ბრძოლა ოქროს ტახტისათვის
ბრძოლა ოქროს ტახტისათვის, ცნობილია, აგრეთვე, როგორც იაა ასანტევას ომი, მე-8 ანგლო-აშანტური ომი, აშანტის აჯანყება 1900 წელს — დიდი ბრიტანეთის მთავრობის უკანასკნელი ომი დასავლეთ აფრიკის მსხვილ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნ აშანტის იმპერიასა და ოქროს ნაპირის კოლონიასთან, რომელიც იმ დროისათვის ბრიტანეთის პროტექტორატს წარმოადგენდა.
აშანტის ტომები უკმაყოფილო იყვნენ ბრიტანელების მიერ მე-7 ანგლო-აშანტური ომის შედეგად თავიანთი ქვეყნის თითქმის მთლიანად დაპყრობით. აჯანყებისათვის კატალიზატორის როლი შასრულა ინგლისის ადგილობრივი გუბერნატორის ლორდ ჰოდქსონის მიერ აშანტის სახემწიფოებრივი ძალაუფლების და დამოუკიდებლობის სიმბოლოს — ოქროს ტახტის ხელში ჩაგდების მცდელობამ. ოქროს ტახტის ადგილმდებარეობის გასარკვევად და გუბერნატორტან წამოსაღებად მივლინებული იქნა კაპიტანი არმიტაჟი. არცერთ სოფელში თავიანთ რელიქვიაზე არაფერს ამბობდნენ თეთრკანიანტან აშანტები. ერთ-ერთ სოფელში (ბერი), სადაც ბავშვები ამტკიცებდნენ, რომ უფროსები სანადიროდ წავიდნენ, გამოტეხის მიზნით დაიწყო ბავშვების ცემა. საფარიდან გამოვიდნენ უფროსები. ბრიტანელებმა ისინიც შეიპყრეს, შეკრეს და ცემეს.
ომის შემდგომ აშანტის იმპერია მაინც რჩებოდა ფაქტობრივად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, მაგრამ 1902 წლიდან ბრიტანეთმა მოახდინა მისი ანექსირება და ოქროს ნაპირის კოლონიასთან გაერთიანება. მას შემდეგ, რაც 1957 წელს დიდმა ბრიტანეთმა ცნო ოქროს ნაპირის დამოუკიდებლობა, აშანტის ტერიტორია შევიდა დამოუკიდებელი, ახლადწარმოქმნილი სახელმწიფოს, განას შემადგენლობაში. ეს ომი იყო აფრიკის ტერიტორიაზე უკანასკნელი ომი, სადაც ერთ-ერთ მეომარ მხარეს ქალბატონი მეთაურობდა.
ბრიტანელთა სისასტიკე
რედაქტირებანაწყვეტი თვითმხილველ კვადვო ავოდოს მონათხრობიდან:
თეთრმა ადამიანმა ჰკითხა ბავშვებს — სად იყო დამალული ოქროს ტახტი სოფელ ბერში. ის მათ ემუქრებოდა, რომ სცემდნენ, თუ არ დაუძახებდნენ უფროსებს, რომლებიც ჯუნგლებში იმალებოდნენ. ბავშვებმა უარი თქვეს ბრძანების შესრულებაზე. მათ კარგად იცოდნენ, რომ თეთრები ოქროს ტახტისათვის მოვიდნენ. ბავშვებს არ ეშინოდათ თეთრი ადამიანის. მიხვდნენ-რა ჯარისკაცები ამას, დაიწყეს მათი დაშინება და ცემა.
ასეთმა სისასტიკემ მოახდინა ოქროს ტახტისათვის ომის პროვოცირება, რომელიც 1900 წლის 28 მარტს დაიწყო. იაა ასანტევამ მობილიზაცია გაუკეთა აშანტის ტომების ჯარს და დიდი ბრიტანეთის მისია კუმასის ფორტში სამი თვე ალყაში მოაქცია. მხოლოდ რამდენიმე ათასი ჯარისკაცისა და საველე არტილერიის დახმარებით შეძლეს ბრიტანელებმა ალყის მოხსნა და თავის დაღწევა. გააფთრებული ბრიტანელები შეტევაზე გადავიდნენ. ისინი წვავდნენ სოფლებს, ხოცავდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, იპყრობდნენ მიწებს. ბრიტანელებმა შეიპყრეს, აგრეთვე, ეჯისუს დედა-დედოფალი იაა ასანტევა. მასთან ერთად, დედოფლის მომხრე მმართველები და სეიშელის კუნძულებზე გადაასახლეს. თავად იაა ასანტევა დევნილობაში გარდაიცვალა 20 წლის შემდეგ. მთელი აშანტის მმართველი, აშანტიხენე — პრემპექს I, როგორც იქნა, დაბრუნდა აშანტში ცოცხალი და ჯანმრთელი.
ოქროს ტახტი იმდენად მნიშვნელოვანი იყო აშანტისთვის, რომ ხალხმა დაუშვა მმართველთა გადასახლება უცხო მიწაზე, ოღონდ ინგლისელებს არ ჩაეგდოთ ხელში. ამასთან, ომის შემდგომ გამოაცხადეს გამარჯვება, რადგან ომის მიზანი — დაეცვათ ოქროს ტახტი — მიღწეულ იქნა.
ხმები ოქროს ტახტზე
რედაქტირებაჰოჯსონი კუმასისკენ გაემართა ბრიტანელი ჯარისკაცებისა და ადგილობრივი რეკრუტების მცირერიცხოვანი რაზმით და ქალაქში ჩავიდა 1900 წლის 25 მარტს. გუბერნატორს ადგილზე პატივით შეხვდნენ. ის ცივად და დაჟინებული მოთხოვნით გამოვიდა აშანტის ლიდერების წინაშე. სიტყვა იყო ასეთი შენაარსის:
თქვენი მმართველი პრემპექს I დევნილობაშია. ის არ დაბრუნდება აშანტში. მთელი მისი უფლებამოსილება გადაეცემა დიდი ბრიტანეთის დედოფალს. სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებით თქვენ უნდა გადაიხადოთ წელიწადში 16 ათასი ფუნტი სტერლინგი. ამის გამო, ისმება კითხვა აშანტის ოქროს ტახტის შესახებ. დედოფალს უფლება აქვს ამ ტახტზე და მან ის უნდა მიიღოს.
სად არის ოქროს ტახტი?! მე წარმოვადგენ უმაღლეს ხელისუფლებას. რატომ ვზივარ მე უბრალო სკამზე?! რატომ არ მოიტანეთ ოქროს ტახტი ჩემი კუმასში ჩამოსვლის შემთხვევასთან დაკავშირებით, რომ მასზე მე დავმჯდარიყავ?!''
არ ესმოდა რა გუბერნატორს ოქროს ტახტის მნიშვნელობა, ვერ მიხვდა, რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა ასეთ გამოსვლას — მისი მდგომარეობა, რომ ის იყო უცხოელი, რომელიც მოითხოვდა აშანტის სახელმწიფოებრივ სიმბოლოზე — ოქროს ტახტზე დაჯდომას — დიდი შეურაცხყოფა იყო ადგილობრივი ხალხისათვის, ასევე, მათი წინაპრების და ჯერ არდაბადებული ბავშვებისათვის. თითქმის მაშინვე შეკრიბა აშანტის იმპერიის ოლქის ეჯისუს დედა-დედოფალმა იაა ასანტევამ მამრობითი სქესის მოსახლეობა, რომ შეექმნა რაზმები ბრიტანელებზე თავდასასხმელად, რათა უკან დაებრუნებინათ თავიანთი მმართველი — აშანტიხენე. დაიწყო აჯანყება, რასაც მოჰყვა ურთიერთშეტაკებები და მსხვერპლი. აჯანყებულებმა თავდასხმა მოაწყეს ფორტზე და ხანგრძლივ ალყაში მოაქციეს იგი. გადაჭრეს ტელეგრაფის ხაზი, მოახდინეს ვაჭრობის ბლოკირება და ა.შ.
ჰოჯსონმა მეუღლითურთ და ასობით თანმხლები პირით დატოვა ფორტი. 12 ათასამდე აშანტის მეომარი დაედევნა გაქცეულებს. ბრიტანელთა უმეტესობამ მოასწრო თავი შეეფარებინა აკრადან მოსული ხომალდის ბორტისათვის.
მაშველი ოპერაცია
რედაქტირებაჰოდსონი სანაპიროზე მოვიდა ბრიტანეთის სხვადასხვა არმიების და პოლიციური ძალების ჯარისკაცებისაგან შეკრებილი 1000-კაციანი რაზმით. ეს ძალები დასავლეთ აფრიკაში იყო განლაგებული მაიორ ჯეიმზ უილკოკსის მეთაურობით. ინგლისელებმა აირეა რამდენიმე ფორტი, რომელიც აშანტის ტომთა კავშირს ეკუთვნოდა და კარგად იყო დაცული აშანტის მეომრებისგან. აღებულ ფორტთა შორის ყველაზე მსხვილი იყო კოკოფუ, რომლის ხელში ცაგდებისას ბრიტანელებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს. ლაშქრობისას უოლკოკსს უხდებოდა მუდმივად მძიმე გამოცდების გადატანა. ადგილობრივ მოსახლეობას კარგად ორგანიზებულ პარტიზანულ პირობებში უხდებოდა ბრძოლა. ივლისის დასაწყისში ოულკოკსი გამაგრდა ბეკვაიში და აქედან მოემზადა კუმასის საბოლოო შტურმისათვის, რომელიც 1900 წლის 14 ივლისს გამთენიისას დაიწყო და 15 ივლისის საღამოს დასრულდა. ინგლისელებმა ძირითად დამრტყმელ ძალად გამოიყენეს ნიგერიიდან ჩამოყვანილი იორუბის მეომრები, რომლებიც შედიოდნენ სასაზღვრო ჯარების შემადგენლობაში.
ზაფხულის დასვენების, ავადმყოფთა და დაჭრილთა გამოჯანმრთელების და კუმასის აღების შემდეგ, სექტემბერში უოლკოკსმა აჯანყებულთა მხარდამჭერ მეზობელ რაიონებში მიავლინა მფრინავი რაზმები. 30 სექტემბრისათვის მან სროლებში დაასუსტა აშანტის ძალები. ასევე, გამოიყენა ნიგერიელი ჯარისკაცები აშანტის ტყეებში თავშეფარებული აჯანყებულებზე სანადიროდ. ბრძოლის შემდეგ კაპიტანი ჩარლზ ჯონ მელისი დაჯილდოვდა მამაცობისათვის შეტევის დროს. ეს იყო ერთადერთი ჯილდო მთელი ოპერაციის განმავლობაში, თუმცა სხვა პასუხისმგებელმა პირებმა მიიღეს ორდენები ”გამოჩენილი დამსახურებისათვის”.
იაა ასანტევა
რედაქტირებაიაა ასანტევა იყო აშანტის იმპერიაში შემავალი ერთ-ერთი ოლქის ეჯისუს დედა-დედოფალი. დღეისათვის ეს რეგიონი წარმოადგენს განას ცენტრალურ რეგიონს. იმ პერიოდისათვის ოქროს ნაპირი წარმოადგენდა დიდი ბრიტანეთის პროტექტორატს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობიდან გადასახადებს კრებდა. კოლონიზატორებმა მოიპოვეს კონტროლი ოქროს წარმოებაზე და მნიშვნელოვანი შემოსავლები ჩამოაჭრეს ნახევრად დამოუკიდებელ ფედერაციას. როდესაც მისიონერებმა ჩამოაყალიბეს სკოლები და ჩაერივნენ ადგილობრივი მოსახლეობის საქმეებში, აშანტებმა დამცირებულად იგრძნეს თავი. იაა ასანტევამ თავის ცნობილ სიტყვაში ადგილობრივ მოსახლეობას დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.
დღეს მე ვხედავ ზოგიერთ თქვენგანს ეშინია წინსვლის და მმართველისათვის ბრძოლის. ოსეი ტუტუს, ოკომფო ანოკისა და ოპოკუ ვარეს დროს ხელმძღვანელები არ მისცემდნენ უფლებას მტერს, ერთიანი ბრძოლის გარეშე დაეთმოთ მმართველი. ვერცერთი თეთრკანიანი ვერ შეძლებდა ესაუბრა აშანტის მმართველთან იმ ტონით, როგორც ამ დილით საუბრობდა გენერალ-გუბერნატორი. ნუთუ აშანტის სიმამაცე მართლა გაქრა? მე არ მჯერა. ეს არ შეიძლება მოხდეს. უნდა გითხრათ, რომ თუ თქვენ, აშანტის მამაკაცები არ წახვალთ წინ, მაშინ ამას ჩვენ, ქალები გავაკეთებთ. მე მოვუხმობ ქალებს. ჩვენ ვიბრძოლებთ თეთრკანიან მამაკაცებთან. ჩვენ დავდგებით ბრძოლის ველზე უკანასკნელ წუთამდე.
აშანტიხენე პრემპექს I-ის დაბრუნება აშანტში
რედაქტირებაათასობით თეთრკანიანი და შავკანიანი ადამიანი მოაწყდა ნაპირს, რომ მისალმებოდა მას. ისინი ღრმად იმედგაცრუებული დარჩნენ, როცა გაიგეს, რომ ვერ შეძლებდნენ ნანა პრემპექსის ნახვას, რადგან ის საღამოს 5:30 გადმოვიდოდა ნაპირზე და მაშინვე გაემგზავრებოდა ქალაქ კუმასში სპეციალური მატარებლით. მატარებლის მოსვლიდან 20 წუთის შემდეგ ნანა პრემპექსის მშვენიერი ავტომობილი აღმოჩნდა ადამიანებით გარშემორტყმული. რთული აღმოჩნდა მისი დაბრუნებისას სათანადო პირობების შექმნა. მშვენიერ არისტოკრატიულ შავ კოსტიუმსა და დიდი ხნის მოდიდან გადასულ შლაპაში მყოფმა ადამიანმა ხელი აწია ბრბოს შეძახილზე. ეს კეთილშობილი პიროვნება იყო ნანა პრემპექსი. [2].
შედეგები
რედაქტირებააშანტები დამარცხდნენე ბრძოლაში, მაგრამ საერთო ომი მაინც მოიგეს. მიუხედავად იმისა, რომ კუმასია ღმოჩნდა ბრიტანეთის იმპერიის კოლონიის შემადგენლობაში, აშანტებმა შეინარჩუნეს მნიშვნელოვანი ავტონომია. ომის მიზანი — დაეცვათ ოქროს ტახტი ბრიტანელებისაგან მიღწეული იქნა. თუმცა მომდევნო წელს აშანტის ბევრი ლიდერი, მათ შორის, ეჯისუს დედა-დედოფალი და აჯანყების მეთაური იაა ასანტევა დაპატიმრებულ იქნა. ყველა მათგანი გადაასახლეს სეიშელის კუნძულებზე, საიდანაც თითქმია მეოთხედი საუკუნის მანძილზე უკანდაბრუნების უფლებას არ აძლევდნენ. ამ ხნის განმავლობაში, მრავალი, მათ შორის, იაა ასანტევაც გარდაიცვალა. ქალაქ კუმასში დღემდე შემონახულია ომის მემორიალი და კოლონიური ეპოქის რამდენიმე დიდი შენობა. კოლონიური ეპოქის შემდეგ აშანტი შევიდა ახალი სახელმწიფოს, დამოუკიდებელი განას შემადგენლობაში.
ბრიტანელებმა ვერ ჩაიგდეს ხელში ოქროს ტახტი. ომის დროს აშანტებმა ის გადამალეს ჯუნგლების სიღრმეში და მიუხედავად კოლონიური ადმინისტრაციის მთელი ძალ-ღონისა, 1920 წლამდე ვერ აღმოაჩინეს. ოქროს ტახტი შემთხვევით აღმოაჩინა რამდენიმე მუშამ, რომელებმაც ტახტს მოხსნეს ოქროს ფირფიტები, მორთულობები და სხვ. ეს ქმედება აშანტის ტომის თვალში სამეფო სიმბოლოს ძალაუფლების დაკარგვად ჩაითვალა. აშანტის სასამართლომ აშანტის იურისდიქციაში მყოფი მუშები გაასამართლა და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, თუმცა, საქმეში კოლონიური ადმინისტრაციის ჩარევით სიკვდილით დასჯა გადასახლებით შეუცვალეს. ომის შედეგად ბრიტანეთმა და მისმა მოკავშირეებმა დაკარგა 1007 ადამიანი. აშანტის ტომთა შორის დაღუპულია 2000 ადამიანი.
შენიშვნა
რედაქტირება- 1. ↑ Addy E. A., Ghana: A History for Primary Schools.
- 2. ↑ Gold Coast Leader newspaper, 27 Dec 1924.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Hernon, Ian. Britain’s Forgotten Wars (ISBN 0-7509-3162-0, 2002)
- Lewin, J. Asante before the British: The Prempean Years 1875—1900