აშანტი ან აშანტის ფედერაცია (ასევე, ასანტე, ეჯისუ) — ადრეფეოდალური სახელმწიფო, აკანების ხალხის იმპერია (1701–1957), რომელიც დღევანდელი განას ტერიტორიაზე, აფრიკაში მდებარეობდა XVII—XIX სს. იგი მოიცავდა დასავლეთ აფრიკის ტერიტორიას — აშანტების და აკანების ენაზე მოლაპარაკე ხალხებს, რომლების მის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.

აშანტის იმპერია
პოლიტიკური კავშირი

1670–1957
დროშა ეროვნული სიმბოლო
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
აშანტის რუკა.
დედაქალაქი კუმასი
ენები აშანტი (ტვი), (სახელმწიფო ენა)
რელიგია ასასე ია, (აკანი)
მთავრობა მონარქია
მეფე
 -  1670–1717 ოსეი კოფი ტუტუ I
 -  1888–1896 პრემპე I
 -  1931–1957 პრემპე II
 -  1999–დღემდე ოსეი ტუტუ II
საკანონმდებლო ხელისუფლება ასანტე კოტოკო (კუმასის საბჭო)[1]
ისტორია
 -  იმპერიის შექმნა 1670
 -  დენკირისგან დამოუკიდებლობა 1701
 -  ბრიტანეთის პროტექტორატი 1896
 -  თვითმმართველობა 1935
 -  შეუერთდა განას 1957
ფართობი
 -  1874 259 000 კმ² (100 000 მლ²)
მოსახლეობა
 -  1874 წელი 3 000 000 
სიმჭიდროვე 11,6 /კმ²  (30 /მლ²)
ვალუტა
დღეს ამ ტერიტორიაზე განის დროშა განა

დაარსება

რედაქტირება

აშანტის სახელმწიფო წარმოიქმნა როგორც სამხედრო კავშირი, კონფედერაცია. თვით სიტყვა „ასანტე“, „აშანტი“ ნიშნავს „ომისათვის გაერთიანებულ ხალხს“. მისი პირველი მმართველი იყო ოსეი-ტუტუ I (დაახლ. 1670—1717) და მნიშვნელოვანი მოვლენა 1701 წლის ფეიასეს ბრძოლა.

თუმცა ბრიტანეთის კონსული ჯოზეფ დიუპიუ ამტკიცებდა, რომ ის, როგორც სამხედრო თვალსაზრისით მძლავრი სახელმწიფო - რომელსაც შეეძლო საჭირო შემთხვევაში 60 ათასი მეომარი შეეიარაღებინა ისრებით და ნაწილი მუშკეტებითაც კი, არსებობდა ჯერ კიდევ 1640 წელს. ამ პერიოდში ხდებოდა აკანების ჯგუფის სამხედრო ექსპანსია და მასობრივი გადასახლება კვამანხენე ოტი აკენტენას მეთაურობით (დაახლ. 1631—1662) რეგიონ კვამანში, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა აშანტების ქვეყანა.

სტრუქტურა და ეკონომიკა

რედაქტირება

ქვეყნის ეკონომიკაში დიდი ადგილი ეკავა მიწათმოქმედებასა და საოჯახო ხელოსნობას. მაგ: ხეზე კვეთა, ფეიქრობა, ლითონის დამუშავება და სხვ. ფართოდ მიმდინარეობდა მონებითა და ოქროთი ვაჭრობა.

სახელმწიფოს სათავეში იდგა უმაღლესი ბელადი — „აშანტიხენე“ (ასანტიხენე). მისი რეზიდენცია მდებარეობდა ქალაქ კუმასში. უმაღლესი ბელადის თანამმართველი იყო აშანტიხემა (დედა-დედოფალი) და აგრეთვე, უხუცესთა საბჭო, რომელშიც შედიოდნენ ცალკეულ ტერიტორიათა ბელადები (ომანხენე) და სამხედრო ბელადები (აშაფოხენე). ცალკეულ ოლქებს სწორედ ადგილობრივი ბელადები, სწორედ ომანხენეები განაგებენ.

კონფედერაცია იყოფოდა ომანებად და დედაქალაქის ოლქად კუმასი - მსხვილ ტერიტორიულ ერთეულებად. ხოლო მისი მმართველების საერთო რაოდენობა იცვლებოდა 8-დან 10-მდე.

XVIII საუკუნის მანძილზე აშანტის ფედერაცია ფაქტობრივად ებრძოდა მეზობლებს ვაჭრობასა და სავაჭრო გზებზე კონტროლისათვის. ეს ხდებოდა სამხრეთით გვინეის ყურის სანაპიროსთან და ჩრდილოეთით - დასავლეთ სუდანის ქვეყნებთან. ოსეია-ტუტუ I-ის გარდაცვალების შემდეგ, მის სამხედრო-პოლიტიკურ ექსპანსიას აგრძელებდა ოპოკუ-ვარე (1720—1745). შემდგომმა მეფემ ოსეი-კოჯომ (1764—1777) წამოიწყო მასშტაბური რეფორმები აშანტის სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მიმართულებით. მის რეფორმებს აგრძელებდნენ მისი მემკვიდრეები ოსეი-კვამე (1777—1798) და ოსეი-ბონსუ (1800—1823).

XIX ს. დასაწყისისსათვის აშანტის კონფედერაცია ჩამოყალიბდა მძლავრ სახელმწიფოდ, რომლის კონტროლს ექვემდებარებოდა დაახლოებით თანამედროვე განას შესატყვისი ტერიტორია 2—3 მილიონი მოსახლეობით. ძლიერ ჯარზე დაყრდნობით აშანტი იქვემდებარებდა მათთან ახლონათესაურ და მეზობლად მცხოვრებ ტომებს.

აშანტის ექსპანსიური პოლიტიკის განხორციელებას ხელი შეუშალა ბრიტანეთის გამოჩენამ და მსმა კოლონიალისტურმა მოქმედებებმა. აშანტის წინააღმდეგ ბრიტანელები იყენებდნენ ოკეანის სანაპიროზე მცხოვრებ სხვადასხვა მოკავშირეებს, მაგ: ფანტებს, გას და სხვ. აშანტისა და ბრიტანეთს შორის მოხდა 7 ანგლო-აშანტური ომი. პირველი 5 აშანტის წარმატებით დასრულდა. (1806, 1811, 1814—1815, 1823—1826 და 1863 წწ.). დიდმა ბრიტანეთმა სცნო აშანტის დამოუკიდებლობა. 1831 წლის შეთანხმებით განისაზღვრა აშანტისა და ინგლისის კოლონიურ მიწებს შორის საზღვარი.

მეექვსე ომის დროს (1873—1874 წწ.) ინგლისელებმა შეაღწიეს ქვეყნის სიღრმეში, გადაწვეს და გაძარცვეს აშანტის დედაქალაქი კუმასი. დაანგრიეს დედაქალაქის სამხედრო ნაგებობები და სამეფო სასახლეც, მაგრამ ინგლისელებმა ვერ მოახერხეს კუმასში გამაგრება. აშანტის სამეფომ ფორმალურად შეინარჩუნა დამოუკიდებლობა. თუმცა შეთანხმებით მათ დიდი ბრიტანეთისათვის უნდა ეძლიათ ხარკი 50 ათასი ოქროს უნცია და უარი ეთქვათ ციხესიმაგრე ელმინასთან ვაჭრობის უფლებაზე. ასევე აეკრძალათ ელმინას ტერიტორიაზე დასახლების უფლება, რომლის უფლებაც აშანტიმ 1872 წელს ნიდერლანდებისგან შეიძინა. ამრიგად, აშანტიმ დაკარგა ოქროს ნაპირის ზედა რაიონებიდან ევროპელებთან ვაჭრობის მონოპოლია. ინგლისელებს თავისუფალი ვაჭრობის და გადაადგილების უფლება მიეცათ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. დედაქალაქ კუმასში მივლენილ იქნა ბრიტანელი ჩინოვნიკი ხელშეკრულების პირობების დაცვის მეთვალყურეობისათვის.

მეექვსე ომში დამარცხებამ ფაქტობრივად წერტილი დაუსვა აშანტის დამოუკიდებელ განვითარებას. კონფედერაციამ ნელ-ნელა ჩამოშლა დაიწყო, მრავალი ადგილობრივი ბელადი აცხადებდა კუმასისაგან დამოუკიდებლობას. დაიწყო დეზინტეგრაციის და დაცემის პერიოდი. ომში დამარცხების გამო ასანტეხენე კოფი კარიკარი (1867—1874) გადაყენებულ იქნა. იგი შეცვალა მისმა ძმამ მენსუ ბონსუმ (1874—1883), მაგრამ ამან ვერ შეაჩერა ქვეყნის დაშლა.

მეშვიდე ომის შედეგად 1895—1896 წწ. ინგლისმა მთლიანად გაანადგურა აშანტი. დაიპყრო მისი ტერიტორიები და გააფორმა აშანტის ფედერაციაში შემავალ ცალკეულ ტომებთან ხელშეკრულებები პროტექტორატის შესახებ, რის შედეგადაც ფედერაციამ არსებობა შეწყვიტა. 1900 წელს აშანტი დედა-დედოფალ იაა ასანტევას მეთაურობით უკანასკნელად შეეცადა დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, თუმცა აჯანყება დამარცხდა. ეს ბრძოლა ცნობილია როგორც, ბრძოლა ოქროს ტახტისათვის. ბრიტანელებმა აიღეს ქალაქი კუმასი და სამეფო ტახტი. აჯანყების დამარცხების შემდეგ 1901 წელს ინგლისელებმა აშანტის მთელი ტერიტორია გააერთიანეს ოქროს სანაპიროს კოლონიაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Попов В. А. Ашантийцы в XIX в.: опыт этносоциального исследования. М.: Наука, 1982.
  • Попов В. А. Этносоциальная история аканов в XVI—XIX веках. М.: Наука, 1990.
  • Rattray R. S. «Ashanti», Oxford 1923.
  • Rattray R. S. «Ashanti law and constitution», Kumasi-London 1956.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Edgerton, Robert B: "Fall of the Asante Empire: The Hundred Year War for Africa's Gold Coast" Free Press, 1995