმნეს ოფსიკიონის სახმელეთო ძალა, მანამ სანამ რეგიონი თემის ტიტულს მიიღებდა, ის იმართებოდა დომესტიკოსების მიერ[1][5]. პირველად ბუკელარიონის სტრატეგოსი 767 წელს დაინიშნა. თემის დედაქალაქი ანკირაში მდებარეობდა. არაბი გეოგრაფების მიხედვით, თემი ითვლიდა 8 000 სამხედროს[1]. ბუკელარიონის თემი, როგორც შემდგომ პაფლაგონიის თემი,შავი ზვის სანაპიროზე მცირე სამხედრო ფლოტს ფლობდა. ბუკელარიონის და პაფლაგონიის კატეპანი, შავი ზღვის სამხედრო ფლოტის მმართველი იყო. X საუკუნის ისტორიული წყაროები, რეგიონში მხოლოდ სავაჭრო და სატრანსპორტო ფლოტის არსებობას მიუთითებს[4][6].
თავდაპირველად, თემი შავი ზღვის სანაპიროდან, ანატოლიის პლატომდე აღწევდა. მას დასავლეთით ოფსიკიონის და ოპტიმატონის, სამხრეთით ანატოლიის, აღმოსავლეთით კი არმენიაკონის[4] თემები ესაზღვრებოდა. IX საუკუნეში, ალბათ 820 წლისთვის, ბუკელარიონის თემს, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი ჩამოეჭრა და შეიქმნა პაფლაგონიის თემი. მისი ზომა კიდევ უფრო შემცირდა ლეონ VI-ის მმართველობის პერიოდში, როდესაც თემს რვა სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის სამხედრო დანაყოფი ჩამოაჭრეს. იმისათვის, რომ შეექმნათ კაპადოკიისა და ხარსიანონის თემები. IX საუკუნეში, ის მოიცავდა ორ ქალაქსა და ცამეტ ციხესიმაგრეს. 1071 წელს[7], მანასკერტის ბრძოლის შემდეგ, თემი თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Gyftopoulou, Sofia; Velentzas, Georgios. Theme of Boukellarion (Βουκελλαρίων Θέμα). Encyclopedia of the Hellenic World, Asia Minor. Foundation of the Hellenic World (May 24, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 7 October 2009.
- (1991) The Oxford Dictionary of Byzantium. New York, New York and Oxford, United Kingdom: Oxford University Press. ISBN 978-0-19-504652-6.
- Lounghis, T. C. (1996). „The Decline of the Opsikian Domesticates and the Rise of the Domesticate of the Scholae“. Byzantine Symmeikta (10): 27–36. ISSN 1105-1639. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-21. ციტირების თარიღი: 2016-01-03.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Pertusi, A. (1952). Constantino Porfirogenito: De Thematibus (Italian). Rome, Italy: Biblioteca Apostolica Vaticana.
- Treadgold, Warren T. (1995). Byzantium and Its Army, 284–1081. Stanford, California: Stanford University Press. ISBN 0-8047-3163-2.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Kazhdan 1991, p. 316.
- ↑ Lounghis 1996, p. 28–32.
- ↑ Treadgold 1995, p. 29, 71.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Gyftopoulou და Velentzas 2005.
- ↑ Lounghis 1996, p. 31–33.
- ↑ Lounghis 1996, p. 29–30.
- ↑ Kazhdan 1991, p. 317.