ელმინაწმინდა გიორგის სახელობის ციხესიმაგრე, იგივე სან-ჟორჟი-და-მინა (პორტ. Castelo de São Jorge da Mina) განაში, იმავე სახელის მქონე ქალაქის შემოგარენში. თანამედროვე დოკუმენტებში მოიხსენიება სახელით ელმინა.

ციხესიმაგრე ელმინა
მე-17 საუკუნის ნახატი

ციხესიმაგრე აიგო პორტუგალიელთა მიერ 1482 წელს. მშენებლობას ხელმძღვანელობდა დიოგუ დე აზამბუჟას ხელმძღვანელობით. სავარაუდოდ, ეს არის აფრიკის ტერიტორიაზე, სამხრეთ საჰარაში ევროპელთა მიერ აგებული უძველესი ციხესიმაგრე.

ელმინა გახდა პორტუგალიელთა პირველი სავაჭრო პორტი გვინეის ყურეში. ის იყო, აგრეთვე, პორტუგალიელთა კოლონიური იმპერიის მნიშვნელოვანი პორტი და მონათვაჭრობის ცენტრი.

1637 ციხესიმაგრე აიღეს ჰოლანდიელებმა და 1871 წლამდე რჩებოდა მათ ხელში. ამის შემდეგ ციხესიმაგრე გადავიდა ბრიტანელთა ხელში სახელმწიფო განას დამოუკიდებლობის აღიარებამდე 1957 წ.

1979 წელს განას სანაპიროს 11 ციხესიმაგრესთან ერთად იუნესკოს მიერ ელმინა შეტანილ იქნა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება