არტაბასდოსი
არტაბასდოსი ან არტავასდოსი (ბერძ. Ἀρτάβασδος ან Ἀρταύασδος; სომხ. Արտավազդ, არტავაზდ, არტავაზტ; ლათინიზებული, როგორც არტაბასდუსი) — სომხური წარმოშობის გენერალი, რომელმაც მიიტაცა ბიზანტიის საიმპერატორო ტახტი 741 ან 742 წლიდან 743 წლის ნოემბრამდე. მისი მმართველობა წარმოადგენდა უზურპაციას კონსტანტინე V-ის წინააღმდეგ, რომელმაც შეინარჩუნა კონტროლი მცირე აზიის რამდენიმე თემზე. საბოლოოდ კონსტანტინე V-მ დაამარცხა არტაბასდოსი და კონსტანტინოპოლში შევიდა. უზურპატორი იმპერატორი და მისი ვაჟი შეიპყრეს და საჯაროდ დააბრმავეს, შემდეგ კი ქალაქის გარეუბანში მდებარე მონასტერში გამოკეტეს,[1] სადაც გარდაიცვალა კიდევაც. მისი გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია.
არტაბასდოსი | |
---|---|
ბერძ. Ἀρτάβασδος სომხ. Արտավազդ | |
არტაბასდოსის გამოსახულება მონეტაზე | |
ბიზანტიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 741 |
მმართ. დასასრული: | 743 |
წინამორბედი: | კონსტანტინე V |
მემკვიდრე: | კონსტანტინე V |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 743 წლის შემდეგ |
დინასტია: | ისავრიელთა |
ლიტერატურა
რედაქტირება- Garland, Lynda (2006). Byzantine women: varieties of experience 800–1200, 2006, Ashgate Publishing. ISBN 0-7546-5737-X. - Total pages: 226
- Venetis, Evangelos. (31 July 2003) Artabasdos (Byzantium). Encyclopaedia of the Hellenic World, Asia Minor. ციტირების თარიღი: 2010-04-27.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Garland 2006, p. 9
წინამორბედი: კონსტანტინე V |
ბიზანტიის იმპერატორი (უზურპატორი) 741/742-743 |
შემდეგი: კონსტანტინე V |