იაა ასანტევა (დაახლ. 1840 წელი — 7 ოქტომბერი, 1921 წელი) — თანამედროვე განას, ყოფილი აშანტის იმპერიის ნაწილის ეჯიშუს დედა-დედოფალი. 1900 წელს ის ხელმძღვანელობდა აშანტის აჯანყებას დიდი ბრიტანეთის კოლონიალიზმის წინააღმდეგ. ცნობილია როგორც ოქროს ტახტისათვის ბრძოლა ან იაა ასანტევას ომი.

*იაა ასანტევა
დაბადების თარიღი 1840 წ.
დაბადების ადგილი უცნობია
გარდაცვალების თარიღი 1921 წ. 7 ოქტომბერი.
გარდაცვალების ადგილი სეიშელის კუნძულები
რეზიდენცია კუმასი
მოქალაქეობა აშანტის იმპერია
ეთნიკურად აშანტი
პროფესია მმართველი, მეომარი

აჯანყების მიზეზები

რედაქტირება
 
აშანტის დისტრიქტი დღეს, ეჯისუ-ჯუაბენის რაიონი

იაა ასანტევა ჯერ კიდევ მისი ძმის მმართველობის პერიოდში ხედავდა აშანტის იმპერიის არსებობისათვის მთელ რიგ მნიშვნელოვან საფრთხეებს, მათ შორის სამოქლაქო ომის საფრთხეს (1883-1888). ძმის გარდაცვალების შემდეგ მან მმართველად (ეჯისუხენედ) დასვა თავისი შვილიშვილი. და როცა 1896 წელს ინგლისელებმა ის გაგზავნეს სეიშელის კუნძულებზე აშანტის მეფე პრემპექს I-თან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, იაა ასანტევა გახდა ეჯისუ-ჯუაბენის რაიონის რეგენტი. ამის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ოქროს ნაპირის გენერალ-გუბერნატორმა, ლორდმა ფრედერიკ მიტჩელ ჰოდგსონმა მოითხოვა — გადაეცათ მისთვის ოქროს ტახტი (ოქროს სკამი), სახელმწიფოებრიობის სიმბოლო. ასეთმა უპატივცემულობამ გამოიწვია მთავრობის დარჩენილი წევრების საიდუმლო შეხვედრა დედაქალაქ კუმასში. შეკრებას ესწრებოდა იაა ასანტევაც. მან სხდომაზე წარმოთქვა სიტყვა, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია აფრიკაში:

დღეს მე ვხედავ ზოგიერთ თქვენგანს ეშინია წინსვლის და მმართველისათვის ბრძოლისათვის. ოსეი ტუტუს, ოკომფო ანოკისა და ოპოკუ ვარეს დროს ხელმძღვანელები არ მისცემდნენ უფლებას მტერს, ერთიანი ბრძოლის გარეშე დაეთმოთ მმართველი. ვერცერთი თეთრკანიანი ვერ შეძლებდა ესაუბრა აშანტის მმართველთან იმ ტონით, როგორც ამ დილით საუბრობდა გენერალ-გუბერნატორი. ნუთუ აშანტის სიმამაცე მართლა გაქრა? მე არ მჯერა. ეს არ შეიძლება მოხდეს. უნდა გითხრათ, რომ თუ თქვენ, აშანტის მამაკაცები არ წახვალთ წინ, მაშინ ამას ჩვენ, ქალები გავაკეთებთ. მე მოვუხმობ ქალებს. ჩვენ ვიბრძოლებთ თეთრკანიან მამაკაცებთან. ჩვენ დავდგებით ბრძოლის ველზე უკანასკნელ წუთამდე.

იაა ასანტევამ მიიღო აშანტის რამდენიმე მმართველის მხარდაჭერა. ის სათავეში ჩაუდგა 1900 წლის აჯანყებას ბრიტანელების წინააღმდეგ. ამის გამო, იაა განას საყვარელ სახალხოდ გმირად.

აჯანყება და მისი შედეგები

რედაქტირება

1900 წლის მარტის ბოლოს აჯანყებულებმა ალყაში მოაქციეს დიდი ბრიტანეთის ფორტი კუმასში. იგი დღემდე არსებობს და კუმასის ფორტი ჰქვია. ამჟამად, აქ სამხედრო მუზეუმია განთავსებული. რამდენიმე თვის შემდეგ ოქროს ნაპირის გებერალ-გუბერნატორმა 1400 ჯარისკაცი მიმარტა წესრიგის დასამყარებლად. იაა ასანტევა და მისი 15 თანამზრახველი დააპატიმრეს და ქვეყნის სხვა ლიდერების მსგავსად გაგზავნეს სეიშელის კუნძულებზე. აჯანყებამ ფაქტობრივად დაასრულა მთელი XIX საუკუნის მანძილზე მიმდინარე ანგლო-აშანტური ომები. 1902 წლის 1 იანვარს ბრიტანეთმა აშანტის იმპერია თავის კოლონიად გამოაცხადა. იაა ასანტევა გარდაიცვალა დევნილობაში 1921 წკლის 17 ოქტომბერს. მისი გარდაცვალებიდან სამი წლის თავზე პრიმპეხ I და სხვა გადასახლებულები სეიშელის კუნძულებიდან აშანტიში დააბრუნეს. იაა აშანტევას ოცნება ბრიტანელტაგან ქვეყნის გათავისუფლების სესახებ 1957 წლის 6 მარტს ასრულდა, როდესაც აშანტიმ მიიღო დამოუკიდებლობა ბრიტანელთაგან, ამჯერად უკვე ახლადწარმოქმნილი განას რესპუბლიკის სახელით. ეს იყო აფრიკის ქვეყნებს შორის პირველი დამოუკიდებელი ქვეყანა სამხრეთ საჰარაში.

ისტორიულ მეხსიერებაში

რედაქტირება

იაა ასანტევა აშანტსა და მთლიანად განაში ყველაზე საყვარელი ისტორიული ფიგურაა. თავისი სიმამაცით და ბრიტანელთა წინააღმდეგ ბრძოლით, ის სამუდამოდ შევიდა აფრიკის ისტორიაში. 1960 წელს განას განათლების ფონდის მიერ დაარსებულ იქნა ქალაქ კუმასში მისი სახელობის ქალთა საშუალო სკოლა.

2000 წელს განაში ჩატარდა იაა ასანტევა გმირობის ასწლეულისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო კვირეული. ამ დღესასწაულის ფარგლებში 2000 წლის 3 აგვისტოს განაში ქალაქ კვასოში, ეჯისუ-ჯუაბენის რაიონში მის პატივსაცემად გაიხსნა მუზეუმი. თუმცა, სამწუხაროდ, 2004 წლის 23 ივლისს ხანძარმა გაანადგურა რამდენიმე ისტორიული რელიქვია, მისი ფეხსაცმლის და სამხედრო აღჭურვილობის ჩათვლით.

დასავლეთ ლონდონში არსებობს იაა ასანტევას სახელობის ცენტრი, რომელიც წარმოადგენს აფრო-კარიბის ზღვის კულტურის და საზოგადოებრივ ცენტრს.

მის შესახებ შექმნილია ფილმები და სპექტაკლები, რომელშიც დიდი სიამოვნებით თამაშობენ აფრიკული წარმოშობის მსახიობები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება