კუთხე

(გადამისამართდა გვერდიდან ბრტყელი კუთხე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კუთხე (მრავალმნიშვნელოვანი).

ბრტყელი კუთხე (აღნიშვნა: ∠) — გეომეტრიული ფიგურა, წარმოქმნილი ერთი წერტილიდან (კუთხის წვერო) გამოსული ორი სხივის სახით (კუთხის გვერდებით). კუთხე იზომება გრადუსებით ან რადიანებით. კუთხე შეიძლება განვიხილოთ აგრეთვე როგორც ფიგურა, რომელიც მიიღება ფიქსირებული სხივის მოცემულ მდებარეობამდე ბრუნვით იმ წერტილის გარშემო, საიდანაც გამოდის სხივი. ასეთი განსაზღვრება საშუალებას იძლევა განვაზოგადოთ კუთხის ცნება, იმის მიხედვით თუ რა მიმართულებით ხდება ბრუნვა. განასხვავებენ დადებით და უარყოფით კთხეებს. აგრეთვე განიხილავენ ისეთ კუთხეებს, რომლებიც 180°-ზე მეტია, 0-ის ტოლ კუთხეებს და ა. შ.

კუთხე

კუთხე შეიძლება განლაგდეს (დაიხაზოს) სამ წერტილზე, რომელთაგან ერთი წვეროა, ხოლო დანარჩენი ორი კუთხის ორივე გვერდზე დევს. კუთხის აღსანიშნავად ხმარობენ ნიშანს „“. კუთხე, რომლის წვეროა A, ხოლო სხვადასხვა გვერდებზე დევს B და C წერტილები (იხ. სურათი), აღინიშნება ასე: ან ; მეორენაირი აღნიშვნის დროს, შუაში იწერება წვეროს აღმნიშვნელი ლათინური ასო.

გრადუსული ზომების მიხედვით კუთხეებს ყოფენ შემდეგ ჯგუფებად:

  • მახვილი კუთხე — კუთხე, რომლის გრადუსული ზომა ნაკლებია 90o-ზე და მეტია 0o-ზე.
  • ბლაგვი კუთხე — კუთხე, რომლის გრადუსული ზომა ნაკლებია 180o-ზე და მეტია 90o-ზე.
  • მართი კუთხე — კუთხე, რომლის გრადუსული ზომა ტოლია 90°-ის.
  • გაშლილი კუთხე — კუთხე, რომლის გრადუსული ზომა ტოლია 180°-ის.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება