აიურბარვადა ბუიანთუ-ყაენი იგივე იმპერატორი ჟენცონგი (დ. 9 აპრილი, 1285 — გ. 1 მარტი, 1320, ხანბალიქი) — იუანის დინასტიის მე-4 იმპერატორი 1311-1320 წლებში, მონღოლთა ნომინალური ყაენი, დარმაბალას ვაჟი, ქულუგ-ყაენის უმცროსი ძმა, თემურ-ყაენის ძმისშვილი და ყუბილაის შვილთაშვილი.

ბუიანთუ-ყაენი
Буянт хаан
მონღოლთა იმპერიის მე-8 დიდი ყაენი და
იუანის დინასტიის მე-4 იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 7 აპრილი, 1311
მმართ. დასასრული: 1 მარტი, 1320
წინამორბედი: ქულუგ-ყაენი
მემკვიდრე: გეგენ-ყაენი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 9 აპრილი, 1285
გარდ. თარიღი: 1 მარტი, 1320
მეუღლე: რადნაშირი ხათუნი
შვილები: გეგენ-ყაენი
სრული სახელი: აიურბარვადა ბუიანთუ-ყაენი
დინასტია: იუანი
მამა: დარმაბალა
დედა: დაღი ხათუნი
რელიგია: ტიბეტური ბუდიზმი

დიდი ყაენისა და იმპერატორის ტიტული მიიღო 1311 წელს, ქულუგ-ყაენის გარდაცვალების შემდეგ. სიკვდილამდე ბუიანთუ ძმამ თავის შემცვლელად დაასახელა იმ პირობით, თუ მომავალში ქულუგის ერთ-ერთი ვაჟი გახდებოდა ბუიანთუს მემკვიდრე. ახალმა ყაენმა პირობა არ შეასრულა და 1316 წელს მემკვიდრედ მისი ვაჟი, შიბიდალა (მომავალში გეგენ-ყაენი) გამოაცხადა.

ბუიანთუ-ყაენი იყო განათლებული და წინდახედული მმართველი. ადმინისტრაციულ სისტემაში შეიტანა ცვლილებები და ის მთლიანად კონფუცის მოძღვრების მიხედვით გადააწყო. მის დროს ჩინეთში იყო კულტურისა და ვაჭრობის პროგრესი, გაიხსნა უამრავი თეატრი, სასწავლო დაწესებულება, რომლებიც აღიარებდნენ კონფუციანელობას. ჩინეთიდან დაიწყო მარილის წარმოება დასავლეთში, რამაც დიდი შემოსავალი მოუტანა იუანთა ხაზინას.

გარდაიცვალა 1320 წლის 1 მარტს, 35 წლის ასაკში. მის შემდეგ ტახტი დაიკავა მისმა ერდათერთდმა ვაჟმა, შიბიდალამ, რომელიც რამდენიმე წელიწადში სიცოცხლეს გამოასალმეს ქულუგ-ყაენის ვაჟების მომხრეებმა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • The Cambridge History of China: "Alien regimes and border states, 907–1368", p.505
  • Herbert Franke, Denis Twitchett, John King Fairbank The Cambridge History of China: Alien regimes and border states, 907–1368, p.523
  • P.Jackson The Mongols and the West, p.271
  • Thomas T. Allsen Culture and Conquest in Mongol Eurasia, p.38
  • H. H. Howorth History of the Mongols, part 1, p.401
  • Herbert Franke, Denis Twitchett, John King Fairbank The Cambridge History of China: "Alien regimes and border states, 907–1368", p.526